საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტკივილი ჰქონდა ძლიერი, სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული" - ნოდარ მელაძე გარდაცვლილ ოპერატორთან ბოლო შეხვედრას იხსენებს
"ტკივილი ჰქონდა ძლიერი, სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული" - ნოდარ მელაძე გარდაცვლილ ოპერატორთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

"ტვ პირ­ვე­ლის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნო­დარ მე­ლა­ძე გარ­დაც­ვლილ ოპე­რა­ტორ­თან, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას­თან ბოლო შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს.

"დღეს არის ძა­ლი­ან მძი­მე დღე ჩვენ­თვის. ლექ­სო იყო ჩვე­ნი გუნ­დი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კად ნა­ცე­მი. კლი­ნი­კი­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ, ბო­ლოს, პა­რას­კევს ვნა­ხე. ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და ძლი­ე­რი, იმი­ტომ რომ სა­ხის ძვლე­ბი ჰქონ­და ჩამ­ტვრე­უ­ლი.

დედა რო­გორც ჰყვე­ბა, გუ­შინ სა­ღა­მოს დაბ­რუნ­და სახ­ლში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­ძი­ნაო, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­დაო. დღეს დი­ლით შე­ვი­და დედა, რომ ეთხო­ვა ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა და ლექ­სო იყო უკვე გარ­დაც­ვლი­ლი," - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ მე­ლა­ძემ.

"ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა, რო­მე­ლიც 5 ივ­ლი­სის აქ­ცი­ა­ზე "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და, დღეს დი­ლით სა­კუ­თარ­მა დე­დამ სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნა­ზე ექ­სპერ­ტი­ზა უკვე მუ­შა­ობს.

ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115 მუხ­ლით და­ი­წყო.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლი­სი პრა­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის დროს, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბუ­ლია 4 პირი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს არ არის ქრისტეს გზა
49

მკვლელობა რელიგიის, ტრადიციების სახელით. ველურები არ არიან ახლოს რაიმე წმინდასთან და ნამდვილ ტრადიციებთან.

ზურაბ
64

ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ნოდარიკო მელაძის ტყუილებსაც აქვთ მიღებული გარკვეული წვლილი ამ ველურობის ჩამოყალიბებაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ტკივილი ჰქონდა ძლიერი, სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული" - ნოდარ მელაძე გარდაცვლილ ოპერატორთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

"ტკივილი ჰქონდა ძლიერი, სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული" - ნოდარ მელაძე გარდაცვლილ ოპერატორთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გარდაცვლილ ოპერატორთან, ლექსო ლაშქარავასთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.

"დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენთვის. ლექსო იყო ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკად ნაცემი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ბოლოს, პარასკევს ვნახე. ტკივილები ჰქონდა ძლიერი, იმიტომ რომ სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.

დედა როგორც ჰყვება, გუშინ საღამოს დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივად დაიძინაო, არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდაო. დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო იყო უკვე გარდაცვლილი," - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის აქციაზე "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, დღეს დილით საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. გარდაცვალების მიზეზის დადგენაზე ექსპერტიზა უკვე მუშაობს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

რა ხდება პარლამენტთან, სადაც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს - პირდაპირი ეთერი

პარლამენტთან მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან - როგორია ვითარება ამ დროისთვის ადგილზე

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება იყო