პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე" - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 5-6 ივლისის მოვლენებზე
"გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე" - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 5-6 ივლისის მოვლენებზე

"ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის სან­დო­ო­ბა მო­ი­თხოვს, რომ ყვე­ლა პირი, რო­მე­ლიც 5-6 ივ­ლისს თავს და­ეს­ხა მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებს და ჟურ­ნა­ლის­ტებს, ასე­ვე ისი­ნი, რომ­ლებ­მაც წა­ა­ქე­ზეს ძა­ლა­დო­ბა, იყოს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა ნედ პრა­ის­მა გა­ნა­ცხა­და.

"ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალს ცნო­ბებს ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მო­გი­წო­დებთ სიმ­შვი­დის­კენ და იმ ძა­ლა­დო­ბის დას­რუ­ლე­ბის­კენ, რო­მელ­მაც უკვე შე­ი­წი­რა ტრა­გი­კუ­ლად ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი კო­ლე­გის სი­ცო­ცხლე. ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის სან­დო­ო­ბა მო­ი­თხოვს, რომ ყვე­ლა პირი, რო­მე­ლიც 5-6 ივ­ლისს თავს და­ეს­ხა მშვი­დო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებს და ჟურ­ნა­ლის­ტებს, ასე­ვე ისი­ნი, რომ­ლებ­მაც წა­ა­ქე­ზეს ძა­ლა­დო­ბა, იყოს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი.

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რებს და სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ და­იც­ვან ყვე­ლას კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა. ჩვენ შე­ვახ­სე­ნებთ მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ და­იც­ვან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამას­თან, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა ქარ­თველს, მათ შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სა­ჯა­როდ დაგ­მონ ასე­თი სა­ხის ძა­ლა­დო­ბა, რომ­ლის ად­გი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ა­ში არ არის. ჩვენ ამა­ყად გან­ვაგ­რძნობთ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ლგბტქ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლა­დო­ბის­გან, კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის­გან, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის­გან და სტიგ­მის­გან დაც­ვას. ვცდი­ლობთ, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ლგბტ მოძ­რა­ო­ბე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ძა­ლა­დო­ბას ლგბტ ჯგუ­ფე­ბის მი­მართ და რა თქმა უნდა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ჩვენ ვგმობთ სას­ტიკ ძა­ლა­დო­ბას თქვე­ნი ყო­ფი­ლი კო­ლე­გის, თქვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი კო­ლე­გის მი­მართ“, – გა­ნა­ცხა­და ნედ პრა­ის­მა.

მისი თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია.

"რაც შე­ხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და მის მო­მა­ვალს, რა თქმა უნდა, ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტია,“- აღ­ნიშ­ნა პრესს­პი­კერ­მა.

კი­თხვა­ზე, იგეგ­მე­ბა თუ არა 5-6 ივ­ლი­სის ძა­ლა­დო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა, ნედ პრა­ის­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ ისი­ნი სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ არ სა­უბ­რო­ბენ.

"ჩვენ გვაქვს სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენ­ტი იმის­თვის, რომ პა­სუ­ხი ვა­გე­ბი­ნოთ მათ, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ზე მსოფ­ლი­ო­ში. სან­ქცი­ე­ბი ერთ-ერთი ასე­თი ია­რა­ღია. რო­გორც იცით, სან­ქცი­ებ­ზე წი­ნას­წარ არ ვსა­უბ­რობთ, ვიდ­რე არ ავა­მოქ­მე­დებთ, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ას დიდი ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით. გვინ­და, და­ვი­ნა­ხოთ, რომ ყვე­ლამ, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, პა­სუ­ხი აგოს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ აქ­ტორს, ჩვენ კვლავ მო­ვუ­წო­დებთ, რომ სა­ჯა­როდ დაგ­მონ ეს ძა­ლა­დო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, გა­ვი­მე­ო­რებთ ჩვენს მო­წო­დე­ბას, ზედ­მი­წევ­ნით გა­მო­ი­ძი­ონ ეს საქ­მე, რათა ამ სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგნენ“, – გა­ნა­ცხა­და ნედ პრა­ის­მა.

მკითხველის კომენტარები / 265 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
522

კოლექტიურო კობახიძეებო და პაპუაშვილებო აბა გამოეფინეთ და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სააკაშვილის ბუდე ეძახეთ, პრესსპიკერს კი ნაცი.ოეეეე, ვის აჯერებთ თქვენ ბოდვას? 

დროზეეე,
329

დროზე მიგვიღეთ ნატოში, თუ არა მოვიდა რუსული "კადიროვშინა" საქართველოშიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე" - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 5-6 ივლისის მოვლენებზე

"გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე" - რას აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 5-6 ივლისის მოვლენებზე

"ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იყოს იდენტიფიცირებული, დაპატიმრებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ცნობებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ტრაგიკულად ერთი ადამიანის სიცოცხლე, ამ შემთხვევაში თქვენი კოლეგის სიცოცხლე. ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იყოს იდენტიფიცირებული, დაპატიმრებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული.

ჩვენ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. ჩვენ შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები და პრესის თავისუფლება. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯაროდ დაგმონ ასეთი სახის ძალადობა, რომლის ადგილი დემოკრატიაში არ არის. ჩვენ ამაყად განვაგრძნობთ მთელ მსოფლიოში ლგბტქ საზოგადოების ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან დაცვას. ვცდილობთ, გავაძლიეროთ ლგბტ მოძრაობები და ადამიანები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ ჯგუფების მიმართ და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის, თქვენი გარდაცვლილი კოლეგის მიმართ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მოთხოვნას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

"რაც შეხება პრემიერ-მინისტრს და მის მომავალს, რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია,“- აღნიშნა პრესსპიკერმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა 5-6 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესება, ნედ პრაისმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი სანქციების შესახებ წინასწარ არ საუბრობენ.

"ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი იარაღია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ ავამოქმედებთ, მაგრამ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. გვინდა, დავინახოთ, რომ ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე, რათა ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენი პირები სასამართლოს წინაშე წარდგნენ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.