საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჩამოდის შარლ მიშელი ისევ? - "მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი კარიერის თვალსაზრისითაც"
რატომ ჩამოდის შარლ მიშელი ისევ? - "მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი კარიერის თვალსაზრისითაც"

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი შარლ მი­შე­ლი მო­მა­ვალ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ "რუს­თა­ვი 2“-თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, შარლ მი­შელს მი­აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას ყვე­ლა პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რის 5-6 ივ­ლისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ვი­ზი­ტი და­გეგ­მი­ლია და რო­გორც ვიცი, 18 თუ 19 ივ­ლისს აპი­რებს ჩა­მოს­ვლას.

5 ივ­ლის­თან და­კავ­ში­რე­ბით უშუ­ა­ლოდ შარლ მი­შელ­საც მი­ვაწ­ვდით სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა რის­კე­ბი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რა რის­კე­ბი იყო გათ­ვლი­ლი, რო­გორ იმოქ­მე­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა. მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის იმა­ზე, თუ რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფოს უკვე მას შემ­დეგ, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ძა­ლა­დო­ბა უკვე იყო ჩა­დე­ნი­ლი. სა­უ­ბა­რია შემ­დგომ რე­ა­გი­რე­ბებ­ზე, კონ­კრე­ტულ და­კა­ვე­ბებ­სა და გა­მო­ძი­ე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამა­ზე, შარლ მი­შელ­საც, ისე­ვე რო­გორც სხვა პარტნი­ო­რებს, მი­ვაწ­ვდით სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას,“- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

"შარლ მი­შე­ლის ვი­ზი­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ნონ­ზო­მი­ე­რია და საკ­მა­ოდ კა­ტე­გო­რი­უ­ლი იქ­ნე­ბა - მე არ მგო­ნია, მი­შელ­მა ის ბრტყელ-ბრტყე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი მი­ი­ღოს, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს სა­კუ­თა­რი ოხ­ლოკ­რა­ტი­ის­თვის", - ასე აფა­სებს მო­მა­ვალ ვი­ზიტს პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, შარლ მი­შე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბია.

"შარლ მი­შე­ლის­თვის ის შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც მისი სა­ხე­ლით არის სა­ხელ­დე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პი­რა­დად მის­თვი­საც და მისი კა­რი­ე­რის­თვი­საც, რად­გან ეს მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვია.

ამ შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ახლა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, რო­დე­საც შე­თან­ხმე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯი­უ­ტად აგ­რძე­ლებს თა­ვი­სას, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­ნიშ­ვნა მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში და არ აჩე­რებს ამ პრო­ცესს. შე­სა­ბა­მი­სად, მი­შელ­ზე ეს პერ­სო­ნა­ლუ­რი დარ­ტყმაა, ეს არ არის მხო­ლოდ ევ­რო­კავ­შირ­ზე დარ­ტყმა.

მე ვფიქ­რობ, რომ მისი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ეს არის, მაგ­რამ გარ­და ამი­სა, მოხ­და ისე­თი რა­ღაც, რაც მათი გა­გე­ბით და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სის­ტე­მით, რი­თაც ცხოვ­რობს ევ­რო­კავ­ში­რი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ვან­და­ლიზ­მია - რო­დე­საც სის­ტე­მუ­რად გა­ი­ლა­ხა არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი, არა­მედ ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, რო­მე­ლიც კრი­ტი­კუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და არა მარ­ტო, კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი, ანუ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა გა­ი­ლა­ხა მთლი­ა­ნად.

მან და­ი­ნა­ხა სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც კი, არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით ერ­თი­ან ევ­რო­პულ სივ­რცე­ში, არა­მედ სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით, რაც შე­იძ­ლე­ბა წა­მო­ა­ძა­ხონ ხვალ და ზეგ, რომ თავს რომ იწო­ნებ­დი, სი­ნამ­დვი­ლე­ში ნახე რა ხდე­ბაო. ასე რომ, მე ვფიქ­რობ, მისი ვი­ზი­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ნონ­ზო­მი­ე­რია და საკ­მა­ოდ კა­ტე­გო­რი­უ­ლი იქ­ნე­ბა. არ მგო­ნია, შარლ მი­შელ­მა ის ბრტყელ-ბტყე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი მი­ი­ღოს, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს სა­კუ­თა­რი ოხ­ლოკ­რა­ტი­ის­თვის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ელო­დე­ბა კარ­გი დღე­ე­ბი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ეს საქ­მე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის დო­ნე­ზე და­ტო­ვოს, რომ ევ­რო­კავ­ში­რი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის სა­ხით, ანუ "ბარ­ტყე­ბის გა­დაგ­დე­ბით“ და ამ დროს მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში ვნა­ხეთ, პირ­და­პირ წე­რია, რომ და­სავ­ლე­თი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის დას­ჯას არ ითხოვს, ის ითხოვს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის და დამ­კვე­თე­ბის დას­ჯას, ანუ უფრო ფარ­თო გა­მო­ძი­ე­ბაა სა­ჭი­რო. ამი­ტომ ვნა­ხოთ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
54

მაგას ინფორმაციის მიწოდება კი არა "აჩოტების" ჩაბარება ჰქვია!!!

ზვიად მართალი
72

თავის სამშობლო საფრანგეთი მონახულებინა პირველ რიგში ურიგო არიქნებოდა. გადაწვეს დემონსტრანტებმა ნახევარი ქვეყანა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რატომ ჩამოდის შარლ მიშელი ისევ? - "მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი კარიერის თვალსაზრისითაც"

რატომ ჩამოდის შარლ მიშელი ისევ? - "მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი კარიერის თვალსაზრისითაც"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაავრცელა.

როგორც კობახიძემ "რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, შარლ მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 18 თუ 19 ივლისს აპირებს ჩამოსვლას.

5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც, სამწუხაროდ, ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"შარლ მიშელის ვიზიტი აბსოლუტურად კანონზომიერია და საკმაოდ კატეგორიული იქნება - მე არ მგონია, მიშელმა ის ბრტყელ-ბრტყელი არგუმენტები მიიღოს, რაც ხელისუფლებას აქვს საკუთარი ოხლოკრატიისთვის", - ასე აფასებს მომავალ ვიზიტს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

პოლიტოლოგის თქმით, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის მთავარი მოტივატორი სასამართლოში მიმდინარე პროცესებია.

"შარლ მიშელისთვის ის შეთანხმება, რომელიც მისი სახელით არის სახელდებული, ძალიან მნიშვნელოვანია პირადად მისთვისაც და მისი კარიერისთვისაც, რადგან ეს მისი მნიშვნელოვანი აქტივია.

ამ შეთანხმების შესრულება ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის არაერთი განცხადება სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, როდესაც შეთანხმების საწინააღმდეგოდ ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს თავისას, მოსამართლეების დანიშვნა მაქვს მხედველობაში და არ აჩერებს ამ პროცესს. შესაბამისად, მიშელზე ეს პერსონალური დარტყმაა, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირზე დარტყმა.

მე ვფიქრობ, რომ მისი მთავარი მოტივატორი ამ შემთხვევაში სწორედ ეს არის, მაგრამ გარდა ამისა, მოხდა ისეთი რაღაც, რაც მათი გაგებით და ფასეულობების სისტემით, რითაც ცხოვრობს ევროკავშირი, წარმოუდგენელი ვანდალიზმია - როდესაც სისტემურად გაილახა არაერთი ჟურნალისტი, არამედ ქართული ჟურნალისტიკა, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ და არა მარტო, კრიტიკულად განწყობილი, ანუ ჟურნალისტიკა გაილახა მთლიანად.

მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი თავისთვისაც კი, არამხოლოდ საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით ერთიან ევროპულ სივრცეში, არამედ საკუთარი კარიერის თვალსაზრისით, რაც შეიძლება წამოაძახონ ხვალ და ზეგ, რომ თავს რომ იწონებდი, სინამდვილეში ნახე რა ხდებაო. ასე რომ, მე ვფიქრობ, მისი ვიზიტი აბსოლუტურად კანონზომიერია და საკმაოდ კატეგორიული იქნება. არ მგონია, შარლ მიშელმა ის ბრტყელ-ბტყელი არგუმენტები მიიღოს, რაც ხელისუფლებას აქვს საკუთარი ოხლოკრატიისთვის. ხელისუფლებას არ ელოდება კარგი დღეები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ხელისუფლება ცდილობს ეს საქმე შემსრულებლების დონეზე დატოვოს, რომ ევროკავშირი, შეერთებული შტატები დაკმაყოფილდნენ შემსრულებლების სახით, ანუ "ბარტყების გადაგდებით“ და ამ დროს მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვნახეთ, პირდაპირ წერია, რომ დასავლეთი შემსრულებლების დასჯას არ ითხოვს, ის ითხოვს ორგანიზატორების და დამკვეთების დასჯას, ანუ უფრო ფართო გამოძიებაა საჭირო. ამიტომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ვიდრე ის პრემიერია, საფრთხის ქვეშაა ყველა მოქალაქის სიცოცხლე და ქვეყნის მომავალი" - ჟურნალისტების მიმართვა შარლ მიშელს და ორი საპროტესტო აქცია თბილისსა და ბათუმში

"შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა..." - რა უთხრა შეხვედრაზე პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს

"...ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა" - შარლ მიშელის მთავრი მესიჯები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