მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უხაროდა, რომ ყოფილ ცოლთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, წელს ბავშვი ერთად უნდა წაეყვანათ ზღვაზე..." - რას იხსენებს მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავაზე
"უხაროდა, რომ ყოფილ ცოლთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, წელს ბავშვი ერთად უნდა წაეყვანათ ზღვაზე..." - რას იხსენებს მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავაზე

"ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია, რო­მე­ლიც ოპე­რა­ტორ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას­თან ერ­თად 5 ივ­ლისს "სირ­ცხვი­ლი­ას" ოფის­ში მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფე­ბის თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და, გარ­დაც­ვლილ კო­ლე­გა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ამ თე­მას ასე სა­ჯა­როდ ბო­ლო­ჯერ შე­ვე­ხე­ბი, ახლა ჩემი საქ­მით და მიკრო­ფო­ნით უნდა გა­ვაგ­რძე­ლო ბრძო­ლა, მა­ნამ­დე კი მო­გიყ­ვე­ბით ცო­ტას ყვე­ლა­ფერ­ზე და ცო­ტას ლექ­სო­ზე...

ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო, სულ ლა­პა­რა­კობ­და არას­დროს ჩერ­დე­ბო­და, პირ­ვე­ლად რომ წა­ვე­დით გა­და­ღე­ბა­ზე, მი­თხრა, წლე­ბია ოპე­რა­ტო­რი ვარო. მერე ჩვენ­თან ხმე­ბი და­დი­ო­და, იცით ეგ რამ­დე­ნი წე­ლია ძა­ლი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­აო. გა­და­ღე­ბა­ზე რომ მივ­დი­ო­დით, ძა­ლი­ან ბევრ კადრს იღებ­და, ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო რეს­პო­დენ­ტი, სა­ნამ რა­კურ­სი არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, იქამ­დე აწ­ვა­ლებ­და, მე ასე­თი ჩვე­ვა მაქვს მან­ქა­ნა­ში წინა სა­ვარ­ძელ­ზე ვჯდე­ბი, არა­და წე­სით ეგ ად­გი­ლი ოპე­რა­ტო­რე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი - ყვე­ლა ყო­ველ­თვის მით­მობს, ლექ­სოც სულ ასე იქ­ცე­ო­და. სიმ­ღე­რე­ბი გვიყ­ვარ­და და სულ ჩარ­თუ­ლი გვქონ­და გა­და­ღე­ბა­ზე წას­ვლმდე...

5 ივ­ლისს ოპე­რა­ტო­რე­ბის ოთახ­ში რომ ჩა­ვე­დი, მე წა­მოგ­ყვე­ბიო მი­თხრა. მერე არ ვიცი, ალ­ბათ გული უგ­რძნობ­და, მი­რან­და იცო­დე, რამე ძა­ლა­დო­ბა­ზე თუ გად­მოვ­ლენ, მაგ­რად ვი­ჩხუ­ბო­თო - იცო­და, რომ სულ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი ნდო­ბა - ვი­ჩხუ­ბეთ, მარ­თლა ვი­ჩხუ­ბეთ, თან ბო­ლომ­დე ვი­ჩხუ­ბეთ.

არა­ვის­თვის მით­ქვამს, როცა ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვიმ­ტვრი­ეს, ლექ­სო სას­ტი­კად სცე­მეს, ტე­ლე­ვი­ზი­ას მხო­ლოდ ლექ­სოს ტე­ლე­ფო­ნით მი­ვაწ­ვდი­ნეთ ხმა, არ გვით­ქვამს, რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გვქონ­და, უბ­რა­ლოდ ტექ­ნი­კის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე ვუ­თხა­რით. ერთი მო­ვი­ფიქ­რეთ, რომ ლექ­სოს ტე­ლე­ფო­ნი­დან ლა­ი­ვი ჩაგ­ვერ­თო. იცით რა ქნა ნა­ცემ­მა, და­სის­ხლი­ა­ნე­ბულ­მა ლექ­სომ?! ტე­ლე­ფო­ნი გა­მომ­გლი­ჯა, წინ და­მა­ყე­ნა და თვი­თონ მი­ღებ­და, მა­ინც მი­ღებ­და!!!

ყო­ფილ ცოლ­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, სულ მე­უბ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან მო­წონ­ხარ, ისე უფრო ლა­მა­ზი­აო, ამ­ბობ­სო... უხა­რო­და, იცი, რა თა­ნა­მედ­რო­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ვმე­გობ­რობ­თო, წელს თაია ერ­თად უნდა წა­ეყ­ვა­ნათ ზღვა­ზე და ემ­ზა­დე­ბო­და. დი­ლის 6 სა­ათ­ზე ძაღლს მზი­ურ­ში ასე­ირ­ნებ­და... ნი­უ­სი­დან წას­ვლა უნ­დო­და, ოღონდ არა პრო­ფე­სი­ი­დან, კურ­სებ­ზე უნდა ჩა­წე­რი­ლი­ყო და სტე­დი­კამ­ზე ემუ­შა­ვა...

5 ივ­ლისს "სირცვხი­ლი­ას" ოფის­ში რომ ვი­ყა­ვით, გა­უკ­ვირ­და, გო­გოო ამ პარ­კე­ტის გა­და­ღე­ბა­ზე შენ რა­ნა­ი­რად გა­მო­გიშ­ვე­სო - მერე თვი­თონ­ვე მიხ­ვდა, სულ ეპი­ცენ­ტრში ხარ და ალ­ბათ და­გინ­დე­სო. რომ და­ი­წყო გან­გა­ში, ჩვენ­კენ მო­დი­ა­ნო, მე და ლექ­სო მშვი­დად ჩა­მოვ­დი­ო­დით კი­ბე­ზე, გვე­გო­ნა, არა­ფერს დაგ­ვი­შა­ვებ­დნენ, დიდი, დიდი ეთ­ქვათ ნუ გვი­ღე­ბო - ხმა რომ გა­ვი­გეთ შუ­შე­ბის მსხვრე­ვის, უკვე "ლა­ი­ვუ" მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და, არ ჭირ­დე­ბო­და ჩემი თქმა, კა­მე­რა გა­ას­წო­რე-თქო, მაგ­რამ მა­ინც ვუ­თხა­რი და ამას ძა­ლი­ან ვნა­ნობ.

რაც აღა­რაა, მას შემ­დეგ თავს ვი­და­ნა­შა­უ­ლებ, ოღონდ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­აზ­რე. ისიც ვიცი, რომ ამას აზრი არ აქვს, ამ პრო­ფე­სი­ა­ში იმი­ტომ მოვ­დი­ვართ, რომ რის­კე­ბიც გათ­ვლი­ლი გვაქვს და უში­შა­რი გოგო-ბი­ჭე­ბი ვართ, ვახ­ვევ ყვე­ლა დე­ტალს და ვფიქ­რობ, იყო, თუ არა შან­სი გა­მოძ­ვრო­მის, ახლა თუ გა­ვი­ღი­მებ, სინ­დი­სი მა­წუ­ხებს, საჭ­მელს თუ ვჭამ, მცხვე­ნია, თუ რამე ვი­დე­ოს ჩავ­რთავ, ხმას ვუ­წევ, მგო­ნია, რომ სირცვხი­ლია...

ში­ნა­გა­ნად ძა­ლი­ან ვგლო­ვობ, მარ­თლა არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ჭი­რი­სუ­ფა­ლი. ახლა ვარ - ვიცი, რომ ისევ ვი­ცეკ­ვებ, ისევ გა­ვი­ღი­მებ, ისევ გა­ვაგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას, ალ­ბათ ძა­ლი­ან მა­ლეც, ეს კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა. ლექ­სო სულ დარ­ჩე­ბა სა­დღაც ჩემ­ში, ბევ­რი წელი დარ­ჩე­ბა, ამით ცხოვ­რე­ბა უფრო სხვა­ნა­ი­რი გახ­დე­ბა, მაგ­რამ უფრო შეგ­ნე­ბუ­ლი.

ყვე­ლას ძა­ლი­ან გთხოვთ, რომ ამა­ზე აღარ მა­სა­უბ­როთ, არც სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფორ­მატ­ში და არც ისე. რა უც­ნა­უ­რია, სულ ვი­ცო­დი, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ვი­ყა­ვი, ახლა ამას მთე­ლი გო­ნე­ბით და გუ­ლით მივ­ხვდი, არც ერთი წა­მით სი­სუს­ტე არ მიგ­რძვნია. მე­დია არის ძალა.

ამ დღის შემ­დეგ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლი­მე რე­პორ­ტი­ორს უბ­რა­ლოდ შე­უ­რა­ცხყო­ფა­საც თუ მი­ა­ყე­ნებთ, პი­რა­დად მე მოგ­თხოვთ პა­სუხს.

ეს პოს­ტი მინ­და იყოს ჩემი და ლექ­სოს მო­გო­ნე­ბა და არა­ფე­რი სხვა, 47-წა­მი­ა­ნი ბოლო კად­რი მინ­და იყოს ამ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ერის სა­წყი­სი. მად­ლო­ბა ყვე­ლას, პა­სუ­ხი ვე­რა­ვის ვერ გა­გე­ცით, ვე­რა­ფერს გე­ტყო­დით, მად­ლო­ბაც კი ხე­ლოვ­ნუ­რი იქ­ნე­ბო­და იმ წამს, ახლა გე­ტყვით მად­ლო­ბას.

მი­რან­და, ამ ამ­ბავს სტარსბურ­გში ხომ წა­ვი­ღებთ?!! კი, ლექ­სო, ყველ­გან წა­ვი­ღებ, გპირ­დე­ბი, თა­ი­ა­საც ვპირ­დე­ბი".

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ომში კოხტა და უშიშარი
27

თუ ასე აპირებდნენ რას სვავდა ან რაღას კაიფობდა ეს ცხონებული მიეხედა ოჯახისთვის.

დ გ
19
აბაა დავიჯერეთ
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"უხაროდა, რომ ყოფილ ცოლთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, წელს ბავშვი ერთად უნდა წაეყვანათ ზღვაზე..." - რას იხსენებს მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავაზე

"უხაროდა, რომ ყოფილ ცოლთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, წელს ბავშვი ერთად უნდა წაეყვანათ ზღვაზე..." - რას იხსენებს მირანდა ბაღათურია ლექსო ლაშქარავაზე

"ტვ პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელიც ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთან ერთად 5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში მოძალადე ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, გარდაცვლილ კოლეგაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ამ თემას ასე საჯაროდ ბოლოჯერ შევეხები, ახლა ჩემი საქმით და მიკროფონით უნდა გავაგრძელო ბრძოლა, მანამდე კი მოგიყვებით ცოტას ყველაფერზე და ცოტას ლექსოზე...

ძალიან აქტიური იყო, სულ ლაპარაკობდა არასდროს ჩერდებოდა, პირველად რომ წავედით გადაღებაზე, მითხრა, წლებია ოპერატორი ვარო. მერე ჩვენთან ხმები დადიოდა, იცით ეგ რამდენი წელია ძალიან პროფესიონალიაო. გადაღებაზე რომ მივდიოდით, ძალიან ბევრ კადრს იღებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო რესპოდენტი, სანამ რაკურსი არ მოეწონებოდა, იქამდე აწვალებდა, მე ასეთი ჩვევა მაქვს მანქანაში წინა სავარძელზე ვჯდები, არადა წესით ეგ ადგილი ოპერატორებისთვისაა განკუთვნილი - ყველა ყოველთვის მითმობს, ლექსოც სულ ასე იქცეოდა. სიმღერები გვიყვარდა და სულ ჩართული გვქონდა გადაღებაზე წასვლმდე...

5 ივლისს ოპერატორების ოთახში რომ ჩავედი, მე წამოგყვებიო მითხრა. მერე არ ვიცი, ალბათ გული უგრძნობდა, მირანდა იცოდე, რამე ძალადობაზე თუ გადმოვლენ, მაგრად ვიჩხუბოთო - იცოდა, რომ სულ შეიძლებოდა ჩემი ნდობა - ვიჩხუბეთ, მართლა ვიჩხუბეთ, თან ბოლომდე ვიჩხუბეთ.

არავისთვის მითქვამს, როცა ყველაფერი დაგვიმტვრიეს, ლექსო სასტიკად სცემეს, ტელევიზიას მხოლოდ ლექსოს ტელეფონით მივაწვდინეთ ხმა, არ გვითქვამს, რა დაზიანებები გვქონდა, უბრალოდ ტექნიკის განადგურებაზე ვუთხარით. ერთი მოვიფიქრეთ, რომ ლექსოს ტელეფონიდან ლაივი ჩაგვერთო. იცით რა ქნა ნაცემმა, დასისხლიანებულმა ლექსომ?! ტელეფონი გამომგლიჯა, წინ დამაყენა და თვითონ მიღებდა, მაინც მიღებდა!!!

ყოფილ ცოლთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, სულ მეუბნებოდა ძალიან მოწონხარ, ისე უფრო ლამაზიაო, ამბობსო... უხაროდა, იცი, რა თანამედროვე ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთო, წელს თაია ერთად უნდა წაეყვანათ ზღვაზე და ემზადებოდა. დილის 6 საათზე ძაღლს მზიურში ასეირნებდა... ნიუსიდან წასვლა უნდოდა, ოღონდ არა პროფესიიდან, კურსებზე უნდა ჩაწერილიყო და სტედიკამზე ემუშავა...

5 ივლისს "სირცვხილიას" ოფისში რომ ვიყავით, გაუკვირდა, გოგოო ამ პარკეტის გადაღებაზე შენ რანაირად გამოგიშვესო - მერე თვითონვე მიხვდა, სულ ეპიცენტრში ხარ და ალბათ დაგინდესო. რომ დაიწყო განგაში, ჩვენკენ მოდიანო, მე და ლექსო მშვიდად ჩამოვდიოდით კიბეზე, გვეგონა, არაფერს დაგვიშავებდნენ, დიდი, დიდი ეთქვათ ნუ გვიღებო - ხმა რომ გავიგეთ შუშების მსხვრევის, უკვე "ლაივუ" მომზადებული ჰქონდა, არ ჭირდებოდა ჩემი თქმა, კამერა გაასწორე-თქო, მაგრამ მაინც ვუთხარი და ამას ძალიან ვნანობ.

რაც აღარაა, მას შემდეგ თავს ვიდანაშაულებ, ოღონდ ყველაფერი გავიაზრე. ისიც ვიცი, რომ ამას აზრი არ აქვს, ამ პროფესიაში იმიტომ მოვდივართ, რომ რისკებიც გათვლილი გვაქვს და უშიშარი გოგო-ბიჭები ვართ, ვახვევ ყველა დეტალს და ვფიქრობ, იყო, თუ არა შანსი გამოძვრომის, ახლა თუ გავიღიმებ, სინდისი მაწუხებს, საჭმელს თუ ვჭამ, მცხვენია, თუ რამე ვიდეოს ჩავრთავ, ხმას ვუწევ, მგონია, რომ სირცვხილია...

შინაგანად ძალიან ვგლოვობ, მართლა არასდროს ვყოფილვარ ჭირისუფალი. ახლა ვარ - ვიცი, რომ ისევ ვიცეკვებ, ისევ გავიღიმებ, ისევ გავაგრძელებ ცხოვრებას, ალბათ ძალიან მალეც, ეს კანონზომიერებაა. ლექსო სულ დარჩება სადღაც ჩემში, ბევრი წელი დარჩება, ამით ცხოვრება უფრო სხვანაირი გახდება, მაგრამ უფრო შეგნებული.

ყველას ძალიან გთხოვთ, რომ ამაზე აღარ მასაუბროთ, არც სატელევიზიო ფორმატში და არც ისე. რა უცნაურია, სულ ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი, ახლა ამას მთელი გონებით და გულით მივხვდი, არც ერთი წამით სისუსტე არ მიგრძვნია. მედია არის ძალა.

ამ დღის შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე რეპორტიორს უბრალოდ შეურაცხყოფასაც თუ მიაყენებთ, პირადად მე მოგთხოვთ პასუხს.

ეს პოსტი მინდა იყოს ჩემი და ლექსოს მოგონება და არაფერი სხვა, 47-წამიანი ბოლო კადრი მინდა იყოს ამ ქვეყანაში ახალი ერის საწყისი. მადლობა ყველას, პასუხი ვერავის ვერ გაგეცით, ვერაფერს გეტყოდით, მადლობაც კი ხელოვნური იქნებოდა იმ წამს, ახლა გეტყვით მადლობას.

მირანდა, ამ ამბავს სტარსბურგში ხომ წავიღებთ?!! კი, ლექსო, ყველგან წავიღებ, გპირდები, თაიასაც ვპირდები".

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?

"მე და ჩემი ბიძაშვილები, ჩემი ოჯახის პატრიარქთან ერთად... 40 წლის წინ და გუშინწინ..." - რა ფოტოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი

"ჯანსუ-ღა"-თი ვერ მიმართავდით სიცოცხლეში... ახსოვს მამას სამეგობროს თქვენს მიმართ ჯანსუღის ნასროლი რეპლიკა: "ამაშუკელი, ტ…კი დააყე, თამაშს უკელი" - თაკო ჩარკვიანი რეზო ამაშუკელს მიმართავს