მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს
"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­გლი­სე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­მართ რა­სის­ტუ­ლი, სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცვე­ლი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის და­წე­რის გამო, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 5 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ BBC-ი წერს.

ინ­გლი­სის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი - მარ­კუს რაშ­ფორ­დი, ბუ­კა­იო საკა და ჯე­ი­დონ სან­ჩო რა­სის­ტუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე მას შემ­დეგ გახ­დნენ, რაც "ევრო 2020"-ის ფი­ნალ­ში 11-მეტ­რი­ა­ნი დარ­ტყმე­ბი ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შავ­კა­ნი­ა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­მართ "რა­სის­ტუ­ლი კო­მე­ნა­ტა­რე­ბის ნი­აღ­ვა­რი იყო". და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალ­დე­ბულ­ნი არი­ან რა­სიზ­მის ნიშ­ნით სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ში. სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა თქმით, ამ ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცვე­ლი არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­საძ­ლოა, და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს.

  • ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 13 ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, 24-სა­ა­თი­ან პე­რი­ოდ­ში, ინ­გლის­ში ფეხ­ბურთთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 597 ინ­ცი­დენ­ტი და­ფიქ­სირ­და და 264 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი, 19 წლის ბუ­კა­იო საკა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 11-მეტ­რი­ა­ნი დარ­ტყმა ან­დეს და რო­მელ­მაც ის ვერ გა­მო­ი­ყე­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლი გახ­და. სა­კამ დუ­მი­ლი მხო­ლოდ გუ­შინ და­არ­ღვია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­გან ამ პე­რი­ოდ­ში შორს იყო და დროს ოჯახ­თან ერ­თად ატა­რებ­და. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ადა­მი­ა­ნე­ბის იმ ნა­წილს, რომ­ლებ­მაც რთულ მო­მენ­ტში თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს.

“არ არ­სე­ბობს სი­ტყვე­ბი იმის გად­მო­სა­ცე­მად, თუ რამ­დე­ნად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მატ­ჩის შე­დე­გით და ჩემ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პე­ნალ­ტით. ნამ­დვი­ლად მჯე­რო­და, რომ ჩვენ თქვენ­თვის გა­მარ­ჯვე­ბას მო­ვი­პო­ვებ­დით. ვწუხ­ვარ, რომ ფეხ­ბურ­თი სახ­ლში ვერ და­ვაბ­რუ­ნეთ, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ იცო­დეთ, რას ნიშ­ნავს გა­მარ­ჯვე­ბის შეგ­რძნე­ბა.

მე ძა­ლი­ან მტკი­ო­და, ვგრძნობ­დი, რომ ყვე­ლას იმე­დი გა­ვუც­რუე, მაგ­რამ გპირ­დე­ბით, ამ მო­მენტს, ან ნე­გა­ტივს არ მივ­ცემ უფ­ლე­ბას, რომ გამ­ტე­ხოს“, - წერს ფეხ­ბურ­თე­ლი.

ამა­ვე პოს­ტში მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის პლატ­ფორ­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­საც მი­მარ­თა:

"სო­ცი­ა­ლურ მე­დია პლატ­ფორ­მებს, "ინ­სტაგ­რამს", "ტვი­ტერ­სა" და "ფე­ის­ბუქს" - არ მსურს, რომ რო­მე­ლი­მე ბავ­შვმა, ან ზრდას­რულ­მა მი­ი­ღოს სი­ძულ­ვი­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, ისე­თე­ბი, რო­გო­რიც მი­ვი­ღეთ მარ­კუს­მა, ჯე­ი­დონ­მა და მე ამ კვი­რა­ში. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რომ თქვე­ნი მძლავ­რი პლატ­ფორ­მე­ბი საკ­მა­რი­სად არ მუ­შა­ობს ამ სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცვე­ლი შე­ტო­ბი­ნე­ბე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად.

არ­სად, არც ერთ სფე­რო­ში არ უნდა იყოს ად­გი­ლი სი­ძულ­ვი­ლი­სა და რა­სიზ­მის­თვის. შევ­ცვა­ლოთ სი­ძულ­ვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სი­კე­თით და ჩვენ ყვე­ლა გვი­მარ­ჯვებთ“, - წერს ბუ­კა­იო საკა.

ამა­ვე თე­მა­ზე: "არას­დროს მო­ვიხ­დი ბო­დიშს იმა­ზე, თუ ვინ ვარ და სა­ი­დან მო­ვე­დი გუნდში" - რა­სის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის წევ­რებ­ზე, კა­პიტ­ნის ღირ­სე­უ­ლი პა­სუ­ხი და და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, "ევრო 2020"-ის ფი­ნა­ლი 11 ივ­ლისს, ლონ­დონ­ში, უემბლის სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თა. ერ­თმა­ნეთს იტა­ლია და ინ­გლი­სი და­უ­პი­რის­პირ­დნენ და ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 11-მეტ­რი­ა­ნი დარ­ტყმე­ბის სე­რი­ის შემ­დეგ გა­ირ­კვა. ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, მარ­კუს რაშ­ფორდმა, ჯე­ი­დონ სან­ჩომ და ბუ­კა­იო სა­კამ პე­ნალ­ტის ნიშ­ნუ­ლი­დან გო­ლე­ბი ვერ გა­ი­ტა­ნეს და სა­ბო­ლო­ოდ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი იტა­ლი­ამ მო­ი­პო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
44

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ, რას დადუმებულხართ, მეტი ჰომოფობია, რასიზმი და აგრესია გაგიგიათ? იქეთ იტალიელები გახიეს შუაზე, ევროკავშირი სად ხართ? ერთი დროშის დაშვებას რომ გადაგვაყოლეთ....

..
13

აგია დემოკრატიისა და ლიბერალიზმის მქადაგებელი ერი?? მოკლეს ადამიანები სიტყვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების მიმართ რასისტული, სიძულვილის შემცველი, შეურაცხმყოფელი კომენტარების დაწერის გამო, სამართალდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები - მარკუს რაშფორდი, ბუკაიო საკა და ჯეიდონ სანჩო რასისტული გამონათქვამების მთავარი სამიზნე მას შემდეგ გახდნენ, რაც "ევრო 2020"-ის ფინალში 11-მეტრიანი დარტყმები ვერ გამოიყენეს.

პოლიციის განცხადებით, სოციალურ ქსელში შავკანიანი ფეხბურთელების მიმართ "რასისტული კომენატარების ნიაღვარი იყო". დაკავებულები ბრალდებულნი არიან რასიზმის ნიშნით სიძულვილის გაღვივებაში. სამართალდამცველთა თქმით, ამ ადამიანებთანაა დაკავშირებული სიძულვილის შემცველი არაერთი კომენტარი.

პოლიციელები ასევე აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და შესაძლოა, დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

  • ამასთან, აღსანიშნავია, რომ 13 ივლისის მონაცემებით, 24-საათიან პერიოდში, ინგლისში ფეხბურთთან დაკავშირებული 597 ინციდენტი დაფიქსირდა და 264 ადამიანი დააკავეს.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, 19 წლის ბუკაიო საკა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი 11-მეტრიანი დარტყმა ანდეს და რომელმაც ის ვერ გამოიყენა, განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლი გახდა. საკამ დუმილი მხოლოდ გუშინ დაარღვია და სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სოციალური ქსელებისგან ამ პერიოდში შორს იყო და დროს ოჯახთან ერთად ატარებდა. მან მადლობა გადაუხადა ადამიანების იმ ნაწილს, რომლებმაც რთულ მომენტში თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

“არ არსებობს სიტყვები იმის გადმოსაცემად, თუ რამდენად იმედგაცრუებული ვიყავი მატჩის შედეგით და ჩემ მიერ შესრულებული პენალტით. ნამდვილად მჯეროდა, რომ ჩვენ თქვენთვის გამარჯვებას მოვიპოვებდით. ვწუხვარ, რომ ფეხბურთი სახლში ვერ დავაბრუნეთ, მაგრამ გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იცოდეთ, რას ნიშნავს გამარჯვების შეგრძნება.

მე ძალიან მტკიოდა, ვგრძნობდი, რომ ყველას იმედი გავუცრუე, მაგრამ გპირდებით, ამ მომენტს, ან ნეგატივს არ მივცემ უფლებას, რომ გამტეხოს“, - წერს ფეხბურთელი.

ამავე პოსტში მან სოციალური ქსელების პლატფორმების ხელმძღვანელებსაც მიმართა:

"სოციალურ მედია პლატფორმებს, "ინსტაგრამს", "ტვიტერსა" და "ფეისბუქს" - არ მსურს, რომ რომელიმე ბავშვმა, ან ზრდასრულმა მიიღოს სიძულვილის შეტყობინებები, ისეთები, როგორიც მივიღეთ მარკუსმა, ჯეიდონმა და მე ამ კვირაში. სამწუხარო რეალობაა, რომ თქვენი მძლავრი პლატფორმები საკმარისად არ მუშაობს ამ სიძულვილის შემცველი შეტობინებების შესაჩერებლად.

არსად, არც ერთ სფეროში არ უნდა იყოს ადგილი სიძულვილისა და რასიზმისთვის. შევცვალოთ სიძულვილი ერთმანეთის მიმართ სიკეთით და ჩვენ ყველა გვიმარჯვებთ“, - წერს ბუკაიო საკა.

ამავე თემაზე: "არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში" - რასისტული თავდასხმები ინგლისის ნაკრების წევრებზე, კაპიტნის ღირსეული პასუხი და დაწყებული გამოძიება

ინფორმაციისთვის, "ევრო 2020"-ის ფინალი 11 ივლისს, ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს იტალია და ინგლისი დაუპირისპირდნენ და ჩემპიონატის გამარჯვებული 11-მეტრიანი დარტყმების სერიის შემდეგ გაირკვა. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა, მარკუს რაშფორდმა, ჯეიდონ სანჩომ და ბუკაიო საკამ პენალტის ნიშნულიდან გოლები ვერ გაიტანეს და საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონის ტიტული იტალიამ მოიპოვა.

ძმა და 82 წლის ინსტრუქტორი ქალი - კიდევ ვინ მიჰყავს ჯეფ ბეზოსს კოსმოსში: მილიარდერის ამბიციური მოგზაურობის დეტალები

"გთხოვთ, გთხოვთ აიცერით, აიცერით ახლავე" - ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

იდუმალი და აუხსნელი დაავადება, რომლითაც 20-მდე ამერიკელი დიპლომატი დაავადდა - რა მოხდა ვენაში და რას გულისხმობს ე.წ. ჰავანას სინდრომი?