სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან" - სახალხო დამცველი
"პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან" - სახალხო დამცველი

პრე­მი­ერ­მა ძა­ლი­ან ცალ­სა­ხად და ნათ­ლად და­ა­დას­ტუ­რა ის, რა­ზეც ვსა­უბ­რობ­დით - პრაქ­ტი­კუ­ლად თქვა, რომ ეს იყო მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 5 ივ­ლისს არ ყო­ფი­ლი­ყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბით პო­ლი­ცია და არ შე­ე­შა­ლათ ხელი მო­ძა­ლა­დე­თა თა­რე­შის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ, პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რამ­დე, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ დღეს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა.

მი­სი­ვე თქმით, პრე­მი­ერ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მო­მავ­ლოდ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი.

„ვფიქ­რობ, პრე­მი­ერ­მა ძა­ლი­ან ცალ­სა­ხად და ნათ­ლად და­ა­დას­ტუ­რა ის, რა­ზეც ვსა­უბ­რობ­დით. პრაქ­ტი­კუ­ლად თქვა, რომ ეს იყო მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 5 ივ­ლისს არ ყო­ფი­ლი­ყო სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბით პო­ლი­ცია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და არ შე­ე­შა­ლათ ხელი მო­ძა­ლა­დე­თა თა­რე­შის­თვის და თავ­დას­ხმე­ბის­თვის. ეს და­ა­დას­ტუ­რა მან. ასე­ვე, გვი­თხრა, რომ არა­მარ­ტო ამ შემ­თხვე­ვა­ში, არა­მედ სა­მო­მავ­ლო­დაც, რა­საც უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­და­წყვეტს, ისე იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. უმ­რავ­ლე­სო­ბის დიქ­ტა­ტუ­რა გა­მოგ­ვი­ცხა­და პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ფე­რი სა­ერ­თო ამას არ აქვს დე­მოკ­რა­ტი­ას­თან, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თან, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ცუ­ლია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა, უმ­ცი­რე­სო­ბის და უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი­საც. უმ­რავ­ლე­სო­ბა არ წყვეტს, იქ­ნე­ბა თუ არა და­ცუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის უფ­ლე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნავს ლომ­ჯა­რია.

მან „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა: „რო­გორც ჩანს, ამ­ჯე­რა­დაც სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი ცდი­ლო­ბენ არა და­ნა­შა­უ­ლის ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის წამ­ქე­ზებ­ლე­ბის დას­ჯას, არა­მედ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ნა­ცე­მი და გარ­დაც­ვლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის“ .

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბი­სას 5-6 ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნებს და ლგბტ პრა­ი­დის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი მო­სახ­ლე­ო­ბის 95% დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი აღ­ლუ­მის ჩა­ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ემორ­ჩი­ლე­ბა. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბი არც მთავ­რო­ბის და არც ეკ­ლე­სი­ის ინ­ტე­რე­სებ­ში არ იყო - ეს იყო მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის, რე­ვან­შის­ტუ­ლი ძა­ლის და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლერი
44

უმრავლესობით რომ წყდება ყველა საკითხი, ეს პირველად გაიგო ლომჯარიამ, რომ გამოდის და ქაჯობს

ნნნ
49

მოიხსენი ნიღაბი, გიცანით ნაცთაყვანისმცემელი ხარ, მინდა მიუკერძოებელი სახ დამცველი, ვერ ვეღირსეთ, არ ვარგა ეს მთავრობა, თქვი რამე ცუდი ნაცებზეც, მაგალითად მოძალადეები რომ იყვნენ და ზნესაც არ შეიცვლიან, ემჩნევათ, რა გვეშველება არ ვიცი, ცუდსა და უარესს შორის ვართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან" - სახალხო დამცველი

"პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან" - სახალხო დამცველი

პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით - პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო ორგანიზებული სათანადო რაოდენობით პოლიცია და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული.

„ვფიქრობ, პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის. ეს დაადასტურა მან. ასევე, გვითხრა, რომ არამარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ყველა ადამიანის უფლება, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებისაც. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები“, - აღნიშნავს ლომჯარია.

მან „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „როგორც ჩანს, ამჯერადაც სახელმწიფო ორგანოები ცდილობენ არა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას, ორგანიზატორების და შემსრულებლების წამქეზებლების დასჯას, არამედ დისკრედიტაციას ნაცემი და გარდაცვლილი ჟურნალისტის“ .

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებისას 5-6 ივლისის მოვლენებს და ლგბტ პრაიდის გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. მისი მოსახლეობის 95% დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების წინააღმდეგია, ხოლო ხელისუფლება მათ გადაწყვეტილებას ემორჩილება. როგორც ის აღნიშნავს, ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესიის ინტერესებში არ იყო - ეს იყო მხოლოდ ერთი ადამიანის, რევანშისტული ძალის და რუსეთის ინტერესებში.