პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, სტუდენტი ბადრი ხატისკაცი კი ევროპის ჩემპიონი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, სტუდენტი ბადრი ხატისკაცი კი ევროპის ჩემპიონი გახდა

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი მა­რი­ამ იმ­ნა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რის რან­გში, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც 100-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ცურ­ვა­ში იას­პა­რე­ზებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ახ­ლა­ხან, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და უნი­ვერ­სი­ტე­ტი კი­დევ ერ­თმა სტუ­დენ­ტმა, სუ­მო­ის­ტმა ბად­რი ხა­ტის­კაც­მა ასა­ხე­ლა, რო­მელ­მაც რუ­სეთ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, 23-წლამ­დე­ლებს შო­რის ტურ­ნირ­ზე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. ბად­რი ხა­ტის­კა­ციც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, და­ვით გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლის თვალ­ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა „უნი­ვერ­სი­ა­და 2021“-ში სტუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი სპორ­ტუ­ლი გუნ­დე­ბის ღირ­სე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გეგ­მავს, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მრა­ვალ­მხრივ შე­უ­წყოს ხელი იმ წარ­მა­ტე­ბულ სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც უკვე სწავ­ლო­ბენ ან სა­მო­მავ­ლოდ გახ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი.

„ვუ­ლო­ცავთ ჩვენს სტუ­დენტს, მა­რი­ამ იმ­ნა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რო­ბას - სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­სი­ას, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ჩე­ნას უკავ­შირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით, ვუ­სურ­ვებთ იმ დიდ გა­მარ­ჯვე­ბას, რომ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ სა­მუ­და­მოდ რჩე­ბი­ან ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ის­ტო­რი­ა­ში! გვინ­და, ასე­ვე, გა­მარ­ჯვე­ბა მი­ვუ­ლო­ცოთ ჩვენს სტუ­დენტს, უკვე ევ­რო­პის ჩემ­პი­ონს სუ­მო­ში - ბად­რი ხა­ტის­კაცს, რო­მე­ლიც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თა­ვის სპორ­ტულ კა­რი­ე­რას კი­დევ არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დო­თი და ტი­ტუ­ლით შე­ავ­სებს. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, კან­ცლე­რი, აკა­დე­მი­უ­რი და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭო­ე­ბი ყო­ველ ღო­ნეს ვიხ­მართ, კი­დევ უფრო გან­ვა­ვი­თა­როთ და ავა­ღორ­ძი­ნოთ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპორ­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ვიზ­რუ­ნოთ სტუ­დენ­ტთა ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. უკვე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყოთ ხელი იმ წარ­მა­ტე­ბულ ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან და მა­თაც, ვინც სა­მო­მავ­ლოდ გახ­დე­ბი­ან ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი. ხელ­შე­წყო­ბა პირ­ველ რიგ­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს მოქ­ნი­ლი სას­წავ­ლო გრა­ფი­კის შე­თა­ვა­ზე­ბას და სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის და­ფარ­ვის მხრივ გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებს მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მქო­ნე სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ჩვე­ნი ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ნა­ვი­თა­რებს, რო­გორც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო, ასე­ვე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სპორ­ტსაც“, - აღ­ნიშ­ნა რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, 13 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვის სტუ­დენტს, მა­რი­ამ იმ­ნა­ძეს ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე სა­ას­პა­რე­ზოდ სა­ზე­ი­მო გა­ცი­ლე­ბას მო­უ­წყობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, სტუდენტი ბადრი ხატისკაცი კი ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, სტუდენტი ბადრი ხატისკაცი კი ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ იმნაძე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრის რანგში, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, სადაც 100-მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლახან, ჩვენი ქვეყანა და უნივერსიტეტი კიდევ ერთმა სტუდენტმა, სუმოისტმა ბადრი ხატისკაცმა ასახელა, რომელმაც რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 23-წლამდელებს შორის ტურნირზე ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბადრი ხატისკაციც საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. აღნიშნულის თვალნათელი დადასტურება „უნივერსიადა 2021“-ში სტუ-ის სტუდენტური სპორტული გუნდების ღირსეული წარმატებაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გეგმავს, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, მრავალმხრივ შეუწყოს ხელი იმ წარმატებულ სპორტსმენებს, რომლებიც უკვე სწავლობენ ან სამომავლოდ გახდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

„ვულოცავთ ჩვენს სტუდენტს, მარიამ იმნაძეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრობას - საპასუხისმგებლო მისიას, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას უკავშირდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსურვებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომლის მოპოვების შემდეგ სამუდამოდ რჩებიან ოლიმპიური თამაშების ისტორიაში! გვინდა, ასევე, გამარჯვება მივულოცოთ ჩვენს სტუდენტს, უკვე ევროპის ჩემპიონს სუმოში - ბადრი ხატისკაცს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თავის სპორტულ კარიერას კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოთი და ტიტულით შეავსებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები ყოველ ღონეს ვიხმართ, კიდევ უფრო განვავითაროთ და ავაღორძინოთ ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული ტრადიციები, ვიზრუნოთ სტუდენტთა ჩართულობაზე სპორტულ აქტივობებში. უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმ წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან და მათაც, ვინც სამომავლოდ გახდებიან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები. ხელშეწყობა პირველ რიგში ითვალისწინებს მოქნილი სასწავლო გრაფიკის შეთავაზებას და სწავლის საფასურის დაფარვის მხრივ გარკვეულ შეღავათებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სპორტსმენებისთვის. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ეს ინიციატივა განავითარებს, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე, პროფესიონალურ სპორტსაც“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, 13 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თავის სტუდენტს, მარიამ იმნაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ საზეიმო გაცილებას მოუწყობს.

Jeep-ის ახალი ყველგანმავლები ზაფხულის სეზონს განსაკუთრებულად უხდება!

მოძრავი გამოფენა "რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე" ქალაქ მარნეულში არ გაიმართა

რა არის პოდაგრა? - 6 რამ, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