საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაკვდა ეზო... ახლა რაღაც სიზმარივით მაგონდება ყველაფერი" - რა წერია 36 წლის წინანდელ წერილში, რომლითაც ლევან უჩანეიშვილი "სესილია ბებიას" დაემშვიდობა
"ჩაკვდა ეზო... ახლა რაღაც სიზმარივით მაგონდება ყველაფერი" - რა წერია 36 წლის წინანდელ წერილში, რომლითაც ლევან უჩანეიშვილი "სესილია ბებიას" დაემშვიდობა

ცოტა ხნის წინ, შემ­თხვე­ვით, ხელ­ში ჩა­მი­ვარ­და 1984 წლის ქარ­თუ­ლი პრე­სა, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ბე­ბია 1984 წლის 21 მა­ისს 78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­ზე­თე­ბის ფურ­ცლებ­ზე მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. თი­თო­ე­უ­ლი წე­რი­ლი თუ მო­გო­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, თუმ­ცა ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ერთ-ერ­თმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­იქ­ცია. ეს აშშ-ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლია.

ცნო­ბი­ლია, რომ სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი ვა­კე­ში, იმ ეზოს მო­ბი­ნად­რე იყო, სა­დაც მისი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ ასე­ვე გე­ნი­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბი ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე და დიდი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი.

იმა­ვე ეზო­ში, ამ სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის თვალ­წინ კი, ერთი ნი­ჭი­ე­რი ბიჭი იზ­რდე­ბო­და, რომ­ლის სა­ხი­თაც მო­მა­ვალ­ში მა­ყუ­რე­ბელ­მა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი გა­იც­ნო.

პა­ტა­რა ლე­ვანს თურ­მე დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლია და ლე­ვა­ნი კი მას ბე­ბი­ას ეძახ­და.

36 წლის წინ კი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ბე­ბია ამ ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და, ლე­ვა­ნი მა­შინ­დე­ლი პრე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით („ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნის­ტი“ #63, 1984 წელი, 26 მა­ი­სი) ასე გა­მო­ემ­შვი­დო­ბა:

"ჩაკ­ვდა ეზო, ჩვე­ნი ეზო. სიზ­მა­რი­ვით ლა­მა­ზი და სი­ცო­ცხლით სავ­სე ეზო.

რა, ბა­ტო­ნი ერო­სი არ კმა­რო­და? მას შემ­დეგ თქვენ დაგ­ვრჩით... ჩვე­ნი ეზოს, ჩვე­ნი ქა­ლა­ქის, ჩვე­ნი ხალ­ხის ბე­ბია. დედა რომ დე­დაა, ის არ მტუქ­სავ­და იმ­დენს, რამ­დენ­საც თქვენ, "ყვე­ლას­თან თავ­მდა­ბა­ლი იყა­ვი, ნუ ათ­ქმე­ვი­ნებ, ჯერ არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია და ცხვირს მაღ­ლა სწევ­სო“. დიახ, თავ­მდაბ­ლო­ბა იყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის პრინ­ცი­პი და მეც ამას მას­წავ­ლი­დით.

თქვე­ნი ოთა­ხი მიყ­ვარ­და... ის ოთა­ხი, სა­დაც პირ­ვე­ლად მო­მის­მი­ნეთ და მი­თხა­რით: "ხე­ლე­ბის ქნე­ვა და ყვი­რი­ლი არ ნიშ­ნავს ლექ­სის კი­თხვას". ის, ოთა­ხი, სა­დაც პირ­ვე­ლად წა­გი­კი­თხეთ შან­დორფ პე­ტე­ფის "მიყ­ვარ­ხარ"... ვი­თომ სა­ცემ­რად გა­მო­მი­დე­ქით, და­მი­ჭი­რეთ და მა­კო­ცეთ. თქვე­ნი სუ­რა­თი მა­ჩუ­ქეთ წარ­წე­რით... მა­შინ ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და.

ის პატ­რა ოთა­ხი მიყ­ვარ­და, სა­დაც გვი­ან ღა­მემ­დე ჩემი შე­კი­თხვე­ბით არ გას­ვე­ნებ­დით. "კაი, და­ვი­ღა­ლე, მე­ძი­ნე­ბა და წა­ეთ­რიე ახლა სახ­ლში". ამას ისე ტკბი­ლად მე­ტყო­დით, რომ თქვენ­გან წა­მო­სულს რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, დიდი რამ მინ­დო­და, გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

რამ­დენს გას­ცემ­დით თქვე­ნი სი­ცო­ცხლით, რი­თაც მეც ბედ­ნი­ე­რად ვთვლი­დი თავს, მე­ა­მა­ყე­ბო­და, რომ თქვე­ნი, "სე­სი­ლია ბე­ბი­ას" მე­ზო­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ამით თით­ქოს რა­ღაც მე­მა­ტე­ბო­და, თით­ქოს რა­ღა­ცით ვმაღ­ლდე­ბო­დი.

ერთი წლის წინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩემი ინ­ტერ­ვიუ მო­გი­ტა­ნეთ. ბავ­შვი­ვით გა­გი­ხარ­დათ, სა­ნამ თქვენს გვარს მოკ­რავ­დით თვალს.

მერე ხმამ­ღლა წა­ი­კი­თხეთ:

"- თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი?

- სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი".

ხელ­მე­ო­რედ გა­და­ი­კი­თხეთ. "ჩემს მეტი ვე­რა­ვინ ნახე გა­ზეთ­ში და­სა­წე­რი?" - მე­ჩხუ­ბეთ. და­უ­მა­ტეთ, უჩე­მოდ აწი არა­ფე­რი და­წე­როო. ახ­ლაც რომ თქვენ­ზე ვწერ, თქვე­ნი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად? მა­პა­ტი­ეთ, სე­სი­ლია ბე­ბია. მა­პა­ტი­ეთ, რა­მე­თუ ვე­ღარ გაჩ­ვე­ნებთ ამ გა­ზეთს, ვე­ღარ წა­გი­კი­თხავთ და ვე­ღარ "გა­გა­ლან­ძღი­ებთ" თავს.

ერთი ოც­ნე­ბა კი მქონ­და, თქვენ­თან ერ­თად მე­თა­მა­შა. ...ჩაკ­ვდა ჩვე­ნი ეზო, სე­სი­ლია ბე­ბია და ახლა რა­ღაც სიზ­მა­რი­ვით მა­გონ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი - თქვენ, ბა­ტო­ნი ერო­სი და ...

ნახ­ვამ­დის, სე­სი­ლია ბე­ბია. თქვე­ნი "ზუ­რი­კე­ლა" - ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი.

2007 წელს ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის 100 წლის იუ­ბი­ლის­თვის მო­წყო­ბილ სა­ღა­მო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სპექ­ტაკ­ლი "სე­სი­ლია", რო­მე­ლიც ფონდ "იავ­ნა­ნა­სა“ და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით შე­იქ­მნა. (რე­ჟი­სო­რე­ბი - ლე­ვან წუ­ლა­ძე, გია კი­ტია). მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დასი და ჰო­ლი­ვუდ­ში მოღ­ვა­წე მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი იღებ­დნენ. ის სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ვი­და.

"მე სე­სი­ლია ბე­ბი­ას ვე­ძახ­დი, ის კი, რო­გორც ზუ­რი­კე­ლას, ისე მექ­ცე­ო­და. "შენ დოხ­ტუ­რი უნდა გა­მოხ­ვი­დე, რომ ყვე­ლას მოგ­ხვე­დოო", - მი­თხრა ერთხელ სე­სი­ლია ბე­ბი­ამ ფან­ჯრი­დან და სი­გა­რე­ტის კვამ­ლი შე­მო­მა­ბო­ლა.

მე სა­არ­ტის­ტო­ზე მინ­და, ჩა­ვა­ბა­რო, სე­სი­ლია ბე­ბია და ისე­თი ხვე­ლე­ბა ავ­ტე­ხე, ვი­თომ ვიხ­რჩო­ბო­დი. "ოო, „იძი­ოტ!“ - მი­თხრა სე­სი­ლი­ამ და ფან­ჯა­რა მო­მი­ჯა­ხუ­ნა.

