როცა კაცი ჯერ დასაფლავებული არ არის, შს სამინისტროს გუშინდელი საქციელი ამაზრზენი იყო, მაგრამ არანაკლებად ამაზრზენი ოპოზიციის დიდი ნაწილის სურვილი იყო, ეს საქმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
ელისაშვილის შეფასებით, ამაზრზენია ის, რაც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე ხდება.
„ამ ბიჭზე არანაკლებად მტკივა გული, რადგან ბევრისგან განსხვავებით, მას პირადად ვიცნობდი. ახალგაზრდა კაცი ჯერ არ დაგვიკრძალავს და ერთი დაირაზმა, რათა "გააშაოს", ხოლო მეორე დაირაზმა, რათა ხელი მოითბოს და მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს. გულის ამრევია ერთიც და მეორეც", - განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილი იმასაც ამბობს, რომ რასაც ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან გვაშორებს.
"მოუთმენლობა, აღტკინება და ჟინი იმისა, ნებისმიერი საკითხი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, არის ის, რაც "ქართულ იცნებას" აძლიერებს და მას ხელისუფლებაში ტოვებს", - აღნიშნა ელისაშვილმა.
ამან ხო ჩააწიკწიკა საარჩევნო სისტემა უკვე, ვითომ ოპოზიციონერი. ასე უცებ კაცი ასე ძალიან დაბლა დაშვებულიყო არ მახსენდება. მიტყდება როგორ ვუჭერდი მხარს მერის არჩევნებზე.
ამაზე პირველ რიგში მის კოლეგებს და თანამშრომლებს უნდა ეზრუნათ, პრემიერინისტრს, რომ მკვლელს ეძახდნენ ყველა უღირსი, გამოძიება იძულებული გახადეს ეს გაეკეთებინა იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას უნდა გვცოდნოდა, ამიტომ ხალხი ასე არ ფიქრობს. ეგ "კეთილისმსურველი " კოლეგები რომ არა ასეც იქნებოდა