სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე - ერიც და ბერიც..." - ირაკლი ზარქუა ოპერატორის გარდაცვალებაზე
"ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე - ერიც და ბერიც..." - ირაკლი ზარქუა ოპერატორის გარდაცვალებაზე

უბე­დუ­რე­ბა იყო რაც ამ დღე­ებ­ში თბი­ლის­ში ხდე­ბო­და, ამა­ში ყვე­ლა მხა­რე ვართ დამ­ნა­შა­ვე - ერიც და ბე­რიც, ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ირაკ­ლი ზარ­ქუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი არ უნდა ხდე­ბო­დეს.

„უბე­დუ­რე­ბა იყო რაც ამ დღე­ებ­ში თბი­ლის­ში ხდე­ბო­და!.. და ამა­ში ყვე­ლა მხა­რე ვართ დამ­ნა­შა­ვე - ერიც და ბე­რიც! დღეს კი, კი­დევ უფრო უა­რე­სი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და - ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბით… ვუ­სამ­ძიმ­რებ ლაშ­ქა­რა­ვე­ბის ოჯახს, მათ ახ­ლობ­ლებს და ტვ პირ­ველს! ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი არ უნდა ხდე­ბო­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში! რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ოჯა­ხის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტიც ჩა­ერ­თო და შე­სა­ბა­მის დას­კვნე­ბიც და­ი­დე­ბა კი­დეც და სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბაც მოყ­ვე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან.. თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს ეს მა­ინც ვერ და­აბ­რუ­ნებს. კი­დევ ერთხელ ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და ახ­ლობ­ლებს!“, - წერს ზარ­ქუა „ფე­ის­ბუქ­ზე“.

ცნო­ბის­თვის, „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის დროს, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბუ­ლია 4 პირი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
www
43

აბა ამას შეხედე რა?! მაშინ მიიღე სასჯელი და მოიხადე ვადა შე ვიგინდარა!

ზინა
34

სად იყავი 5 ივლისს,რატომ არ დაგმე და არ მოითხოვე დამნაშავეების პასუხისგება?რატომ არ მოითხოვე პოლიციელების აქტიურობა და არ დაგმე მათი პასიურობა?აგე პასუხი და გადადექი შენი შავბნელი ატამანის თამადობით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე - ერიც და ბერიც..." - ირაკლი ზარქუა ოპერატორის გარდაცვალებაზე

"ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე - ერიც და ბერიც..." - ირაკლი ზარქუა ოპერატორის გარდაცვალებაზე

უბედურება იყო რაც ამ დღეებში თბილისში ხდებოდა, ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე - ერიც და ბერიც, ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ქვეყანაში ასეთი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს.

„უბედურება იყო რაც ამ დღეებში თბილისში ხდებოდა!.. და ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე - ერიც და ბერიც! დღეს კი, კიდევ უფრო უარესი ტრაგედიით დასრულდა - ახალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალებით… ვუსამძიმრებ ლაშქარავების ოჯახს, მათ ახლობლებს და ტვ პირველს! ასეთი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში! რამდენადაც ვიცი, ოჯახის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო და შესაბამის დასკვნებიც დაიდება კიდეც და სათანადო რეაგირებაც მოყვება სახელმწიფოს მხრიდან.. თუმცა მის სიცოცხლეს ეს მაინც ვერ დააბრუნებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს!“, - წერს ზარქუა „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

პარლამენტთან დაკავებული "ლელოს" წევრები, გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?!" - შალვა პაპუაშვილი