მე­ო­რე დღეს თა­ვის­თან და­მი­ბა­რა წი­ნა­სა­გა­მოც­დო გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. სი­გა­რეტს დას­წვდა, მე ასან­თი ავუნ­თე. მო­უ­კი­და, სა­ფერ­ფლე მი­ვა­წო­დე. "ოი, მაგი არ გიშ­ვე­ლის, პად­ხა­ლიმ!". სი­გა­რე­ტი გა­ა­ბო­ლა, ტახ­ტზე მო­კა­ლათ­და და სმე­ნად გა­და­იქ­ცა. ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, არ ვიცი, ალ­ბათ ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე და ისე ხმა­მაღ­ლა და­ვი­წყე ლექ­სის კი­თხვა, რომ ტახ­ტზე შეხ­ტა.

"უი!" - რა­ღაც მო­მა­ძა­ხა და სა­ფერ­ფლეც მო­ა­ყო­ლა.

"შენ ლექ­სის კი­თხვა ხმა­მა­ღა­ლი ყვი­რი­ლი და ხე­ლე­ბის ქნე­ვა ხომ არ გგო­ნია?“

თავი ჩავ­ღუ­ნე. და­მა­რი­გა, და­მა­წყნა­რა და "ახლა მო­თხრო­ბა­ზე გა­და­ვი­დე­თო". სე­სი­ლია ბე­ბი­ას მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, თვა­ლებ­ში შევ­ხე­დე და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხმით და­ვი­წყე - "მე გა­ვი­გე არსი ჩემი ყო­ფი­ე­რე­ბი­სა, მე აღ­გიქ­ვი შენ რო­გორც აპო­თე­ო­ზი სუ­ლი­ე­რი გან­ცდი­სა და ეს­თე­ტი­კუ­რი შე­მეც­ნე­ბი­სა... მე მა­გი­ჟე­ბენ შენი თვა­ლე­ბი“... „ვის უბე­დავ, შე მა­სა­ხა­რა?!“ - ხელი მო­მიქ­ნია. გა­ვი­ქე­ცი, გა­მო­მე­კი­და, ჯერ პა­ტა­რა ოთახ­ში ვირ­ბი­ნეთ, შემ­დეგ "ზა­ლა­ში", მერე ეზოს და­ვარ­ტყით წრე და პა­ტა­რა ოთახ­ში "ჩავ­ბარ­დი".

სე­სი­ლი­ამ გა­ი­ცი­ნა, "ეჰ, შენ­გან შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლა რა­ღაც გა­მო­ვი­დე­სო". შემ­დეგ სუ­რა­თი მა­ჩუ­ქა და ხელი მო­მი­წე­რა - "მწვა­ნე გზით გევ­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. შენი სე­სი­ლია ბე­ბია. მე დღეს ავიხ­დი­ნე ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა, ვი­თა­მა­შე სე­სი­ლია ბე­ბი­ას­თან"“ - ასე გა­იხ­სე­ნა 2007 წელს, აღ­ნიშ­ნულ სპექ­ტაკლში ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ნამდვილად გენიოსების თაობა იყო. ჩვენ მათ მაგალითზე გავიზარდეთ. დიდება მათ სულებს და სახელს.

ნანა
1

ჩემი უსაყვარლესი მსახიობი,ერთხელ პავლოვის ქუჩაზე იდგა,გოგონა ახლდა ტაქს აჩერება,მძღოლს ვეუბნები გააჩერეთ მე ჩამოვალ ქალბატონი სესილია თაყაიშვილი დგას,ჩემს გარდა გავიხედე კიდევ ბევრი გაჩერდა და სუყველა დაბრძანდით ქალბატონო სესილია გადახდილია,გაიღიმა გაიხუმრა რომელში დავჯდე მე ერთი ვარო,მერე გოგონას უთხრა ,ხედავ როგორ უნდა იცხოვროო ,ამაზე დიდი ჯილდო ჩემთვის არაფერიაო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჩაკვდა ეზო... ახლა რაღაც სიზმარივით მაგონდება ყველაფერი" - რა წერია 36 წლის წინანდელ წერილში, რომლითაც ლევან უჩანეიშვილი "სესილია ბებიას" დაემშვიდობა

"ჩაკვდა ეზო... ახლა რაღაც სიზმარივით მაგონდება ყველაფერი" - რა წერია 36 წლის წინანდელ წერილში, რომლითაც ლევან უჩანეიშვილი "სესილია ბებიას" დაემშვიდობა

ცოტა ხნის წინ, შემთხვევით, ხელში ჩამივარდა 1984 წლის ქართული პრესა, რომელიც ლეგენდარული მსახიობის სესილია თაყაიშვილის გარდაცვალების შესახებ იუწყება. საქართველოს ბებია 1984 წლის 21 მაისს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზეთების ფურცლებზე მსახიობის გარდაცვალებას ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან. თითოეული წერილი თუ მოგონება საინტერესოა, თუმცა ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა განსაკუთრებულად მიიქცია. ეს აშშ-ში მოღვაწე ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილია.

ცნობილია, რომ სესილია თაყაიშვილი ვაკეში, იმ ეზოს მობინადრე იყო, სადაც მისი მეზობლები იყვნენ ასევე გენიალური მსახიობი ეროსი მანჯგალაძე და დიდი ქართველი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი.

იმავე ეზოში, ამ საოცარი ადამიანების თვალწინ კი, ერთი ნიჭიერი ბიჭი იზრდებოდა, რომლის სახითაც მომავალში მაყურებელმა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი ლევან უჩანეიშვილი გაიცნო.

პატარა ლევანს თურმე დიდ ყურადღებას აქცევდა ქალბატონი სესილია და ლევანი კი მას ბებიას ეძახდა.

36 წლის წინ კი, როდესაც საქართველოს ბებია ამ ქვეყნიდან წავიდა, ლევანი მაშინდელი პრესის საშუალებით („ახალგაზრდა კომუნისტი“ #63, 1984 წელი, 26 მაისი) ასე გამოემშვიდობა:

"ჩაკვდა ეზო, ჩვენი ეზო. სიზმარივით ლამაზი და სიცოცხლით სავსე ეზო.

რა, ბატონი ეროსი არ კმაროდა? მას შემდეგ თქვენ დაგვრჩით... ჩვენი ეზოს, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ხალხის ბებია. დედა რომ დედაა, ის არ მტუქსავდა იმდენს, რამდენსაც თქვენ, "ყველასთან თავმდაბალი იყავი, ნუ ათქმევინებ, ჯერ არაფერი გაუკეთებია და ცხვირს მაღლა სწევსო“. დიახ, თავმდაბლობა იყო თქვენი ცხოვრების პრინციპი და მეც ამას მასწავლიდით.

თქვენი ოთახი მიყვარდა... ის ოთახი, სადაც პირველად მომისმინეთ და მითხარით: "ხელების ქნევა და ყვირილი არ ნიშნავს ლექსის კითხვას". ის, ოთახი, სადაც პირველად წაგიკითხეთ შანდორფ პეტეფის "მიყვარხარ"... ვითომ საცემრად გამომიდექით, დამიჭირეთ და მაკოცეთ. თქვენი სურათი მაჩუქეთ წარწერით... მაშინ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ის პატრა ოთახი მიყვარდა, სადაც გვიან ღამემდე ჩემი შეკითხვებით არ გასვენებდით. "კაი, დავიღალე, მეძინება და წაეთრიე ახლა სახლში". ამას ისე ტკბილად მეტყოდით, რომ თქვენგან წამოსულს რაღაც განსაკუთრებული, დიდი რამ მინდოდა, გამეკეთებინა.

რამდენს გასცემდით თქვენი სიცოცხლით, რითაც მეც ბედნიერად ვთვლიდი თავს, მეამაყებოდა, რომ თქვენი, "სესილია ბებიას" მეზობელი ვიყავი. ამით თითქოს რაღაც მემატებოდა, თითქოს რაღაცით ვმაღლდებოდი.

ერთი წლის წინ საავადმყოფოში ჩემი ინტერვიუ მოგიტანეთ. ბავშვივით გაგიხარდათ, სანამ თქვენს გვარს მოკრავდით თვალს.

მერე ხმამღლა წაიკითხეთ:

"- თქვენი საყვარელი მსახიობი?

- სესილია თაყაიშვილი".

ხელმეორედ გადაიკითხეთ. "ჩემს მეტი ვერავინ ნახე გაზეთში დასაწერი?" - მეჩხუბეთ. დაუმატეთ, უჩემოდ აწი არაფერი დაწეროო. ახლაც რომ თქვენზე ვწერ, თქვენი თხოვნის მიუხედავად? მაპატიეთ, სესილია ბებია. მაპატიეთ, რამეთუ ვეღარ გაჩვენებთ ამ გაზეთს, ვეღარ წაგიკითხავთ და ვეღარ "გაგალანძღიებთ" თავს.

ერთი ოცნება კი მქონდა, თქვენთან ერთად მეთამაშა. ...ჩაკვდა ჩვენი ეზო, სესილია ბებია და ახლა რაღაც სიზმარივით მაგონდება ყველაფერი - თქვენ, ბატონი ეროსი და ...

ნახვამდის, სესილია ბებია. თქვენი "ზურიკელა" - ლევან უჩანეიშვილი.

2007 წელს ლეგენდარული მსახიობის სესილია თაყაიშვილის 100 წლის იუბილისთვის მოწყობილ საღამოზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლი "სესილია", რომელიც ფონდ "იავნანასა“ და მარჯანიშვილის თეატრის ორგანიზებით შეიქმნა. (რეჟისორები - ლევან წულაძე, გია კიტია). მასში მონაწილეობას მარჯანიშვილის თეატრის დასი და ჰოლივუდში მოღვაწე მსახიობი ლევან უჩანეიშვილი იღებდნენ. ის სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკიდან ჩამოვიდა.

"მე სესილია ბებიას ვეძახდი, ის კი, როგორც ზურიკელას, ისე მექცეოდა. "შენ დოხტური უნდა გამოხვიდე, რომ ყველას მოგხვედოო", - მითხრა ერთხელ სესილია ბებიამ ფანჯრიდან და სიგარეტის კვამლი შემომაბოლა.

მე საარტისტოზე მინდა, ჩავაბარო, სესილია ბებია და ისეთი ხველება ავტეხე, ვითომ ვიხრჩობოდი. "ოო, „იძიოტ!“ - მითხრა სესილიამ და ფანჯარა მომიჯახუნა.

მეორე დღეს თავისთან დამიბარა წინასაგამოცდო გასაუბრებაზე. სიგარეტს დასწვდა, მე ასანთი ავუნთე. მოუკიდა, საფერფლე მივაწოდე. "ოი, მაგი არ გიშველის, პადხალიმ!". სიგარეტი გააბოლა, ტახტზე მოკალათდა და სმენად გადაიქცა. ვნერვიულობდი, არ ვიცი, ალბათ ძალიან მოვინდომე და ისე ხმამაღლა დავიწყე ლექსის კითხვა, რომ ტახტზე შეხტა.

"უი!" - რაღაც მომაძახა და საფერფლეც მოაყოლა.

"შენ ლექსის კითხვა ხმამაღალი ყვირილი და ხელების ქნევა ხომ არ გგონია?“

თავი ჩავღუნე. დამარიგა, დამაწყნარა და "ახლა მოთხრობაზე გადავიდეთო". სესილია ბებიას მივუახლოვდი, თვალებში შევხედე და ძალიან დაბალი ხმით დავიწყე - "მე გავიგე არსი ჩემი ყოფიერებისა, მე აღგიქვი შენ როგორც აპოთეოზი სულიერი განცდისა და ესთეტიკური შემეცნებისა... მე მაგიჟებენ შენი თვალები“... „ვის უბედავ, შე მასახარა?!“ - ხელი მომიქნია. გავიქეცი, გამომეკიდა, ჯერ პატარა ოთახში ვირბინეთ, შემდეგ "ზალაში", მერე ეზოს დავარტყით წრე და პატარა ოთახში "ჩავბარდი".

სესილიამ გაიცინა, "ეჰ, შენგან შეიძლება, მართლა რაღაც გამოვიდესო". შემდეგ სურათი მაჩუქა და ხელი მომიწერა - "მწვანე გზით გევლოს ხელოვნებაში. შენი სესილია ბებია. მე დღეს ავიხდინე ბავშვობის ოცნება, ვითამაშე სესილია ბებიასთან"“ - ასე გაიხსენა 2007 წელს, აღნიშნულ სპექტაკლში ლეგენდარული მსახიობი ლევან უჩანეიშვილმა.