ავტორი:

თსუ-ს პროფესორი, ფილოლოგი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა

თსუ-ს პროფესორი, ფილოლოგი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლიგიურ მეცნიერებათა დოქტორი რამაზ ჭილაია გარდაიცალა. ინფორმაციას ამის შესახებ რამაზ ჭილაიას მეგობრები სოციალურ ქსელში ადასტურებენ.

"რამაზ ჭილაია გარდაცვლილა. ცუდად ვარ. ცუდად. საშინლად", - წერს მწერალი მალხაზ ხარბედია.

რამაზ ჭილაია სხვადსხვა დროს იყო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის, ასევე რუსთაველის ფონდის ექსპერტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის "საქართველოს დიდი ათეულის" მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი, სამეცნიერო საზოგადოების, აკადემიების, სამეცნიერო საბჭოების წევრი, ჟურნალ "კულტურა პლუსის" რედაქტორი, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი, ასევე "პალიტრა L"-ის ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" ჟიურის წევრი.

AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს პროფესორის გარდაცვალების გამო და თანადგომას უცხდებს ოჯახს.

როდიდან დაიწყება "ფაიზერით" 16-17 წლის პირების აცრა საქართველოში - ამირან გამყრელიძის პასუხი

რამდენი ექიმია აცრილი საქართველოში - მედიცინის სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ვაცინაციის სტატისტიკა

"სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შეზღუდვების შემსუბუქება" - ამირან გამყრელიძე