მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი შვილის დედა ვარ... ისინი არიან ჩემი ყველაზე პოზიტიური გულშემატკივრები. მე აუცილებლად მოვიგებ ამ ომს" - ზეიმად ქცეული ქიმიოთერაპია და მეგის ბრძოლა გამარჯვებამდე
"ორი შვილის დედა ვარ... ისინი არიან ჩემი ყველაზე პოზიტიური გულშემატკივრები. მე აუცილებლად მოვიგებ ამ ომს" - ზეიმად ქცეული ქიმიოთერაპია და მეგის ბრძოლა გამარჯვებამდე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვი­თელ სა­დღე­სას­წა­უ­ლო კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, ყვა­ვი­ლე­ბის გვირ­გვი­ნით დამ­შვნე­ბუ­ლი გო­გო­ნას ფო­ტო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა. ეს 32 წლის მეგი თე­დე­ე­ვია, რო­მე­ლიც უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბას წე­ლი­წად­ზე მე­ტია დიდი პო­ზი­ტი­ვით და სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლით ებ­რძვის. მე­გიმ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ვე­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პია სა­ზე­ი­მო მოვ­ლე­ნად აქ­ცია, ეს მისი "ბოლო ზა­რია"- ანუ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ბოლო დღე.​ თა­ვის ის­ტო­რი­ა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას მეგი AMBEBI.GE-ს უზა­ი­რებს:

- ჩემი ის­ტო­რია შარ­შან 8 ივ­ნისს და­ი­წყო. მკერ­დზე, მარ­ცხე­ნა მხა­რეს სი­მაგ­რე ვიგ­რძე­ნი, ვთქვი, ცუდი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა - მეთ­ქი, თუმ­ცა მა­ინც წა­ვე­დი ექიმ­თან, თან მარ­ტო. იმ დღეს­ვე გა­ვი­გე დი­აგ­ნო­ზი - მარ­ცხე­ნა ძუ­ძუს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი კარ­ცი­ნო­მა... ცუდ­ზე ფიქ­რით ისე ამე­რია გო­ნე­ბა, რომ ვე­ღარ ვაზ­როვ­ნებ­დი, ისე­თი უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა მქონ­და დავბლო­კე კი­დეც ეგ თემა... მარ­ტო რომ ვი­ყა­ვი, უთ­ქმე­ლო­ბა­მაც გა­მა­გი­ჟა და და­ვუ­რე­კე მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც იმ წამ­სვე მო­ვიდ­ნენ კლი­ნი­კა­ში. ვდარ­დობ­დი რო­გორ მეთ­ქვა შინ, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და დე­დას, შვი­ლებს... ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა… მე­გო­ნა, რომ ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და. ალ­ბათ ყვე­ლას წა­მით მა­ინც დაგ­ვიშ­ვია, რომ შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნას და გავ­ხდეთ ავად, თუმ­ცა, ფაქ­ტის წი­ნა­შე რომ დავ­დე­ქი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თავი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი მე­გო­ნა და და­მის­ვეს დი­აგ­ნო­ზი, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, მთე­ლი სამ­ყა­რო, თით­ქოს რა­ღაც აფეთ­ქდა, უფსკრუ­ლი გაჩ­ნდა, იმ­ხე­ლა ცვლი­ლე­ბა მოხ­და ჩემს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში, მას შემ­დეგ შე­მეც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, შე­მეც­ვა­ლაა შეგ­რძნე­ბე­ბი, აღ­ქმე­ბი, სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ, ვგრძნობ, ვირ­გებ და ვი­ღებ ყვე­ლა­ფერს.

დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბის პირ­ველ წუ­თებ­ში ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, წამ­ში იმ­დე­ნი ცუდი რამ გა­ვი­ფიქ­რე, მე­გო­ნა, ეს და­სას­რუ­ლი იყო. გა­მი­ჭირ­და ამ ყვე­ლაფ­რის გა­აზ­რე­ბა და დრო დამ­ჭირ­და, რომ მე­მოქ­მე­და. 8 ივ­ნისს და­მის­ვეს დი­აგ­ნო­ზი, ცხრა­ში კი ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლის, მაქ­სი­მეს და­ბა­დე­ბის დღე იყო. შინ რომ მი­ვე­დი, ვთქვი: ტორ­ტიც გვექ­ნე­ბა, და­ბა­დე­ბის დღეც, მაგ­რამ მე შინ ასე­თი დი­აგ­ნო­ზით დავ­ბრუნ­დი-მეთ­ქი. დე­დის­თვის თქმა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და.

ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. დედა ძა­ლი­ან მამ­ხნე­ვებ­და, ერთი წა­მით არ უჩ­ვე­ნე­ბია, რომ ეში­ნო­და, პი­რი­ქით, დღემ­დე სა­ი­მე­დოდ მიდ­გას გვერ­დით, ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღია და ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი გმი­რია. იმის გა­ფიქ­რე­ბაც კი მა­ში­ნებს, დე­დის­თვის შვი­ლის ავად­მყო­ფო­ბის დი­აგ­ნო­ზი რამ­დე­ნად რთუ­ლი მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა.

შვი­ლებ­ზე უფრო პო­ზი­ტი­უ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვინ უნდა მყავ­დეს, ისე და­მეხ­მარ­ნენ თა­ვი­ან­თი გან­წყო­ბით... სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, იმ­დე­ნად მა­გა­რი გუნ­დი ვართ. მჭირ­დე­ბო­და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და და­ა­ვა­დე­ბა­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. მივ­მარ­თე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ევ­რო­პა დონა ჯორ­ჯია" პრე­ზი­დენტ ანა მა­ზა­ნიშ­ვილს. ეს არის ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის შექ­მნი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია და სა­ჭი­რო დროს, სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდი, რად­გან სწო­რედ აქე­დან და­ვი­წყე ასე შე­მარ­თე­ბით კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. ყვე­ლა­ზე სან­დო ექი­მებს ვან­დე თავი. დე­კემ­ბერ­ში გა­ვი­კე­თე ოპე­რა­ცია, შემ­დეგ და­ვი­წყე ქი­მი­ო­თე­რა­პია, რი­სიც დი­აგ­ნოზ­ზე მე­ტად ამის მე­ში­ნო­და და ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თულ­მა, სა­კუ­თარ თავ­ში უფრო მეტი ძალა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა. არც ერთი წუ­თით არ მოვ­დუ­ნე­ბულ­ვარ, პი­რი­ქით, მე­ტად აქ­ტი­უ­რი გავ­ხდი და არც არის გა­საკ­ვი­რი, როცა სა­მიზ­ნე არის - სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რამ გა­გაძ­ლი­ე­რა?

- კი­ბოს ცუდი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია ჩემ­თვის, თუმ­ცა ამ ბრძო­ლა­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ჩე­მია, მე უნდა მო­ვი­გო. ეს და­ა­ვა­დე­ბა სა­ჩე­მოდ გა­მო­ვი­ყე­ნე, რად­გან მხო­ლოდ ის რა­ღა­ცე­ბი და­ვი­ტო­ვე, რა­მაც გა­მიმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნა ცხოვ­რე­ბა, მეტ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა და ჩემს ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­ფა­სე­ბე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო. რომ ვფიქ­რობ, რა მაძ­ლი­ე­რებ­და პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან აქამ­დე, პა­სუ­ხი ცხა­დია - სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი. წინ კი­დევ ბევ­რი ეტა­პია, თუმ­ცა არ მე­ში­ნია და მით უმე­ტეს არ ვნერ­ვი­უ­ლობ, რად­გან მჯე­რა, რომ სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბით და გან­წყო­ბით მე გა­ვი­მარ­ჯვებ.

ორი შვი­ლის დედა ვარ, ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვაა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რთუ­ლი მაქვს, იმი­ტომ რომ ექ­ვსი წლის წინ, 26 წლის ასაკ­ში დავ­ქვრივ­დი. სამ­წუ­ხა­როდ, მე არ ვარ პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩვენს ოჯახ­ში, ვინც რთულ დი­აგ­ნოზს ებ­რძვის. ჰიდ­რო­ცე­ფა­ლი­ის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­მეც­ვა­ლა მე­უღ­ლე. ამი­ტომ კი­დევ უფრო მეტი შე­მარ­თე­ბით, სა­კუ­თარ თავ­ში ის ძა­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რა­მაც სი­ცო­ცხლის სურ­ვი­ლი გა­მიმ­ძაფ­რა. რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, უმ­ცრო­სი შვი­ლი - მაქ­სი­მე სამი თვი­საც კი არ იყო და ორ ბავ­შვთან ერ­თად, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღე სა­ა­ვად­მყო­ფოს კარ­თან ვი­დე­ქი... რთუ­ლი იყო... მისი ავად­მყო­ფო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვა­მარ­ცხეთ... ამ დარ­დთან და ტკი­ვილ­თან ერ­თად, მას მერე ყო­ვე­ლი დღე მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სა­ფიქ­რა­ლი, საზ­რუ­ნა­ვი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და­მე­კის­რა, 5 წლის შემ­დეგ მეც აღ­მოვ­ჩნდი სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლის ველ­ზე.

- ბოლო ქი­მი­ო­თე­რა­პია, ისე აღ­ნიშ­ნე, რო­გორც დღე­სას­წა­უ­ლი...

- ქი­მი­ის ოთახ­ში პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­დი, ძილი მო­მე­რია და თვალს არ ვხუ­ჭავ­დი, რომ არ­ცერ­თი შეგ­რძნე­ბა არ გა­მომ­რჩე­ნო­და, მას მერე და­ვი­წყე უშუ­ა­ლოდ გა­დას­ხმის დროს ვი­დე­ო­ე­ბის ჩა­წე­რა და ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ამის გა­ზი­ა­რე­ბა, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა რომ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და ეს პრო­ცე­სი, ისეთ მხარ­და­ჭე­რას და სიყ­ვა­რულს ვი­ღებ­დი, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნიც დამ­სა­ხუ­რე­ბაა ჩემი ქი­მი­ო­თე­რა­პია ასეთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან და პო­ზი­ტი­ურ პრო­ცე­სად იქცა. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ნა­ხე­ვა­რი წელი გაგ­რძელ­და. და­ვი­წყეთ 21 -დღი­ა­ნი შუ­ა­ლე­დით და შემ­დეგ გა­და­ვე­დით ყო­ველკ­ვი­რე­ულ გა­დას­ხმა­ზე. ამ ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ლენ­დარ­ში თუკი რა­მეს ვი­ნიშ­ნავ­დი, ეს იყო ანა­ლი­ზის, კვლე­ვის და გა­დას­ხმის თა­რი­ღე­ბი, ვერ ვი­ტყვი, რომ არ იყო დამ­ღლე­ლი, მაგ­რამ სა­კურ­ნებ­ლად ვჯდე­ბო­დი ყო­ველ ჯერ­ზე გა­დას­ხმა­ზე და მინ­დო­და, რომ ყვე­ლა სხვა ქი­მი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბოლო მე­ტად გა­მორ­ჩე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. გა­მიჩ­ნდა იდეა, რომ ეს იქ­ნე­ბო­და "ბოლო ზარი" თეთ­რი პე­რან­გით და მას­ზე და­წე­რი­ლი ფე­რა­დი სურ­ვი­ლე­ბით. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ფრი­დონ თო­დუ­ას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრს, რად­გან ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა და მე­ტიც, ყვე­ლამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ ეს დღე ჩემ­თვის ნამ­დვილ დღე­სას­წა­უ­ლად ექ­ცი­ათ.

მო­დი­ოდ­ნენ ყვა­ვი­ლე­ბით, ბუშ­ტე­ბით, მი­ლო­ცავ­დნენ ამ ეტა­პის დას­რუ­ლე­ბას. ყვი­თელ­მა კა­ბამ, რო­მე­ლიც გა­დას­ხმის მერე ჩა­ვიც­ვი, ძა­ლი­ან გა­მა­ბედ­ნი­ე­რა და დღე­სას­წა­უ­ლის გან­წყო­ბა შე­მიქ­მნა. ეს კაბა ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის კლი­პის­თვის შექ­მნა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ლაშა ჯო­ხა­ძემ და ორი­ვეს ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, რომ ჩემ­თვის სა­ზე­ი­მო დღე ამ კა­ბით ვი­დღე­სას­წა­უ­ლე.

- ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ და­წყე­ბულ თმის ცვე­ნას ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად იღე­ბენ, შენ თით­ქოს მო­ირ­გე ეს სტი­ლი...

- ბევ­რი პა­ცი­ენ­ტის ტკი­ვი­ლია ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ თმის ცვე­ნა. ეს იწყე­ბა პირ­ვე­ლი გა­დას­ხმი­დან ორ კვი­რა­ში და მახ­სოვს, რო­გორ ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი ყო­ველ ღერს. თუმ­ცა, სი­ცო­ცხლის­თვის მსხვერ­პლად თმის გა­ღე­ბას გან­წყო­ბას ვერ გა­ვა­ფუ­ჭე­ბი­ნებ­დი და ამი­ტომ ბევ­რი არ მი­ნერ­ვი­უ­ლა. პი­რი­ქით, ასე უფრო მი­ვი­ღე და მო­მე­წო­ნა სა­კუ­თა­რი თავი. ის გოგო სარ­კე­ში რომ ვუ­ყუ­რებ­დი თა­ვის გა­და­პარსვის დროს, მტი­რა­ლა არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მებ­რძო­ლი, ყო­ჩა­ღი გოგო უნდა და­მე­ნა­ხა და ზუს­ტად ასე იყო.

დავღ­ლილ­ვარ, მი­ტი­რია, მი­ნერ­ვი­უ­ლია, მაგ­რამ სა­სო­წარ­კვე­თას რო­გორ მი­ვე­ცე­მო­დი, როცა მჯე­რა, რომ კიბო გა­ნა­ჩე­ნი არ არის! მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ეს რწმე­ნა ძა­ლი­ან მაძ­ლი­ე­რებს. როცა მაქ­სი­მემ უთ­მოდ მნა­ხა, მო­ი­სურ­ვა, თა­ნად­გო­მა გა­მო­ე­ხა­ტა და თავი გა­და­ე­პარ­სა. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი, გა­და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რად­გან მისი ოქ­როს­ფე­რი თმა ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბო­და, მაგ­რამ ვერ ვა­ჯო­ბე და წა­ვიყ­ვა­ნე სა­ლონ­ში. თმა რომ გა­და­პარ­სეს, მერე წარ­ბე­ბის გა­პარსვაც მო­ინ­დო­მა და ამა­ზე უკვე ძა­ლი­ან შევ­შფოთ­დი და ვერ და­მი­ყო­ლია.

- ახლა რა ეტაპ­ზე ხარ?

- ახლა "შვე­ბუ­ლე­ბა" მაქვს. ვის­ვე­ნებ, ვიდ­რე სხი­ვურ თე­რა­პი­ას და­ვი­წყებ, პა­რა­ლე­ლუ­რად ვაგ­რძე­ლებ ჰორ­მო­ნო­თე­რა­პი­ას და მოკ­ლედ, წინ კი­დევ მაქვს ბრძო­ლე­ბი გა­და­სა­ტა­ნი, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­გებ ამ ომს. შე­სა­ბა­მი­სად, ისევ მთლი­ა­ნად ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ვარ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამ და­ა­ვა­დე­ბამ ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბას­თან ერ­თად, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბიც შეც­ვა­ლა, სურ­ვი­ლე­ბიც, სა­კუ­თა­რი თავი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც მე­ტად სწო­რად და­ვი­ნა­ხე და ბევ­რი ახა­ლი და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი გეგ­მა მაქვს.

- რას ეტყო­დი მათ, ვინც იგი­ვე გზას გა­დის, რაც შენ გა­ი­ა­რე?

- ჩვენ, ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებ­მა ვი­ცით, რამ­ხე­ლა რე­სურსს მო­ი­თხოვს ჩვენ­გან ეს და­ა­ვა­დე­ბა. ამი­ტომ სწო­რად ხარ­ჯეთ ჯა­ნიც და ემო­ცი­ე­ბიც, გა­ე­ცით და მი­ი­ღეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი და­დე­ბი­თი ენერ­გე­ტი­კა, სიყ­ვა­რუ­ლი, პო­ზი­ტი­ვი და დატ­კბით ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი დღით. მთა­ვა­რია გან­წყო­ბა, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში და­ნარ­ჩენ­ზე სა­ი­მე­დო ექი­მე­ბი ზრუ­ნა­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­შე­მომ­ყო­ფებს - გახ­სოვ­დეთ, თქვენს გვერ­დით არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის, ვფიქ­რობ, ამით ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
alamaria
0

ღმერთმა ჯანმრტელობა მოგცეთ!!!! ამ ღია და დადებით ადამიანს დღეგრძელობა ნუ მოუშალოს ღმერთმა,ანგელოზები ყავვს და მათი ბედნიერებით უნდა იხაროს!

ხათო
0

რამხელა პოზიტივი მოდის.ჩემთვის შენ უკვე გამარჯვრბული ხარ.უცნობი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ორი შვილის დედა ვარ... ისინი არიან ჩემი ყველაზე პოზიტიური გულშემატკივრები. მე აუცილებლად მოვიგებ ამ ომს" - ზეიმად ქცეული ქიმიოთერაპია და მეგის ბრძოლა გამარჯვებამდე

"ორი შვილის დედა ვარ... ისინი არიან ჩემი ყველაზე პოზიტიური გულშემატკივრები. მე აუცილებლად მოვიგებ ამ ომს" - ზეიმად ქცეული ქიმიოთერაპია და მეგის ბრძოლა გამარჯვებამდე

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ყვითელ სადღესასწაულო კაბაში გამოწყობილი, ყვავილების გვირგვინით დამშვნებული გოგონას ფოტოები გამოჩნდა. ეს 32 წლის მეგი თედეევია, რომელიც უმძიმეს დაავადებას წელიწადზე მეტია დიდი პოზიტივით და სიცოცხლის სიყვარულით ებრძვის. მეგიმ ერთი წლის განმავლობაში ყოველი ქიმიოთერაპია საზეიმო მოვლენად აქცია, ეს მისი "ბოლო ზარია"- ანუ ქიმიოთერაპიის ბოლო დღე.​ თავის ისტორიასა და გამოცდილებას მეგი AMBEBI.GE-ს უზაირებს:

- ჩემი ისტორია შარშან 8 ივნისს დაიწყო. მკერდზე, მარცხენა მხარეს სიმაგრე ვიგრძენი, ვთქვი, ცუდი არაფერი იქნება - მეთქი, თუმცა მაინც წავედი ექიმთან, თან მარტო. იმ დღესვე გავიგე დიაგნოზი - მარცხენა ძუძუს ავთვისებიანი კარცინომა... ცუდზე ფიქრით ისე ამერია გონება, რომ ვეღარ ვაზროვნებდი, ისეთი უსუსურობის განცდა მქონდა დავბლოკე კიდეც ეგ თემა... მარტო რომ ვიყავი, უთქმელობამაც გამაგიჟა და დავურეკე მეგობრებს, რომლებიც იმ წამსვე მოვიდნენ კლინიკაში. ვდარდობდი როგორ მეთქვა შინ, რა რეაქცია ექნებოდა დედას, შვილებს... ეს იყო საშინელება… მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა. ალბათ ყველას წამით მაინც დაგვიშვია, რომ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა შეგვექმნას და გავხდეთ ავად, თუმცა, ფაქტის წინაშე რომ დავდექი ადამიანი, რომელსაც თავი აბსოლუტურად ჯანმრთელი მეგონა და დამისვეს დიაგნოზი, ყველაფერი შეიცვალა, მთელი სამყარო, თითქოს რაღაც აფეთქდა, უფსკრული გაჩნდა, იმხელა ცვლილება მოხდა ჩემს შინაგან სამყაროში, მას შემდეგ შემეცვალა დამოკიდებულებები, შემეცვალაა შეგრძნებები, აღქმები, სხვანაირად ვუყურებ, ვგრძნობ, ვირგებ და ვიღებ ყველაფერს.

დიაგნოზის გაგების პირველ წუთებში ძალიან შემეშინდა, წამში იმდენი ცუდი რამ გავიფიქრე, მეგონა, ეს დასასრული იყო. გამიჭირდა ამ ყველაფრის გააზრება და დრო დამჭირდა, რომ მემოქმედა. 8 ივნისს დამისვეს დიაგნოზი, ცხრაში კი ჩემი უმცროსი შვილის, მაქსიმეს დაბადების დღე იყო. შინ რომ მივედი, ვთქვი: ტორტიც გვექნება, დაბადების დღეც, მაგრამ მე შინ ასეთი დიაგნოზით დავბრუნდი-მეთქი. დედისთვის თქმა ძალიან გამიჭირდა.

ბედნიერი ადამიანი ვარ. დედა ძალიან მამხნევებდა, ერთი წამით არ უჩვენებია, რომ ეშინოდა, პირიქით, დღემდე საიმედოდ მიდგას გვერდით, ძალიან ყოჩაღია და ჩემთვის ნამდვილი გმირია. იმის გაფიქრებაც კი მაშინებს, დედისთვის შვილის ავადმყოფობის დიაგნოზი რამდენად რთული მისაღები იქნება.

შვილებზე უფრო პოზიტიური გულშემატკივარი ვინ უნდა მყავდეს, ისე დამეხმარნენ თავიანთი განწყობით... სიტყვები არ მყოფნის, იმდენად მაგარი გუნდი ვართ. მჭირდებოდა ცნობიერების ამაღლება და დაავადებაზე რაც შეიძლება მეტი საჭირო ინფორმაციის მიღება. მივმართე ორგანიზაციის "ევროპა დონა ჯორჯია" პრეზიდენტ ანა მაზანიშვილს. ეს არის ონკოპაციენტების ფსიქო-სოციალური დახმარებისთვის შექმნილი ორგანიზაცია და საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი, რადგან სწორედ აქედან დავიწყე ასე შემართებით კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა. ყველაზე სანდო ექიმებს ვანდე თავი. დეკემბერში გავიკეთე ოპერაცია, შემდეგ დავიწყე ქიმიოთერაპია, რისიც დიაგნოზზე მეტად ამის მეშინოდა და ამ პროცესებში ჩართულმა, საკუთარ თავში უფრო მეტი ძალა აღმოვაჩინე, ვიდრე წარმომედგინა. არც ერთი წუთით არ მოვდუნებულვარ, პირიქით, მეტად აქტიური გავხდი და არც არის გასაკვირი, როცა სამიზნე არის - სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

- ყველაზე მეტად რამ გაგაძლიერა?

- კიბოს ცუდი არაფერი მოუტანია ჩემთვის, თუმცა ამ ბრძოლაში უპირატესობა ჩემია, მე უნდა მოვიგო. ეს დაავადება საჩემოდ გამოვიყენე, რადგან მხოლოდ ის რაღაცები დავიტოვე, რამაც გამიმრავალფეროვნა ცხოვრება, მეტ რამეზე დამაფიქრა და ჩემს შინაგან სამყაროში სერიოზული გადაფასებების პროცესი დაიწყო. რომ ვფიქრობ, რა მაძლიერებდა პირველივე წამიდან აქამდე, პასუხი ცხადია - სიცოცხლის სიყვარული. წინ კიდევ ბევრი ეტაპია, თუმცა არ მეშინია და მით უმეტეს არ ვნერვიულობ, რადგან მჯერა, რომ სწორი მკურნალობით და განწყობით მე გავიმარჯვებ.

ორი შვილის დედა ვარ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩემს ცხოვრებაში. ოჯახური მდგომარეობა რთული მაქვს, იმიტომ რომ ექვსი წლის წინ, 26 წლის ასაკში დავქვრივდი. სამწუხაროდ, მე არ ვარ პირველი ადამიანი ჩვენს ოჯახში, ვინც რთულ დიაგნოზს ებრძვის. ჰიდროცეფალიის დიაგნოზით გარდამეცვალა მეუღლე. ამიტომ კიდევ უფრო მეტი შემართებით, საკუთარ თავში ის ძალები აღმოვაჩინე, რამაც სიცოცხლის სურვილი გამიმძაფრა. როდესაც დიაგნოზი დაუსვეს, უმცროსი შვილი - მაქსიმე სამი თვისაც კი არ იყო და ორ ბავშვთან ერთად, სამი თვის განმავლობაში ყოველდღე საავადმყოფოს კართან ვიდექი... რთული იყო... მისი ავადმყოფობა, სამწუხაროდ, ვერ დავამარცხეთ... ამ დარდთან და ტკივილთან ერთად, მას მერე ყოველი დღე მეტი პასუხისმგებლობა, საფიქრალი, საზრუნავი და მოვალეობები დამეკისრა, 5 წლის შემდეგ მეც აღმოვჩნდი სიცოცხლისთვის ბრძოლის ველზე.

- ბოლო ქიმიოთერაპია, ისე აღნიშნე, როგორც დღესასწაული...

- ქიმიის ოთახში პირველად რომ შევედი, ძილი მომერია და თვალს არ ვხუჭავდი, რომ არცერთი შეგრძნება არ გამომრჩენოდა, მას მერე დავიწყე უშუალოდ გადასხმის დროს ვიდეოების ჩაწერა და ჩემი გულშემატკივრებისთვის ამის გაზიარება, თუმცა აღმოჩნდა რომ უცნობი ადამიანებისთვისაც ძალიან საინტერესო გახდა ეს პროცესი, ისეთ მხარდაჭერას და სიყვარულს ვიღებდი, რომ თითოეული ადამიანიც დამსახურებაა ჩემი ქიმიოთერაპია ასეთ მრავალფეროვან და პოზიტიურ პროცესად იქცა. ქიმიოთერაპიის კურსი ნახევარი წელი გაგრძელდა. დავიწყეთ 21 -დღიანი შუალედით და შემდეგ გადავედით ყოველკვირეულ გადასხმაზე. ამ ნახევარი წლის განმავლობაში კალენდარში თუკი რამეს ვინიშნავდი, ეს იყო ანალიზის, კვლევის და გადასხმის თარიღები, ვერ ვიტყვი, რომ არ იყო დამღლელი, მაგრამ საკურნებლად ვჯდებოდი ყოველ ჯერზე გადასხმაზე და მინდოდა, რომ ყველა სხვა ქიმიისგან განსხვავებით, ბოლო მეტად გამორჩეული ყოფილიყო. გამიჩნდა იდეა, რომ ეს იქნებოდა "ბოლო ზარი" თეთრი პერანგით და მასზე დაწერილი ფერადი სურვილებით. მადლობა მინდა გადავუხადო ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრს, რადგან ამის საშუალება მომეცა და მეტიც, ყველამ მიიღო მონაწილეობა, რომ ეს დღე ჩემთვის ნამდვილ დღესასწაულად ექციათ.

მოდიოდნენ ყვავილებით, ბუშტებით, მილოცავდნენ ამ ეტაპის დასრულებას. ყვითელმა კაბამ, რომელიც გადასხმის მერე ჩავიცვი, ძალიან გამაბედნიერა და დღესასწაულის განწყობა შემიქმნა. ეს კაბა ნუცა ბუზალაძის კლიპისთვის შექმნა ჩემმა მეგობარმა ლაშა ჯოხაძემ და ორივეს ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთვის საზეიმო დღე ამ კაბით ვიდღესასწაულე.

