პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარი კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და მძიმე ტრავმებით რომ არ ყოფილიყო" - ექსპერტი
"მთავარი კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და მძიმე ტრავმებით რომ არ ყოფილიყო" - ექსპერტი

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის, ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და რთუ­ლი კი­თხვაა, გარ­და­იც­ვლე­ბო­და თუ არა ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა თუნ­დაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­საძ­ლო მოხ­მა­რე­ბის გამო, სას­ტი­კად ნა­ცე­მი და ჯან­მრთე­ლო­ბა­შე­ლა­ხუ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გე­ჯა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის გან­მარ­ტე­ბით, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მე­ზე შე­საძ­ლოა, სა­მე­დი­ცი­ნო კო­მი­სია შე­იქ­მნას.

„ჩემი მო­საზ­რე­ბაა, რომ კო­მი­სია შე­იქ­მნას, ვნა­ხოთ რო­გორ წა­მო­ვა გა­მო­ძი­ე­ბა, არ მგო­ნია, გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, ვი­საც მე პი­რა­დად მო­ვი­თხოვ, ჩარ­თვა­ზე წი­ნა­აღ­მდე­გი იყოს... ამ ეტაპ­ზე ექ­სპერ­ტი­ზის­თვის დას­მუ­ლი ყვე­ლა კი­თხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­საძ­ლოა, შე­კი­თხვე­ბი და­მა­ტე­ბით გა­ი­ზარ­დოს. გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დას­მუ­ლია კი­თხვე­ბი, თუ რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა ცხე­დარს, რა არის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი, ამ და­ზი­ა­ნე­ბებს შე­ეძ­ლო თუ არა გა­მო­ეწ­ვია სიკ­ვდი­ლი, ხომ არ ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი, ან მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა და ხომ არ აქვს ად­გი­ლი მომ­წამ­ვლელ ზე­მოქ­მე­დე­ბას, ასე­ვე პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს სიკ­ვდი­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბას“, - აცხა­დებს გე­ჯა­ძე.

კი­თხვა­ზე, გარ­და­იც­ვლე­ბო­და თუ არა, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა თუნ­დაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­საძ­ლო მოხ­მა­რე­ბის გამო, სას­ტი­კად ნა­ცე­მი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ექ­სპერ­ტი პა­სუ­ხობს, რომ ეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი­თხვაა, რა­საც პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს.

„ეს არის ზუს­ტად ის სა­კი­თხი, რა­ზეც მო­საწ­ვე­ვი იქ­ნე­ბა ალ­ბათ, ტოქ­სი­კო­ლო­გი, ნარ­კო­ლო­გი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ფარ­მა­კო­ლო­გი, ნევ­რო­პა­თო­ლო­გი და ამა­ზე ერ­თად, კო­მი­სი­ურ ფრო­მატ­ში უნდა ვიმ­სჯე­ლოთ. რაც თქვენ და­მის­ვით, ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რთუ­ლი შე­კი­თხვა, რო­მელ­საც პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს. მა­ნამ­დე ვე­ლო­დე­ბით ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის ჰის­ტო­პა­თო­მორ­ფო­ლო­გი­უ­რი, ჰის­ტო­ქი­მი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გებს, ეს შე­დე­გე­ბი რომ გვექ­ნე­ბა და გა­მო­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი­ან და­მა­ტე­ბით კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი, ვიწ­რო პრო­ფი­ლის ექიმ-კლი­ნი­ცის­ტებს ვგუ­ლის­ხმობ, მერე დავ­სხდე­ბით ყვე­ლა და ვიმ­სჯე­ლებთ. ამ ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში ჯერ ვე­ლო­დე­ბით ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებს, მერე გა­და­წყდე­ბა, რო­გორ ვიქ­ცე­ვით - ამ ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში­ვე მო­ვიწ­ვევთ ამ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, თუ ვი­ტყვით, რომ სიკ­ვდი­ლის მი­ზეზს ვერ ვად­გენთ ამ ეტაპ­ზე და და­სად­გე­ნად სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოწ­ვე­ვა და ერ­თობ­ლივ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა“, - აცხა­დებს გე­ჯა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე უნდა დად­გინ­დეს, თუ რა ურ­თი­ერ­თზე­გავ­ლე­ნა აქვს იმ პრე­პა­რა­ტებს, რაც ლაშ­ქა­რა­ვას შე­საძ­ლოა, მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და.

„პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს, ჯერ ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან რო­გორ ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან, რო­გორ აძ­ლი­ე­რე­ბენ ეფექტს, ტრავ­მის შემ­დე­გი სის­ხლი, რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის, კუნ­თე­ბის, თვალ­ბუ­დის შე­შუ­პე­ბა, მას რა გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­ეძ­ლო, ამ გარ­თუ­ლე­ბებს ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ურ­თი­ერ­თზე­მოქ­მე­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით შე­ეძ­ლო თუ არა ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში გა­მო­ეწ­ვია დამ­დგა­რი შე­დე­გი და ა.შ. საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­კი­თხია გა­სარ­კვე­ვი.

ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს, პრე­პა­რა­ტებს, რაც მას ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რა ურ­თი­ერ­თზე­გავ­ლე­ნა აქვთ ერ­თმა­ნეთ­ზე, აძ­ლი­ე­რე­ბენ, თუ ასუს­ტე­ბენ გარ­კვე­ულ მოვ­ლე­ნებს ორ­გა­ნიზ­მში, თუ პი­რი­ქით. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სიკ­ვდი­ლის დროს, ხან­დაზ­მუ­ლო­ბას“, - აცხა­დებს გე­ჯა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო შე­დე­გებს არა­ნაკ­ლებ ერთი თვე დას­ჭირ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, “ტვ პირ­ვე­ლის” ოპე­რა­ტო­რი, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა 11 ივ­ლისს, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ლაშ­ქა­რა­ვას ჟურ­ნა­ლის­ტთან ერ­თად 5 ივ­ლისს, "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 5 პირი, მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუა
31

მეკი ეჭვიგამიჩნდა თანაც ძალიან ეს ხომარიყო ის რაც არ მინდა გავიფიქრო ანუ გაუჩალიჩეს.რადგან გვამს დიდი ხანია ითხდოვენ,სად გადარჩა გაბუნია.

გელა
85

"ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და რთუ­ლი კი­თხვა - , გარ­და­იც­ვლე­ბო­და თუ არა ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა თ უ ნ ­ დ ა ც ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შ ე ­ ს ა ძ ­ ლ ო მოხ­მა­რე­ბის გამო, სას­ტი­კად ნა­ცე­მი და ჯან­მრთე­ლო­ბა­შე­ლა­ხუ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო"!

 

ძალიან მარტივად გასაცემია პასუხია:

რა თქმა უნდა - ა რ ა !

 

თორემ ეგრე ქვეყანაში 250 ათასზე მეტი ნარკომაომხმარებელი კანონშემოქმედ პარლამენტარ გირჩელების თამადობით .... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მთავარი კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და მძიმე ტრავმებით რომ არ ყოფილიყო" - ექსპერტი

"მთავარი კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და მძიმე ტრავმებით რომ არ ყოფილიყო" - ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ყველაზე მთავარი და რთული კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და ჯანმრთელობაშელახული რომ არ ყოფილიყო. აღნიშნულის შესახებ გეჯაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, ლექსო ლაშქარავას საქმეზე შესაძლოა, სამედიცინო კომისია შეიქმნას.

„ჩემი მოსაზრებაა, რომ კომისია შეიქმნას, ვნახოთ როგორ წამოვა გამოძიება, არ მგონია, გამოძიება სპეციალისტების, ვისაც მე პირადად მოვითხოვ, ჩართვაზე წინააღმდეგი იყოს... ამ ეტაპზე ექსპერტიზისთვის დასმული ყველა კითხვა მნიშვნელოვანია, შესაძლოა, შეკითხვები დამატებით გაიზარდოს. გამოძიების მიერ დასმულია კითხვები, თუ რა დაზიანებები აღენიშნება ცხედარს, რა არის სიკვდილის მიზეზი, ამ დაზიანებებს შეეძლო თუ არა გამოეწვია სიკვდილი, ხომ არ ჰქონდა მიღებული ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ან მომწამვლელი ნივთიერება და ხომ არ აქვს ადგილი მომწამვლელ ზემოქმედებას, ასევე პასუხი უნდა გაეცეს სიკვდილის ხანდაზმულობას“, - აცხადებს გეჯაძე.

კითხვაზე, გარდაიცვლებოდა თუ არა, ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძლო მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი რომ არ ყოფილიყო, ექსპერტი პასუხობს, რომ ეს ყველაზე მთავარი კითხვაა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

„ეს არის ზუსტად ის საკითხი, რაზეც მოსაწვევი იქნება ალბათ, ტოქსიკოლოგი, ნარკოლოგი, შესაძლებელია, ფარმაკოლოგი, ნევროპათოლოგი და ამაზე ერთად, კომისიურ ფრომატში უნდა ვიმსჯელოთ. რაც თქვენ დამისვით, ეს არის ყველაზე მთავარი, რთული შეკითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მანამდე ველოდებით შინაგანი ორგანოების ჰისტოპათომორფოლოგიური, ჰისტოქიმიური კვლევის შედეგებს, ეს შედეგები რომ გვექნება და გამოყოფილი იქნებიან დამატებით კომისიის წევრები, ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტებს ვგულისხმობ, მერე დავსხდებით ყველა და ვიმსჯელებთ. ამ ექსპერტიზის ფარგლებში ჯერ ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, მერე გადაწყდება, როგორ ვიქცევით - ამ ექსპერტიზის ფარგლებშივე მოვიწვევთ ამ სპეციალისტებს, თუ ვიტყვით, რომ სიკვდილის მიზეზს ვერ ვადგენთ ამ ეტაპზე და დასადგენად საჭიროა სპეციალისტების მოწვევა და ერთობლივ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება“, - აცხადებს გეჯაძე.

მისივე თქმით, ასევე უნდა დადგინდეს, თუ რა ურთიერთზეგავლენა აქვს იმ პრეპარატებს, რაც ლაშქარავას შესაძლოა, მიღებული ჰქონდა.

„პასუხი უნდა გაეცეს, ჯერ ის ნარკოტიკული ნივთიერებები ერთმანეთთან როგორ ურთიერთდამოკიდებულებაში არიან, როგორ აძლიერებენ ეფექტს, ტრავმის შემდეგი სისხლი, რბილი ქსოვილების, კუნთების, თვალბუდის შეშუპება, მას რა გართულებების გამოწვევა შეეძლო, ამ გართულებებს ნარკოტიკების მიღების შემთხვევაშიც კი ურთიერთზემოქმედების თვალსაზრისით შეეძლო თუ არა ერთობლიობაში გამოეწვია დამდგარი შედეგი და ა.შ. საკმაოდ ბევრი საკითხია გასარკვევი.

ჩვენ გვაინტერესებს, პრეპარატებს, რაც მას ჰქონდა მიღებული, რა ურთიერთზეგავლენა აქვთ ერთმანეთზე, აძლიერებენ, თუ ასუსტებენ გარკვეულ მოვლენებს ორგანიზმში, თუ პირიქით. შესაბამისად, მნიშვნელობა აქვს, სიკვდილის დროს, ხანდაზმულობას“, - აცხადებს გეჯაძე.

მისივე თქმით, ექსპერტიზის საბოლოო შედეგებს არანაკლებ ერთი თვე დასჭირდება.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას ჟურნალისტთან ერთად 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია 5 პირი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამას დაზიანებები მიაყენეს - რა ინფორმაცას ავრცელებს შსს?

"სროლის შემდეგ ყოფილ ცოლს მანქანით გადაუარა... ნასვამი ყოფილა" - ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა - მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები