პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა მაჩვენებელი, სიკვდილიანობის გარდა, გაუარესებულია" - ამირან გამყრელიძე ახალ შტამებზე, შეზღუდვებსა და მასობრივ ვაქცინაციზე
"ყველა მაჩვენებელი, სიკვდილიანობის გარდა, გაუარესებულია" - ამირან გამყრელიძე ახალ შტამებზე, შეზღუდვებსა და მასობრივ ვაქცინაციზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სის „ინ­დუ­რი შტა­მის“ ცირ­კუ­ლა­ცია ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თო ინ­ფი­ცი­რე­ბის 20%-ს სცდე­ბა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, ამ დრო­ის­თვის ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ე.წ. „დელ­ტა“ შტა­მის 79 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე ამ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა თან­და­თან გა­იზ­რდე­ბა.

„დღეს ქვე­ყა­ნა­ში გარ­და „ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი­სა“, საკ­მაო ინ­ტენ­სი­ვო­ბით ცირ­კუ­ლი­რებს „დელ­ტა“ შტა­მი, გა­სულ კვი­რა­ში გვქონ­და 27 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, სულ 79 შემ­თხვე­ვაა ლუ­გარ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი „დელ­ტა შტა­მის“, მაგ­რამ გათ­ვლე­ბით „დელ­ტა შტა­მის“ ცირ­კუ­ლა­ცია უკვე სცდე­ბა 20%-ს ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თო ინ­ფი­ცი­რე­ბის. ეს თან­და­თან გა­იზ­რდე­ბა, ამას წინ ვერ აღ­ვუდ­გე­ბით, ტენ­დენ­ცია ასე­თია ბევრ ქვე­ყა­ნა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში, რომ „ბრი­ტა­ნულ შტამს“ ანაც­ვლებს „ინ­დუ­რი შტა­მი“, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა მეტი გა­დამ­დებ­ლო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე გაჟ­ღერ­და წი­ნა­და­დე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ერ თავ­ყრი­ლო­ბა­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ მხო­ლოდ ორ­ჯერ აც­რი­ლი, ან ბოლო 72 სა­ათ­ში ტეს­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ამას­თან, მათი კი­დევ ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­ე­ხე­ბა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის - სტუ­დენ­ტის, მოს­წავ­ლე­ე­ბის, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლი­სა და სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­მოდ­გო­მამ­დე ორ­ჯე­რა­დად აც­რას.

"თავი უნდა ავა­რი­დოთ ყვე­ლა­ნა­ირ თავ­ყრი­ლო­ბებს და შეკ­რე­ბებს. ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა გუ­შინ გაჟ­ღერ­და სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე, ნე­ბის­მი­ე­რი თავ­ყრი­ლო­ბა­ზე იქ­ნე­ბა ეს სე­მი­ნა­რი, კონ­ფე­რენ­ცია, შეხ­ვედ­რა თუ სხვა, დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნენ მხო­ლოდ ორ­ჯერ აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ან ბოლო 72 სა­ათ­ში ტეს­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ექ­ნე­ბათ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი. ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბაა, რომ ამან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღოს რე­გუ­ლა­ცი­ის ფორ­მა, რათა ყვე­ლა ადა­მი­ანს მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­დეს, რომ აც­რი­ლი იყოს და მე­ო­რეს მხრივ, უსაფრ­თხო იყოს ეს შეკ­რე­ბე­ბი. კი­დევ ერთი ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია, არის შე­მოდ­გო­მის­თვის აც­რე­ბი ყვე­ლა სტუ­დენ­ტის, მოს­წავ­ლის, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლის და სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე გვქონ­დეს უსაფრ­თხო სკო­ლე­ბი, უსაფრ­თხო სკო­ლე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, ყვე­ლა ძი­რი­თა­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გარ­და, გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია.

„ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებს ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია: ინ­ცი­დენ­ტო­ბა 100 000 მო­სახ­ლე­ზე, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, დღეს 1663 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო 7 და 14 დღის და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აცდა უკვე 4%-იან თა­მა­სას. ერ­თა­დერ­თი, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მო­დის ქვე­მოთ, გარ­კვე­ულ დღე­ებ­ში არის ერ­თნიშ­ნა, დღეს კი სამ­წუ­ხა­როდ, 13 შემ­თხვე­ვა გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

„ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შემ­სუ­ბუ­ქე­ბებ­თან და იმ წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბას­თან, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სე­ბობს. კი­დევ ერთხელ ვთხოვ ყვე­ლას და მო­ვუ­წო­დებ, და­ვიც­ვათ ყვე­ლა წესი, რა­საც ხში­რად ვაჟ­ღე­რებთ. სამ­წუ­ხა­როდ, რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბით, ნი­ღაბს უკვე და­ხუ­რულ სივ­რცე­შიც აღარ ატა­რე­ბენ. და­უშ­ვე­ბე­ლია ეს, ნი­ღა­ბი გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე უფრო მძლავ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად. ნი­ღა­ბი და­ხუ­რულ სივ­რცე­ში აუ­ცი­ლებ­ლად და სა­დაც 5 ადა­მი­ან­ზე მეტი ვიკ­რი­ბე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნიღ­ბის ტა­რე­ბა. მე­ო­რე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დის­ტან­ცია და­ვიც­ვათ. მე­სა­მე, დე­ზინ­ფექ­ცია, მი­ვეჩ­ვი­ეთ ამას და ხე­ლებს ხში­რად ვი­ბანთ და კარ­გია. მაგ­რამ მთა­ვა­რი, მე­ო­თხე, თავი ავა­რი­დოთ ყვე­ლა­ნა­ირ თავ­ყრი­ლო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე, მათ შო­რის დიდ თავ­ყრი­ლო­ბებ­ზე პირ­ბა­დის ტა­რე­ბის კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბა იგეგ­მე­ბა.

„ყვე­ლამ უნდა და­ვიც­ვათ ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც არის. რა თქმა უნდა იგეგ­მე­ბა მეტი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე, მათ შო­რის დიდ თავ­ყრი­ლო­ბებ­ზე, იქ­ნე­ბა ეს ქორ­წი­ლე­ბი, ჭი­რის სუფ­რა, კონ­გრე­სე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და ა.შ. ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ ამ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და კონ­გრე­სებ­ზე დაშ­ვე­ბულ იქ­ნან მხო­ლოდ ორ­ჯერ აც­რი­ლი ან ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, ვაქ­ცი­ნა­ცია დრო­უ­ლად ჩა­ი­ტა­რონ.

„კარ­გია, რომ თან­და­თან ყო­ველ­დღი­უ­რი აც­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ზე­მოთ მი­დის. ამ კვი­რა­ში გვაქვს 6-7 ათა­სი, დღეს იქ­ნე­ბა 8 ათა­სი, თან­და­თან უნდა ავი­დეთ სა­მიზ­ნე დღი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე, რო­მე­ლიც გახ­ლავთ 20-დან 25 ათა­სამ­დე, რომ წლის ბო­ლომ­დე მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60% ავცრათ. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას, აც­რის გა­რე­შე ვერ შე­ვა­ჩე­რებთ თან­და­თან გა­უ­ა­რე­სე­ბად ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს და ვერ და­ვამ­თავ­რებთ ეპი­დე­მი­ას ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ, ყვე­ლას უმორ­ჩი­ლე­სად გხოვთ, მი­ვი­დეთ ამცრელ კა­ბი­ნე­ტებ­ში და ავიც­რათ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე „ფა­ი­ზე­რით“ ვაქ­ცი­ნა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თბი­ლის­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში.

„ფა­ი­ზე­რით“ აც­რე­ბი ამ ეტაპ­ზე, პა­რას­კე­ვი­დან და­ი­წყე­ბა 3 ქა­ლაქ­ში და 7 კლი­ნი­კა­ში. ეს გახ­ლავთ: თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი, ბა­თუ­მი. ვი­საც ჰქონ­და პირ­ველ დო­ზებ­ზე გა­მოც­დი­ლე­ბა, ის კლი­ნი­კე­ბი იქ­ნე­ბა. ესე­ნი არი­ან: ცენ­ტრა­ლუ­რი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი, და­ახ­ლო­ე­ბით 10-მდე ბრი­გა­და იმუ­შა­ვებს, ასე­ვე „კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრი“, „ბო­კე­რი­ას კლი­ნი­კა“ და თბი­ლის­ში „ამ­ტელ ჰოს­პი­ტა­ლი“. გარ­და ამი­სა, იქ­ნე­ბა გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში აც­რე­ბი, ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 4 ბრი­გა­და და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­ვენ­ცი­ულ ცენ­ტრში 2 ბრი­გა­და. ამ ეტაპ­ზე პირ­ვე­ლი დო­ზე­ბი იქ­ნე­ბა ამ კლი­ნი­კებ­ში ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი. მე­ო­რე ტაპ­ზე თან­და­თან ფარ­თოვ­დე­ბა კლი­ნი­კე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და ჩვენ ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე, „ფა­ი­ზერ­ზე“ უნდა ავი­დეთ და­ახ­ლო­ე­ბით 95 კლი­ნი­კამ­დე, რო­მე­ლიც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­ტა­ბით იქ­ნე­ბა გაშ­ლი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 160 ბრი­გა­დამ­დე იქ­ნე­ბა. აგ­ვის­ტო­ში კი­დევ ურო უნდა გავ­ზარ­დოთ კლი­ნი­კე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და ბრი­გა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა ავი­დეს და­ახ­ლო­ე­ბით 250 ბრი­გა­დამ­დე“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოლა
0

თქვენს ხელში კიდევ როგორ არიან ცოცხლები ქვეყანაში გასაკვირია.

lika
0

რომელი ვაქცინაციაზეა ლაპარაკი საიტი ვერ გაგიკეთებიათ ნორმალურად ყოჩაღ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ყველა მაჩვენებელი, სიკვდილიანობის გარდა, გაუარესებულია" - ამირან გამყრელიძე ახალ შტამებზე, შეზღუდვებსა და მასობრივ ვაქცინაციზე

"ყველა მაჩვენებელი, სიკვდილიანობის გარდა, გაუარესებულია" - ამირან გამყრელიძე ახალ შტამებზე, შეზღუდვებსა და მასობრივ ვაქცინაციზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის „ინდური შტამის“ ცირკულაცია ქვეყანაში საერთო ინფიცირების 20%-ს სცდება.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. „დელტა“ შტამის 79 დადასტურებული შემთხვევაა და ევროპული ქვეყნების მაგალითზე ამ შემთხვევათა რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

„დღეს ქვეყანაში გარდა „ბრიტანული შტამისა“, საკმაო ინტენსივობით ცირკულირებს „დელტა“ შტამი, გასულ კვირაში გვქონდა 27 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, სულ 79 შემთხვევაა ლუგარში დადასტურებული „დელტა შტამის“, მაგრამ გათვლებით „დელტა შტამის“ ცირკულაცია უკვე სცდება 20%-ს ქვეყანაში საერთო ინფიცირების. ეს თანდათან გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, ტენდენცია ასეთია ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, რომ „ბრიტანულ შტამს“ ანაცვლებს „ინდური შტამი“, რომელიც ხასიათდება მეტი გადამდებლობით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე გაჟღერდა წინადადება, რომ ნებისმიერ თავყრილობაზე დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერ აცრილი, ან ბოლო 72 საათში ტესტირებული ადამიანები. ამასთან, მათი კიდევ ერთი ინიციატივა შეეხება სასწავლო დაწესებულებების - სტუდენტის, მოსწავლეების, პროფესორ-მასწავლებლისა და სკოლის მასწავლებლების შემოდგომამდე ორჯერადად აცრას.

,,თავი უნდა ავარიდოთ ყველანაირ თავყრილობებს და შეკრებებს. ჩვენი წინადადება გუშინ გაჟღერდა საკოორდინაციო საბჭოზე, ნებისმიერი თავყრილობაზე იქნება ეს სემინარი, კონფერენცია, შეხვედრა თუ სხვა, დაშვებული იქნენ მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანები ან ბოლო 72 საათში ტესტირებული ადამიანები, ვისაც ექნებათ უარყოფითი პასუხი. ჩვენი წინადადებაა, რომ ამან აუცილებლად უნდა მიიღოს რეგულაციის ფორმა, რათა ყველა ადამიანს მოტივაცია ჰქონდეს, რომ აცრილი იყოს და მეორეს მხრივ, უსაფრთხო იყოს ეს შეკრებები. კიდევ ერთი ჩვენი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად განსახორციელებელია, არის შემოდგომისთვის აცრები ყველა სტუდენტის, მოსწავლის, პროფესორ-მასწავლებლის და სკოლის მასწავლებლის, რომ შემოდგომაზე გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო სკოლები და უნივერსიტეტები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ყველა ძირითადი მაჩვენებელი, სიკვდილიანობის გარდა, გაუარესებულია.

„ყველა მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას გაუარესებულია: ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე, ახალი შემთხვევები, დღეს 1663 ახალი შემთხვევა გვაქვს. დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ბოლო 7 და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი აცდა უკვე 4%-იან თამასას. ერთადერთი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, გარკვეულ დღეებში არის ერთნიშნა, დღეს კი სამწუხაროდ, 13 შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარესება შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება.

„ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია შემსუბუქებებთან და იმ წესების დაუცველობასთან, რაც ჯერჯერობით არსებობს. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას და მოვუწოდებ, დავიცვათ ყველა წესი, რასაც ხშირად ვაჟღერებთ. სამწუხაროდ, რასაც ვაკვირდებით, ნიღაბს უკვე დახურულ სივრცეშიც აღარ ატარებენ. დაუშვებელია ეს, ნიღაბი გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის საშუალება ვაქცინასთან ერთად. ნიღაბი დახურულ სივრცეში აუცილებლად და სადაც 5 ადამიანზე მეტი ვიკრიბებით, აუცილებელია ნიღბის ტარება. მეორე, აუცილებელია დისტანცია დავიცვათ. მესამე, დეზინფექცია, მივეჩვიეთ ამას და ხელებს ხშირად ვიბანთ და კარგია. მაგრამ მთავარი, მეოთხე, თავი ავარიდოთ ყველანაირ თავყრილობას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარებაზე, მათ შორის დიდ თავყრილობებზე პირბადის ტარების კონტროლის გამკაცრება იგეგმება.

„ყველამ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც არის. რა თქმა უნდა იგეგმება მეტი ზედამხედველობა პირბადის ტარებაზე, მათ შორის დიდ თავყრილობებზე, იქნება ეს ქორწილები, ჭირის სუფრა, კონგრესები, კონფერენციები და ა.შ. ჩვენი ინიციატივაა, რომ ამ კონფერენციებსა და კონგრესებზე დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერ აცრილი ან ტესტირება ჩატარებული ადამიანები,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ვაქცინაცია დროულად ჩაიტარონ.

„კარგია, რომ თანდათან ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი ზემოთ მიდის. ამ კვირაში გვაქვს 6-7 ათასი, დღეს იქნება 8 ათასი, თანდათან უნდა ავიდეთ სამიზნე დღიურ მაჩვენებელზე, რომელიც გახლავთ 20-დან 25 ათასამდე, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% ავცრათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, აცრის გარეშე ვერ შევაჩერებთ თანდათან გაუარესებად ეპიდსიტუაციას, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს და ვერ დავამთავრებთ ეპიდემიას ქვეყანაში. ამიტომ, ყველას უმორჩილესად გხოვთ, მივიდეთ ამცრელ კაბინეტებში და ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

„ფაიზერით“ აცრები ამ ეტაპზე, პარასკევიდან დაიწყება 3 ქალაქში და 7 კლინიკაში. ეს გახლავთ: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. ვისაც ჰქონდა პირველ დოზებზე გამოცდილება, ის კლინიკები იქნება. ესენი არიან: ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც ყველაზე მეტი, დაახლოებით 10-მდე ბრიგადა იმუშავებს, ასევე „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „ბოკერიას კლინიკა“ და თბილისში „ამტელ ჰოსპიტალი“. გარდა ამისა, იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცრები, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 ბრიგადა და დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრში 2 ბრიგადა. ამ ეტაპზე პირველი დოზები იქნება ამ კლინიკებში ადმინისტრირებული. მეორე ტაპზე თანდათან ფართოვდება კლინიკების ჩამონათვალი და ჩვენ ივლისის ბოლომდე, „ფაიზერზე“ უნდა ავიდეთ დაახლოებით 95 კლინიკამდე, რომელიც მთელი ქვეყნის მასტაბით იქნება გაშლილი და დაახლოებით 160 ბრიგადამდე იქნება. აგვისტოში კიდევ ურო უნდა გავზარდოთ კლინიკების ჩამონათვალი და ბრიგადების რაოდენობა უნდა ავიდეს დაახლოებით 250 ბრიგადამდე“,-განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

"თავის ტკივილი და თავბრუსხვევა აწუხებდა" - როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის მდგომარეობა, რომელსაც 5 ივლისს თავს დაესხნენ

"მიჰაუსმა" 1-წლის იუბილეზე გრანდიოზული პრიზები გაათამაშა