მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა
ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ის­ტო­რი­ის კონ­კურს „დიდ­გო­რე­ლის“ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ფი­ნა­ლის­ტე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა.

ქვე­მო ქარ­თლში, რი­გით მე-5 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და „არემ­ჯის“ 6 თვი­ა­ნი სტი­პენ­დი­ის მფლო­ბე­ლი, თე­ლე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე ქეთი კი­კო­ლაშ­ვი­ლი გახ­და.

„დიდ­გო­რელ­ში გა­მარ­ჯვე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს პრო­ექ­ტი ახალ­გაზ­რდე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მათი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბას უწყობს ხელს. მინ­და ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ვურ­ჩიო, ჩა­ერ­თოს ამ პრო­ექ­ტში, რათა კი­დევ უფრო გა­იღ­რმა­ონ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა“ - აღ­ნიშ­ნა ქეთი კი­კო­ლაშ­ვილ­მა.

ის­ტო­რი­ის კონ­კურს „დიდ­გო­რელ­ში“ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი მა­ი­სი თვე­ში ჩა­ერ­თნენ. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტის პირ­ველ ტურ­ში ის­ტო­რი­ის ტეს­ტი 500-მდე მოს­წავ­ლემ წერა. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რის, ის­ტო­რი­კოს ლე­ვან ჟვა­ნი­ას თქმით, კონ­კურ­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა, ამი­ტომ „დიდ­გო­რე­ლი“ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და ბევრ ახალ კომ­პო­ნენტს იძენს.

„ჩვენ ვგეგ­მავთ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვას ქე­თის­თან და „დიდ­გო­რე­ლის“ სხვა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­თან, რათა პრო­ექ­ტში ერ­თობ­ლი­ვად შე­ვი­ტა­ნოთ სი­ახ­ლე­ე­ბი. ჩა­ნა­ფიქ­რში გვაქვს, ის­ტო­რი­ის თე­მა­ზე მინი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდებს და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნოთ უც­ნო­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­დან.“ - გა­ნა­ცხა­და „დიდ­გო­რე­ლის“ ავ­ტორ­მა ლე­ვან ჟვა­ნი­ამ.

ის­ტო­რი­ის კონ­კურს „დიდ­გო­რელს“ სა­ფუძ­ვე­ლი 2018 წელს, თეთ­რი­წყა­რო­ში ჩა­ე­ყა­რა. ამ დრო­ის­თვის თეთ­რი­წყა­როს, ბოლ­ნი­სის, დმა­ნი­სის, მარ­ნე­უ­ლის და ახლა უკვე გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 1500-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

„ „არემ­ჯი“ პრო­ექტ „დიდ­გო­რე­ლის“ მხარ­დამ­ღე­რია, მისი და­არ­სე­ბის დღი­დან. გარ­დაბ­ნის მი­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კონ­კურ­სის პირ­ველ ტურ­ში 500-მდე ახალ­გაზ­რდა ჩა­ერ­თო, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბა არის ძა­ლი­ან დიდი. ჩვენ გვინ­და, რომ სტი­მუ­ლი მივ­ცეთ ამ ბავ­შვებს და სწო­რედ ამი­ტომ, პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბულს ტრა­დი­ცი­უ­ლად არემ­ჯის ექვს თვი­ა­ნი სტი­პენ­დია და­ე­ნიშ­ნე­ბა. კომ­პა­ნია მზად არის, რომ „დიდ­გო­რელ­თან“ ერ­თად სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­შიც იმოგ­ზა­უ­როს და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ახალ­გაზ­რდა გა­ა­ერ­თი­ა­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ირ­გვლივ.“ - გა­ნა­ცხა­და „არემ­ჯის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა ნა­ტა­ლი ნო­ზა­ძემ.

ლოგიკა
0

რუსებმა ჯერ საყდრისი აგვიფეთქეს და ახლა სტიპენდიებს გვირიგებენ, ისტორია მეორდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა

ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა.

ქვემო ქართლში, რიგით მე-5 მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და „არემჯის“ 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, თელეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ქეთი კიკოლაშვილი გახდა.

„დიდგორელში გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროექტი ახალგაზრდების განვითარებას, მათი საქართველოს ისტორიით დაინტერესებას უწყობს ხელს. მინდა ყველა მოსწავლეს ვურჩიო, ჩაერთოს ამ პროექტში, რათა კიდევ უფრო გაიღრმაონ საკუთარი ცოდნა“ - აღნიშნა ქეთი კიკოლაშვილმა.

ისტორიის კონკურს „დიდგორელში“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მაისი თვეში ჩაერთნენ. საგანმანათლებლო პროექტის პირველ ტურში ისტორიის ტესტი 500-მდე მოსწავლემ წერა. პროექტის ავტორის, ისტორიკოს ლევან ჟვანიას თქმით, კონკურსით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ამიტომ „დიდგორელი“ძალიან სწრაფად ვითარდება და ბევრ ახალ კომპონენტს იძენს.

„ჩვენ ვგეგმავთ სამუშაო შეხვედრების გამართვას ქეთისთან და „დიდგორელის“ სხვა გამარჯვებულებთან, რათა პროექტში ერთობლივად შევიტანოთ სიახლეები. ჩანაფიქრში გვაქვს, ისტორიის თემაზე მინი ფილმების გადაღება, რომ ახალგაზრდებს და მთლიანად საზოგადოებას გავაცნოთ უცნობი, საინტერესო დეტალები საქართველოს ისტორიიდან.“ - განაცხადა „დიდგორელის“ ავტორმა ლევან ჟვანიამ.

ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი 2018 წელს, თეთრიწყაროში ჩაეყარა. ამ დროისთვის თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის და ახლა უკვე გარდაბნის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, პროექტში ჩართული მონაწილეების რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა.

„ „არემჯი“ პროექტ „დიდგორელის“ მხარდამღერია, მისი დაარსების დღიდან. გარდაბნის მინიციპალიტეტში კონკურსის პირველ ტურში 500-მდე ახალგაზრდა ჩაერთო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დაინტერესება არის ძალიან დიდი. ჩვენ გვინდა, რომ სტიმული მივცეთ ამ ბავშვებს და სწორედ ამიტომ, პროექტის გამარჯვებულს ტრადიციულად არემჯის ექვს თვიანი სტიპენდია დაენიშნება. კომპანია მზად არის, რომ „დიდგორელთან“ ერთად სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმოგზაუროს და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გააერთიანოს საქართველოს ისტორიის ირგვლივ.“ - განაცხადა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

"ფაიზერის“ ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა" - თამარ გაბუნია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით