ავტორი:

"ფიზიკური ტკივილების მიუხედავად, მაინც ვახერხებდი გადაღებებზე სიარულს" - რატომ დასჭირდა თაკო ტაბატაძეს სასწრაფო ოპერაცია და რას ფიქრობს თამამ როლზე "ჩცდ"-ში

"ფიზიკური ტკივილების მიუხედავად, მაინც ვახერხებდი გადაღებებზე სიარულს" - რატომ დასჭირდა თაკო ტაბატაძეს სასწრაფო ოპერაცია და რას ფიქრობს თამამ როლზე "ჩცდ"-ში

თაკო ტაბატაძე უკვე წელიწადზე მეტია, რაც აქტიურ სამსახიობო ცხოვრებას ეწევა. ახლახან კი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც" გამოჩნდა, სადაც საკმაოდ თამამი როლი აქვს. თაკოს გმირი ერთ-ერთი პოლიტიკოსის საყვარელია. გარდა იმისა, რომ მსახიობი, მოცეკვავე, მოდელი და მარკეტოლოგი ლოტბარ გია ბაღაშვილთან ერთად ოთხ საერთო შვილს ზრდის, მუდმივად ახერხებს ფორმაში ყოფნას და მისი კარიერული გზაც, წარმატებებით არის სავსე... ორი დღის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, პროფესიული ტრავმა მარტივი არ აღმოჩნდა. ამჟამად ისევ საავადმყოფოშია და იმედი აქვს მალე დაუბრუნდება სცენას...

- თაკო, ფეხის ტრავმაზე მოგვიყევი, რატომ მოხვდი საავამდყოფოში?

- რეპეტიციაზე, ცეკვის დროს, მკვეთრი მოძრაობა გავაკეთე და მუხლის სერიოზული ტრავმა მივიღე. წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მქონდა და სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. პანდემიის გამო ვერ ვახერხებდი ცეკვას და როგორც ჩანს, ჩემი ორგანიზმი მოუმზადებელი აღმოჩნდა მსგავსი დატვირთვისთვის. ჩემთვის ფიზიკურ ტკივილზე ბევრად უფრო მტკივნეული იყო იმის მოსმენა, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვეღარ შევძლებ სრულფასოვან დატვირთვას. მე ძალიან აქტიური ცხოვრების რიტმი მაქვს.

ვზრდი ოთხ საოცარ გოგონას, მაქვს რეპეტიციები, გადაღებები, რაც მუდმივ ფიზიკურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული. ჩემთვის უფუნქციოდ ყოფნა საშინლად დამთრგუნველია, მაგრამ ემოციურად ძალიან დამეხმარა ის, რომ მიუხედავად ფიზიკური ტკივილებისა ერთი დღეც არ გავჩერებულვარ. მაინც ვახერხებდი გადაღებებსა და რეპეტიციებზე სიარულს.

- როგორ გრძნობ ახლა თავს, როგორ ჩაიარა ოპერაციამ, რამდენ ხანში დაუბრუნდები გადასაღებ მოედანს?

- როგორც მითხრეს, ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის. ორი კვირის მანძილზე ფიქსირებული უნდა მქონდეს ფეხი, შემდეგ კი სრული რეაბილიტაციისთვის 6-9 თვე დამჭირდება. თუმცა, მანამდეც შევძლებ სიარულს და დიდი იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებ ჩემი საყვარელი საქმის კეთებას. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, ამიტომაც როცა ვიცი, რომ წინ ბევრი სასიამოვნო პროფესიული აქტივობა მელოდება, მჯერა, იმაზე მალე შევძლებ ყველაფერს, ვიდრე დაგეგმილია.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Tako Tabatadze (@takotab1)

- ცოტა ხნის წინ გამოჩნდი საქართველოში ყველაზე პოპულარულ სერიალში, მოგვიყევი როგორ მოხვდი?

- რამდენიმე კვირის წინ დამირეკა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ და მითხრა, რომ ამ როლისთვის ეძებდნენ მსახიობს. გავიარე კასტინგი და დამამტკიცეს, რაც ძალიან გამეხარდა. მიხარია, რომ სერიალში ჩემს გამოჩენას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემთვის ამ როლის თამაში ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პერსონაჟი რადიკალურად განსხვავდება ჩემი რეალური ბუნებისგან. ზოგადად, სერიალის სპეციფიკა იძლევა იმის საშუალებას, რომ კრიტიკულად შეაფასო შენი ნამუშევარი და გარკვეული შტრიხები შეცვალო ყოველ ჯერზე. ადრეც მქონია უცხოურ სერიალზე მუშაობის გამოცდილება და ამ პროცესში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

- რამდენად ექნება თქვენს გმირს განვითარება?

- მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა უკვე მიღებული მქონდა კასტინგზე რომ მივედი, მაინც დამამტკიცეს. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ემოციურად და მადლობა მათ ამისთვის. ტრავმის გამო რამდენიმე პროექტში შეიკავეს თავი თანამშრომლობისგან და ძალიან მტკივნეული იყო იმაზე ფიქრი, რომ საკმაოდ დიდი ხანი ვეღარ გავაგრძელებდი იმ საქმის კეთებას, რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს. პროფესიონალიზმთან ერთად ძალიან მეგობრული გუნდია და მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. გარდა ამისა, კარგი და გამოცდილი მსახიობია ჩემი პარტნიორი, რაც ძალიან მახარებს.

- საკმაოდ თამამი როლი გაქვთ, ეს პირველი როლი იყო, სადაც მსგავსი სცენების თამაშმა მოგიწიათ?

- როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს პროფესია ამერჩია, მქონდა ამის მზაობა. თუმცა, ამ შემთხვევაში არცაა რაიმე განსაკუთრებულად თამამი სცენა.

- როგორც ვხვდები, თქვენი ცხოვრება მთლიანად მსახიობობას დაუთმეთ, მოგვიყევით, იმ პროექტებზე, რომლებშიც მონაწილეობთ...

- რამდენიმე თვის წინ დავამთავრე მუშაობა ქალბატონი ნანა ჯორჯაძის ფილმზე "პეპლების იძულებითი მიგრაცია", სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი ამ საოცარ ადამიანებთან. დიდი სიხარულით ველოდებით ფილმის გამოსვლას. რამდენიმე უცხოურ პროექტშიც მივიღე მონაწილეობა, რომელიც ასევე მუშაობის პროცესშია. პანდემიის გამო, სამწუხაროდ რამდენიმე საინტერესო პროექტი გადაიდო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს მომავალში მექნება მათზე მუშაობის საშუალება.

გარდა ამისა, გავდივარ ონლაინ მასტერკლასებს, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები უძღვებიან. როგორც წესი, ლექციები გამთენიისას არის, ამერიკის დროით, ამიტომ იდეალურია ჩემთვის, რადგან ჩემს პატარებს სძინავთ და სრული სიწყნარეა სახლში, რაც დიდი იშვიათობაა (იცინის). ძალიან მხიარული და აქტიური გოგონები მყავს და სახლში სულ ჟივილ-ხივილია დღის მანძილზე.

- მუდმივად დაკავებული ხართ და რამდენად გრჩებათ დრო მათთვის?

- ოთხ საოცარ გოგონას ვზრდი, რაც ჩემთვის უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად უდიდესი ბედნიერებაა. როგორც წესი, როცა ძალიან დაკავებული ვარ, გაცილებით მეტ რამეს ვასწრებ, უფრო ორგანიზებული ვარ და ბავშვებთან გატარებული დროც ბევრად ნაყოფიერია. ქართულ რეალობაში მსახიობს სამწუხაროდ, არ აქვს ისეთი დატვირთული რეჟიმი, რომ ოჯახური ცხოვრების შეთავსება ვერ მოხერხდეს. არის ხოლმე პერიოდები, როცა პიკური დატვირთვა მაქვს, მაგრამ მიწყობენ ხელს. ძალიან მოსწონთ ჩემი საქმიანობა და ამის ხათრით ეგუებიან, რომ შეიძლება გვიანობამდე მომიწიოს მუშაობა.

- თაკო, ცოტა ხნის წინ მსახიობის ტილდა სუინტონის მეუღლემ, ასევე ცნობილმა მხატვარმა სანდრო კოპმა თქვენი პორტრეტი დახატა და ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა...

- სანდრო კოპმა სოციალური ქსელის საშუალებით აღმომაჩინა. მითხრა რომ საინტერესო ტიპაჟი ვარ და თუ თანახმა ვიქნებოდი ჩემი დახატვა უნდოდა. სიხარულით დავთანხმდი. ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანია. აქვს გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ახლახანს გაიხსნა მისი ნამუშევრების გამოფენა ვენაში. ბევრი ვისაუბრეთ. მოვუყევი საქართველოს შესახებ. უამრავ საინტერესო პროექტზე აქვს ნამუშევარი ძალიან ცნობილ რეჟისორებთან. იმედი მაქვს როდესმე მისი ნამუშევრების გამოფენა საქართველოშიც იქნება.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by 🔸🔶Sandro Kopp🔶🔸 (@sandrokopp)

- თქვენ უკვე გიცნობთ საზოგადოება თაკო ტაბატაძეს, როგორც მსახიობს, როგორი შეგრძნებაა როდესაც სასურველს, საკუთარი ძალებით აღწევთ?

- ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზა მაქვს, სწავლის პროცესში ვარ. მიხარია, რომ ამ გზაზე ძალიან საინტერესო "მასწავლებლები" მყავს, თითოეული რეჟისორი, პარტნიორი, როლი ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემია. დიდი სიყვარულით მინდა გავიხსენო საოცარი ქალბატონი მარინა ჯანაშია, რომელთან თამაშის ბედნიერებაც მქონდა. ეს მისი უკანასკნელი როლია ნანა ჯორჯაძის ფილმში „პეპლების იძულებითი მიგრაცია“.

საოცარი რჩევები მომცა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. ძალიან მომიწონა არჩევანი და მითხრა „გზა დამილოცნიაო", - ვუთხარი იმედი მაქვს კიდევ მომეცემა საშუალება, რომ თქვენთან ერთად კიდევ ვითამაშო-მეთქი, ნაღვლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა, ღმერთმა იცისო... აი, შენ კი ნამდვილად ბევრი საინტერესო როლი გელოდებაო. მაშინ ვერ მივხვდი ასე სევდიანად რატომ მიპასუხა, იმიტომ რომ საერთოდ არ იმჩნევდა რომ ასე ცუდად იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სითბოს დასიყვარულს ასხივებდა. საოცარ ნიჭთან ერთად, ძალიან შრომისმოყვარე გახლდათ. ეს საოცარი ქალბატონი ჩემთვის მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს არტისტი.