საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავიწყდება ამ ხალხს, რომ ადამიანის, თუნდაც ყველაზე მიუღებლის მოკვლით პრობლემა არ გადაიჭრება..." - მწერალი გურამ მეგრელიშვილი ოპერატორის გარდაცავლებას ეხმაურება
"ავიწყდება ამ ხალხს, რომ ადამიანის, თუნდაც ყველაზე მიუღებლის მოკვლით პრობლემა არ გადაიჭრება..." - მწერალი გურამ მეგრელიშვილი ოპერატორის გარდაცავლებას ეხმაურება

მწე­რა­ლი გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"იქ­ნებ ამ უბე­დუ­რე­ბამ მა­ინც აუ­ხი­ლოს თვა­ლი ადა­მი­ა­ნებს, რად­გან "სო­როს­თან" მებ­რძო­ლი ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი რომ ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ფართს აქი­რა­ვებ­და რამ­დე­ნი­მე ათას დო­ლა­რად, ამას "ყლა­პა­ვენ". რად­გან "ძირს გეი პრო­პა­გან­და" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის PR სტრა­ტე­გი თა­ვად ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლის­ტია. რად­გან იმა­საც ვერ ხვდე­ბი­ან მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მღვდლე­ბი და მო­ძა­ლა­დე­ე­ბის გვერ­დით მშვი­დად მდგა­რი (ასე­თე­ბიც იყ­ვნენ იქ) ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ისი­ნი ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს. რად­გან ეს ჯაღ­მა­ი­ძის ცნო­ბი­ლი "კა­ნი­ო­კია" - ერთ რა­მე­ზე მი­ი­ტყუო აღ­შფო­თე­ბუ­ლი კაცი და მე­ო­რე და­ახ­ვედ­რო (არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია, სტი­ქა­როს­ნე­ბი და­ი­ბა­რა მე­უ­ფეს სა­ლა­პა­რა­კო აქ­ვსო და თა­ვად დახ­ვდა). რად­გან ეს აქ­ცია და LGBTQ ამ­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა არა­ფერ შუ­ა­შია ქრის­ტი­ა­ნო­ბის დაც­ვას­თან - ეს იყო საჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქ­ცია, რომ ახალ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა შე­უძ­ლია (ინაშ­ვი­ლი და სხვა ძა­ლებ­ზე რუ­სე­თი ფსონს აღარ დებს და სა­ჭი­როა ახა­ლი, მძლავ­რი მოძ­რა­ო­ბა) და "მასა" და­ა­ყე­ნეს რუს­თა­ველ­ზე. ვა­სა­ძის გვერ­დით ბევ­რი არ დად­გე­ბო­და, მაგ­რამ "ქრის­ტეს სა­ხე­ლით" მი­ტყუ­ე­ბა ად­ვი­ლია. რად­გან წმინ­და ნი­ნოს ჯვრის დად­გმა ფარ­სია და ძა­ლი­ან ჰგავს სხვა­გან, ასე­ვე ჯვრის დად­გმით და­წყე­ბულ პრო­ტესტს. ჯვრის დამ­დგმე­ლი და დამ­ცვე­ლი სხვას არ კლავს, მას კი ხში­რად კლა­ვენ ხოლ­მე. რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ და­წყე­ბუ­ლი ზი­ზღის პრო­პა­გან­და უკვე იკი­თხე­ბო­და მა­ნამ­დე, ნა­მახ­ვა­ნის პრო­ტეს­ტის დღეს, როცა არც ერთი მო­ნა­წი­ლე არ და­ე­ლა­პა­რა­კა მე­დი­ას. რად­გან ავი­წყდე­ბა ამ ხალ­ხს, რომ "სჯობს ერთი იგი მოკ­ვდეს, ვიდ­რე ერი წარ­წყმდეს" უკვე წე­რია სა­ხა­რე­ბა­ში და შე­დე­გი ვი­ცით. რად­გან ადა­მი­ა­ნის, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე მი­უ­ღებ­ლის მოკ­ვლით პრობ­ლე­მა არ გა­და­იჭ­რე­ბა. რად­გან თუ ვინ­მე ეწე­ვა გეი პრო­პა­გან­დას, ისევ ეს ხალ­ხია. ელე­მენ­ტა­რუ­ლია ვოტ­სონ - თემა თუ არ აწიე სა­ლა­პა­რა­კოდ, ის მკვდა­რია. მარ­ტო ერთი მხა­რე კი ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და. რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ რე­ლი­გი­ურ ადა­მი­ა­ნებს მოზ­რდი­ლი ამიგ­და­ლა აქვთ (თა­ნაგ­რძნო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი) და თუ თქვენ ეს ფაქ­ტი ფეხ­ზე გკი­დი­ათ, შე­გი­ძი­ათ და­ფიქ­რდეთ, იქ­ნებ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი გა­მო­ვი­დეს თქვენ­გან.

ღმერ­თმა აცხო­ნოს ეს ბიჭი, რა და­ა­შა­ვა, სამ­სა­ხურ­ში იყო და ვი­ღაც ცხოვ­რე­ბა­ზე გა­ბო­რო­ტე­ბულს ეს არ მო­ე­წო­ნა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
38

ფარისევლები არიან ყველანი. რაშიც თავად არიან ცოდვილები, იმას აბრალიან სხვას. რუსეთის ინტერესებს ატარებენ და რუსეთუმეს ეძახიან სხვას. თავად ყავთ ცისფერი პროპაგანდისტები და ლგბტ-ს ებრძვიან. თავად ღმერთის არ წამთ და უღმერთობას ებრძვიან ვითომ. მეტი არაფერი არაა ფარისევლობა

ALONZO
9

მოსახდენი მოხდა.ნაცმოძრაობამ იმდენი ქნა ქოცნება დაამსგავსა ჩაუშესკუს რეჟიმს. ახალი არჩევნები სასწრაფოდ,თუმცა არაფერი შეიცვლება, ვინაიდან პოლიტიკა მიტაცებული აქვთ უუნარო,ბოროტ,არაპროფესიონალ,პირადი ინტერესებით გაჯერებულ სუბიექტებს.ახალი და კარგი პარლამენტში ვერ მოხვდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ავიწყდება ამ ხალხს, რომ ადამიანის, თუნდაც ყველაზე მიუღებლის მოკვლით პრობლემა არ გადაიჭრება..." - მწერალი გურამ მეგრელიშვილი ოპერატორის გარდაცავლებას ეხმაურება

"ავიწყდება ამ ხალხს, რომ ადამიანის, თუნდაც ყველაზე მიუღებლის მოკვლით პრობლემა არ გადაიჭრება..." - მწერალი გურამ მეგრელიშვილი ოპერატორის გარდაცავლებას ეხმაურება

მწერალი გურამ მეგრელიშვილი "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"იქნებ ამ უბედურებამ მაინც აუხილოს თვალი ადამიანებს, რადგან "სოროსთან" მებრძოლი ფალავანდიშვილი რომ ამავე ორგანიზაციას ფართს აქირავებდა რამდენიმე ათას დოლარად, ამას "ყლაპავენ". რადგან "ძირს გეი პროპაგანდა" ორგანიზაციის PR სტრატეგი თავად ჰომოსექსუალისტია. რადგან იმასაც ვერ ხვდებიან მოტყუებული მღვდლები და მოძალადეების გვერდით მშვიდად მდგარი (ასეთებიც იყვნენ იქ) ადამიანები, რომ ისინი ოსტატურად გამოიყენეს. რადგან ეს ჯაღმაიძის ცნობილი "კანიოკია" - ერთ რამეზე მიიტყუო აღშფოთებული კაცი და მეორე დაახვედრო (არაერთხელ გაუკეთებია, სტიქაროსნები დაიბარა მეუფეს სალაპარაკო აქვსო და თავად დახვდა). რადგან ეს აქცია და LGBTQ ამბის გაპროტესტება არაფერ შუაშია ქრისტიანობის დაცვასთან - ეს იყო საჩვენებელი აქცია, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას ხალხის მობილიზება შეუძლია (ინაშვილი და სხვა ძალებზე რუსეთი ფსონს აღარ დებს და საჭიროა ახალი, მძლავრი მოძრაობა) და "მასა" დააყენეს რუსთაველზე. ვასაძის გვერდით ბევრი არ დადგებოდა, მაგრამ "ქრისტეს სახელით" მიტყუება ადვილია. რადგან წმინდა ნინოს ჯვრის დადგმა ფარსია და ძალიან ჰგავს სხვაგან, ასევე ჯვრის დადგმით დაწყებულ პროტესტს. ჯვრის დამდგმელი და დამცველი სხვას არ კლავს, მას კი ხშირად კლავენ ხოლმე. რადგან ჟურნალისტების მიმართ დაწყებული ზიზღის პროპაგანდა უკვე იკითხებოდა მანამდე, ნამახვანის პროტესტის დღეს, როცა არც ერთი მონაწილე არ დაელაპარაკა მედიას. რადგან ავიწყდება ამ ხალხს, რომ "სჯობს ერთი იგი მოკვდეს, ვიდრე ერი წარწყმდეს" უკვე წერია სახარებაში და შედეგი ვიცით. რადგან ადამიანის, თუნდაც ყველაზე მიუღებლის მოკვლით პრობლემა არ გადაიჭრება. რადგან თუ ვინმე ეწევა გეი პროპაგანდას, ისევ ეს ხალხია. ელემენტარულია ვოტსონ - თემა თუ არ აწიე სალაპარაკოდ, ის მკვდარია. მარტო ერთი მხარე კი ამას ვერ მოახერხებდა. რადგან ცნობილია, რომ რელიგიურ ადამიანებს მოზრდილი ამიგდალა აქვთ (თანაგრძნობაზე პასუხისმგებელი) და თუ თქვენ ეს ფაქტი ფეხზე გკიდიათ, შეგიძიათ დაფიქრდეთ, იქნებ შესანიშნავი სერიული მკვლელი გამოვიდეს თქვენგან.

ღმერთმა აცხონოს ეს ბიჭი, რა დააშავა, სამსახურში იყო და ვიღაც ცხოვრებაზე გაბოროტებულს ეს არ მოეწონა".

"დაგვიკავშირდნენ, თითქოს ჩვენი მონაცემები ნანუკას ფონდმა გადასცა და უნდოდათ დაგვხმარებოდნენ" - კარინა გრიგორიანის პოსტი თაღლითურ სქემაზე და ჟორჟოლიანის კომენტარი

"როცა უმოწყალო ცემით მოკლულს ყოველდღე მოკლავენ... როცა უპასუხისმგებლო მთავრობა სახეში ნაფურთხს ჟუჟუნა წვიმას დაუძახებს... როცა... როცა... მე მაინც იქ ვიდგები, სიმართლესთან" - დაჩი გრძელიშვილი

"ნახევარ დღეში სამჯერ ზედოზირების და მოპედით მორბენილი ნარკანით გადარჩენილი ინტოქსიკაციის ვერსია აბსურდია" - რას წერს ნანა გეგეჭკორი?