პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინსულტის მკურნალობის უახლესი მეთოდი და რთული ონკოქირურგიული ოპერაციები - „ჰელსიკორის“ სამედიცინო დირექტორი დავით ლოლაძე კლინიკის ახალ შეთავაზებებზე
ინსულტის მკურნალობის უახლესი მეთოდი და რთული ონკოქირურგიული ოპერაციები - „ჰელსიკორის“ სამედიცინო დირექტორი დავით ლოლაძე კლინიკის ახალ შეთავაზებებზე

„ჰელ­სი­კო­რი“, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კა გახ­და, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს მწვა­ვე მი­ღე­ბა­ზე და ამავდრო­უ­ლად, კლი­ნი­კა­ში არა­ერ­თი გეგ­მი­უ­რი, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბა. ის უკვე გახ­და თა­ვი­სი გე­ორ­გა­ფი­უ­ლი რა­ი­ო­ნის, დი­დუ­ბის წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კა სას­წრა­ფო მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით. კლი­ნი­კა­ში გახ­სნი­ლია ახა­ლი ემერ­ჯენ­სი და ზო­გა­დი რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა. ახალ­გაზ­რდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მე­ბი კლი­ნი­კის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის და­ვით ლო­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ერ­თი­ან­დნენ და რთულ სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვებს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით უმკლავ­დე­ბი­ან.

თა­ვად და­ვით ლო­ლა­ძე „ჰელ­სი­კო­რის“ გუნდს 1 წლის წინ შე­უ­ერ­თდა. მის­თვის მზარ­დი კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა და ამი­ტო­მაც და­თან­ხმდა შე­თა­ვა­ზე­ბას. უფრო დე­ტა­ლუ­რად კლი­ნი­კის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად და­ვით ლო­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ სწო­რედ „ჰელ­სი­კო­რი“ იყო ის კლი­ნი­კა, სა­დაც საქ­მი­ა­ნო­ბა გსურ­დათ?

რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო არ­გუ­მენ­ტმა გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი „ჰელ­სი­კორ­ში“ მოს­ვლა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კლი­ნი­კის ის­ტო­რია. „ჰელ­სი­კო­რი“ 6 წელი წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებ­და სა­მე­დი­ცი­ნო ბა­ზარ­ზე და პა­ცი­ენ­ტებს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობ­და კარ­დი­ო­ლო­გი­ის, კარ­დი­ო­ქი­რუ­გი­ი­სა და სის­ხლძარ­ღვთა ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გა­სულ წელს კი მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ გავმხდა­რი­ყა­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­მძღვა­ნე­ლი უკვე მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის, რო­მე­ლიც კი­დევ აპი­რებ­და გა­ფარ­თო­ე­ბას. მას შემ­დეგ კლი­ნი­კას და­ე­მა­ტა 24 სა­ა­თი­ა­ნი სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, მათ შო­რის, მწვა­ვე მი­ღე­ბა, გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შე­მოს­ვლა და რა თქმა უნდა, მათი მარ­თვა ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის პა­ცი­ენ­ტის­თვის. ამ ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე­ში ყოფ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა ჩემ­თვის და ამი­ტო­მაც დავ­თან­ხმდი შე­თა­ვა­ზე­ბას. მე­ო­რე მხრივ კი, ჩემ­თვის, რო­გორც ქი­რურ­გის­თვის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა აქ საქ­მი­ა­ნო­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვხე­დავ რე­სურსს, რო­მე­ლიც „ჰელ­სი­კორ­თან“ ერ­თად შე­მიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნო.

რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გა­მო­არ­ჩევს „ჰელ­სი­კორს“ დღეს ბა­ზარ­ზე?

დღე­ვან­დელ სა­მე­დი­ცი­ნო ბა­ზარ­ზე ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი კლი­ნი­კაა, რო­მელ­თა­გა­ნაც 2 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი გა­მოგ­ვარ­ჩევს. პირ­ვე­ლი არის ის, რომ ჩვენს რა­ი­ონ­ში, დი­დუ­ბე­ში აქამ­დე მსგავ­სი კლი­ნი­კა არ ყო­ფი­ლა. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი კი ახალ­გაზ­რდა მე­ნე­ჯმენ­ტი და სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლექ­ტი­ვია. კლი­ნი­კა ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდა პერ­სო­ნა­ლი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

ახალ­გაზ­რდა პერ­სო­ნალ­სა და მე­ნე­ჯმენტს იმი­ტომ ვუს­ვამ ხაზს, რომ მათ აქვთ უდი­დე­სი მონ­დო­მე­ბა და ფი­ზი­კუ­რი რე­სურ­სი. ახალ­გაზ­რდა ექი­მე­ბის ხედ­ვა მე­დი­ცი­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ტო­კოლს ეფუძ­ნე­ბა. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სრუ­ლად ეფუძ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს გა­მოც­დი­ლე­ბას, შე­სა­ბა­მის გა­იდ­ლა­ი­ნებ­სა და პრო­ტო­კოლს. არც ერთი ჩვენ მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, არა­თუ მა­ნი­პუ­ლა­ცია და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, არ ეფუძ­ნე­ბა მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბას. ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენ­თან აქვს შე­სა­ბა­მი­სად გა­წე­რი­ლი სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი. ეს, ერ­თის მხრივ, ჩვენს პა­ცი­ენ­ტებს იცავს და ზო­გავს ზედ­მე­ტი ხარ­ჯის­გან, მე­ო­რე მხრივ, ჩვენ გვაძ­ლევს გა­ნახ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მუდ­მი­ვად ვი­ცო­დეთ სი­ახ­ლე­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად გავ­ვი­თარ­დეთ.

დღეს „ჰელ­სი­კორს“ აქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი პრე­ტენ­ზია იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ სრუ­ლი­ად თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბას. ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს: 24 სთ-იანი ემერ­ჯენ­სი, ზო­გა­დი რე­ა­ნი­მა­ცია, ქი­რურ­გია, დი­აგ­ნოს­ტი­კა, ლა­ბო­რა­ტო­რია, თე­რა­პი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა. და­ვი­წყეთ ინ­სულ­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. დღეს ჩვე­ნი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს სრუ­ლად პა­სუ­ხობს. სას­წრა­ფო გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის მიერ ჩვენს კლი­ნი­კა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად უწყვე­ტად ხდე­ბა მწვა­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა. ჩვენ კი მათ ვუმკლავ­დე­ბით და შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბით ვმარ­თავთ.

რო­გორ ახერ­ხებს კლი­ნი­კა, რომ მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლეს ტენ­დენ­ცი­ებს მიჰ­ყვეს და სი­ახ­ლე­ე­ბი და­ნერ­გოს?

აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის მთა­ვა­რი გზა არის პრო­ტო­კო­ლე­ბის მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბა. მე­ო­რე მხრივ, უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან უწყვე­ტი კავ­ში­რი გვაქვს. ამ ეტაპ­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა. მათ­თან ერ­თად ვა­წყობთ კონ­სი­ლი­უ­მებს და პა­ცი­ენ­ტის­თვის ოპ­ტი­მა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­ღებთ ყვე­ლა­ზე რთულ შემ­თხვე­ვებ­შიც კი.

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი ად­გილ­ზეც ჩა­მოგ­ვყავს. მა­გა­ლი­თად, მიმ­დი­ნა­რე წელს ჩა­ვა­ტა­რეთ ისე­თი უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია, რო­გო­რი­ცაა აორ­ტის სარ­ქვე­ლის ენ­დო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი შეც­ვლა. ჩვენ ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვრე­ბის პი­რო­ბებ­ში შევ­ძე­ლით და სა­ზღვარ­გა­რეთ და­ვამ­ზა­დე­ბი­ნეთ სარ­ქვე­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტის­თვის და ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ. ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სა­ინ­ჟინ­რო ჯგუ­ფიც, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გვაქვს კონ­სი­ლი­უ­მე­ბის, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თუ ად­გილ­ზე ჩა­მოს­ვლის თვალ­საზ­რი­სით.

რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ინ­სულ­ტის მარ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი გაქვთ კლი­ნი­კა­ში. მოგ­ვი­ყე­ვით აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ

ჩვენს კლი­ნი­კას სა­მარ­თლი­ა­ნი პრე­ტენ­ზია აქვს იმი­სა, რომ დღეს ინსლუ­ტის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ტო­კო­ლია და­ნერ­გი­ლი. პა­ცი­ენტს ვთა­ვა­ზობთ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარტს, რო­გო­რი­ცაა თრომ­ბექ­ტო­მია, თრომ­ბო­ლი­ზი­სი. ეს მე­თო­დე­ბი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას რა­დი­კა­ლუ­რად აუმ­ჯო­ბე­სებს. პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ინ­სულ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­წი­რუ­ლი იყო დიდი ხნით სტა­ცი­ო­ნა­რი­ზა­ცი­ის­თვის, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ვა­ლი­და­ზი­ცი­ი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თვი­საც კი, თრომ­ბექ­ტო­მი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ კლი­ნი­კას ოპე­რა­ცი­ი­დან მე-5-6 დღეს ტო­ვებს და სა­კუ­თა­რი ფე­ხით მი­დის სახ­ლში. ასე­ვე, ინ­სულ­ტის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტია თრომ­ბო­ლი­ზი­სი, რის­თვი­საც „ჰელ­სი­კორ­ში“ სრუ­ლი მზა­ო­ბა გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი გუნ­დი­თა და პრე­პა­რა­ტე­ბით.

კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა გან­სა­კუთ­რე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობთ პა­ცი­ენ­ტებს?

კლი­ნი­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, სწო­რედ კარ­დი­ო­ქი­რურ­გია. ჩვენ და­ვი­წყეთ მცი­რე­ინ­ვა­ზი­უი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის კე­თე­ბა ლე­ვან არო­ში­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ტო­კო­ლი, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, უკე­თე­სი შე­დე­გი მი­ი­ღოს და მალე გა­ე­წე­როს კლი­ნი­კი­დან. დღეს მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ პა­ცი­ენ­ტმა სერ­ვი­სი მი­ი­ღოს ტკი­ვი­ლის გა­რე­შე ან მი­ნი­მა­ლუ­რი ტკი­ვი­ლით. ჩვენც დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ ტკი­ვი­ლის მე­ნე­ჯმენტს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ჩა­რე­ვის ნაც­ვლად მცი­რე ინ­ვა­ზი­ით გა­ვა­კე­თოთ.

მცი­რე ინ­ვა­ზი­ურ ოპე­რა­ცი­ებს ვა­კე­თებთ სის­ხძარ­ღვთა ქი­რურ­გი­ა­შიც. ჩვენ გვაქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ პა­ცი­ენტს ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში გა­ვუ­კე­თოთ ოპე­რა­ცია, რო­გორც ღია წე­სით, ასე­ვე მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი ენ­დო­ვას­კო­ლუ­რი ჩა­რე­ვით.

კი­დევ რო­მე­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი ტარ­დე­ბა კლი­ნი­კა­ში?

საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ოპე­რა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა ონ­კო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. დიდი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს ღვიძ­ლის ქი­რურ­გია. ხში­რად კეთ­დე­ბა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ზო­გა­დი ქი­რურ­გე­ბი, სის­ხლძაღვთა ქი­რურ­გე­ბი, ონ­კო­ქი­რურ­გე­ბი. ეს არის ხოლ­მე დიდი მო­ცუ­ლო­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბი, რომ­ლის ამოკ­ვე­თაც არის სა­ჭი­რო. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბის პლას­ტი­კა ან შეც­ვლა. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დია ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ქი­რურ­გის­თვის - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს და ბევრ პა­ცი­ენტს მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­როს.

სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა რჩე­ვებს მის­ცემთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას?

დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა, რაც კო­ვიდ19-მა გა­აჩ­ნა, სა­ა­ვად­მყო­ფოს ში­შია. სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ვერ დაძ­ლია შიში იმი­სა, რომ კლი­ნი­კა­ში წას­ვლით შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს. თუმ­ცა ამ ში­შით შე­იძ­ლე­ბა უფრო რთუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი.

ქრო­ნი­კულ, გან­სა­კუთ­რე­ბით, კარ­დი­ო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებს ვურ­ჩევ­დი ექი­მის მიერ გა­წე­რილ მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მას მიჰ­ყვნენ და არ გა­მო­ტო­ვონ გეგ­მი­უ­რი ვი­ზი­ტე­ბი და კვლე­ვე­ბი.

ჩვენ აღ­ნიშ­ნულ რის­კებს კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ და შე­სა­ბა­მი­სად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ კლი­ნი­კა­ში არ იყოს რი­გე­ბი. ლო­დი­ნის დრო „ჰელ­სი­კორ­ში“ მაქ­სი­მუმ 10 წთ-ია.

ერთი კვი­რით გა­დად­გე­ბულ­მა ვი­ზიტ­მაც კი შე­იძ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უკან და­ხი­ოს და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­ღე­ბა ვე­ღარც შევ­ძლოთ. ამი­ტომ ნუ გა­და­დებთ ექიმ­თან ვი­ზიტს - ეს არის ჩემი მთა­ვა­რი რჩე­ვა.

ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თვით­ნე­ბუ­ლად არ და­ი­წყოთ ან და­ას­რუ­ლოთ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი. მე­ზო­ბელს ან ნა­თე­სავს რომ კონ­კრე­ტუ­ლი წამ­ლით კარ­გი შე­დე­გი ჰქონ­და, არ ნიშ­ნავს, რომ თა­ვა­დაც იგი­ვე მე­დი­კა­მენ­ტი უნდა მი­ი­ღოთ. ჩვენს ექი­მებს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვთ პა­ცი­ენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ მათ უნდა მი­ი­ღონ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დეთ თვით­ნე­ბურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ინსულტის მკურნალობის უახლესი მეთოდი და რთული ონკოქირურგიული ოპერაციები - „ჰელსიკორის“ სამედიცინო დირექტორი დავით ლოლაძე კლინიკის ახალ შეთავაზებებზე

ინსულტის მკურნალობის უახლესი მეთოდი და რთული ონკოქირურგიული ოპერაციები - „ჰელსიკორის“ სამედიცინო დირექტორი დავით ლოლაძე კლინიკის ახალ შეთავაზებებზე

„ჰელსიკორი“, რომელიც რამდენიმე თვის წინ მრავალპროფილური კლინიკა გახდა, აქტიურად მუშაობს მწვავე მიღებაზე და ამავდროულად, კლინიკაში არაერთი გეგმიური, საკმაოდ რთული ოპერაცია ტარდება. ის უკვე გახდა თავისი გეორგაფიული რაიონის, დიდუბის წამყვანი კლინიკა სასწრაფო მიღების თვალსაზრისით. კლინიკაში გახსნილია ახალი ემერჯენსი და ზოგადი რეანიმაციის განყოფილება. მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. ახალგაზრდა წარმატებული ექიმები კლინიკის კლინიკური დირექტორის დავით ლოლაძის ხელმძღვანელობით გაერთიანდნენ და რთულ სამედიცინო შემთხვევებს ერთობლივი ძალებით უმკლავდებიან.

თავად დავით ლოლაძე „ჰელსიკორის“ გუნდს 1 წლის წინ შეუერთდა. მისთვის მზარდი კლინიკის სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელობა საკმაოდ საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა და ამიტომაც დათანხმდა შეთავაზებას. უფრო დეტალურად კლინიკის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ თავად დავით ლოლაძე გვესაუბრება.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ სწორედ „ჰელსიკორი“ იყო ის კლინიკა, სადაც საქმიანობა გსურდათ?

რამდენიმე საინტერესო არგუმენტმა განაპირობა ჩემი „ჰელსიკორში“ მოსვლა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კლინიკის ისტორია. „ჰელსიკორი“ 6 წელი წარმატებით ოპერირებდა სამედიცინო ბაზარზე და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობდა კარდიოლოგიის, კარდიოქირუგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით.

გასულ წელს კი მივიღე შემოთავაზება, რომ გავმხდარიყავი სამედიცინო ხელმძღვანელი უკვე მრავალპროფილური კლინიკის, რომელიც კიდევ აპირებდა გაფართოებას. მას შემდეგ კლინიკას დაემატა 24 საათიანი სრული მომსახურება, მათ შორის, მწვავე მიღება, გადაუდებელი შემთხვევების შემოსვლა და რა თქმა უნდა, მათი მართვა ნებისმიერი სირთულის პაციენტისთვის. ამ ყველაფრის სათავეში ყოფნა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩემთვის და ამიტომაც დავთანხმდი შეთავაზებას. მეორე მხრივ კი, ჩემთვის, როგორც ქირურგისთვის, ძალიან საინტერესოა აქ საქმიანობა. ამ მიმართულებითაც ვხედავ რესურსს, რომელიც „ჰელსიკორთან“ ერთად შემიძლია გამოვიყენო.

რა კრიტერიუმები გამოარჩევს „ჰელსიკორს“ დღეს ბაზარზე?

დღევანდელ სამედიცინო ბაზარზე ბევრი ღირსეული კლინიკაა, რომელთაგანაც 2 მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოგვარჩევს. პირველი არის ის, რომ ჩვენს რაიონში, დიდუბეში აქამდე მსგავსი კლინიკა არ ყოფილა. მეორე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორი კი ახალგაზრდა მენეჯმენტი და სამედიცინო კოლექტივია. კლინიკა ძირითადად ახალგაზრდა პერსონალითაა დაკომპლექტებული.

ახალგაზრდა პერსონალსა და მენეჯმენტს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მათ აქვთ უდიდესი მონდომება და ფიზიკური რესურსი. ახალგაზრდა ექიმების ხედვა მედიცინაში თანამედროვე პროტოკოლს ეფუძნება. ჩვენი საქმიანობა სრულად ეფუძნება თანამედროვე მსოფლიოს გამოცდილებას, შესაბამის გაიდლაინებსა და პროტოკოლს. არც ერთი ჩვენ მიერ გაცემული დანიშნულება, არათუ მანიპულაცია და ქირურგიული ჩარევა, არ ეფუძნება მხოლოდ გამოცდილებას. ამ ყველაფერს ჩვენთან აქვს შესაბამისად გაწერილი სტანდარტიზებული პროტოკოლი. ეს, ერთის მხრივ, ჩვენს პაციენტებს იცავს და ზოგავს ზედმეტი ხარჯისგან, მეორე მხრივ, ჩვენ გვაძლევს განახლების შესაძლებლობას, რომ მუდმივად ვიცოდეთ სიახლეები და შესაბამისად გავვითარდეთ.

დღეს „ჰელსიკორს“ აქვს საფუძვლიანი პრეტენზია იმისა, რომ პაციენტებს ვთავაზობთ სრულიად თანამედროვე სამედიცინო სერვისებსა და მკურნალობას. ამ ეტაპზე კლინიკაში ფუნქციონირებს: 24 სთ-იანი ემერჯენსი, ზოგადი რეანიმაცია, ქირურგია, დიაგნოსტიკა, ლაბორატორია, თერაპიული მიმართულება. დავიწყეთ ინსულტის განყოფილების ჩამოყალიბება. დღეს ჩვენი აღჭურვილობა და ტექნიკური შესაძლებლობები, თანამედროვე სტანდარტებს სრულად პასუხობს. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მიერ ჩვენს კლინიკაში პრაქტიკულად უწყვეტად ხდება მწვავე პაციენტების შემოდინება. ჩვენ კი მათ ვუმკლავდებით და შესაბამისი სტანდარტებით ვმართავთ.

როგორ ახერხებს კლინიკა, რომ მედიცინის განვითარების უახლეს ტენდენციებს მიჰყვეს და სიახლეები დანერგოს?

აღნიშნულისთვის მთავარი გზა არის პროტოკოლების მუდმივი განახლება. მეორე მხრივ, უცხოელ კოლეგებთან უწყვეტი კავშირი გვაქვს. ამ ეტაპზე კომუნიკაცია ონლაინ რეჟიმში ხდება. მათთან ერთად ვაწყობთ კონსილიუმებს და პაციენტისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ყველაზე რთულ შემთხვევებშიც კი.

საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი კოლეგები ადგილზეც ჩამოგვყავს. მაგალითად, მიმდინარე წელს ჩავატარეთ ისეთი უნიკალური ოპერაცია, როგორიცაა აორტის სარქველის ენდოვასკულარული შეცვლა. ჩვენ ჩაკეტილი საზღვრების პირობებში შევძელით და საზღვარგარეთ დავამზადებინეთ სარქველი ინდივიდუალურად ჩვენი პაციენტისთვის და ჩამოვიტანეთ. ჩამოვიყვანეთ საინჟინრო ჯგუფიც, რომელიც ოპერაციის წარმატებით ჩატარებაში დაგვეხმარა. საჭიროების შემთხვევაში უცხოელი კოლეგების სრული მხარდაჭერა გვაქვს კონსილიუმების, რეკომენდაციების თუ ადგილზე ჩამოსვლის თვალსაზრისით.

როგორც აღნიშნეთ, ინსულტის მართვის განსაკუთრებული მეთოდები გაქვთ კლინიკაში. მოგვიყევით აღნიშნულის შესახებ

ჩვენს კლინიკას სამართლიანი პრეტენზია აქვს იმისა, რომ დღეს ინსლუტის მართვის თანამედროვე პროტოკოლია დანერგილი. პაციენტს ვთავაზობთ თანამედროვე სტანდარტს, როგორიცაა თრომბექტომია, თრომბოლიზისი. ეს მეთოდები პაციენტის მდგომარეობას რადიკალურად აუმჯობესებს. პაციენტი, რომელიც ინსულტიდან გამომდინარე განწირული იყო დიდი ხნით სტაციონარიზაციისთვის, რიგ შემთხვევაში, ინვალიდაზიციისა და გარდაცვალებისთვისაც კი, თრომბექტომიის ჩატარების შემდეგ კლინიკას ოპერაციიდან მე-5-6 დღეს ტოვებს და საკუთარი ფეხით მიდის სახლში. ასევე, ინსულტის მართვის თანამედროვე სტანდარტია თრომბოლიზისი, რისთვისაც „ჰელსიკორში“ სრული მზაობა გვაქვს შესაბამისი გუნდითა და პრეპარატებით.

კარდიოქირურგიის მიმართულებით რა განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობთ პაციენტებს?

კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, სწორედ კარდიოქირურგია. ჩვენ დავიწყეთ მცირეინვაზიუი კარდიოქირურგიული ოპერაციების კეთება ლევან აროშიძის ხელმძღვანელობით. ეს არის თანამედროვე პროტოკოლი, რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს, უკეთესი შედეგი მიიღოს და მალე გაეწეროს კლინიკიდან. დღეს მსოფლიო მედიცინა ორიენტირებულია იმაზე, რომ პაციენტმა სერვისი მიიღოს ტკივილის გარეშე ან მინიმალური ტკივილით. ჩვენც დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტკივილის მენეჯმენტს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ოპერაციები გაფართოებული ჩარევის ნაცვლად მცირე ინვაზიით გავაკეთოთ.

მცირე ინვაზიურ ოპერაციებს ვაკეთებთ სისხძარღვთა ქირურგიაშიც. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, რომ პაციენტს ნებისმიერი სირთულის სისხლძარღვოვანი პათოლოგიის შემთხვევაში გავუკეთოთ ოპერაცია, როგორც ღია წესით, ასევე მცირე ინვაზიური ენდოვასკოლური ჩარევით.

კიდევ რომელი გამორჩეული ქირურგიული ჩარევები ტარდება კლინიკაში?

საკმაოდ რთული და საინტერესო ოპერაციები ტარდება ონკოლოგიური მიმართულებით. დიდი დატვირთვით მუშაობს ღვიძლის ქირურგია. ხშირად კეთდება კომბინირებული ოპერაციები, რომელშიც ჩართულები არიან ზოგადი ქირურგები, სისხლძაღვთა ქირურგები, ონკოქირურგები. ეს არის ხოლმე დიდი მოცულობის სიმსივნეები, რომლის ამოკვეთაც არის საჭირო. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს მაგისტრალური სისხლძარღვების პლასტიკა ან შეცვლა. ძალიან შრომატევადია ეს ყველაფერი, მაგრამ ქირურგისთვის - ძალიან საინტერესო. კარგი შედეგები გვაქვს და ბევრ პაციენტს მივეცით საშუალება, რომ მძიმე დაავადების მიუხედავად უკეთესი ცხოვრებით იცხოვროს.

სამედიცინო სერვისების მიღებასთან დაკავშირებით რა რჩევებს მისცემთ საზოგადოებას?

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც კოვიდ19-მა გააჩნა, საავადმყოფოს შიშია. სამწუხაროდ, დღემდე ბევრმა ადამიანმა ვერ დაძლია შიში იმისა, რომ კლინიკაში წასვლით შეიძლება დაინფიცირდეს. თუმცა ამ შიშით შეიძლება უფრო რთული გართულების წინაშე აღმოჩნდეს ადამიანი.

ქრონიკულ, განსაკუთრებით, კარდიოლოგიურ პაციენტებს ვურჩევდი ექიმის მიერ გაწერილ მკურნალობის გეგმას მიჰყვნენ და არ გამოტოვონ გეგმიური ვიზიტები და კვლევები.

ჩვენ აღნიშნულ რისკებს კარგად ვაცნობიერებთ და შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ კლინიკაში არ იყოს რიგები. ლოდინის დრო „ჰელსიკორში“ მაქსიმუმ 10 წთ-ია.

ერთი კვირით გადადგებულმა ვიზიტმაც კი შეიძლება მკურნალობა მნიშვნელოვნად უკან დახიოს და სასურველი შედეგის მიღება ვეღარც შევძლოთ. ამიტომ ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს - ეს არის ჩემი მთავარი რჩევა.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითნებულად არ დაიწყოთ ან დაასრულოთ მკურნალობის კურსი. მეზობელს ან ნათესავს რომ კონკრეტული წამლით კარგი შედეგი ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ თავადაც იგივე მედიკამენტი უნდა მიიღოთ. ჩვენს ექიმებს 24 საათის განმავლობაში აქვთ პაციენტებთან კომუნიკაცია და მკურნალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ მათ უნდა მიიღონ. მაქსიმალურად ერიდეთ თვითნებურ გადაწყვეტილებებს.

მოძრავი გამოფენა "რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე" ქალაქ მარნეულში არ გაიმართა

რა არის პოდაგრა? - 6 რამ, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ

პანდემიის ფარგლებში "ევექსი კლინიკების" გულის ორდენოსნების დაჯილდოება გაიმართა