- ქიმიოთერაპიის შემდეგ დაწყებულ თმის ცვენას ძალიან მტკივნეულად იღებენ, შენ თითქოს მოირგე ეს სტილი...

- ბევრი პაციენტის ტკივილია ქიმიოთერაპიის შემდეგ თმის ცვენა. ეს იწყება პირველი გადასხმიდან ორ კვირაში და მახსოვს, როგორ ვუფრთხილდებოდი ყოველ ღერს. თუმცა, სიცოცხლისთვის მსხვერპლად თმის გაღებას განწყობას ვერ გავაფუჭებინებდი და ამიტომ ბევრი არ მინერვიულა. პირიქით, ასე უფრო მივიღე და მომეწონა საკუთარი თავი. ის გოგო სარკეში რომ ვუყურებდი თავის გადაპარსვის დროს, მტირალა არ უნდა ყოფილიყო, მებრძოლი, ყოჩაღი გოგო უნდა დამენახა და ზუსტად ასე იყო.

დავღლილვარ, მიტირია, მინერვიულია, მაგრამ სასოწარკვეთას როგორ მივეცემოდი, როცა მჯერა, რომ კიბო განაჩენი არ არის! მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს რწმენა ძალიან მაძლიერებს. როცა მაქსიმემ უთმოდ მნახა, მოისურვა, თანადგომა გამოეხატა და თავი გადაეპარსა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი, გადამერწმუნებინა, რადგან მისი ოქროსფერი თმა ძალიან მენანებოდა, მაგრამ ვერ ვაჯობე და წავიყვანე სალონში. თმა რომ გადაპარსეს, მერე წარბების გაპარსვაც მოინდომა და ამაზე უკვე ძალიან შევშფოთდი და ვერ დამიყოლია.

- ახლა რა ეტაპზე ხარ?

- ახლა "შვებულება" მაქვს. ვისვენებ, ვიდრე სხივურ თერაპიას დავიწყებ, პარალელურად ვაგრძელებ ჰორმონოთერაპიას და მოკლედ, წინ კიდევ მაქვს ბრძოლები გადასატანი, თუმცა საბოლოო ჯამში აუცილებლად მოვიგებ ამ ომს. შესაბამისად, ისევ მთლიანად ჯანმრთელობაზე ვარ კონცენტრირებული. თუმცა, ამ დაავადებამ ბევრი რამის გადაფასებასთან ერთად, პრიორიტეტებიც შეცვალა, სურვილებიც, საკუთარი თავი და შესაძლებლობებიც მეტად სწორად დავინახე და ბევრი ახალი და განსახორციელებელი გეგმა მაქვს.

- რას ეტყოდი მათ, ვინც იგივე გზას გადის, რაც შენ გაიარე?

- ჩვენ, ონკოპაციენტებმა ვიცით, რამხელა რესურსს მოითხოვს ჩვენგან ეს დაავადება. ამიტომ სწორად ხარჯეთ ჯანიც და ემოციებიც, გაეცით და მიიღეთ, რაც შეიძლება მეტი დადებითი ენერგეტიკა, სიყვარული, პოზიტივი და დატკბით ცხოვრების ყოველი დღით. მთავარია განწყობა, ჩემს შემთხვევაში დანარჩენზე საიმედო ექიმები ზრუნავენ. რაც შეეხება გარშემომყოფებს - გახსოვდეთ, თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის, ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

კორონავირუსით დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე გარდაიცვალა

"მინდა ვთქვა, რომ ბ-ნი ზურაბი ულაპარაკოდ ანგარიშგასაწევი ექსპერტია, მაგრამ... არა ხართ მართალი ბატონო ზურაბ!" - რა მიმართვას უგზავნის ცერცვაძე ჭიაბერაშვილს

"გამიხარდა, როცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავდა "ლგბტ" პრაიდს" - გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა