პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"
ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თურ­ქეთ­ში, არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მხრი­დან მწვა­ვე პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. მსა­ხი­ო­ბე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რე­ბი ღიად აკ­რი­ტი­კე­ბენ თურ­ქულ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მას.

აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა ბევრ ცნო­ბილ ადა­მი­ანს უბიძ­გა, რომ სა­ჯა­როდ ესა­უბ­რა თავს გა­დახ­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე და კამ­პა­ნია #MeToo-მ ამ­ჯე­რად თურ­ქეთ­ში ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქა. მე­დი­ა­ში კი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის, მე­ლი­სა დონ­გე­ლის ის­ტო­რი­ას, რო­მელ­მაც თქვა, რომ ბავ­შვო­ბა­ში მა­მის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო.

მარ­თა­ლია, დონ­გე­ლის მამა ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია და სას­ჯელს იხ­დის, თუმ­ცა ყო­ვე­ლი­ვემ ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მე­ბი და­უ­ტო­ვა, რომ­ლის და­მარ­ცხე­ბა­საც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და. მე­ლი­სა ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას და სა­ბო­ლო­ოდ, შეძ­ლო სირ­თუ­ლე გა­და­ე­ლა­ხა.

  • "სი­ნამ­დვი­ლე­ში მე არას­დროს მი­ფიქ­რია მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე. მინ­დო­და ფსი­ქო­ლო­გი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბამ აქამ­დე მო­მიყ­ვა­ნა. არის რა­ღაც სა­ერ­თო ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და მსა­ხი­ო­ბო­ბას შო­რის. მსა­ხი­ო­ბი ბევრ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ანს ასა­ხი­ე­რებს, სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ცხოვ­რობს, ცხოვ­რე­ბის ერ­თგვა­რი მეგ­ზუ­რიც კი ხდე­ბა ეს პრო­ფე­სია“, - ამ­ბობს მე­ლი­სა.

მსა­ხი­ობს კვლავ აქვს მა­მას­თან სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა. ახლა ცდი­ლობს, კაცს ჩა­მო­არ­თვას 17 წლის ელიფ დონ­გელ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბა. ელი­ფი მე­ლი­სას დაა. მსა­ხი­ობს სურს, რომ თა­ვად გახ­დეს დის მე­ურ­ვე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გო­გო­ნე­ბის დედა ქმარს გა­შორ­და და რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, მე­ლი­სას უმ­ცრო­სი დაც დე­დას­თან რუ­სეთ­ში იზ­რდე­ბო­და, ხოლო ქალ­მა შვი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ლი­სას­თან გაგ­ზა­ვა და თქვა, რომ მას არ შე­ეძ­ლო გო­გო­ნა­ზე ზრუნ­ვა.

ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც დე­დას უამ­ბო, თუ რო­გორ ძა­ლა­დობ­და მამა მას­ზე, დე­დამ არ და­უ­ჯე­რა.

"რო­დე­საც დე­დას ვუ­ამ­ბე, რომ მა­მის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ვი­ყა­ვი, მან არ და­მი­ჯე­რა და მი­თხრა, რომ არა­ვის­თვის არა­ფე­რი მეთ­ქვა, რად­გა­ნაც მა­მას და­ა­კა­ვებ­დნენ და რო­დე­საც ცი­ხი­დან გა­მო­ვი­დო­და, მოკ­ლავ­და. დედა და მამა ცოლ-ქმრის როლს თა­მა­შობ­დნენ ჩემს თვალ­წინ, მა­ში­ნაც კი, როცა დე­დამ უკვე ყვე­ლა­ფე­რი იცო­და.

ის ჩვენ უმი­ზე­ზოდ გვცემ­და. ერთხელ იმი­ტომ მცე­მა, რომ ჩემს მე­გო­ბარ გო­გოს­თან ერ­თად პარკში წა­ვე­დი სა­სე­ირ­ნოდ. მცე­მა, შემ­დეგ გა­ვი­ქე­ცი, კი­ბე­ებ­ზე დავ­გორ­დი და ხელი მო­ვი­ტე­ხე, შემ­დეგ კლი­ნი­კა­ში მოვ­ხვდი“, - ამ­ბობს მე­ლი­სა. მსა­ხი­ო­ბის თქმით, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ დედა ამ თე­მა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს უკ­რძა­ლავ­და, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მა­მას პო­ლი­ცი­ა­ში უჩივ­ლა.

მე­ლი­სა დონ­გელს კო­ლე­გებ­მა მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს. მათ შო­რი­საა თურ­ქი ვარ­სკვლა­ვი ქე­რემ ბურ­სი­ნი, რო­მელ­მაც "ინ­სტაგ­რამ­ზე" მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა" "ძვირ­ფა­სო მე­ლი­სა, მე ყო­ველ­თვის აქ ვარ, შენ გვერ­დით“, - წერს ქე­რე­მი.

ცნო­ბის­თვის, მე­ლი­სა 21 წლი­საა. პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა ბოლო დრო­ის ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ­მა თურ­ქულ­მა სე­რი­ალ­მა "შენ და­ა­კა­კუ­ნე ჩემს კარ­ზე", სა­დაც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან როლს ას­რუ­ლებ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­ლი­სა არ არის ერ­თა­დერ­თი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ღიად სა­უბ­რობს ოჯა­ხის წევ­რის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე. მათ შო­რი­საა კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი ჰაფ­სა­ნურ სან­ჯაქთუ­თა­ნი, რო­მელ­მაც თქვა, რომ მას­ზე ბა­ბუა ძა­ლა­დობ­და.

წყა­რო: hurriyet.com

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
12

რა მაგარი ბაბუები და მამები ყოფილან თფუიიი.

izi
15

ქერემი- ყველაზე მაგარი თურქი სრულიად საოსმალოში. ალბათ ამერიკის დამსახურებაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

რამდენიმე დღის წინ, თურქეთში, არასრულწლოვან შვილებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მშობლები გაათავისუფლეს, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. მსახიობები, ჟურნალისტები, ცნობილი ბლოგერები ღიად აკრიტიკებენ თურქულ სამართალდამცავ სისტემას.

აღნიშნულმა ფაქტმა ბევრ ცნობილ ადამიანს უბიძგა, რომ საჯაროდ ესაუბრა თავს გადახდენილ ძალადობის ფაქტებზე და კამპანია #MeToo-მ ამჯერად თურქეთში ახალი ძალით იფეთქა. მედიაში კი ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ცნობილი თურქი მსახიობის, მელისა დონგელის ისტორიას, რომელმაც თქვა, რომ ბავშვობაში მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

მართალია, დონგელის მამა ახლა დაკავებულია და სასჯელს იხდის, თუმცა ყოველივემ ახალგაზრდა მსახიობს ფსიქოლოგიური ტრავმები დაუტოვა, რომლის დამარცხებასაც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. მელისა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოლოგიურ დახმარებას და საბოლოოდ, შეძლო სირთულე გადაელახა.

  • "სინამდვილეში მე არასდროს მიფიქრია მსახიობობაზე. მინდოდა ფსიქოლოგი ვყოფილიყავი, მაგრამ ცხოვრებამ აქამდე მომიყვანა. არის რაღაც საერთო ფსიქოლოგიასა და მსახიობობას შორის. მსახიობი ბევრ სხვადასხვა ადამიანს ასახიერებს, სხვადასხვა სიტუაციაში ცხოვრობს, ცხოვრების ერთგვარი მეგზურიც კი ხდება ეს პროფესია“, - ამბობს მელისა.

მსახიობს კვლავ აქვს მამასთან სამართლებრივი დავა. ახლა ცდილობს, კაცს ჩამოართვას 17 წლის ელიფ დონგელზე მეურვეობის უფლება. ელიფი მელისას დაა. მსახიობს სურს, რომ თავად გახდეს დის მეურვე. აღსანიშნავია, რომ გოგონების დედა ქმარს გაშორდა და რუსეთში ცხოვრობს, მელისას უმცროსი დაც დედასთან რუსეთში იზრდებოდა, ხოლო ქალმა შვილი მოგვიანებით მელისასთან გაგზავა და თქვა, რომ მას არ შეეძლო გოგონაზე ზრუნვა.

ახალგაზრდა მსახიობი იხსენებს, რომ როდესაც დედას უამბო, თუ როგორ ძალადობდა მამა მასზე, დედამ არ დაუჯერა.

"როდესაც დედას ვუამბე, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, მან არ დამიჯერა და მითხრა, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა, რადგანაც მამას დააკავებდნენ და როდესაც ციხიდან გამოვიდოდა, მოკლავდა. დედა და მამა ცოლ-ქმრის როლს თამაშობდნენ ჩემს თვალწინ, მაშინაც კი, როცა დედამ უკვე ყველაფერი იცოდა.

ის ჩვენ უმიზეზოდ გვცემდა. ერთხელ იმიტომ მცემა, რომ ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად პარკში წავედი სასეირნოდ. მცემა, შემდეგ გავიქეცი, კიბეებზე დავგორდი და ხელი მოვიტეხე, შემდეგ კლინიკაში მოვხვდი“, - ამბობს მელისა. მსახიობის თქმით, იმის მიუხედავად, რომ დედა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს უკრძალავდა, საბოლოოდ, მაინც მიიღო გადაწყვეტილება და მამას პოლიციაში უჩივლა.

მელისა დონგელს კოლეგებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ შორისაა თურქი ვარსკვლავი ქერემ ბურსინი, რომელმაც "ინსტაგრამზე" მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა" "ძვირფასო მელისა, მე ყოველთვის აქ ვარ, შენ გვერდით“, - წერს ქერემი.

ცნობისთვის, მელისა 21 წლისაა. პოპულარობა მოუტანა ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა თურქულმა სერიალმა "შენ დააკაკუნე ჩემს კარზე", სადაც მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ მელისა არ არის ერთადერთი თურქი მსახიობი, რომელიც ღიად საუბრობს ოჯახის წევრის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე. მათ შორისაა კიდევ ერთი ახალგაზრდა მსახიობი ჰაფსანურ სანჯაქთუთანი, რომელმაც თქვა, რომ მასზე ბაბუა ძალადობდა.

წყარო: hurriyet.com