სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე ცოტა, შესაძლოა, სასჯელაღსრულებამ რეაგირება დააგვიანა, რამაც გარდაცვალება გამოიწვია" - ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი
"ყველაზე ცოტა, შესაძლოა, სასჯელაღსრულებამ რეაგირება დააგვიანა, რამაც გარდაცვალება გამოიწვია" - ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი

26 წლის ყა­ზა­ხი აი­სელ აიტ­პა­ე­ვას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბე­სიკ თორ­დუ­ას ად­ვო­კა­ტი, ლაშა შუ­კა­კი­ძე პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას დაგ­ვი­ა­ნე­ბულ რე­ა­გი­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც შუ­კა­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბო­ლოს, როცა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი კლი­ნი­კა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე კი მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, ბე­სიკ თორ­დუა სა­ვა­რა­უ­დოდ, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მის ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა.

„და­ახ­ლო­ე­ბით, ერთი კვი­რის წინ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ ბე­სიკ თორ­დუა გა­და­იყ­ვა­ნეს რე­ა­მი­ნა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ვი­ნა­ხუ­ლე, შე­ერ­თე­ბუ­ლი იყო აპა­რატ­ზე, გა­ვე­სა­უბ­რე ექიმს და მან გა­ნა­ცხა­და, რომ თორ­დუ­ას ჩა­უ­ტარ­და სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია და თა­ვის არე­ში ჰქონ­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს, რა მოხ­და და რამ გა­მო­იწ­ვია ეს ფაქ­ტი, ამა­ზე ჯერ ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს.

მას თა­ვი­დან არა­ნა­ი­რი ჩი­ვი­ლი არ ჰქონ­და, რო­დე­საც მას ვე­სა­უბ­რე, ჩვე­უ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ექი­მის გან­მარ­ტე­ბას, რო­დე­საც თორ­დუა კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, ის კონ­ტაქ­ტუ­რი იყო, და უბ­რა­ლოდ გაბ­რუ­ე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რაც გა­მო­იწ­ვია თავ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლმა, რის შე­დე­გა­დაც ჩა­უ­ტარ­და მას ოპე­რა­ცია და ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ იყო კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. გუ­შინ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში. აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, ალ­ბათ, სა­ა­ვად­მყო­ფომ, კონ­სი­ლი­უმ­მა გა­და­წყვი­ტა აპა­რა­ტი­დან გა­მორ­თვა.

დღეს ვა­პი­რებ, რომ გა­მო­ვი­თხო­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი, და­ვი­წყო აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის შეს­წავ­ლა და ექ­სპერ­ტი­ზა ალ­ბათ, სამ­ხრა­ულ­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და შუ­კა­კი­ძემ.

კი­თხვა­ზე, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხომ არ გან­ხორ­ცი­ელ­და მას­ზე ძა­ლა­დო­ბა, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ „ჯერ ვე­რა­ფერს გა­მო­რი­ცხავს, ვი­ნა­ი­დან არ იცის რა მოხ­და".

"ძა­ლა­დო­ბა და მსგავ­სი რამე არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მე და­ზუს­ტე­ბით არც ერთი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, ვერც ერთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ და ვერ უარ­ვყოფ.

თორ­დუ­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და, რო­მელ­ზეც ჩემ­თან ისა­უბ­რებ­და, თავს ჩვე­უ­ლებ­რივ, კარ­გად გრძნობ­და. ბო­ლოს სა­სა­მარ­თლო ჰქონ­და და სა­სა­მარ­თლო­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ერ­თო. ყვე­ლა­ზე მი­ნი­მუმ მი­მაჩ­ნია, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში ვი­ნა­ი­დან თავ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლი იყო და თუ ექ­სპერ­ტი­ზა იტყვის, რომ ეს იყო გა­ჟონ­ვა, მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე ცოტა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბამ რე­ა­გი­რე­ბა და­აგ­ვი­ა­ნა, რა­მაც შე­საძ­ლოა, გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია“, - აცხა­დებს შუ­კა­კი­ძე.

ცნო­ბის­თვის, 26 წლის ყა­ზახ­მა ქალ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით 5 მა­ისს და­ას­რუ­ლა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­სიკ თორ­დუა და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა, მსხვერ­პლი­სად­მი მუ­ქა­რით მისი პა­ტი­ვის და ღირ­სე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი დამ­ცი­რე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ორი ეპი­ზო­დის ფაქ­ტზე ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რუდ­გი­ნა გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ნა­თე­სავს, მუ­რატ მე­ირ­ბე­კოვს. ის გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის დე­დის სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე ყა­ზა­ხეთ­ში და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, ყა­ზა­ხე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­კა­ვე­ბულს ამ ეტაპ­ზე ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბა აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ყველაზე ცოტა, შესაძლოა, სასჯელაღსრულებამ რეაგირება დააგვიანა, რამაც გარდაცვალება გამოიწვია" - ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი

"ყველაზე ცოტა, შესაძლოა, სასჯელაღსრულებამ რეაგირება დააგვიანა, რამაც გარდაცვალება გამოიწვია" - ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი

26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე პენიტენციურ დაწესებულებას დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს.

როგორც შუკაკიძემ განაცხადა, ბოლოს, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლინიკაში მოინახულა, უგონო მდგომარეობაში იყო, გარდაცვალებამდე კი მას ოპერაცია ჩაუტარდა. ადვოკატის თქმით, ბესიკ თორდუა სავარაუდოდ, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი და მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

„დაახლოებით, ერთი კვირის წინ შემატყობინეს, რომ ბესიკ თორდუა გადაიყვანეს რეამინაციულ განყოფილებაში. რამდენიმე დღის წინ მოვინახულე, შეერთებული იყო აპარატზე, გავესაუბრე ექიმს და მან განაცხადა, რომ თორდუას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და თავის არეში ჰქონდა დიდი რაოდენობით სისხლი. რაც შეეხება დანარჩენს, რა მოხდა და რამ გამოიწვია ეს ფაქტი, ამაზე ჯერ ინფორმაცია არ მაქვს.

მას თავიდან არანაირი ჩივილი არ ჰქონდა, როდესაც მას ვესაუბრე, ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო. რაც შეეხება ექიმის განმარტებას, როდესაც თორდუა კლინიკაში მიიყვანეს, ის კონტაქტური იყო, და უბრალოდ გაბრუებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც გამოიწვია თავში დიდი რაოდენობით სისხლმა, რის შედეგადაც ჩაუტარდა მას ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ იყო კომატოზურ მდგომარეობაში. გუშინ შემატყობინეს, რომ გარდაიცვალა საღამოს საათებში. აპარატზე იყო შეერთებული, ალბათ, საავადმყოფომ, კონსილიუმმა გადაწყვიტა აპარატიდან გამორთვა.

დღეს ვაპირებ, რომ გამოვითხოვო დოკუმენტები, დავიწყო აღნიშნული საქმის შესწავლა და ექსპერტიზა ალბათ, სამხრაულში ჩაუტარდება“, - განაცხადა შუკაკიძემ.

კითხვაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში ხომ არ განხორციელდა მასზე ძალადობა, ადვოკატი აცხადებს, რომ „ჯერ ვერაფერს გამორიცხავს, ვინაიდან არ იცის რა მოხდა".

"ძალადობა და მსგავსი რამე არ ხორციელდებოდა, მაგრამ ვინაიდან მე დაზუსტებით არც ერთი ინფორმაცია არ მაქვს, ვერც ერთ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ და ვერ უარვყოფ.

თორდუას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა არ ჰქონდა, რომელზეც ჩემთან ისაუბრებდა, თავს ჩვეულებრივ, კარგად გრძნობდა. ბოლოს სასამართლო ჰქონდა და სასამართლოზე ჩვეულებრივად ჩაერთო. ყველაზე მინიმუმ მიმაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ვინაიდან თავში დიდი რაოდენობით სისხლი იყო და თუ ექსპერტიზა იტყვის, რომ ეს იყო გაჟონვა, მიმაჩნია, რომ ყველაზე ცოტა სასჯელაღსრულებამ რეაგირება დააგვიანა, რამაც შესაძლოა, გარდაცვალება გამოიწვია“, - აცხადებს შუკაკიძე.

ცნობისთვის, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 5 მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის ნათესავს, მურატ მეირბეკოვს. ის გარდაცვლილი ქალის დედის საჩივრის საფუძველზე ყაზახეთში დააკავეს, თუმცა, ყაზახეთის პროკურატურის მიერ დაკავებულს ამ ეტაპზე ტრეფიკინგის ბრალდება აქვს წარდგენილი.

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა - შსს

"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მიუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმასი ბრალდებული

"პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა