პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხის კადრების" საქმეზე ზურაბ ადეიშვილს და დავით ჭაკუას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
"ციხის კადრების" საქმეზე ზურაბ ადეიშვილს და დავით ჭაკუას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

ე.წ. ცი­ხის კად­რე­ბის საქ­მე­ზე ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ჭა­კუა დამ­ნა­შა­ვედ ცნეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს გა­ნე­სა­ზღვრა 4 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ჯა­რი­მა 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და 2 წლით და 3 თვით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა; ამა­ვე გა­ნა­ჩე­ნით, და­ვით ჭა­კუ­ას გა­ნე­სა­ზღვრა 4 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ჯა­რი­მა 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და 2 წლით და 3 თვით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზ.ა. და სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტროს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე დ.ჭ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო ე.წ. „2012 წლის ცი­ხის კად­რე­ბის“ საქ­მე­ზე, კერ­ძოდ პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის, მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის პრო­ვო­კა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე.

უწყე­ბის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და რომ, 2012 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ზ.ა.-მ შე­ი­ტყო, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის №8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი იყო პა­ტიმ­რე­ბის ცე­მი­სა და წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი­ყო ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ით.

„2012 წლის 17 სექ­ტემ­ბერს, ზ.ა.-მ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე დ.ჩ. და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე დ.ჭ. და­ი­ბა­რა. თათ­ბირ­ზე გა­და­წყდა, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის №8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, ვ.ბ.-სთან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებს, ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის დამ­ცი­რე­ბა, ცემა და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რაც უნდა გა­და­ე­ღოთ ვი­დე­ო­ზე. ხსე­ნე­ბულ პირ­თა ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გზით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა შეკ­რე­ბი­ლი­ყო იმგვა­რად, რომ პა­ტი­მარ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა „დაბ­რა­ლე­ბო­და“ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“.

ზ.ა-სთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, იმა­ვე დღეს, დ.ჭ.-მ №8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი - ლ.ფ. და­ი­ყო­ლია ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რით პა­ტი­მარ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის გა­და­ღე­ბა­ზე. პა­ტი­მარ­თა მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ე­ღოთ ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს - ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს. ამავდრო­უ­ლად, ლ.ფ.-ს სა­ჯა­როდ უნდა გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ვ.ბ.-ს მეშ­ვე­ო­ბით, გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ შე­უკ­ვე­თეს ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა.

2012 წლის 17 სექ­ტემ­ბერს, დ.ჭ.-მ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნით, იძუ­ლე­ბით, შან­ტა­ჟი­სა და მუ­ქა­რის გზით და­ი­ყო­ლია ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი და ვ.ბ.-სთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი - ნ.მ. ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე, თით­ქოს­და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ გარ­კვე­უ­ლი თან­ხის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ ვ.ბ. სა­პყრო­ბი­ლე­ებ­ში პა­ტი­მარ­თა ცე­მი­სა და წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას გეგ­მავ­და.

2012 წლის 18 სექ­ტემ­ბერს, და­ვა­ლე­ბი­სა­მებრ, ლ.ფ.-მ, ბ.ფ.-სთან და ლ.ფ.-სთან ერ­თად №8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის №37-ე სა­კან­ში გა­ა­შიშ­ვლეს პა­ტიმ­რე­ბი რ.გ. და ე.წ., და­ა­ჩო­ქეს მუხ­ლებ­ზე და მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

იმა­ვე დი­ლით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მეშ­ვე­ო­ბით ლ.ფ.-მ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს­და პა­ტი­მარ­თა ცემა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეკ­ვე­თით.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნით ლ.ფ.-ს სა­მუ­შაო ოთახ­ში შე­ი­ტა­ნეს და წი­ნას­წარ სა­გან­გე­ბოდ მომ­ზა­დე­ბულ სე­იფ­ში მო­ა­თავ­სეს 14 100 აშშ დო­ლა­რი, მა­ი­სუ­რი მას­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რით და ლა­ზე­რუ­ლი დის­კი, სა­დაც ასა­ხუ­ლი იყო №37 სა­კან­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს, 2021 წლის 6 ივ­ლი­სის გა­ნა­ჩე­ნით, ზ.ა. და­უს­წრებ­ლად დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-332-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 25-1443 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 25-3691 მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და 25-145-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში და სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად, 2012 წლის 28 დე­კემ­ბერს „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დგომ, გა­ნე­სა­ზღვრა 4 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ჯა­რი­მა 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და 2 წლით და 3 თვით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა; ამა­ვე გა­ნა­ჩე­ნით, დ.ჭ. დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 25-1443 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 3691 მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, 372-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 25-145-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში და სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად, 2012 წლის 28 დე­კემ­ბერს „ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დგომ, გა­ნე­სა­ზღვრა 4 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ჯა­რი­მა 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და 2 წლით და 3 თვით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
3

ძალიან კარგი. ნაცები დასაჭერები არიან და პასუხი აქვთ საგები. ოღონდ ქოცებიც არიან დასაჭერები, ხოლო ორკებმა და ბნელებმა საერთოდ უნდა ხეხონ ციხის კედლები ათეულობით წელი <3

aba raaaaaa
32

უფფფ,,,გვეშველა ხალხო,,,დადგა დღე სანეტარო,,,გაიხარე მუშავ წამებულო,,,.......ლარიც გამყარდება და ეკონომიკაც სინათლის სიჩქარით წავა წინ !!!! მე მჯერა ბიძოსი,,,,მისი ზებრისაც კი მჯერა რომ არ იცელქებს!!! ბიძო ყველგანააა,,,,,,,აბა რაააა!!!!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ციხის კადრების" საქმეზე ზურაბ ადეიშვილს და დავით ჭაკუას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

"ციხის კადრების" საქმეზე ზურაბ ადეიშვილს და დავით ჭაკუას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

ე.წ. ციხის კადრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა დამნაშავედ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, აღნიშნულ საქმეზე ზურაბ ადეიშვილს განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; ამავე განაჩენით, დავით ჭაკუას განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზ.ა. და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დ.ჭ. დამნაშავედ ცნო ე.წ. „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე, კერძოდ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე.

უწყების ცნობით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა რომ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ზ.ა.-მ შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით.

„2012 წლის 17 სექტემბერს, ზ.ა.-მ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დ.ჩ. და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დ.ჭ. დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულების თანამშრომლებს, ვ.ბ.-სთან დაკავშირებულ პირებს, ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს უნდა განეხორციელებინა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების დამცირება, ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც უნდა გადაეღოთ ვიდეოზე. ხსენებულ პირთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფალსიფიკაციის გზით მტკიცებულებები უნდა შეკრებილიყო იმგვარად, რომ პატიმართა მიმართ ძალადობა „დაბრალებოდა“ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნებას“.

ზ.ა-სთან შეხვედრის შემდეგ, იმავე დღეს, დ.ჭ.-მ №8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი - ლ.ფ. დაიყოლია ფარული ვიდეოკამერით პატიმართა მიმართ ძალადობის გადაღებაზე. პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამავე დაწესებულების თანამშრომლებს - ბ.ფ.-ს და ლ.ფ.-ს. ამავდროულად, ლ.ფ.-ს საჯაროდ უნდა გაევრცელებინა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ვ.ბ.-ს მეშვეობით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუკვეთეს ციხეში პატიმრების წამება.

2012 წლის 17 სექტემბერს, დ.ჭ.-მ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, იძულებით, შანტაჟისა და მუქარის გზით დაიყოლია ყოფილი პატიმარი და ვ.ბ.-სთან დაახლოებული პირი - ნ.მ. ცრუ ჩვენების მიცემაზე, თითქოსდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნებისგან“ გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ ვ.ბ. საპყრობილეებში პატიმართა ცემისა და წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას გეგმავდა.

2012 წლის 18 სექტემბერს, დავალებისამებრ, ლ.ფ.-მ, ბ.ფ.-სთან და ლ.ფ.-სთან ერთად №8 დაწესებულების №37-ე საკანში გააშიშვლეს პატიმრები რ.გ. და ე.წ., დააჩოქეს მუხლებზე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

იმავე დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მეშვეობით ლ.ფ.-მ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა პატიმართა ცემა და შეურაცხყოფა მოხდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეკვეთით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით ლ.ფ.-ს სამუშაო ოთახში შეიტანეს და წინასწარ საგანგებოდ მომზადებულ სეიფში მოათავსეს 14 100 აშშ დოლარი, მაისური მასზე დამონტაჟებული ვიდეოკამერით და ლაზერული დისკი, სადაც ასახული იყო №37 საკანში განხორციელებული ძალადობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით, ზ.ა. დაუსწრებლად დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-332-ე მუხლის მეორე ნაწილით და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 25-3691 მუხლის მესამე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; ამავე განაჩენით, დ.ჭ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 3691 მუხლის მესამე ნაწილით, 372-ე მუხლის მეორე ნაწილით და 25-145-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბერს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდგომ, განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაკავებულია 20 ნარკორეალიზატორი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ფონიჭალასა და სხვა უბნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

"ეს არის საქმე - "ბარემ, ესეც დავაკავოთ"... ვანო ბურდული უდანაშაულოა" - "ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულის ადოკატი

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტს, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა