მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქმედებები, რასაც გედავებიან, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა" - რა უთხრა მოსამართლემ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულებს, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ
"ქმედებები, რასაც გედავებიან, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა" - რა უთხრა მოსამართლემ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულებს, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ

ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და ოპე­რა­ტო­რის, ასე­ვე, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ ოპე­რა­ტო­რის მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ა­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ოთხი­ვე პირს - აკა­კი ნა­კა­ში­ძეს, თორ­ნი­კე დავ­ლა­შე­რი­ძეს, ილია ქე­ბა­ძეს და თე­მურ ხა­რა­ულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ რო­მან ხო­რა­ვამ გა­მო­ა­ცხა­და. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი 5000, 3000 და 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ბრალ­დე­ბას არ­ცერ­თი არ ეთან­ხმე­ბა.

"რა­საც გე­და­ვე­ბი­ან, გარ­და იმი­სა, რომ და­ნა­შა­უ­ლია, არ­ღვევს სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ბი­ლუ­რო­ბას, წარ­მო­ად­გენს სრულ სიბ­ნე­ლეს, სირ­ცხვი­ლია და უაზ­რო­ბა", - ამ სი­ტყვე­ბით რო­მან ხო­რა­ვამ და­კა­ვე­ბუ­ლებს მი­მარ­თა. მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნამ­დე ბრალ­დე­ბუ­ლებს უთხრა, რომ ის დღეს სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­ად­გენს და სწო­რედ სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით აფა­სებს მათ ქმე­დე­ბებს.

„მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ადევ­ნებ­და თვალ­ყურს, რა ხდე­ბო­და. ის ქმე­დე­ბე­ბი, რა­საც გე­და­ვე­ბი­ან, გარ­და იმი­სა, რომ და­ნა­შა­უ­ლია, არ­ღვევს სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ბი­ლუ­რო­ბას, წარ­მო­ად­გენს სრულ სიბ­ნე­ლეს, სირ­ცხვი­ლია და უაზ­რო­ბა. თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი უაღ­რე­სად საფრ­თხის შემ­ქმნე­ლია და უაღ­რე­სად მა­ღა­ლი რის­კი არ­სე­ბობს ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის და მი­მალ­ვის. სრუ­ლად ვე­თან­ხმე­ბი ბრალ­დე­ბის მხა­რეს“, - გა­ნა­ცხა­და ხო­რა­ვამ.

სწო­რედ, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და ოპე­რა­ტო­რის, ასე­ვე, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ ოპე­რა­ტო­რის მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ა­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტირ­მო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ორმა პირ­მა - თორ­ნი­კე დავ­ლა­შე­რი­ძემ და აკა­კი ნა­კა­ში­ძემ „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან კი­დევ ორმა პირ­მა - თე­მურ ხა­რა­ულ­მა და ილია ქე­ბა­ძემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რედ, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ ოპე­რა­ტორს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ორმა პირ­მა - თორ­ნი­კე დავ­ლა­შე­რი­ძემ და აკა­კი ნა­კა­ში­ძემ „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან კი­დევ ორმა პირ­მა - თე­მურ ხა­რა­ულ­მა და ილია ქე­ბა­ძემ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რედ, ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რი არ­ხის“ ოპე­რა­ტორს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე -2, 156-ის მე -2 ნა­წი­ლის "ა" და 225-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hg
264

mosamartlea tu aqtivisti?

ჯოყოლა
260

ე.ი. მოსამარტლე მხარეა.

ავტორი:

"ქმედებები, რასაც გედავებიან, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა" - რა უთხრა მოსამართლემ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულებს, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ

"ქმედებები, რასაც გედავებიან, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა" - რა უთხრა მოსამართლემ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულებს, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს - აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 5000, 3000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაკავებულებიდან ბრალდებას არცერთი არ ეთანხმება.

"რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა", - ამ სიტყვებით რომან ხორავამ დაკავებულებს მიმართა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანამდე ბრალდებულებს უთხრა, რომ ის დღეს სახელმწიფოს წარმოადგენს და სწორედ სახელმწიფოს სახელით აფასებს მათ ქმედებებს.

„მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს“, - განაცხადა ხორავამ.

სწორედ, მისი გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატირმობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

"არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა" - პროკურატურა

ბათუმში, კაფეს დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კორპუსის მეორე სართულიდან გადახტა - მაშველებმა მისი გადარჩენა შეძლეს

ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს