კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის და სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ გვი­ნა­ხავს, რომ ჟურ­ნა­ლისტს ეფა­რე­ბო­დეს. ვნა­ხეთ, მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეფა­რე­ბი­ან და იცა­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტებს, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან 5-6 ივ­ლისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, იმ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა, რო­მე­ლიც ძა­ლა­დობ­რივ მო­წო­დე­ბებს აკე­თებ­და "სას­ტი­კი საყ­ვე­დუ­რი მი­ი­ღო".

"თქვენ რო­გორც ნა­ხეთ, ამ დღეს არც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არც ერთი სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ გვი­ნა­ხავს, რომ ჟურ­ნა­ლისტს ეფა­რე­ბო­დეს. ვნა­ხეთ, მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეფა­რე­ბი­ან და იცა­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტებს, აი ამა­ზე ვი­სა­უბ­როთ.

ის სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მელ­მაც მსგავ­სი მო­წო­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა (ძა­ლა­დობ­რი­ვი) და­ბა­რე­ბუ­ლი იყო, მი­ი­ღო სას­ტი­კი საყ­ვე­დუ­რი და მან სა­ჯა­როდ, ჩა­წე­რა და გა­ავ­რცე­ლა თა­ვი­სი შენ­დო­ბის ვი­დეო. მი­ი­ღო სას­ტი­კი საყ­ვე­დუ­რი ეს ნიშ­ნავს, რომ რა­ი­მე კი­დევ ერთი გა­დაც­დო­მა გა­მო­იწ­ვევს მძი­მე სას­ჯელს. თუ მსგავ­სი ფაქ­ტი ისევ იქ­ნე­ბა, მო­მა­წო­დეთ და გან­ვი­ხი­ლავთ", - აღ­ნიშ­ნავს ჯაღ­მა­ი­ძე.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ მო­უ­წო­და სა­პატ­რი­არ­ქომ მრევლს ძა­ლა­დო­ბის შე­ჩე­რე­ბის­კენ, ჯაღ­მა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მშვი­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ რამ­დენ­ჯერ­მე გა­კეთ­და.

"თქვენ ეტყო­ბა არ გი­ნა­ხავთ ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი. გავ­რცელ­და და­ახ­ლო­ე­ბით 5 ან 6 გან­ცხა­დე­ბა მშვი­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბის.

მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ პირ­და­პირ ტრი­ბუ­ნი­დან გა­მო­ა­ცხა­და, რომ მოხ­და ინ­ცი­დენ­ტი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მო­უ­წო­და ყვე­ლას მშვი­დო­ბი­სა­კენ. ამის გარ­და, იყო სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 5 გან­ცხა­დე­ბა.

წი­ნას­წა­რაც გა­ვა­კე­თეთ ჩვენ ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და ვაფრ­თხი­ლებ­დით ყვე­ლას, რომ ასე­თი ეს­კა­ლა­ცია შე­ი­ცავ­და გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ებს. რამ­დე­ნი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თეთ, ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ­დით, სა­ელ­ჩო­ებს ვაფრ­თხი­ლებ­დით ასე­ვე, ვაფრ­თხი­ლებ­დით "პრა­ი­დის" მო­ნა­წი­ლე­ებს, სა­ხელ­მწი­ფო­საც და ზო­გა­დად ყვე­ლას. ბოლო დღემ­დე მო­ვუ­წო­დებ­დით, რომ "პრა­ი­დი" გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო და ყვე­ლას ეგ­რძნო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლო­ბა.

ნა­ხეთ ჩემი გან­ცხა­დე­ბე­ბი, იქ არის მრევ­ლი­სად­მი მო­წო­დე­ბა.

გვაჩ­ვე­ნეთ კად­რე­ბი და თუ რა­ი­მე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მი­მართ ან ვინ­მეს მი­მართ, ვინც უკავ­შირ­დე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ ზო­მას“, - ამ­ბობს დე­კა­ნო­ზი.

კი­თხვა­ზე, იზი­ა­რებს თუ არა მე­უ­ფე ან­ტო­ნის გან­ცხა­დე­ბას, რომ მე­დი­ის ბრა­ლია 5-6 ივ­ლისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, ჯაღ­მა­ი­ძე დას­ძენს, რომ "ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ბრა­ლი არ არის“.

"მე ვფიქ­რობ, რომ თქვე­ნი ბრა­ლი არ არის ეს. ბრა­ლი არის თქვე­ნი რე­დაქ­ცი­ე­ბის. მე მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბამ უბ­რა­ლოდ მო­ი­კი­თხოს, ვინ არი­ან იმ ტე­ლე­ვი­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც თქვენ წარ­მო­ად­გენთ. ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტებს უშ­ვე­ბენ და­ვა­ლე­ბე­ბით და თვი­თონ ვინ არი­ან? რა მო­ტი­ვა­ცია აქვთ? მე არ ვამ­ბობ, რომ რა­ი­მე გა­მარ­თლე­ბა აქვს იმ ძა­ლა­დო­ბას, იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც ვნა­ხეთ. სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამე და ვე­რა­ვინ ამას წი­ნას­წარ ვერ გათ­ვლი­და, ვერ წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე იქ­ნე­ბო­და ასე­თი აგ­რე­სია. მე არ ვიცი, რითი უნდა ავ­ხსნათ ეს. სხვა საქ­მეა, რო­დე­საც მე ვლა­პა­რა­კობ ტე­ლე­ვი­ზი­ის რე­დაქ­ცი­ებ­ზე ვგუ­ლის­ხმობ ყვე­ლა­ფერ იმას, რაც ბოლო დღე­ებ­ში, აი ამ პე­რი­ოდ­ში, ამ დღე­ებ­ში მი­ტინ­გებ­ზე ხდე­ბა, სა­ში­ნე­ლი აგ­რე­სია და სი­ძულ­ვი­ლი, სიმ­ყრა­ლე თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ყვე­ლა­ფე­რი მანდ გა­ის­მა ეკ­ლე­სი­ის მი­მართ", - აღ­ნიშ­ნავს დე­კა­ნო­ზი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
40

როგორც ღირსი იყო ისე მოგიზღვას უფალმა.შეისმენს უფალი მართალი ხალხის ვედრებას.

ნანა
29

არა ხარ შენ კაცური კაცი ალალად გეუბნები.შემრცხვედობა შენს ადგილას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

არც ერთი პოლიტიკური პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, რომ ჟურნალისტს ეფარებოდეს. ვნახეთ, მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, იმ სასულიერო პირმა, რომელიც ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა "სასტიკი საყვედური მიიღო".

"თქვენ როგორც ნახეთ, ამ დღეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არც ერთი საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, რომ ჟურნალისტს ეფარებოდეს. ვნახეთ, მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს, აი ამაზე ვისაუბროთ.

ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა (ძალადობრივი) დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და მან საჯაროდ, ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. მიიღო სასტიკი საყვედური ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს. თუ მსგავსი ფაქტი ისევ იქნება, მომაწოდეთ და განვიხილავთ", - აღნიშნავს ჯაღმაიძე.

კითხვაზე, რატომ არ მოუწოდა საპატრიარქომ მრევლს ძალადობის შეჩერებისკენ, ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ მშვიდობისკენ მოწოდებაზე განცხადებები საპატრიარქოს მიერ რამდენჯერმე გაკეთდა.

"თქვენ ეტყობა არ გინახავთ ჩვენი განცხადებები. გავრცელდა დაახლოებით 5 ან 6 განცხადება მშვიდობისკენ მოწოდების.

მამა შალვა კეკელიამ პირდაპირ ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ მოხდა ინციდენტი ჟურნალისტებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას მშვიდობისაკენ. ამის გარდა, იყო საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული დაახლოებით 5 განცხადება.

წინასწარაც გავაკეთეთ ჩვენ ამის შესახებ განცხადება და ვაფრთხილებდით ყველას, რომ ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს. რამდენი განცხადება გავაკეთეთ, ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს ვაფრთხილებდით ასევე, ვაფრთხილებდით "პრაიდის" მონაწილეებს, სახელმწიფოსაც და ზოგადად ყველას. ბოლო დღემდე მოვუწოდებდით, რომ "პრაიდი" გაუქმებულიყო და ყველას ეგრძნო პასუხისმგებელობა.

ნახეთ ჩემი განცხადებები, იქ არის მრევლისადმი მოწოდება.

გვაჩვენეთ კადრები და თუ რაიმე პასუხისმგებელობა გამოიკვეთება სასულიერო პირების მიმართ ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს და აუცილებლად მივიღებთ ზომას“, - ამბობს დეკანოზი.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა მეუფე ანტონის განცხადებას, რომ მედიის ბრალია 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები, ჯაღმაიძე დასძენს, რომ "ეს ჟურნალისტები ბრალი არ არის“.

"მე ვფიქრობ, რომ თქვენი ბრალი არ არის ეს. ბრალი არის თქვენი რედაქციების. მე მინდა მოსახლეობამ უბრალოდ მოიკითხოს, ვინ არიან იმ ტელევიზიის მფლობელები, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ. ახალგაზრდა ჟურნალისტებს უშვებენ დავალებებით და თვითონ ვინ არიან? რა მოტივაცია აქვთ? მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამე და ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა, ვერ წარმოიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. მე არ ვიცი, რითი უნდა ავხსნათ ეს. სხვა საქმეა, როდესაც მე ვლაპარაკობ ტელევიზიის რედაქციებზე ვგულისხმობ ყველაფერ იმას, რაც ბოლო დღეებში, აი ამ პერიოდში, ამ დღეებში მიტინგებზე ხდება, საშინელი აგრესია და სიძულვილი, სიმყრალე თუ შეიძლება ითქვას, ყველაფერი მანდ გაისმა ეკლესიის მიმართ", - აღნიშნავს დეკანოზი.

"ყველა მაჩვენებელი, სიკვდილიანობის გარდა, გაუარესებულია" - ამირან გამყრელიძე ახალ შტამებზე, შეზღუდვებსა და მასობრივ ვაქცინაციზე

"ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს..." - ამირან გამყრელიძე მშობლებს აცრისკენ მოუწოდებს

"საქართველოში ამ ეტაპზე "ფაიზერის" 28 000 დოზაა შემოსული" - ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინის მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს