პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგვისტოს ბოლოსთვის "დელტა" ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება" - "ევროპის წამლების სააგენტო"
"აგვისტოს ბოლოსთვის "დელტა" ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება" - "ევროპის წამლების სააგენტო"

ევ­რო­პის წამ­ლე­ბის სა­ა­გენ­ტოს (EMA) გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნის ორი დოზა კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის „დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო ამ სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„ევ­რო­პის წამ­ლე­ბის სა­ა­გენ­ტო და ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ აიც­რან და და­იც­ვან ვაქ­ცი­ნი­რე­ბის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი დო­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სის „დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში“, - წე­რია EMA-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტი შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზია, რად­გან ის ევ­რო­პა­ში სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და პან­დე­მი­ის კონ­ტრო­ლის ძა­ლის­ხმე­ვას შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შე­უ­შა­ლოს ხელი.

„მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ის 40-60 პრო­ცენ­ტით უფრო გა­დამ­დე­ბია, ვიდ­რე მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი „ალფა“ ვა­რი­ან­ტი. „დელ­ტა“ შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბის უფრო მა­ღალ რისკთან. ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის გათ­ვლე­ბით, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­თვის „დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის წილი ევ­რო­კავ­შირ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა ვა­რი­ანტს შო­რის 90% იქ­ნე­ბა. წი­ნას­წა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ კო­ვიდ-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ორ­დო­ზი­ა­ნი ვაქ­ცი­ნე­ბის ორი­ვე დოზა სა­ჭი­როა „დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის­გან სა­თა­ნა­დოდ და­სა­ცა­ვად“, - წე­რია ევ­რო­პის წამ­ლე­ბის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე დო­ზით ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სას სხვა მწარ­მო­ებ­ლის ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­კითხს, ევ­რო­პის წამ­ლე­ბის სა­ა­გენ­ტო და ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი აცხა­დებს, რომ „ამ­ჟა­მად ისი­ნი არ არი­ან იმ პო­ზი­ცი­ა­ში, რომ გა­დაჭ­რით გას­ცენ რე­კო­მენ­და­ცია კო­ვიდ-19-ის სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნე­ბის დო­ზე­ბის შე­რე­ვის თა­ო­ბა­ზე“.

„ამის მი­უ­ხე­და­ვად, ეს­პა­ნეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ იმუ­ნურ რე­ა­გი­რე­ბა­ზე და არ აჩ­ვე­ნებს უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კებს. ცოტა ხან­ში მეტი მო­ნა­ცე­მე­ბი გვექ­ნე­ბა და EMA გა­ნაგ­რძობს მათ გა­და­ხედ­ვას, რო­გორც კი ისი­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. „ბუს­ტერ“ მე­სა­მე დო­ზას, EMA-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ამ­ჟა­მად ნა­ად­რე­ვია იმის და­დას­ტუ­რე­ბა, რო­დის იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო COVID-19 ვაქ­ცი­ნე­ბის მე­სა­მე დოზა, რად­გან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნი­ე­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ კი­დევ არ არის საკ­მა­რი­სი იმის გა­სა­გე­ბად, თუ რამ­დენ ხანს იმოქ­მე­დებს ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"აგვისტოს ბოლოსთვის "დელტა" ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება" - "ევროპის წამლების სააგენტო"

"აგვისტოს ბოლოსთვის "დელტა" ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება" - "ევროპის წამლების სააგენტო"

ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) განცხადებით, ვაქცინის ორი დოზა კრიტიკულად აუცილებელია კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის საწინააღმდეგოდ.

ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

„ევროპის წამლების სააგენტო და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ევროკავშირის მოქალაქეებს მოუწოდებენ აიცრან და დაიცვან ვაქცინირების რეკომენდებული დოზების რაოდენობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების პირობებში“, - წერია EMA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „დელტა“ ვარიანტი შეშფოთების მიზეზია, რადგან ის ევროპაში სწრაფად ვრცელდება და პანდემიის კონტროლის ძალისხმევას შეიძლება სერიოზულად შეუშალოს ხელი.

„მტკიცებულებების თანახმად, ის 40-60 პროცენტით უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე გავრცელებული „ალფა“ ვარიანტი. „დელტა“ შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჰოსპიტალიზების უფრო მაღალ რისკთან. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის გათვლებით, აგვისტოს ბოლოსთვის „დელტა“ ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება. წინასწარი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ორდოზიანი ვაქცინების ორივე დოზა საჭიროა „დელტა“ ვარიანტისგან სათანადოდ დასაცავად“, - წერია ევროპის წამლების სააგენტოს განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე დოზით ვაქცინაციისას სხვა მწარმოებლის ვაქცინის გამოყენების საკითხს, ევროპის წამლების სააგენტო და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ „ამჟამად ისინი არ არიან იმ პოზიციაში, რომ გადაჭრით გასცენ რეკომენდაცია კოვიდ-19-ის სხვადასხვა ვაქცინების დოზების შერევის თაობაზე“.

„ამის მიუხედავად, ესპანეთში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების წინასწარი შედეგები მიანიშნებს დამაკმაყოფილებელ იმუნურ რეაგირებაზე და არ აჩვენებს უსაფრთხოების რისკებს. ცოტა ხანში მეტი მონაცემები გვექნება და EMA განაგრძობს მათ გადახედვას, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება“, - აღნიშნავენ მარეგულირებელ ორგანოში.

რაც შეეხება ე.წ. „ბუსტერ“ მესამე დოზას, EMA-ში განმარტავენ, რომ ამჟამად ნაადრევია იმის დადასტურება, როდის იქნება საჭირო COVID-19 ვაქცინების მესამე დოზა, რადგან ვაქცინაციის კამპანიებისა და მიმდინარე კვლევების მონაცემები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმის გასაგებად, თუ რამდენ ხანს იმოქმედებს ვაქცინების ეფექტი.

დღის ფოტო: მუსლიმებს ღმერთისთვის შესაწირი ძროხა ამწეთი სახურავზე აჰყავთ

"კოლია არასდროს იქნება ჩემი მემკვიდრე... ის ყველაზე ახლობელია, ვინც მყავს. მას პუტინიც ძალიან კარგად ექცევა, ის ხომ მის თვალწინ გაიზარდა" - ვინ არიან ლუკაშენკოს ვაჟები?

სად გაქრა, კრემლთან დაკავშირებული, ჰაკერთა ჯგუფი? - "ისინი დიდი კომპანიების სერვერებს უტევდნენ, შემდეგ კი, გამოსასყიდს ითხოვდნენ"