სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალადობისკენ მოწოდება მათ შორის, ეკლესიიდან არის დასაგმობი... ცალკეული მამაოების გამოთქმები ეკლესიაზე არ უნდა განვაზოგადოთ" - გახარია
"ძალადობისკენ მოწოდება მათ შორის, ეკლესიიდან არის დასაგმობი... ცალკეული მამაოების გამოთქმები ეკლესიაზე არ უნდა განვაზოგადოთ" - გახარია

ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ი­დან, მათ შო­რის, ეკ­ლე­სი­ი­დან არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, ისე­ვე, რო­გორც მი­უ­ღე­ბე­ლია ეკ­ლე­სი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა, პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ცალ­კე­უ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, მთლი­ა­ნად ეკ­ლე­სი­ა­ზე არ გან­ვა­ზო­გა­დოთ, რად­გან ეს ხდე­ბა პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზი და მსგავ­სი რა­დი­კა­ლიზ­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრობ­ლე­მებს უქ­მნის.

„ეკ­ლე­სი­ას აქვს ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა ქვე­ყა­ნა­ში და ეს არ მომ­ხდა­რა დღეს, ის­ტო­რი­უ­ლად ასე იყო და ის­ტო­რი­უ­ლად ასე იქ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, ცალ­კე აღე­ბუ­ლი მა­მა­ო­ე­ბის გა­მოთ­ქმე­ბი ეკ­ლე­სი­ა­ზე არ უნდა გან­ვა­ზო­გა­დოთ. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეკ­ლე­სი­ი­დან იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი­დან, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მო­წო­დე­ბა, ძა­ლა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა და­საგ­მო­ბია. უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვინ­მე, გან­სა­კუთ­რე­ბით ეკ­ლე­სია, ერთ ადა­მი­ანს მო­უ­წო­დებ­დეს მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რა­ი­მე მიზ­ნით მიღ­წე­ვის­კენ. მაგ­რამ არ უნდა წა­ვი­დეთ მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბის­კენ და ეს გან­ვა­ზო­გა­დოთ ეკ­ლე­სი­ა­ზე. ეს რა­დი­კა­ლიზ­მი გვიქ­მნის პრობ­ლე­მებს, ეს რა­დი­კა­ლიზ­მი გვიქ­მნის იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­დე­საც ორი უკი­დუ­რეს პო­ზი­ცი­ა­ზე ვდგე­ბით და გა­მო­სა­ვალს ვერ ვე­ძებთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მისი თქმით, ყვე­ლამ თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს - სა­ხელ­მწი­ფომ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე, რო­მელ­საც მარ­თავს და ოპო­ზი­ცი­ამ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, ქმე­დე­ბებ­სა და მო­წო­დე­ბებ­ზე, რო­მელ­საც აკე­თებს.

„შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთი მხა­რე მე­ო­რე მხა­რეს ეძახ­დეს და ადა­ნა­შა­უ­ლებ­დეს ყვე­ლა­ფერ­ში, მტერს და მო­ღა­ლა­ტეს ეძახ­დეს - ეს ასე არ ხდე­ბა. ყვე­ლამ თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს - სა­ხელ­მწი­ფომ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ ინ­სტი­ტუ­ტებ­სა და აპა­რატ­ზე, რო­მელ­საც მარ­თავს ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ოპო­ზი­ცი­ამ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, ქმე­დე­ბებ­სა და მო­წო­დე­ბებ­ზე, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს, იმი­ტომ, რომ ოპო­ზი­ცი­აც ხე­ლისფლე­ბის ნა­წი­ლია. არ არ­სე­ბობს ცალ­კე აღე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, გან­ზო­გა­დო­ე­ბუ­ლად", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

გა­ხა­რი­ამ დღეს პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ახა­ლი ოფი­სი მცხე­თა­ში გახ­სნა და მე­დი­ის შე­კი­თხვებ­საც იქ უპა­სუ­ხა.

„იმ ქა­ო­სის მი­უ­ხე­და­ვად, რაც ახლა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა და იმ ცირ­კის მი­უ­ხე­და­ვად, რაც პარ­ლა­მენ­ტში ხდე­ბო­და, ჩვენ, ჩვენს გეგ­მას მი­ვუყ­ვე­ბით. ჩვენ ამ გზი­დან არ გა­და­ვუხ­ვევთ, რად­გან ვთვლით, რომ ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ეს არის ძი­რი­თა­დი წი­ნა­პი­რო­ბა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლო­ბა შე­იც­ვა­ლოს - პარ­ტი­უ­ლი ოფი­სე­ბის გახ­სნა, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ახა­ლი თა­ო­ბის ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­მაც ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი უნდა ჩა­ი­ბა­რონ.

ქვე­ყა­ნას ახა­ლი გზა, ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვა სჭირ­დე­ბა. ჩვენ უნდა გა­მო­ვი­დეთ ამ ჩა­კე­ტი­ლი წრი­დან, რო­მელ­ზეც, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­რბი­ვართ და რო­მელ­მაც მიგ­ვიყ­ვა­ნა სი­ძულ­ვი­ლამ­დე, რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ამ­დე, ერ­თმა­ნე­თის ცემა-ტყე­პამ­დე, ჭო­რა­ო­ბამ­დე, გი­ნე­ბამ­დე და სა­ბო­ლო­ოდ ვი­ღებთ იმას, რა­საც ვი­ღებთ", - აცხა­დებს გი­ორ­გი გა­ხა­რია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nukri tabataZe
13

უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ნამდვილად არ ყოფილა კარგი ადამიანი! დასანანია!

გიგა
42

შენ რა გაქვს სათქმელი, ბავშვს თვალები დათხარე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ძალადობისკენ მოწოდება მათ შორის, ეკლესიიდან არის დასაგმობი... ცალკეული მამაოების გამოთქმები ეკლესიაზე არ უნდა განვაზოგადოთ" - გახარია

"ძალადობისკენ მოწოდება მათ შორის, ეკლესიიდან არის დასაგმობი... ცალკეული მამაოების გამოთქმები ეკლესიაზე არ უნდა განვაზოგადოთ" - გახარია

ძალადობისკენ მოწოდება ნებისმიერი ინსტიტუციიდან, მათ შორის, ეკლესიიდან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე, როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცალკეული სასულიერო პირების განცხადებები, მთლიანად ეკლესიაზე არ განვაზოგადოთ, რადგან ეს ხდება პოლარიზაციის მიზეზი და მსგავსი რადიკალიზმი საზოგადოებას პრობლემებს უქმნის.

„ეკლესიას აქვს ძალიან დიდი გავლენა ქვეყანაში და ეს არ მომხდარა დღეს, ისტორიულად ასე იყო და ისტორიულად ასე იქნება. რა თქმა უნდა, ცალკე აღებული მამაოების გამოთქმები ეკლესიაზე არ უნდა განვაზოგადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესიიდან იქნება ეს თუ სხვა ინსტიტუციებიდან, ნებისმიერი სახის მოწოდება, ძალალადობისკენ მოწოდება დასაგმობია. უბრალოდ შეუძლებელია, 21-ე საუკუნეში ვინმე, განსაკუთრებით ეკლესია, ერთ ადამიანს მოუწოდებდეს მეორე ადამიანის ფიზიკური ძალადობის საშუალებით, რაიმე მიზნით მიღწევისკენ. მაგრამ არ უნდა წავიდეთ მეორე უკიდურესობისკენ და ეს განვაზოგადოთ ეკლესიაზე. ეს რადიკალიზმი გვიქმნის პრობლემებს, ეს რადიკალიზმი გვიქმნის იმ მდგომარეობას, როდესაც ორი უკიდურეს პოზიციაზე ვდგებით და გამოსავალს ვერ ვეძებთ“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ინსტიტუტებზე, რომელსაც მართავს და ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ნაბიჯებზე, ქმედებებსა და მოწოდებებზე, რომელსაც აკეთებს.

„შეუძლებელია ერთი მხარე მეორე მხარეს ეძახდეს და ადანაშაულებდეს ყველაფერში, მტერს და მოღალატეს ეძახდეს - ეს ასე არ ხდება. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ინსტიტუტებსა და აპარატზე, რომელსაც მართავს ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით და ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ნაბიჯებზე, ქმედებებსა და მოწოდებებზე, რომელსაც ახორციელებს, იმიტომ, რომ ოპოზიციაც ხელისფლების ნაწილია. არ არსებობს ცალკე აღებული ოპოზიცია, განზოგადოებულად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ დღეს პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისი მცხეთაში გახსნა და მედიის შეკითხვებსაც იქ უპასუხა.

„იმ ქაოსის მიუხედავად, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და იმ ცირკის მიუხედავად, რაც პარლამენტში ხდებოდა, ჩვენ, ჩვენს გეგმას მივუყვებით. ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ, რადგან ვთვლით, რომ ქვეყნის მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს არის ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს - პარტიული ოფისების გახსნა, არჩევნებში მონაწილეობა, ახალი თაობის ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებმაც ამ ქვეყნის მომავალი უნდა ჩაიბარონ.

ქვეყანას ახალი გზა, ახალი პერსპექტივა სჭირდება. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, რომელზეც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში დავრბივართ და რომელმაც მიგვიყვანა სიძულვილამდე, რადიკალიზაციამდე, ერთმანეთის ცემა-ტყეპამდე, ჭორაობამდე, გინებამდე და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ", - აცხადებს გიორგი გახარია.

"ანა ნაცვლიშვილს ახასიათებს მორალური პედესტალის აგება, შემდეგ მასზე ასვლა და იქიდან საუბარი" - შალვა პაპუაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"კარგი იქნებოდა, ვინც არ მიცნობს, გაგვეცნო ერთმანეთი და შემდეგ გაკეთებულიყო შესაბამისი შეფასებები" - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი კრიტიკაზე