პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ცემის ფაქტთან შეხება არ მქონდა, იქ ახლოსაც არ ვიყავი" - რა თქვა პროცესზე "ტვ პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა?
"ცემის ფაქტთან შეხება არ მქონდა, იქ ახლოსაც არ ვიყავი" - რა თქვა პროცესზე "ტვ პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა?

"ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის­თვის, ლე­ვან ბრეგ­ვა­ძის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლი­სა და ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ვანო ბურ­დუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის უდა­ნა­შა­უ­ლოა.

რო­გორც ბურ­დულ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, მას ოპე­რა­ტო­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია.

"ვცხოვ­რობ ქა­ლაქ დუ­შეთ­ში, მყავს მე­უღ­ლე და შვი­ლი. წა­ვი­კი­თხე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ერე­ვი­ან, მისი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა და ამ პრო­ცე­სე­ბი­დან გაყ­ვა­ნა ხდე­ბა.

კად­რებ­ში, სა­დაც მას­თან ერ­თად ვჩან­ვარ, შავი ფე­რის ავ­ტო­მო­ბილ­თან ხალ­ხი უკ­ნი­დან მაწ­ვე­ბა და ავ­დი­ვარ მან­ქა­ნა­ზე, ჩავ­ვარ­დი ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩამ­სხვრე­ულ მი­ნა­ში და ფეხი და­ვი­ზი­ა­ნე. იქ უკვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იყ­ვნენ. მე ცე­მის ფაქტთან შე­ხე­ბა არ მქონ­და. ბრალ­დე­ბის მხა­რე რომ მე­და­ვე­ბა, თით­ქოს ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ში ჩა­ვე­რიე, ტყუ­ი­ლია. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბი­და­ნაც ხანს, რომ ჩხუ­ბის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მი­დი­ან, კად­რებ­ში ჩანს, რომ იქ სა­მარ­თალდმა­ცა­ვე­ბის მის­ვლის შემ­დეგ მივ­დი­ვარ, იქ ახ­ლო­საც არ ვი­ყა­ვი. შემ­დეგ უკან დავ­ბრუნ­დი, აფ­თი­აქ­ში შე­ვე­დი და დუ­შეთ­ში დავ­ბრუნ­დი",- გა­ნა­ცხა­და ბურ­დულ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ვანო ბურ­დუ­ლი 15 ივ­ლისს, ხოლო და­ვით ქო­ჩი­აშ­ვი­ლი 14 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. ვანო ბურ­დულს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით), 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ადა­მი­ა­ნის დევ­ნა პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) და 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა) წა­რედ­გი­ნა.

"თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის საქ­მე­ებ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დრო­ის­თვის, ბრა­ლი 24 პირს წა­რედ­გი­ნა.

ამ ეტაპ­ზე, საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია 41 პირი, მათ შო­რის, 35 ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიკენტი
18

ფიცი მწამს,ბოლო მაკვირვებსო! ლაჩრები!

აკი
50

შვიშტოკა ხოშტარიამ რომ მთავრობის სახლში სახებავები შემოასხა და სახელმწიფო ქონება დააზიანა, პოლიციელს რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მაგას რატომ არ ედავებით? თუ ეგ არაა ძალადობა და მაგათთვის მოსულა, ბარამ თავზე დაგვაჯინეთ ეგ მავნებლები, ან დაუთმეთ თქვენი სკამები სანამ მართლა ძალით წაგართვეს.

ავტორი:

"ცემის ფაქტთან შეხება არ მქონდა, იქ ახლოსაც არ ვიყავი" - რა თქვა პროცესზე "ტვ პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა?

"ცემის ფაქტთან შეხება არ მქონდა, იქ ახლოსაც არ ვიყავი" - რა თქვა პროცესზე "ტვ პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა?

"ტვ პირველის“ ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ვანო ბურდულის განცხადებით, ის უდანაშაულოა.

როგორც ბურდულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას ოპერატორის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

"ვცხოვრობ ქალაქ დუშეთში, მყავს მეუღლე და შვილი. წავიკითხე დაზარალებულის ჩვენება, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიმართ ძალადობის ფაქტის განხორციელების შემდეგ სამართალდამცავები ერევიან, მისი განეიტრალება და ამ პროცესებიდან გაყვანა ხდება.

კადრებში, სადაც მასთან ერთად ვჩანვარ, შავი ფერის ავტომობილთან ხალხი უკნიდან მაწვება და ავდივარ მანქანაზე, ჩავვარდი ავტომობილის ჩამსხვრეულ მინაში და ფეხი დავიზიანე. იქ უკვე სამართალდამცავები იყვნენ. მე ცემის ფაქტთან შეხება არ მქონდა. ბრალდების მხარე რომ მედავება, თითქოს ძალადობრივ ქმედებებში ჩავერიე, ტყუილია. დაზარალებულის ჩვენებიდანაც ხანს, რომ ჩხუბის შემდეგ სამართალდამცავები მიდიან, კადრებში ჩანს, რომ იქ სამართალდმაცავების მისვლის შემდეგ მივდივარ, იქ ახლოსაც არ ვიყავი. შემდეგ უკან დავბრუნდი, აფთიაქში შევედი და დუშეთში დავბრუნდი",- განაცხადა ბურდულმა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ვანო ბურდული 15 ივლისს, ხოლო დავით ქოჩიაშვილი 14 ივლისს დააკავეს. ვანო ბურდულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

"თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ტვ "პირველის“ ოპერატორის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ფონიჭალასა და სხვა უბნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

"ეს არის საქმე - "ბარემ, ესეც დავაკავოთ"... ვანო ბურდული უდანაშაულოა" - "ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულის ადოკატი