პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია და როგორი სირთულით მიმდინარეობდა დაავადება მეორედ?
"კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია და როგორი სირთულით მიმდინარეობდა დაავადება მეორედ?

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თიკა ფა­ცა­ცია ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით მე­ო­რედ და­ინ­ფი­ცირ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ის "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში სა­უბ­რობს.

"მო­ვი­და დრო, რომ გი­თხრათ, რა­ტომ არ ვჩან­დი ამ­დე­ნი ხანი, კო­რო­ნა­ვირუ­სით მე­ო­რედ და­ვინ­ფი­ცირ­დი. ახლა და­ვას­რუ­ლე ეს პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის მას­თან ბრძო­ლას. სრუ­ლი­ად უსიმპტო­მო ვი­ყა­ვი და ან­ტის­ხე­უ­ლე­ბიც მქონ­და. ერ­თა­დერ­თი გზა ამ ვირუს­თან ბრძო­ლის, არის აცრა და ყვე­ლა უნდა ავიც­რათ.

ცხრა თვე გა­ვი­და ჩემი პირ­ვე­ლი კო­ვი­დი­დან, აცრა არ გა­მი­კე­თე­ბია, იმი­ტომ რომ მქონ­და პირ­ვე­ლი კო­ვი­დის და­ტო­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, მე­გო­ნა ეს მი­ცავ­და და რე­ა­ლუ­რად და­მიც­ვა კი­დეც, ალ­ბათ ამის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, მისი ასე­თი მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა.

ალ­ბათ, ვაქ­ცი­ნის მთე­ლი ლო­გი­კა იმა­შია, რაც ჩემს შემ­თხვე­ვა­ში იყო. მე მქონ­და ბუ­ნებ­რი­ვად შე­ძე­ნი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ვი­ღა­ცას ექ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნით შე­ძე­ნი­ლი და ეს დაგ­ვი­ცავს. არ ვიცი, რო­მე­ლი შტა­მი იყო.

პირ­ველ­ზე მქონ­და ყნოს­ვის და გე­მოს და­კარ­გვა, ტემ­პე­რა­ტუ­რა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბის ეპი­ზო­დე­ბი, რომ და­ვას­რუ­ლე, მერე მქონ­და ხვე­ლა. ამ კო­ვიდ­ზე მე არა­ნა­ი­ა­რი სიმპტო­მი არ მქო­ნია", - ყვე­ბა თიკა ფა­ცა­ცია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თი­კამ "კო­ვიდ-19" 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ა­მარ­ცხა. მა­შინ თიკა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ვირუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად მთა­ვა­რი გან­წყო­ბაა.

"12 დღე ვი­ა­ვად­მყო­ფე და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ სახ­ლში ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ზე ძნე­ლი და­საძ­ლე­ვი ამ დროს არის შიში, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გამო, ვის­თან ერ­თა­დაც იყა­ვი. ვფიქ­რობ­დი, ვირუ­სი ვინ­მეს ხომ არ გა­დავ­დე-მეთ­ქი და ამი­ტომ, პირ­ვე­ლად ჩემი კონ­ტაქ­ტე­ბის ძი­ე­ბა და­ვი­წყე. პირ­ბა­დით ვის­თა­ნაც ვი­ყა­ვი, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი ავ­ტო­მა­ტუ­რად აკ­ლდე­ბო­და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სიას და ეს მა­ხა­რებ­და", -ამ­ბობ­და თიკა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eka
28

ჯანმრთელობას გისურვებ, თიკა

Თეო
53

Გრიპის სიმპტომებია როგიიც ხშირად მქონია მეც და სხვასაც,აცრა არავის იცავს.და მორჩით რეკლამირებას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია და როგორი სირთულით მიმდინარეობდა დაავადება მეორედ?

"კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია და როგორი სირთულით მიმდინარეობდა დაავადება მეორედ?

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ამბობს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. აღნიშნულის შესახებ ის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.

"მოვიდა დრო, რომ გითხრათ, რატომ არ ვჩანდი ამდენი ხანი, კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი. ახლა დავასრულე ეს პერიოდი, რომელიც ეკუთვნის მასთან ბრძოლას. სრულიად უსიმპტომო ვიყავი და ანტისხეულებიც მქონდა. ერთადერთი გზა ამ ვირუსთან ბრძოლის, არის აცრა და ყველა უნდა ავიცრათ.

ცხრა თვე გავიდა ჩემი პირველი კოვიდიდან, აცრა არ გამიკეთებია, იმიტომ რომ მქონდა პირველი კოვიდის დატოვებული ანტისხეულები, მეგონა ეს მიცავდა და რეალურად დამიცვა კიდეც, ალბათ ამის დამსახურება იყო, მისი ასეთი მსუბუქი მიმდინარეობა.

ალბათ, ვაქცინის მთელი ლოგიკა იმაშია, რაც ჩემს შემთხვევაში იყო. მე მქონდა ბუნებრივად შეძენილი ანტისხეულები, ვიღაცას ექნება ვაქცინით შეძენილი და ეს დაგვიცავს. არ ვიცი, რომელი შტამი იყო.

პირველზე მქონდა ყნოსვის და გემოს დაკარგვა, ტემპერატურა, თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობის ეპიზოდები, რომ დავასრულე, მერე მქონდა ხველა. ამ კოვიდზე მე არანაიარი სიმპტომი არ მქონია", - ყვება თიკა ფაცაცია.

შეგახსენებთ, რომ თიკამ "კოვიდ-19" 2020 წლის დეკემბერში დაამარცხა. მაშინ თიკა "კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ვირუსის დასამარცხებლად მთავარი განწყობაა.

"12 დღე ვიავადმყოფე და ამ ხნის განმავლობაში სულ სახლში ვიყავი. ყველაზე ძნელი დასაძლევი ამ დროს არის შიში, იმ ადამიანების გამო, ვისთან ერთადაც იყავი. ვფიქრობდი, ვირუსი ვინმეს ხომ არ გადავდე-მეთქი და ამიტომ, პირველად ჩემი კონტაქტების ძიება დავიწყე. პირბადით ვისთანაც ვიყავი, იმ ადამიანების რიცხვი ავტომატურად აკლდებოდა ინფიცირებულთა სიას და ეს მახარებდა", -ამბობდა თიკა.