საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე საკუთარ სახლში იმყოფება.
მას სოფელ ქვემო ჭალაში ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები დახვდნენ.
"უფლის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით, მთავრობის დახმარებით კარგად ვარ. ხომ ხედავთ როგორ ემოციებში ვარ? ყველა ერთნაირი მეჩვენება დღეს. როგორც კი გავიგე, რომ ამ ამბავში პატრიარქი ჩაერთო, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი გამოვიდოდა ძალიან მალე. ქრისტიანი კაცი ვარ და მწამდა ამის. [ციხეში] ნორმალურად, კარგად ვიყავი. გავიარე რეაბილიტაცია და კარგად ვარ, დავდივარ, ღმერთის წყალობით. ამ ხალხს, ყველას მადლობას ვეტყვი ჩემი ოჯახის გვერდით დგომისთვის“ , - განაცხადა გახელაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს 8 მაისს შეხვდა. პრემიერმა განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.
33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასიხარულო ამბავია ნამდვილად... მაგრამ მთავრობამ, საპატრიარქომ რომ გადაფარა თავიანთი დანაშაული და ამით გადაცვალეს წინა დღეების ტრაგედია ეს არის უბედურება.. ხალხი კი ბრბოა და იმას შეჭამს რასაც მიაწოდებენ... ვულოცავ უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს განთავისუფლებას თავისივე ტერიტორიაზე!
ამ დღეებში ნულამდე დასული კრემლის ფილიალის - საპატრიარქოს ავტორიტეტს კრემლმა ისევ სამაშველო რგოლი გადმოუგდო. კკბ-ს პოლკოვნიკმა შიოლაშვილმა თხოვნით მიმართა კკბ-ს გენერალ კირილს და რუსეთის მონა ბუბილოვს გახელაძე " შეაწყალებინეს" . ახლა ნახეთ ბრიყვი, გონება დაცემენტებული იდიოტების მადლობები 🤣🤣🤣🤣