პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესის წამოწყებას, თუ წინასწარ იცი, რომ ის უშედეგო იქნება?
როგორია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესის წამოწყებას, თუ წინასწარ იცი, რომ ის უშედეგო იქნება?

5 ივ­ლი­სის მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ის­მის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა, ისე­ვე, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის მიერ მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი. უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხის დას­მის­თვის 51 დე­პუ­ტა­ტის ხმაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, მათ შო­რის, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტში ამ პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბას აზრი არ ექ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან მის წარ­მა­ტე­ბით და­სას­რუ­ლებ­ლად 76 ხმაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ოპო­ზი­ცი­ას კი მხო­ლოდ 64 ხმის მო­ბი­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. ეს ნიშ­ნავს, რომ პრო­ცე­სის და­სა­წყე­ბად სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ას რე­სურ­სი აქვს, თუმ­ცა მისი დას­რუ­ლე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის "გა­და­ბი­რე­ბის“ გა­რე­შე მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ეხე­ბა მუხ­ლი 57, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ შემ­დეგს:

"1. პარ­ლა­მენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­დოს მთავ­რო­ბას.

2. უნ­დობ­ლო­ბის სა­კი­თხის აღ­ძვრის უფ­ლე­ბა აქვს პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ერთ მე­სა­მედ­ზე მეტს. უნ­დობ­ლო­ბის სა­კი­თხის აღ­ძვრას­თან ერ­თად ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი წა­მო­ა­ყე­ნე­ბენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს, ხოლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი პარ­ლა­მენტს წა­რუდ­გენს მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას. მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად პარ­ლა­მენტს წა­რედ­გი­ნე­ბა სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა.

3. თუ პარ­ლა­მენ­ტი სა­კი­თხის აღ­ძვრი­დან არა­უ­ად­რეს 7 და არა­უგ­ვი­ა­ნეს 14 დღი­სა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით ნდო­ბას გა­მო­უ­ცხა­დებს ახალ მთავ­რო­ბას, უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა. ახა­ლი მთავ­რო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან 2 დღის ვა­და­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნავს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ხოლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მისი და­ნიშ­ვნი­დან 2 დღის ვა­და­ში - მი­ნის­ტრებს. თუ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი დად­გე­ნილ ვა­და­ში არ და­ნიშ­ნავს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, იგი და­ნიშ­ნუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა. მთავ­რო­ბას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უწყდე­ბა ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ნიშ­ვნის მო­მენ­ტი­დან.

4. თუ პარ­ლა­მენ­ტი უნ­დობ­ლო­ბის სა­კი­თხის აღ­ძვრის შემ­დეგ არ გა­მო­უ­ცხა­დებს მთავ­რო­ბას უნ­დობ­ლო­ბას, და­უშ­ვე­ბე­ლია პარ­ლა­მენ­ტის იმა­ვე წევრთა მიერ მომ­დევ­ნო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­დობ­ლო­ბის სა­კი­თხის აღ­ძვრა“.

უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ უფრო დე­ტა­ლუ­რად AMBEBI.GE-ს კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე ესა­უბ­რე­ბა.

"ერთ მე­სა­მედ­ზე მე­ტია სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ და­ი­წყოს პრო­ცე­სი, ანუ უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი და­ის­ვას და პარ­ლა­მენ­ტში მისი გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი და­ი­წყოს, ამას პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის 51 ხმა სჭირ­დე­ბა. 51 ან 51-ზე მეტ დე­პუ­ტატს შე­უძ­ლია დას­ვას ეს სა­კი­თხი და იმავდრო­უ­ლად, მათ უნდა და­ა­სა­ხე­ლონ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი. ამის შემ­დეგ, როცა ეს და­რე­გის­ტრირ­დე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა პარ­ლა­მენტს უნდა წა­რუდ­გი­ნოს მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა, ე.ი., თუკი მას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად აირ­ჩე­ვენ, ვინ იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბა. მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის და­სა­ხე­ლე­ბულ­მა კან­დი­დატ­მა პარ­ლა­მენტს სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა უნდა წა­რუდ­გი­ნოს. შემ­დეგ, ამ სა­კი­თხის წარ­დგე­ნის მერე მე-7 დღი­დან 14-ე დღის ჩათ­ვლით შუ­ა­ლედ­ში პარ­ლა­მენ­ტში ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი - მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა, პროგ­რა­მა და კენ­ჭი უნდა უყა­რონ ამ მთავ­რო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას - უკვე აქაა სა­ჭი­რო მი­ნი­მუმ 76 ხმა, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ას დღეს არ აქვს. ამი­ტომ, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ეს მთავ­რო­ბა ნდო­ბას ვერ მი­ი­ღებს. თუ მი­ი­ღებს, მერე იქ შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რაა - პრე­ზი­დენ­ტმა უნდა და­ნიშ­ნოს წარ­დგე­ნი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა - მი­ნის­ტრე­ბი და ა.შ. ხოლო თუ ამ მთავ­რო­ბამ ნდო­ბა ვერ მი­ი­ღო, რჩე­ბა ძვე­ლი მთავ­რო­ბა და ამით ეს პრო­ცე­დუ­რა დამ­თავ­რდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი.

რა პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­სის და­წყე­ბას, როცა დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის შე­დე­გი­ა­ნად არ დას­რულ­დე­ბა? - ამ კი­თხვა­ზე ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს და სწო­რედ ამი­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის­თვის.

"აქ ერთი რა­მეა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ასე ვხე­დავ, რომ პარ­ლა­მენ­ტი ახალ მთავ­რო­ბას არ შექ­მნის, რად­გან ეჭვი მე­პა­რე­ბა, "ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის იმ­დე­ნი მო­ი­ძებ­ნოს ან სა­ერ­თოდ მო­ი­ძებ­ნოს ვინ­მე, ვინც ხმას მის­ცემს ოპო­ზი­ცი­ის მიერ წარ­დგე­ნილ მთავ­რო­ბას. ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს აზრი არ აქვს - რა აზრი აქვს, და­ვი­წყოთ უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა, თუკი არ გვაქვს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ხმა? მაგ­რამ ის, რომ პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა და პარ­ლა­მენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ნი­ხი­ლოს მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და მის მიერ წარ­დგე­ნი­ლი პროგ­რა­მა, ანუ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე გა­მო­ვი­დეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი, წარ­მო­ად­გი­ნოს პროგ­რა­მა, გა­ი­მარ­თოს იქ დე­ბა­ტე­ბი, ის, რომ იქ­ნე­ბა კი­თხვე­ბი, იქ­ნე­ბა პა­სუ­ხე­ბი - ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებთ, ამით ხომ შეგ­ვექ­მნე­ბა წარ­მოდ­გე­ნა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ ეს ახა­ლი მთავ­რო­ბა რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს, იქ­ნე­ბა თუ არა ის უკე­თე­სი? შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვექ­მნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ პარ­ტი­ე­ბის მი­მართ, რო­მელ­თაც ეს მთავ­რო­ბა წა­რად­გი­ნა (ცხა­დია, აქ მხო­ლოდ კო­ა­ლი­ცი­უ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს, სხვაგ­ვა­რი ვერ იქ­ნე­ბა) - სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვი­ღა­ცე­ბის მი­მართ ან გა­იზ­რდე­ბა ნდო­ბა, ან არ გა­იზ­რდე­ბა, ან შემ­ცირ­დე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. ჩვენ­თან ხომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ერ­თპარ­ტი­უ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბაა ხოლ­მე და რა პროგ­რა­მაც გინ­და წა­რად­გი­ნო, რაც გინ­და, თქვა, სულ უტო­პი­უ­რი აზ­რე­ბი ან ძა­ლი­ან ცუდი აზ­რე­ბი თქვან, მა­ინც ის მთავ­რო­ბა იქ­მნე­ბა და შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვეძ­ლე­ვა ხოლ­მე. აქ ჩნდე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­ვა­ფა­სოთ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, ცხა­დია, ვინც ამა­ზე ფიქ­რობს და აკ­ვირ­დე­ბა, თუ რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა. ხოლო როცა არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა, იქ ამის მი­ხედ­ვით გა­ვა­კე­თოთ ჩვენ არ­ჩე­ვა­ნი.

ამას­თა­ნა­ვე, რო­დე­საც იწე­რე­ბა გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ და­ი­წყონ მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­სი, აქ ეს პირ­და­პირ არ წე­რია, მაგ­რამ ვინც ამას მო­ი­თხოვს, უნდა თქვან არ­გუ­მენ­ტე­ბი, რა­ტომ ითხო­ვენ მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა უთხრან, რა არის ის მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც მათი აზ­რით, ეს მთავ­რო­ბა არ უნდა იყოს. ე.ი. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა - ვი­ღა­ცა რა­ღა­ცას და­ი­ჯე­რებს, ვი­ღაც არ და­ი­ჯე­რებს, იქ­ნე­ბა არ­გუ­მენ­ტე­ბი, კონ­ტრარ­გუ­მენ­ტე­ბი, მერე ისევ ჩვე­ნი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი ხდე­ბა, ვინ ტყუ­ის და ვინ - არა. ასე­ვე, როცა ეს სა­კი­თხია დას­მუ­ლი, იმავდრო­უ­ლად ვა­სა­ხე­ლებთ ახალ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს და შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვთქვა, რა­ტომ არ უნდა იყოს ეს ძვე­ლი მთავ­რო­ბა და რა­ტომ უნდა შევ­ქმნათ ახა­ლი მთავ­რო­ბა სწო­რედ ასე­თი სა­ხით. ეს ხომ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა, ჰქონ­დეს მა­შინ, რო­დე­საც რა­ღაც არ­ჩე­ვანს აკე­თებს. სა­ერ­თოდ, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თე­ბი რომ ავი­ღოთ, როცა ასე­თი სა­კი­თხი დგე­ბა, უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­დე­გი საკ­მა­ოდ ხში­რად არ არის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა. ანუ, პრო­ცე­სი მთავ­რდე­ბა თით­ქოს არაფ­რით, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ის კვალს ტო­ვებს - ეს კვა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ოპო­ზი­ცი­ის­თვის სა­სარ­გებ­ლო ან უსარ­გებ­ლო, და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი. გა­აჩ­ნია, რამ­დე­ნად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მათი ნათ­ქვა­მი“, - აღ­ნიშ­ნავს ხმა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
20

რა დროს უნდობლობაა,ხალხი (ელოდება) ნანატრ მე-4-ე წელიწადს....

იურისტი
35

ბატონ ვახტანგს დიდი პატივისცემის მიუხედავად მსჯელობაში ვერ შევყვები რადგან ლოკომოტივის დასაძრავად პროცედურის დასაწყებად საჭიროა ოპოზიციის51 ხელმომწერი გამოკვეთილ ოპოზიციას 49 მანდატი აქვს რადგან მეეჭვება ამ პროცესში ვიხილოთ გირჩი, მოქალაქეები და სოციალისტები, გახარიას შეერთება მის საბოლოო ლუსტრაციას მოახდენს ამიტომ ესეც საეჭვოა ამდენად სათუოა პროცესის დასაწყებად საჭირო ხმების მოგროვებაც კი რომ აღარაფერი ვთქვათ 76 ხმაზე. ამიტომ ოპოზიცა საკუთარ ამომრჩევლის დაიმედებაზე თვლის პროცესს თუ კანდიდატურათა შერჩევაზე კვლავ არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და საკუთარ ამომრჩეველსაც ნიჰილისტურად არ განაწყობენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესის წამოწყებას, თუ წინასწარ იცი, რომ ის უშედეგო იქნება?

როგორია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესის წამოწყებას, თუ წინასწარ იცი, რომ ის უშედეგო იქნება?

5 ივლისის მძიმე მოვლენების შემდეგ ისმის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ მოთხოვნა, ისევე, როგორც ოპოზიციის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენების შესახებ განცხადებები. უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმისთვის 51 დეპუტატის ხმაა საჭირო, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკოსის თქმით, მათ შორის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტში ამ პროცედურის დაწყებას აზრი არ ექნება, ვინაიდან მის წარმატებით დასასრულებლად 76 ხმაა აუცილებელი, ოპოზიციას კი მხოლოდ 64 ხმის მობილიზების შესაძლებლობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ პროცესის დასაწყებად საპარლამენტო ოპოზიციას რესურსი აქვს, თუმცა მისი დასრულება "ქართული ოცნების“ დეპუტატების "გადაბირების“ გარეშე მისთვის შეუძლებელი იქნება.

უნდობლობის გამოცხადების პროცედურას საქართველოს კონსტიტუციაში ეხება მუხლი 57, სადაც ვკითხულობთ შემდეგს:

"1. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.

2. უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად ინიციატორები წამოაყენებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.

3. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში - მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.

4. თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა“.

უნდობლობის გამოცხადების პროცედურის შესახებ უფრო დეტალურად AMBEBI.GE-ს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ესაუბრება.

"ერთ მესამედზე მეტია საჭირო იმისთვის, რომ დაიწყოს პროცესი, ანუ უნდობლობის გამოცხადების საკითხი დაისვას და პარლამენტში მისი განხილვის პროცესი დაიწყოს, ამას პარლამენტის წევრების 51 ხმა სჭირდება. 51 ან 51-ზე მეტ დეპუტატს შეუძლია დასვას ეს საკითხი და იმავდროულად, მათ უნდა დაასახელონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ამის შემდეგ, როცა ეს დარეგისტრირდება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა, ე.ი., თუკი მას პრემიერ-მინისტრად აირჩევენ, ვინ იქნება მთავრობა. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პრემიერ-მინისტრობის დასახელებულმა კანდიდატმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს. შემდეგ, ამ საკითხის წარდგენის მერე მე-7 დღიდან 14-ე დღის ჩათვლით შუალედში პარლამენტში ეს ყველაფერი უნდა იქნას განხილული - მთავრობის შემადგენლობა, პროგრამა და კენჭი უნდა უყარონ ამ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას - უკვე აქაა საჭირო მინიმუმ 76 ხმა, რომელიც ოპოზიციას დღეს არ აქვს. ამიტომ, მაღალი ალბათობით, ეს მთავრობა ნდობას ვერ მიიღებს. თუ მიიღებს, მერე იქ შემდგომი პროცედურაა - პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს წარდგენილი პრემიერ-მინისტრი, პრემიერ-მინისტრმა - მინისტრები და ა.შ. ხოლო თუ ამ მთავრობამ ნდობა ვერ მიიღო, რჩება ძველი მთავრობა და ამით ეს პროცედურა დამთავრდება“, - აღნიშნავს კონსტიტუციონალისტი.

რა პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყებას, როცა დიდი ალბათობით, ის შედეგიანად არ დასრულდება? - ამ კითხვაზე ვახტანგ ხმალაძე პასუხობს, რომ ეს ყველაზე მეტად, საზოგადოების ინფორმირებას შეუწყობს ხელს და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესისთვის.

"აქ ერთი რამეა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ, რომ პარლამენტი ახალ მთავრობას არ შექმნის, რადგან ეჭვი მეპარება, "ოცნების“ დეპუტატებს შორის იმდენი მოიძებნოს ან საერთოდ მოიძებნოს ვინმე, ვინც ხმას მისცემს ოპოზიციის მიერ წარდგენილ მთავრობას. ერთი შეხედვით, თითქოს აზრი არ აქვს - რა აზრი აქვს, დავიწყოთ უნდობლობის გამოცხადება, თუკი არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის ხმა? მაგრამ ის, რომ პროცესი დაიწყება და პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და მის მიერ წარდგენილი პროგრამა, ანუ პარლამენტის სხდომაზე გამოვიდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, წარმოადგინოს პროგრამა, გაიმართოს იქ დებატები, ის, რომ იქნება კითხვები, იქნება პასუხები - ჩვენ, საზოგადოებას, ვინც ამ ყველაფერს ვუყურებთ, ამით ხომ შეგვექმნება წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ ეს ახალი მთავრობა როგორი შეიძლება გამოვიდეს, იქნება თუ არა ის უკეთესი? შესაბამისად, შეგვექმნება დამოკიდებულება იმ პარტიების მიმართ, რომელთაც ეს მთავრობა წარადგინა (ცხადია, აქ მხოლოდ კოალიციური შეიძლება იყოს, სხვაგვარი ვერ იქნება) - საზოგადოებაში ვიღაცების მიმართ ან გაიზრდება ნდობა, ან არ გაიზრდება, ან შემცირდება. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენთან ხომ უმეტეს შემთხვევაში ერთპარტიული უმრავლესობაა ხოლმე და რა პროგრამაც გინდა წარადგინო, რაც გინდა, თქვა, სულ უტოპიური აზრები ან ძალიან ცუდი აზრები თქვან, მაინც ის მთავრობა იქმნება და შედარების საშუალება არ გვეძლევა ხოლმე. აქ ჩნდება საშუალება, შევაფასოთ არსებული ვითარება, ცხადია, ვინც ამაზე ფიქრობს და აკვირდება, თუ რეალურად რა ხდება. ხოლო როცა არჩევნების საკითხი დადგება, იქ ამის მიხედვით გავაკეთოთ ჩვენ არჩევანი.

ამასთანავე, როდესაც იწერება განცხადება იმის თაობაზე, რომ დაიწყონ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი, აქ ეს პირდაპირ არ წერია, მაგრამ ვინც ამას მოითხოვს, უნდა თქვან არგუმენტები, რატომ ითხოვენ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. საზოგადოებას უნდა უთხრან, რა არის ის მიზეზები, რის გამოც მათი აზრით, ეს მთავრობა არ უნდა იყოს. ე.ი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება - ვიღაცა რაღაცას დაიჯერებს, ვიღაც არ დაიჯერებს, იქნება არგუმენტები, კონტრარგუმენტები, მერე ისევ ჩვენი შესაფასებელი ხდება, ვინ ტყუის და ვინ - არა. ასევე, როცა ეს საკითხია დასმული, იმავდროულად ვასახელებთ ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და შესაბამისად, უნდა ვთქვა, რატომ არ უნდა იყოს ეს ძველი მთავრობა და რატომ უნდა შევქმნათ ახალი მთავრობა სწორედ ასეთი სახით. ეს ხომ არის საზოგადოებისთვის იმ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, რომელიც საჭიროა, ჰქონდეს მაშინ, როდესაც რაღაც არჩევანს აკეთებს. საერთოდ, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები რომ ავიღოთ, როცა ასეთი საკითხი დგება, უნდობლობის გამოცხადების შედეგი საკმაოდ ხშირად არ არის უნდობლობის გამოცხადება. ანუ, პროცესი მთავრდება თითქოს არაფრით, მაგრამ რეალურად, ის კვალს ტოვებს - ეს კვალი შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის სასარგებლო ან უსარგებლო, დამაზიანებელი. გააჩნია, რამდენად არგუმენტირებული იქნება მათი ნათქვამი“, - აღნიშნავს ხმალაძე.