სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლების წინ გიგა თბილისში 20 ლარით ჩამოვიდა, გვერდით არავინ ჰყოლია... მეც მან წამომიყვანა " - ნინო ძოწენიძე ოჯახურ იდილიასა და პანდემიის გამო შეცვლილ გეგმებზე
"წლების წინ გიგა თბილისში 20 ლარით ჩამოვიდა, გვერდით არავინ ჰყოლია... მეც მან წამომიყვანა " - ნინო ძოწენიძე ოჯახურ იდილიასა და პანდემიის გამო შეცვლილ გეგმებზე

პან­დე­მი­ამ­დე მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო. ყო­ველ სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე სახ­ლი­დან გა­მო­დი­ო­და და სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და. სამ­სა­ხურ­ში, რად­გა­ნაც ერთ ძა­ლი­ან კარგ კლუბ­ში მღე­რო­და. ამას­თან, ჰქონ­და სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც აპი­რებ­და, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ფე­რი შე­ა­ჩე­რა და გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­ა­ტა­ნი­ნა.

"კი, სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა იყო, იმე­დე­ბით სავ­სე, ბევრ პრო­ექტს ვა­პი­რებ­დი... მა­ნამ­დე დროს, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ­დით, თურ­მე ვერ ვა­ფა­სებ­დით. არა­და, რა თა­ვი­სუფ­ლად ვსუნ­თქავ­დით... პან­დე­მი­ამ მხო­ლოდ უი­მე­დო­ბა კი არ გაგ­ვი­ჩი­ნა, მიგ­ვახ­ვედ­რა, რა თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბა გვქო­ნია. ასე რომ, ბევ­რი რამ გა­და­ვა­ფა­სეთ," - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი ნინო ძო­წე­ნი­ძე, რომ­ლის ინ­ტერ­ვი­უ­საც AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ:

- სულ ვერ ახერ­ხებ მუ­შა­ო­ბას?

- ერთი სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე, მაგ­რამ ამ პე­რი­ო­დის გან­წყო­ბა ეტყო­ბა. არა­და, მხი­ა­რუ­ლი სიმ­ღე­რა მინ­დო­და, მაგ­რამ ვერ მო­ვიკ­რი­ბე ძა­ლე­ბი, რომ ხალ­ხის­თვის სიმ­ღე­რით ეს გან­წყო­ბა შე­მექ­მნა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი რო­მაა, ეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ზე მოქ­მე­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ხე­ლო­ვან­ზე. სა­ერ­თოდ გავ­ჩერ­დით, ჩვე­ნი ემო­ცი­უ­რი ფონი კი­დევ სხვა­ნა­ი­რია...

- ზოგ­მა პან­დე­მი­ა­ში მე­ბა­ღე­ო­ბა, კუ­ლი­ნა­რია და­ი­წყო...

- საჭ­მელს ისე­დაც ვა­კეთბ­დი და ამ სფე­რო­ში რა­ი­მე ახა­ლი არ აღ­მო­მი­ჩე­ნია. კერ­ძებს ჩემი მე­უღ­ლე უფრო ამ­ზა­დებ­და და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით აღ­მო­ჩე­ნე­ბი მას უფრო აქვს... მიყ­ვარს სო­ცი­უმ­თან კონ­ტაქ­ტი, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა. პან­დე­მი­ა­ში კი მე­ტად გა­მიჩ­ნდა ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბის და სახ­ლი­დან გა­რეთ გას­ვლის სურ­ვი­ლი. სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით რომ ვმგზავ­რობ­დი, უცხო ადა­მი­ა­ნებს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ჩემი შვი­ლი კი მე­უბ­ნე­ბო­და - დედა, ამ უცხო ადა­მი­ა­ნებს ასე რა­ტომ ელა­პა­რა­კე­ბიო? მაგ­რამ, ხომ ვამ­ბობ, მინ­დო­და ეს სა­უბ­რე­ბი ტაქ­სის­ტებ­თა­ნაც...

- კი, კო­ვიდ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი...

- ჩემს მე­უღ­ლეს ჰქონ­და კო­ვი­დი, მაგ­რამ მე და ჩემს შვილს არ გა­და­და­ვე­დო. გი­გა­მაც მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტა­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში ისე­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა მქონ­და, ყო­ველ სა­ღა­მოს ღია ფან­ჯა­რა­ში ვვარ­ჯი­შობ­დი, ვცეკ­ვავ­დი... ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, იმუ­ნი­ტეტ­ზე მოქ­მე­დებს და მხნე­ო­ბა მას აძ­ლი­ე­რებს. დეპ­რე­სი­ას არ უნდა მი­ვე­ცეთ, თავი უნდა და­ვიც­ვათ და და­ვი­ჯე­როთ, რომ არა­ფე­რი დაგ­ვე­მარ­თე­ბა.

- მოდი, წარ­სულ­ში დავ­ბრუნ­დეთ... რო­დე­საც მუ­სი­კა­ზე გა­ა­კე­თე პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, რო­გორ უყუ­რებ­დი მა­შინ მო­მა­ვალს, ანუ იმ წლებს, რო­მე­ლიც უკვე გა­მო­ი­ა­რე?

- საკ­მა­ოდ პა­ტა­რამ გა­ვი­აზ­რე, გა­ვი­გე და მივ­ხვდი, რომ ჩემი საქ­მე სიმ­ღე­რა იყო, რომ ამის გა­რე­შე არ შე­მეძ­ლო და გა­მი­მარ­თლა. 9 წლი­დან სცე­ნა­ზე ვარ, სე­რი­ო­ზუ­ლად ვმღე­რო­დი, ვმუ­შა­ობ­დი - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ქუ­თა­ის­ში და­ი­წყო. მყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი. მქონ­და აქ­ტი­უ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა. სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც მი­ფიქ­რია... უბ­რა­ლოდ, მე­გო­ნა, რომ ამ ასაკ­ში მეტი რამ მექ­ნე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი და ფი­ნან­სუ­რად უფრო სტა­ბი­ლუ­რად ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და რა­ღა­ცებს ბო­ლომ­დე ვერ და­გეგ­მავ...

თუ რამე ვერ გა­ვა­კე­თე, ეს მხო­ლოდ ჩემი სი­ზარ­მა­ცის ბრა­ლია და იმ ყო­ფის, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ, ასე­ვე ფი­ნან­სე­ბის და ცოტა სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის... თუმ­ცა არ უნდა და­ნებ­დე, შე­ე­ბძო­ლო, გა­ა­კე­თო, წინ წახ­ვი­დე. ნიჭი, რაც გერ­გო, ბო­ლომ­დე უნდა გა­მო­ი­ყე­ნო.

- რა არის შენ­თვის მუ­სი­კა?

- ყვე­ლა­ფე­რი... ყველ­გან და ყვე­ლა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მუ­სი­კას შე­უძ­ლია გან­წყო­ბა გა­მო­მის­წო­როს. როცა ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ, იმ პე­როდ­ში მარ­თლა სხვა ადა­მი­ა­ნი ვარ. სიმ­ღე­რის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა არ შე­მიძ­ლია.

- ქუ­თა­ისს რა ად­გი­ლი უკა­ვია შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ეს არის ქა­ლა­ქი, რო­მელ­მაც რო­გორც ადა­მი­ა­ნი ჩემი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, კომ­პლექ­სე­ბით ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა. ის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მა­მა­ჩე­მის საფ­ლა­ვიც იქ არის...

რო­დე­საც კა­რი­ე­რა­ში რა­ღა­ცას აღ­წევ, მერე სა­ინ­ტე­რე­სოა, იმის გახ­სე­ნე­ბა, ბავ­შვო­ბა­ში რა ხდე­ბო­და შენს ცხოვ­რე­ბა­ში. გა­მარ­ჯვე­ბა და წარ­მა­ტე­ბა 18 წლამ­დე ჩემს ქა­ლაქ­ში ბევ­რი მქონ­და. კა­რი­ე­რუ­ლად მარ­თლა ბევ­რს მი­ვაღ­წიე... იმ­დე­ნად ღრმად არის ეს ქა­ლა­ქი ჩემ­ში და­ლე­ქი­ლი, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მომ­ყვე­ბა.

- ქუ­თა­ისს გა­მორ­ჩე­უ­ლი იუ­მო­რი აქვს....

- კი და ამის გა­მოც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ამის გა­რე­შე ქუ­თა­ი­სი არ არ­სე­ბობს. მძი­მე წლე­ბი იუ­მორ­მა მარ­ტი­ვად გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა... სხვა იუ­მორ­ზე ქუ­თა­ი­სე­ლებს ცოტა გვე­ცი­ნე­ბა, იმერ­ლებს ეს კუ­დაბ­ზი­კუ­რი ამ­ბა­ვი კი გვაქვს...

- ქუ­თა­ის­ში და­ი­წყე წინსვლა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, თბი­ლის­მა ამას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცა...

- დე­და­ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ და ვგიჟ­დე­ბი, ისე მიყ­ვარს. თბი­ლის­მა გულ­ში ჩა­მი­ხუ­ტა და მო­მე­ფე­რა. კი, აქ ბევ­რი რამ შევ­ძე­ლი, დი­ნა­მი­კა სხვა­ნა­ი­რია, აქა­უ­რო­ბას სხვა სი­დინ­ჯეც ახა­სი­ა­თებს და დიდი ის­ტო­რი­ის ქა­ლა­ქია... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ოჯა­ხი სწო­რედ აქ შევ­ქმე­ნი.

ნინო ძო­წე­ნი­ძე და გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე

- დღეს ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­სა თუ კუ­თხე­ში ნე­გა­ტი­ვი პიკ­შია... ეს რო­გორ მოქ­მე­დებს შენ­ზე?

- არ ვარ კომფლიქ­ტუ­რი და არ ვცდი­ლობ ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტში შეს­ვლას - არ მსი­ა­მოვ­ნებს კონ­ფლიქ­ტუ­რი, და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. მუდ­მი­ვად სი­კე­თეს და სით­ბოს ვე­ძებ და ვფიქ­რობ, რომ ეს თვი­სე­ბე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს. თი­თო­ე­ულ­ში კარგ მხა­რეს მინ­და, მი­ვაგ­ნო, რომ თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნო. არ მყო­ლია გვერ­დით ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ და­მე­კარ­გა. ტკი­ვილ­საც არ ვი­კა­რებ. თუ ვხვდე­ბი, რომ ვი­ღაც ისე­თია, რომ გულს მატ­კენს, ვცდი­ლობ, არ შე­ვი­დე მას­თან ახ­ლოს კონ­ტაქ­ტში. შო­რი­დან მო­ვე­ფე­რო, გა­ვუ­ღი­მო და ასე დის­ტან­ცი­უ­რად მიყ­ვარ­დეს. კი, მისი კარ­გი მხა­რე­ე­ბიც შე­ვიყ­ვა­რო... ერ­თე­დერ­თი, რაც ცოტა უსი­ა­მოვ­ნოდ მახ­სოვს, სულ პირ­ვე­ლი „ჯე­ოს­თა­რი“ იყო, როცა არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად და უსა­მარ­თლოდ მო­მექ­ცნენ. ვი­ნერ­ვი­უ­ლე, გან­ვი­ცა­დე, მაგ­რამ დიდ­ხანს ცუ­დად ყოფ­ნა არ შე­მიძ­ლია და ისიც მარ­ტი­ვად გა­და­ვი­ტა­ნე. ფარ-ხმა­ლი არ და­მიყ­რია. კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­სა­ვალს ვე­ძებ, რომ გა­და­ვერ­თო. არ მიყ­ვარს ცუდი ემო­ცი­ე­ბი და მალე ვი­შო­რებ.

- შენი პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რა "ში­ნა­მა­ნა­კე­ნა" შენი აზ­რით, ასე რა­ტომ და­ი­მახ­სოვ­რა მსმე­ნელ­მა?

- მას­ზე არც ისე ჯან­სა­ღი მო­საზ­რე­ბე­ბიც მო­მის­მე­ნია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ეს სიმ­ღე­რა ნამ­დვი­ლად ჰი­ტია! მოს­წონთ, კარგ გან­წყო­ბას უქ­მნით, სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მე­ნენ და მას­ზე ცეკ­ვა­ვენ. არა­და, არც ისე მარ­ტი­ვად სამ­ღე­რია...

- შვილ­ზეც გვე­სა­უბ­რე...

- სან­დრო კუ­ხი­ა­ნი­ძე უკვე 17 წლის არის. ყო­ველ­წლი­უ­რად იც­ვლე­ბა. 22 წლის ვი­ყა­ვი, დედა რომ გავ­ხდი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. რომ ვუ­ყუ­რებ, ყო­ველ წელს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია... ზო­გა­დად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ბი­ჭია. რაც მთა­ვა­რია, კე­თი­ლია, მშრო­მე­ლია, მგო­ნი, კარგ ადა­მი­ა­ნად აღვზარ­დე. აქვს უდი­დე­სი ნე­ბის­ყო­ფა. რა­ღაც­ნა­ი­რად და­წყო­ბილ-და­ლა­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ხან­და­ხან მგო­ნია, რომ ის არის მშო­ბე­ლი და მე ვარ მისი შვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა შე­ნიშ­ვნაც მომ­ცეს, თუ რა­ი­მე არ მო­ე­წო­ნა. მღე­რის, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში უფრო მღე­რო­და, არ გა­მოვ­რი­ცავ, მო­მა­ვალ­ში სიმ­ღე­რა ისევ მო­უნ­დეს. კარ­გი მე­ლო­მა­ნია, გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კას უს­მენს. ბოლო დროს ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი წიგ­ნე­ბის კი­თხვამ გა­ი­ტა­ცა...

- გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე - მე­უღ­ლე, მე­გო­ბა­რი, კო­ლე­გა... რას გვე­ტყვი გი­გა­ზე ასე­ვე ნი­ჭი­ერ მუ­სი­კოს­ზე?

- ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ. ამ ქა­ლაქ­შიც გი­გამ წა­მო­მიყ­ვა­ნა. თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა გეგ­მა­ში არ მქონ­და, მაგ­რამ ასე მოხ­და. ბავ­შვო­ბი­დან ვუყ­ვარ­დი და ვმე­გობ­რობ­დით...

გიგა ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ბი­ჭია. რაც მან შექ­მნა და გა­ა­კე­თა, მარ­თლა და­სა­ფა­სე­ბე­ლია. არა­და, ამ ქა­ლაქ­ში მარ­თლა 20 ლა­რით მო­ვი­და. გვერ­დით არა­ვინ ჰყო­ლია, მათ შო­რის, არც ფი­ნან­სუ­რად. და­უ­ზა­რე­ლია... ოჯახ­შიც ყვე­ლა საქ­მეს თა­ვის თავ­ზე იღებს. მის­მა ასეთ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ცოტა გა­მა­ზარ­მა­ცა. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში სულ თვი­თო­ნაა ჩარ­თუ­ლი. ეს ამ­პლუ­აც მოს­წონს და მისი ერთ-ერთი კომ­ფორ­ტის ზო­ნაა.

- მშვე­ნი­ერ ფორ­მა­ში ხარ და ხში­რად სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" ლა­მაზ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებ...

- ამ ფო­ტო­ებს ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი თა­მუ­ნა კამ­ლა­ძე მი­ღებს, რო­მე­ლიც სულ არ არის პრო­ფე­სი­ით ფო­ტოგ­რა­ფი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ბუ­ღალ­ტე­რია. გა­და­ღე­ბა მისი ჰო­ბია, მაგ­რამ ვე­უბ­ნე­ბი, რომ პრო­ფე­სი­ად გა­ი­ხა­დოს. ფო­ტო­ებს ასე­ვე მი­ღებს და­ვით ფუტ­კა­რა­ძე... მე კი­დევ კა­მე­რას­თან რო­გორც თევ­ზი წყალ­ში, ისე ვგრძობ თავს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ფორ­მა­ში ყოფ­ნას და იმას ვვარ­ჯი­შობ, თუ არა, ვარ­ჯი­ში არ მიყ­ვარს, თან, ამას ნე­ბის­ყო­ფა სჭირ­დე­ბა, ეს ხომ რუ­ტი­ნაა. ჩემ­თვის გარ­თო­ბაც, ვარ­ჯი­შიც და სი­ა­მოვ­ნე­ბაც ცეკ­ვაა. ყურ­სას­მე­ნებ­ში მუ­სი­კა მეს­მის და სახ­ლში ვცეკ­ვავ. ზედ­მეტ კა­ლო­რი­ებს ასე ვწვავ. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. თან, დამ­ღლე­ლი არ არის და ეს გახ­ლავთ ჩემი ტრე­ნა­ჟო­რე­ბიც და დარ­ბა­ზიც, სა­დაც არას­დროს მივ­ლია.

- რას ეტყვი შენს მსმე­ნელს, გულ­შე­მატ­კი­ვარს?

- შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ კარ­გი ხა­სი­ა­თი და გან­წყო­ბა, იმი­ტომ, რომ ახლა ნე­გა­ტი­უ­რი ფონი წინ ძა­ლი­ან არის წა­მო­წე­უ­ლი. ერ­თმა­ნეთს კარ­გი ვუ­თხრათ, მო­ვე­ფე­როთ, სიყ­ვა­რუ­ლის გაც­ვლა მნიშ­ვნლო­ვა­ნია. სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დოთ. თუ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გვაქვს, გარ­შე­მოც მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სოს ეძებ. მინ­და, რომ ყვე­ლა კარ­გად იყოს და სა­ქარ­თვე­ლოს ეშ­ვე­ლოს. დავ­ლაგ­დეთ, დავ­მშვიდ­დეთ, შე­ვიყ­ვა­როთ ერ­თმა­ნეთ! გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი­სა და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ვი­ყოთ სო­ლი­და­რუ­ლე­ბი. მარ­თა­ლია, ბევრ რა­მეს ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი გან­სა­ზღვრავს, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მა­ინც უმ­თავ­რე­სია. რა­ღა­ცე­ბის მოგ­ვა­რე­ბა თვი­თო­ნაც უნდა შევ­ძლოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"წლების წინ გიგა თბილისში 20 ლარით ჩამოვიდა, გვერდით არავინ ჰყოლია... მეც მან წამომიყვანა " - ნინო ძოწენიძე ოჯახურ იდილიასა და პანდემიის გამო შეცვლილ გეგმებზე

"წლების წინ გიგა თბილისში 20 ლარით ჩამოვიდა, გვერდით არავინ ჰყოლია... მეც მან წამომიყვანა " - ნინო ძოწენიძე ოჯახურ იდილიასა და პანდემიის გამო შეცვლილ გეგმებზე

პანდემიამდე მის ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ყოველ საღამოს 9 საათზე სახლიდან გამოდიოდა და სამსახურში მიდიოდა. სამსახურში, რადგანაც ერთ ძალიან კარგ კლუბში მღეროდა. ამასთან, ჰქონდა საინტერესო გეგმები, პროექტები, რომლის განხორციელებასაც აპირებდა, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა და გაურკვეველი დროით გადაატანინა.

"კი, საინტერესო ცხოვრება იყო, იმედებით სავსე, ბევრ პროექტს ვაპირებდი... მანამდე დროს, რომელშიც ვცხოვრობდით, თურმე ვერ ვაფასებდით. არადა, რა თავისუფლად ვსუნთქავდით... პანდემიამ მხოლოდ უიმედობა კი არ გაგვიჩინა, მიგვახვედრა, რა თავისუფალი ცხოვრება გვქონია. ასე რომ, ბევრი რამ გადავაფასეთ," - ამბობს მომღერალი ნინო ძოწენიძე, რომლის ინტერვიუსაც AMBEBI.GE გთავაზობთ:

- სულ ვერ ახერხებ მუშაობას?

- ერთი სიმღერა ჩავწერე, მაგრამ ამ პერიოდის განწყობა ეტყობა. არადა, მხიარული სიმღერა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვიკრიბე ძალები, რომ ხალხისთვის სიმღერით ეს განწყობა შემექმნა. რთული პერიოდი რომაა, ეს ნებისმიერ ადამიანზე მოქმედებს, განსაკუთრებით, ხელოვანზე. საერთოდ გავჩერდით, ჩვენი ემოციური ფონი კიდევ სხვანაირია...

- ზოგმა პანდემიაში მებაღეობა, კულინარია დაიწყო...

- საჭმელს ისედაც ვაკეთბდი და ამ სფეროში რაიმე ახალი არ აღმომიჩენია. კერძებს ჩემი მეუღლე უფრო ამზადებდა და კულინარიული მიმართულებით აღმოჩენები მას უფრო აქვს... მიყვარს სოციუმთან კონტაქტი, აქტიური ცხოვრება. პანდემიაში კი მეტად გამიჩნდა ხალხთან ურთიერთობის და სახლიდან გარეთ გასვლის სურვილი. სამარშრუტო ტაქსით რომ ვმგზავრობდი, უცხო ადამიანებს ვესაუბრებოდი. ბევრი კარგი ადამიანი აღმოვაჩინე. ჩემი შვილი კი მეუბნებოდა - დედა, ამ უცხო ადამიანებს ასე რატომ ელაპარაკებიო? მაგრამ, ხომ ვამბობ, მინდოდა ეს საუბრები ტაქსისტებთანაც...

- კი, კოვიდმა მთლიანად შეცვალა ყველაფერი...

- ჩემს მეუღლეს ჰქონდა კოვიდი, მაგრამ მე და ჩემს შვილს არ გადადავედო. გიგამაც მარტივად გადაიტანა. იმ პერიოდში ისეთი ფსიქოლოგიური განწყობა მქონდა, ყოველ საღამოს ღია ფანჯარაში ვვარჯიშობდი, ვცეკვავდი... ფსიქოლოგიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმუნიტეტზე მოქმედებს და მხნეობა მას აძლიერებს. დეპრესიას არ უნდა მივეცეთ, თავი უნდა დავიცვათ და დავიჯეროთ, რომ არაფერი დაგვემართება.

- მოდი, წარსულში დავბრუნდეთ... როდესაც მუსიკაზე გააკეთე პროფესიული არჩევანი, როგორ უყურებდი მაშინ მომავალს, ანუ იმ წლებს, რომელიც უკვე გამოიარე?

- საკმაოდ პატარამ გავიაზრე, გავიგე და მივხვდი, რომ ჩემი საქმე სიმღერა იყო, რომ ამის გარეშე არ შემეძლო და გამიმართლა. 9 წლიდან სცენაზე ვარ, სერიოზულად ვმღეროდი, ვმუშაობდი - მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ქუთაისში დაიწყო. მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები. მქონდა აქტიური და წარმატებული ცხოვრება. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია... უბრალოდ, მეგონა, რომ ამ ასაკში მეტი რამ მექნებოდა გაკეთებული და ფინანსურად უფრო სტაბილურად ვიქნებოდი, მაგრამ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რაღაცებს ბოლომდე ვერ დაგეგმავ...

თუ რამე ვერ გავაკეთე, ეს მხოლოდ ჩემი სიზარმაცის ბრალია და იმ ყოფის, რომელშიც ვცხოვრობთ, ასევე ფინანსების და ცოტა საკუთარი პრინციპების... თუმცა არ უნდა დანებდე, შეებძოლო, გააკეთო, წინ წახვიდე. ნიჭი, რაც გერგო, ბოლომდე უნდა გამოიყენო.

- რა არის შენთვის მუსიკა?

- ყველაფერი... ყველგან და ყველა მდგომარეობაში მუსიკას შეუძლია განწყობა გამომისწოროს. როცა ჩემს საქმეს ვაკეთებ, იმ პეროდში მართლა სხვა ადამიანი ვარ. სიმღერის გარეშე არსებობა არ შემიძლია.

- ქუთაისს რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში?

- ეს არის ქალაქი, რომელმაც როგორც ადამიანი ჩემი ღირებულებებით, კომპლექსებით ჩამომაყალიბა. ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. მამაჩემის საფლავიც იქ არის...

როდესაც კარიერაში რაღაცას აღწევ, მერე საინტერესოა, იმის გახსენება, ბავშვობაში რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში. გამარჯვება და წარმატება 18 წლამდე ჩემს ქალაქში ბევრი მქონდა. კარიერულად მართლა ბევრს მივაღწიე... იმდენად ღრმად არის ეს ქალაქი ჩემში დალექილი, რომ მთელი ცხოვრება მომყვება.

- ქუთაისს გამორჩეული იუმორი აქვს....

- კი და ამის გამოც ძალიან მიყვარს. ამის გარეშე ქუთაისი არ არსებობს. მძიმე წლები იუმორმა მარტივად გადაგვატანინა... სხვა იუმორზე ქუთაისელებს ცოტა გვეცინება, იმერლებს ეს კუდაბზიკური ამბავი კი გვაქვს...

- ქუთაისში დაიწყე წინსვლა, მაგრამ ვფიქრობ, თბილისმა ამას უფრო მეტი გასაქანი მისცა...

- დედაქალაქში ვცხოვრობ და ვგიჟდები, ისე მიყვარს. თბილისმა გულში ჩამიხუტა და მომეფერა. კი, აქ ბევრი რამ შევძელი, დინამიკა სხვანაირია, აქაურობას სხვა სიდინჯეც ახასიათებს და დიდი ისტორიის ქალაქია... მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი სწორედ აქ შევქმენი.

ნინო ძოწენიძე და გიგა კუხიანიძე

- დღეს ნებისმიერ ქალაქსა თუ კუთხეში ნეგატივი პიკშია... ეს როგორ მოქმედებს შენზე?

- არ ვარ კომფლიქტური და არ ვცდილობ ვინმესთან კონფლიქტში შესვლას - არ მსიამოვნებს კონფლიქტური, დაძაბული სიტუაციები. მუდმივად სიკეთეს და სითბოს ვეძებ და ვფიქრობ, რომ ეს თვისებები ყველა ადამიანს აქვს. თითოეულში კარგ მხარეს მინდა, მივაგნო, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. არ მყოლია გვერდით ისეთი ადამიანი, რომ დამეკარგა. ტკივილსაც არ ვიკარებ. თუ ვხვდები, რომ ვიღაც ისეთია, რომ გულს მატკენს, ვცდილობ, არ შევიდე მასთან ახლოს კონტაქტში. შორიდან მოვეფერო, გავუღიმო და ასე დისტანციურად მიყვარდეს. კი, მისი კარგი მხარეებიც შევიყვარო... ერთედერთი, რაც ცოტა უსიამოვნოდ მახსოვს, სულ პირველი „ჯეოსთარი“ იყო, როცა არაობიექტურად და უსამართლოდ მომექცნენ. ვინერვიულე, განვიცადე, მაგრამ დიდხანს ცუდად ყოფნა არ შემიძლია და ისიც მარტივად გადავიტანე. ფარ-ხმალი არ დამიყრია. კრიტიკულ სიტუაციაში აუცილებლად გამოსავალს ვეძებ, რომ გადავერთო. არ მიყვარს ცუდი ემოციები და მალე ვიშორებ.

- შენი პოპულარული სიმღერა "შინამანაკენა" შენი აზრით, ასე რატომ დაიმახსოვრა მსმენელმა?

- მასზე არც ისე ჯანსაღი მოსაზრებებიც მომისმენია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა ნამდვილად ჰიტია! მოსწონთ, კარგ განწყობას უქმნით, სიამოვნებით უსმენენ და მასზე ცეკვავენ. არადა, არც ისე მარტივად სამღერია...

- შვილზეც გვესაუბრე...

- სანდრო კუხიანიძე უკვე 17 წლის არის. ყოველწლიურად იცვლება. 22 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. რომ ვუყურებ, ყოველ წელს სხვადასხვანაირია... ზოგადად მოტივირებული და ჭკვიანი ბიჭია. რაც მთავარია, კეთილია, მშრომელია, მგონი, კარგ ადამიანად აღვზარდე. აქვს უდიდესი ნებისყოფა. რაღაცნაირად დაწყობილ-დალაგებული ადამიანია. ხანდახან მგონია, რომ ის არის მშობელი და მე ვარ მისი შვილი. შეიძლება შენიშვნაც მომცეს, თუ რაიმე არ მოეწონა. მღერის, მაგრამ ბავშვობაში უფრო მღეროდა, არ გამოვრიცავ, მომავალში სიმღერა ისევ მოუნდეს. კარგი მელომანია, გემოვნებიან მუსიკას უსმენს. ბოლო დროს ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიგნების კითხვამ გაიტაცა...

- გიგა კუხიანიძე - მეუღლე, მეგობარი, კოლეგა... რას გვეტყვი გიგაზე ასევე ნიჭიერ მუსიკოსზე?

- ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ამ ქალაქშიც გიგამ წამომიყვანა. თბილისში ჩამოსვლა გეგმაში არ მქონდა, მაგრამ ასე მოხდა. ბავშვობიდან ვუყვარდი და ვმეგობრობდით...

გიგა ძალიან მშრომელი ბიჭია. რაც მან შექმნა და გააკეთა, მართლა დასაფასებელია. არადა, ამ ქალაქში მართლა 20 ლარით მოვიდა. გვერდით არავინ ჰყოლია, მათ შორის, არც ფინანსურად. დაუზარელია... ოჯახშიც ყველა საქმეს თავის თავზე იღებს. მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ ცოტა გამაზარმაცა. საოჯახო საქმეებში სულ თვითონაა ჩართული. ეს ამპლუაც მოსწონს და მისი ერთ-ერთი კომფორტის ზონაა.

- მშვენიერ ფორმაში ხარ და ხშირად საკუთარ "ფეისბუქ-გვერდზე" ლამაზ ფოტოებს აქვეყნებ...

- ამ ფოტოებს ჩემი ბავშვობის მეგობარი თამუნა კამლაძე მიღებს, რომელიც სულ არ არის პროფესიით ფოტოგრაფი, კვალიფიციური ბუღალტერია. გადაღება მისი ჰობია, მაგრამ ვეუბნები, რომ პროფესიად გაიხადოს. ფოტოებს ასევე მიღებს დავით ფუტკარაძე... მე კიდევ კამერასთან როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძობ თავს.

რაც შეეხება ჩემს ფორმაში ყოფნას და იმას ვვარჯიშობ, თუ არა, ვარჯიში არ მიყვარს, თან, ამას ნებისყოფა სჭირდება, ეს ხომ რუტინაა. ჩემთვის გართობაც, ვარჯიშიც და სიამოვნებაც ცეკვაა. ყურსასმენებში მუსიკა მესმის და სახლში ვცეკვავ. ზედმეტ კალორიებს ასე ვწვავ. ძალიან სასიამოვნოა. თან, დამღლელი არ არის და ეს გახლავთ ჩემი ტრენაჟორებიც და დარბაზიც, სადაც არასდროს მივლია.

- რას ეტყვი შენს მსმენელს, გულშემატკივარს?

- შეინარჩუნონ კარგი ხასიათი და განწყობა, იმიტომ, რომ ახლა ნეგატიური ფონი წინ ძალიან არის წამოწეული. ერთმანეთს კარგი ვუთხრათ, მოვეფეროთ, სიყვარულის გაცვლა მნიშვნლოვანია. საკუთარი ცხოვრება უფრო საინტერესო გავხადოთ. თუ საინტერესო ცხოვრება გვაქვს, გარშემოც მხოლოდ საინტერესოს ეძებ. მინდა, რომ ყველა კარგად იყოს და საქართველოს ეშველოს. დავლაგდეთ, დავმშვიდდეთ, შევიყვაროთ ერთმანეთ! განსხვავებული ხალხისა და ერთმანეთის მიმართ ვიყოთ სოლიდარულები. მართალია, ბევრ რამეს ეკონომიკური კრიზისი განსაზღვრავს, მაგრამ ურთიერთობები მაინც უმთავრესია. რაღაცების მოგვარება თვითონაც უნდა შევძლოთ!

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

"გასარკვევია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ - საპატრიარქოს შესაბამისი კომისია ალბათ იმსჯელებს" - მეუფე გრიგოლი

"ისტორიული დღის მომსწრე ვართ, ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო" - მეუფე შიო