პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ გამარჯვება დაიმსახურეს" - ინგლისელების აღიარება, ცრემლები და "ევრო 2020-ის" ფინალის ყველაზე ემოციური კადრები: რა ხდებოდა იტალიაში მატჩის შემდეგ
"მათ გამარჯვება დაიმსახურეს" - ინგლისელების აღიარება, ცრემლები და "ევრო 2020-ის" ფინალის ყველაზე ემოციური კადრები: რა ხდებოდა იტალიაში მატჩის შემდეგ

"ევრო 2020“-ის ფი­ნალ­ში ერ­თმა­ნეთს იტა­ლია და ინ­გლი­სი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. თა­მაშ­ში, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში, უემბლის სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თა, გა­მარ­ჯვე­ბა იტა­ლი­ამ მო­ი­პო­ვა,

პირ­ვე­ლი გოლი მატ­ჩის სა­წყის წუ­თებ­ზე­ვე გა­ვი­და, მე­სა­მე წუთ­ზე ან­გა­რი­ში ლუკ შოუმ გახ­სნა და ინ­გლი­სი და­ა­წი­ნა­უ­რა.

მე­ო­რე ტა­იმ­ში იტა­ლი­ე­ლებ­მა ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბა შეძ­ლეს. ინ­გლი­სე­ლე­ბის გოლს 67-ე წუთ­ზე ლე­ო­ნარ­დო ბო­ნუ­ჩიმ უპა­სუ­ხა და ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა.

შეხ­ვედ­რის ძი­რი­თად დრო­ში ან­გა­რი­ში აღარ შეც­ვლი­ლა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად და­მა­ტე­ბი­თი დრო და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა გო­ლის გა­ტა­ნა ვერც ერ­თმა გუნ­დმა ვერ მო­ა­ხერ­ხა და სა­ბო­ლო­ოდ, მატ­ჩის ბედი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ამ გა­და­წყვი­ტა, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბა იტა­ლი­ამ მო­ი­პო­ვა.

ცნო­ბის­თვის, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში იტა­ლი­ამ ეს­პა­ნე­თი ასე­ვე პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში და­ა­მარ­ცხა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იტა­ლი­ამ ამ გა­მარ­ჯვე­ბით ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რედ მო­ი­პო­ვა, პირ­ვე­ლად ჩემ­პი­ო­ნი 1968 წელს გახ­და.

მატ­ჩის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა, გა­რეთ სა­უთ­გე­ით­მა. მისი თქმით, ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის გა­სახ­დელ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მწუ­ხა­რე­ბაა.

"ჩვენ გულ­და­წყვე­ტილ­ნი ვართ. ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა, რაც შე­ეძ­ლოთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს. რო­გორც ყო­ველ­თვის, ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლეს. მე­ტო­ქემ თა­მა­ში კარ­გად და­ი­წყო, ჩვენ კი დრო­დად­რო ბურთს კარ­გად ვი­ჭერ­დით, გან­სა­კუთ­რე­ბით, მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში. დღეს გა­სახ­დელ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მწუ­ხა­რე­ბაა", - ამ­ბობს სა­უთ­გე­ი­თი.

იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი, რო­ბერ­ტო მან­ჩი­ნი კი ამ­ბობს, რომ მის­მა გუნ­დმა გა­მარ­ჯვე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა:

"ინ­გლის­მა კარ­გად ითა­მა­შა. და­წყე­ბის­თა­ნა­ვე გა­ვუშ­ვით გოლი. გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტი­დან ვდო­მი­ნი­რებ­დით. ბი­ჭე­ბი უბ­რა­ლოდ შე­სა­ნიშ­ნა­ვე­ბი იყ­ვნენ, არც ვიცი, რა ვთქვა. ეს გა­მარ­ჯვე­ბა ყვე­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის. ჩვენ ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რად­გან კარ­გი თა­მა­შით გა­ვი­მარ­ჯვეთ. იმე­დია, ფა­ნე­ბი ახლა ზე­ი­მო­ბენ. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ და მხო­ლოდ ამას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა", - ამ­ბობს მან­ჩი­ნი.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში იტა­ლი­ას­თან და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა ნა­ხე­ვარმცველ­მა ფრენკ ლამ­პარ­დმაც გა­ა­კე­თა: "ჩვენ ვხე­დავ­დით, რო­გორ იზ­რდე­ბოდ­ნენ გუნ­დი და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი. ჩვენ ვხე­დავ­დით, რო­გორ იზ­რდე­ბო­და ერი გუნდთან ერ­თად. იტა­ლია თა­მა­შის გარ­კვე­ულ ელე­მენ­ტებს აკონ­ტრო­ლებ­და. უნდა ვა­ღი­ა­როთ, მათ გა­მარ­ჯვე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს. ის ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მე­ლიც ინ­გლის­მა გა­ი­ღო, ჩვე­ნი გუ­ლე­ბის­თვის ძვირ­ფა­სი იყო. პე­ნალ­ტი ად­ვი­ლი მო­მენ­ტი არ არის, მაგ­რამ ასე­თია თა­მა­ში".

რო­ბერ­ტო მან­ჩი­ნის გუნ­დმა ევრო 2020-ს ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯვე­ბით თა­ვი­სი წა­უ­გე­ბე­ლი სე­რია 34 მატ­ჩამ­დე გა­ზარ­და და პი­რა­დი რე­კორ­დი კი­დევ უფრო გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა, ხოლო ყვე­ლა დრო­ის რე­კორ­დის გა­მე­ო­რე­ბამ­დე 1 წა­უ­გე­ბე­ლი მატ­ჩი­ღა დარ­ჩა. აქამ­დე, იტა­ლი­ის სა­უ­კე­თე­სო წა­უ­გე­ბე­ლი სე­რია 30 მატჩს ით­ვლი­და, რაც გუნ­დმა 1935-1939 წლებ­ში, ვი­ტო­რიო პო­ცოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შეძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა მსოფ­ლიო რე­კორდს, მისი გა­მე­ო­რე­ბის­გან იტა­ლია უკვე ერთ ნა­ბი­ჯშია - ამ დრომ­დე, ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო სა­ნაკ­რე­ბო წა­უ­გე­ბე­ლი სე­რია 35 მატჩს ით­ვლის, რა­საც ერ­თბა­შად ორმა გუნ­დმა მი­აღ­წია - ეს­პა­ნეთ­მა და ბრა­ზი­ლი­ამ.

"ევრო 2020" -ის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის მე­კა­რე, ჯან­ლუ­ი­ჯი დო­ნა­რუ­მა და­სა­ხელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ მე­კა­რე პირ­ვე­ლად და­სა­ხელ­და. ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი ეს­პა­ნე­ლი პედ­რი გახ­და, ხოლო სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბის ლი­დე­რი და კა­პი­ტა­ნი, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ, რო­მელ­მაც ყვე­ლა თა­ვი­სი გოლი ჯერ კი­დევ ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე გა­ი­ტა­ნა.

ის სა­უ­კე­თე­სო "გო­ლი­ა­დო­რი" 5 გო­ლი­თა და 1 სა­გო­ლე პა­სით გახ­და, მისი უახ­ლო­ე­სი მდე­ვა­რი კი ჩეხი პატ­რიკ შიკი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ასე­ვე 5 გოლი გა­ი­ტა­ნა, მაგ­რამ სა­გო­ლე გა­და­ცე­მა არ შე­უს­რუ­ლე­ბია.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნე­ბი

მარ­კუს რაშ­ფორ­დის ემო­ცი­ე­ბი 11-მეტ­რი­ა­ნი დარ­ტყმის გა­ცუ­დე­ბის შემ­დეგ

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 11-მეტ­რი­ა­ნი დარ­ტყმა ინ­გლი­სე­ლებ­მა 19 წლის ბუ­კაო სა­კას ან­დეს. სა­კამ შან­სი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა

სა­კას მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ამ­შვი­დებს

დეკ­ლან რა­ი­სის ცრემ­ლე­ბი

და­მარ­ცხე­ბუ­ლი­სა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი

იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ინ­გლი­სე­ლი ფა­ნე­ბი

და­მარ­ცხე­ბა

ჰარი კე­ი­ნი ატი­რე­ბულ ცოლს ამ­შვი­დებს

მო­ე­დან­ზე შეჭ­რი­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი

ბედ­ნი­ე­რი იტა­ლი­ე­ლი ფა­ნე­ბი

იტა­ლი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნად ქუ­ჩა­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და

ბედ­ნი­ე­რი იტა­ლი­ე­ლე­ბი

იტა­ლია ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბას ზე­ი­მობს

გა­მარ­ჯვე­ბის ემო­ცი­ე­ბი

ტრავ­მი­რე­ბუ­ლი სპი­ნა­ცო­ლაც თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად ზე­ი­მობს გა­მარ­ჯვე­ბას

ფო­ტო­ე­ბი: reuters.com

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
27

აბა ქართველს მეტოქე რომ სჯობდეს კლასით - ან სველ საფარს დააბრალებს, ან მწვრთნელს, ან მსაჯს ანაც ორგანიზატორებს , ყველაფერს გარდა მეტოქის სიძლიერისა. პატივმოყვარეობის მოთოკვა (ოღონდ თვითგვემაში რომ არ გადავიდეს) გვმართებს. იტალიას კი ყოჩაღ. 

///
1

ფეხბურთი არ ვიცი, მაგრამ მიყვარს იტალია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მათ გამარჯვება დაიმსახურეს" - ინგლისელების აღიარება, ცრემლები და "ევრო 2020-ის" ფინალის ყველაზე ემოციური კადრები: რა ხდებოდა იტალიაში მატჩის შემდეგ

"მათ გამარჯვება დაიმსახურეს" - ინგლისელების აღიარება, ცრემლები და "ევრო 2020-ის" ფინალის ყველაზე ემოციური კადრები: რა ხდებოდა იტალიაში მატჩის შემდეგ

"ევრო 2020“-ის ფინალში ერთმანეთს იტალია და ინგლისი დაუპირისპირდნენ. თამაშში, რომელიც ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართა, გამარჯვება იტალიამ მოიპოვა,

პირველი გოლი მატჩის საწყის წუთებზევე გავიდა, მესამე წუთზე ანგარიში ლუკ შოუმ გახსნა და ინგლისი დააწინაურა.

მეორე ტაიმში იტალიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. ინგლისელების გოლს 67-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩიმ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრის ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, თუმცა გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და საბოლოოდ, მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც გამარჯვება იტალიამ მოიპოვა.

ცნობისთვის, ნახევარფინალში იტალიამ ესპანეთი ასევე პენალტების სერიაში დაამარცხა, აღსანიშნავია, რომ იტალიამ ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა, პირველად ჩემპიონი 1968 წელს გახდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა. მისი თქმით, ინგლისის ნაკრების გასახდელში წარმოუდგენელი მწუხარებაა.

"ჩვენ გულდაწყვეტილნი ვართ. ფეხბურთელებმა, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. როგორც ყოველთვის, ბოლომდე იბრძოლეს. მეტოქემ თამაში კარგად დაიწყო, ჩვენ კი დროდადრო ბურთს კარგად ვიჭერდით, განსაკუთრებით, მეორე ტაიმის დასაწყისში. დღეს გასახდელში წარმოუდგენელი მწუხარებაა", - ამბობს საუთგეითი.

იტალიის ნაკრების მწვრთნელი, რობერტო მანჩინი კი ამბობს, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა:

"ინგლისმა კარგად ითამაშა. დაწყებისთანავე გავუშვით გოლი. გაგვიჭირდა, მაგრამ იმ მომენტიდან ვდომინირებდით. ბიჭები უბრალოდ შესანიშნავები იყვნენ, არც ვიცი, რა ვთქვა. ეს გამარჯვება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ყველა გულშემატკივრისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან კარგი თამაშით გავიმარჯვეთ. იმედია, ფანები ახლა ზეიმობენ. ბედნიერები ვართ და მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა", - ამბობს მანჩინი.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან დამარცხების შემდეგ კომენტარი ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმაც გააკეთა: "ჩვენ ვხედავდით, როგორ იზრდებოდნენ გუნდი და ფეხბურთელები. ჩვენ ვხედავდით, როგორ იზრდებოდა ერი გუნდთან ერთად. იტალია თამაშის გარკვეულ ელემენტებს აკონტროლებდა. უნდა ვაღიაროთ, მათ გამარჯვება დაიმსახურეს. ის ძალისხმევა, რომელიც ინგლისმა გაიღო, ჩვენი გულებისთვის ძვირფასი იყო. პენალტი ადვილი მომენტი არ არის, მაგრამ ასეთია თამაში".

რობერტო მანჩინის გუნდმა ევრო 2020-ს ფინალში გამარჯვებით თავისი წაუგებელი სერია 34 მატჩამდე გაზარდა და პირადი რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესა, ხოლო ყველა დროის რეკორდის გამეორებამდე 1 წაუგებელი მატჩიღა დარჩა. აქამდე, იტალიის საუკეთესო წაუგებელი სერია 30 მატჩს ითვლიდა, რაც გუნდმა 1935-1939 წლებში, ვიტორიო პოცოს ხელმძღვანელობით შეძლო. რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს, მისი გამეორებისგან იტალია უკვე ერთ ნაბიჯშია - ამ დრომდე, ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო წაუგებელი სერია 35 მატჩს ითვლის, რასაც ერთბაშად ორმა გუნდმა მიაღწია - ესპანეთმა და ბრაზილიამ.

"ევრო 2020" -ის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ნაკრების მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ისტორიის განმავლობაში, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ მეკარე პირველად დასახელდა. ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანელი პედრი გახდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი პორტუგალიის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ყველა თავისი გოლი ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა.

ის საუკეთესო "გოლიადორი" 5 გოლითა და 1 საგოლე პასით გახდა, მისი უახლოესი მდევარი კი ჩეხი პატრიკ შიკი აღმოჩნდა, რომელმაც ასევე 5 გოლი გაიტანა, მაგრამ საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია.

ევროპის ჩემპიონები

მარკუს რაშფორდის ემოციები 11-მეტრიანი დარტყმის გაცუდების შემდეგ

ყველაზე მნიშვნელოვანი 11-მეტრიანი დარტყმა ინგლისელებმა 19 წლის ბუკაო საკას ანდეს. საკამ შანსი ვერ გამოიყენა

საკას მთავარი მწვრთნელი ამშვიდებს

დეკლან რაისის ცრემლები

დამარცხებულისა და გამარჯვებულების განსხვავებული ემოციები

იმედგაცრუებული ინგლისელი ფანები

დამარცხება

ჰარი კეინი ატირებულ ცოლს ამშვიდებს

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი

ბედნიერი იტალიელი ფანები

იტალიის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვების აღსანიშნად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა

ბედნიერი იტალიელები

იტალია ევროპის ჩემპიონობას ზეიმობს

გამარჯვების ემოციები

ტრავმირებული სპინაცოლაც თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობს გამარჯვებას

ფოტოები: reuters.com

არეულობა კუბაში, დაშავებულები და ათობით დაკავებული - რა ხდება ქვეყანაში, სადაც საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა

ტრაგედია ერაყში - საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

"არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში" - რასისტული თავდასხმები ინგლისის ნაკრების წევრებზე, კაპიტნის ღირსეული პასუხი და დაწყებული გამოძიება