სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"TV პირველის" ოპერატორსა და ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
"TV პირველის" ოპერატორსა და ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მო­ქა­ლა­ქის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის, ასე­ვე, ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით, უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის და ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე კი­დევ 2 პირი - 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ. ბ. და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ. ქ. და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ვ.ბ.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, რე­ვაზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე, „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

„ბრალ­დე­ბულ­მა დ.ქ.-მ იმა­ვე დღეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 156-ე მუხ­ლის მე -2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 225-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პირ­თა დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის, 5 ივ­ლისს “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­თვის სულ და­კა­ვე­ბუ­ლია 23 პირი, კერ­ძოდ: ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით, უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის ფაქ­ტებ­ზე და­კავ­და 19 პირი; "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ოფი­სის დარ­ბე­ვის­თვის, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ძა­ლა­დო­ბით ან ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ასე­ვე, ბი­ნის ან სხვა მფლო­ბე­ლო­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის ჯგუ­ფუ­რად დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია 3 პირი; 1 პირი კი პო­ლი­ცი­ამ მო­ქა­ლა­ქის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის­თვის და­ა­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"TV პირველის" ოპერატორსა და ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

"TV პირველის" ოპერატორსა და ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი - 1988 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1988 წელს დაბადებული დ. ქ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვ.ბ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ბრალდებულმა დ.ქ.-მ იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 19 პირი; ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი; 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა - შსს

"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მიუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმასი ბრალდებული

"პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა