სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტუ-ის კანცლერი - მოვუწოდებთ ყველა თანამშრომელს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები
სტუ-ის კანცლერი - მოვუწოდებთ ყველა თანამშრომელს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები

რამ გა­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მარ­თვა და რა­ტომ დად­გა დღის წეს­რიგ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რა მი­ზანს ისა­ხავს კონ­კურ­სი, რო­გო­რია მისი პი­რო­ბე­ბი და რა ეტა­პე­ბის გავ­ლა მო­უ­წევს აპ­ლი­კანტს. ამ თე­მებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რი, დოქ­ტო­რი კარ­ლო კო­პა­ლი­ა­ნი სა­უბ­რობს.

- დიდი ხა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ გა­ტა­რე­ბუ­ლა. შე­იც­ვა­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის შიგ­ნი­თაც იც­ვლე­ბა მიდ­გო­მე­ბი და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას დღეს უკვე სხვა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სჭირ­დე­ბა, სხვაგ­ვა­რად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და მისი გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

კონ­კურ­სი, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბაც და­გე­მი­ლი გვაქვს, და­ხუ­რუ­ლი ტი­პი­საა და თა­ვი­სი არ­სით ატეს­ტა­ცი­ას უახ­ლოვ­დე­ბა. მას­ში მხო­ლოდ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გვა­ინ­ტე­რე­სებს გავ­ზო­მოთ, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს და რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბებს. კონ­კურ­სი ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა ტექ­ნი­კურ უნუ­ი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა. არ არის და­სა­მა­ლი, სტრუქ­ტუ­რაც საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყო. მე­ტიც, ად­გი­ლი ჰქონ­და სტრუქ­ტუ­რულ დუბ­ლი­რე­ბებს - ერთი და იგი­ვე ფუნ­ქცია შე­იძ­ლე­ბა ორ სხვა­დას­ხვა დე­პარ­ტა­მენტს ჰქო­ნო­და. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, მსგავ­სი ხარ­ვე­ზი ბო­ლომ­დე აღ­მოგ­ვე­ფხვრა. გარ­და ამი­სა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არა­გო­ნივ­რუ­ლად იყო გაზ­რდი­ლი - ჯა­მუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და 40-მდე დე­პარ­ტა­მენ­ტი. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, მო­ვახ­დი­ნეთ ოპ­ტი­მი­ზა­ცია: უფრო მო­ბი­ლუ­რი, მოქ­ნი­ლი სტრუქ­ტუ­რა შე­ვი­მუ­შა­ვეთ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 20-მდე და­ვიყ­ვა­ნეთ. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი თა­ნამ­შრო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­ზომ­ვაა. სწო­რედ ამი­ტო­მაა ეს კონ­კურ­სი შიდა. სამ­წუ­ხა­როდ, შე­საძ­ლოა, თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახა­ლი სტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზო­გი­ერ­თმა აპ­ლი­კან­ტმა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს სა­კონ­კურ­სო მო­თხოვ­ნე­ბი. კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავ, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, ასე­ვე, შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბის ფლო­ბას. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის ქვეყ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი და 100-წლო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უმაღ­ლე­სი სკო­ლა, მისი ად­მი­ნის­ტრა­ცია მუდ­მი­ვად უნდა ცდი­ლობ­დეს სტან­დარ­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია იმი­თაც იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ დაგ­ვეძ­ლია ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა - სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ზე­რუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა, 300 და 400-ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სე­ბის არ­სე­ბო­ბა, რაც რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ შე­იც­ვლე­ბა. გარ­და ამი­სა, საშ­ტა­ტო ანა­ზღა­უ­რე­ბა არ იყო სის­ტე­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი და რან­ჟი­რე­ბუ­ლი. რე­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ ყვე­ლაფ­რის სრულ­ყო­ფას და ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში მოქ­ცე­ვას. უკვე 15-20%-ით გა­ი­ზარ­და აკა­დე­მუ­რი პერ­სო­ნა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა. ამ ეტაპ­ზე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა 50%-ით და უფრო მე­ტა­დაც გა­ი­ზარ­დოს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, არის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხიც - პირ­ველ რიგ­ში, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი ფორ­მირ­დე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის მიერ გა­დახ­დი­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რით. ეს მე­ტად ფა­ქი­ზი თე­მაა. სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტი უნდა მოხ­მარ­დეს სტუ­დენ­ტის სწავ­ლა-გან­თლე­ბა­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, რის­თვი­საც საკ­მა­რი­სი სახ­სრე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტს აღარ რჩე­ბო­და. რე­ორ­გა­ნი­ცა­ცი­ის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს უნდა გა­უჩ­ნდეს გან­ვი­თა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­სა და მო­თხოვ­ნებს უპა­სუ­ხოს.

- რას ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბი და რა ეტა­პე­ბი ექ­ნე­ბა აპ­ლი­კანტს გა­სავ­ლე­ლი?

- კონ­კურ­სი უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნე­ბი ატ­ვირ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე. რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, შექ­მნი­ლია სა­კონ­კურ­სო და საპ­რე­ტენ­ზიო კო­მი­სი­ე­ბი. მიმ­დი­ნა­რე­ობს დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტი ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­და­ე­ცათ გა­საც­ნო­ბად.

კონ­კურ­სი შედ­გე­ბა შემ­დე­გი ორი ეტა­პი­სა­გან - ეს არის ტეს­ტი­რე­ბა და გა­სა­უბ­რე­ბა.

აპ­ლი­კან­ტთა რე­გის­ტრა­ცია წარ­მო­ებს 12 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, უნი­ვე­რის­ტე­ტის კან­ცე­ლა­რი­ის მეშ­ვე­ო­ბით.

ტეს­ტი­რე­ბა გუ­ლის­ხმობს კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­მოწ­მე­ბას. მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­კონ­კურ­სო და­ვა­ლე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ცენ­ტრის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კი მა­ღალ დო­ნე­ზე უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ტეს­ტი­რე­ბის ჩატ­რე­ბას. იმის­თვის, რომ ტეს­ტი­რე­ბა გავ­ლი­ლად ჩა­ეთ­ვა­ლოს, აპ­ლი­კან­ტმა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი უნდა გა­და­ლა­ხოს. კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლეს მო­უ­წევს სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც წე­სით და რი­გით, არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს სირ­თუ­ლეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლის­თვის.

კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ეტა­პი ჩა­ტარ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 15 ივ­ლისს, ხოლო შე­დე­გე­ბი ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა 16-დან 19 ივ­ლი­სამ­დე. საპ­რე­ტე­ზიო გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის ვადა გან­სა­ზღვრუ­ლია 21 ივ­ლი­სამ­დე. ნე­ბის­მი­ერ აპ­ლი­კანტს შე­ეძ­ლე­ბა მი­მარ­თოს საპ­რე­ტენ­ზიო კო­მი­სი­ას.

პირ­ვე­ლი ეტა­პის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ, 19-დან 29 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, ჩა­ტარ­დე­ბა სა­კონ­კურ­სო მომ­დევ­ნო ეტა­პი - გა­სა­უბ­რე­ბა. ვა­დე­ბი გათ­ვლი­ლია ისე, რომ აპ­ლი­კან­ტმა თა­ვი­სუფ­ლად მო­ას­წროს საპ­რე­ტენ­ზიო გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 29 ივ­ლი­სამ­დე გა­სა­უბ­რე­ბის გავ­ლაც. გა­სა­უბ­რე­ბის შე­დეგ­ზე საპ­რე­ტენ­ზიო გა­ნა­ცხა­დის ვადა გან­სა­ზღვრუ­ლია 29 ივ­ლი­სი­დან 3 აგ­ვის­ტომ­დე.

ჩვენ და­ვუშ­ვით ამ­გვა­რი მიდ­გო­მა: აპ­ლი­კანტს სა­კონ­კურ­სო გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია არა მხო­ლოდ თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე, არა­მედ გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზეც. ვფიქ­რობთ, ამით ყვე­ლას მი­ვე­ცით ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. მით უმე­ტეს, რომ არის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უქ­მდე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­კონ­კურ­სო გა­ნა­ცხა­დი სხვა სა­სურ­ველ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზეც შე­ი­ტა­ნონ. ცხა­დია, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, თუმ­ცა არის გარ­კვე­უ­ლი დაშ­ვე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ლა­ბო­რან­ტე­ბად შე­საძ­ლე­ბე­ლია სტუ­დენ­ტე­ბიც მი­ვი­ღოთ.

- რო­გორ ფორ­მირ­დე­ბა სა­კონ­კურ­სო კო­მი­სია და რას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ის?

- აპ­ლი­კან­ტებ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ იმოქ­მე­დებს სა­მუ­შაო ჯგუ­ფი და ორი სა­კონ­კურ­სო კო­მი­სია. სა­მუ­შაო ჯგუ­ფი კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბის უნარ-ჩვე­ვებს შე­ა­ფა­სებს, ხოლო კო­მი­სი­ე­ბი - გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გებს შე­ა­ფა­სე­ბენ. ამ ორი კო­მი­სი­ი­დან, ერთი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დამ­ხმა­რე პარ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას შე­ა­ფა­სებს, ხოლო მე­ო­რე - ფა­კულ­ტე­ტე­ბის დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. ეს საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შა­ოა - უნი­ვერ­სი­ტეტს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ლი ჰყავს და ერთი კო­მი­სია ეფექ­ტუ­რად ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და შე­დე­გე­ბის მოკ­ლე დრო­ში წარ­დგე­ნას. ამი­ტომ, რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბით, გა­სა­უბ­რე­ბის ეტა­პი­სათ­ვის, ორი კო­მი­სი­ის შექ­მნა გა­და­წყდა.

- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი, სა­პა­ტიო მი­ზე­ზის გამო, ვერ შეძ­ლებს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი?

- რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, პან­დე­მი­ას ვგუ­ლის­ხმობ, და არა მხო­ლოდ. აქ იგუ­ლის­ხმე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის სხვა შემ­თხვე­ვე­ბიც, ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა ან სხვა ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც. ასეთ დროს, აპ­ლი­კან­ტმა უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი 30 ივ­ლი­სამ­დე. მათ მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ი­ა­რონ ორი­ვე სა­კონ­კურ­სო ეტა­პი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საპ­რე­ტენ­ზიო კო­მი­სი­ა­საც მი­მარ­თონ.

- რო­დის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი კონ­კურ­სის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი და რა ვა­და­ში და­კომ­პლექტდე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი?

- კონ­კურ­სის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი 2021 წლის 6 აგ­ვის­ტოს გა­მო­ცხად­დე­ბა და სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბაც მა­ლე­ვე მოხ­დე­ბა.

- რამ­დე­ნად აი­სა­ხე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბი, უფრო ზუს­ტად, რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი­დან?

- სტრუქ­ტუ­რუ­ლი მო­წყო­ბის სა­კი­თხებ­ზე ჩვენ არა­ერ­თი კონ­სულ­ტა­ცია გა­ვი­ა­რეთ ჩვენს და­მე­გობ­რე­ბულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. რაც შე­ე­ხე­ბა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, მისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტის მი­ღე­ბაა. ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი ეფექ­ტი, რო­მე­ლიც უკვე მი­ვი­ღეთ, აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის გაზ­რდი­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბაა. მე­ო­რე მო­სა­ლოდ­ნე­ლი ეფექ­ტი იქ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. ამას­თან ერ­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იქ­მნას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო თე­მა­ტუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი კლას­ტე­რე­ბი, რო­მელ­შიც პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, სტუ­დენ­ტე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ნამ­დვი­ლად ღირ­და რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მას­შტა­ბუ­რი ეფექ­ტის მომსწრე­ნიც მალე გავ­ხდე­ბით - მო­მა­ვალ წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის იუ­ბი­ლეს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო ინფრას­ტუქ­ტუ­რით, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლით, შრო­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი­თა და მოქ­ნი­ლი სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბით შევ­ხვდე­ბით. ასე­ვე, დიდი სურ­ვი­ლი გვაქვს, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცე მო­ვა­წყოთ, რის­თვი­საც უკვე მო­ვი­ძი­ეთ თან­ხა რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად.

რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­დე­ბი­თი ეფექ­ტი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნი­ვერ­სი­ტე­ტის პერ­სო­ნალ­ზეც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­სში და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, შე­არ­ჩი­ონ სა­სურ­ვე­ლი პო­ზი­ცია და გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

დ.დ.
0

რამოდენიმე თვის წინ, ტექნიკურ უნივერსიტეტში, თითქმის ხუთი ათეული წლის მანძილზე მომუშავე პროფესურას, მოგვთხოვეს ცნობის წარდგენა, რომ არ ვართ ნასამართლები, მოძალადეები და გაურკვეველი მიმართულებების არსებები. იგივე ცნობის ხელახლად წარდგენას, დღესაც ითხოვენ ! ნუთუ, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ორიოდ თვეში შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების ასეთ "სიმაღლეებზე" აყვანა ! ? ადამიანების ასეთი შეურაცხყოფა, სულ ცოტა, უხერხული ხომ არ არის ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

სტუ-ის კანცლერი - მოვუწოდებთ ყველა თანამშრომელს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები

სტუ-ის კანცლერი - მოვუწოდებთ ყველა თანამშრომელს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები

რამ განაპირობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტრუქტურული რეორგანიზაციის წარმართვა და რატომ დადგა დღის წესრიგში ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის კონკურსის ჩატარების აუცილებლობა, რა მიზანს ისახავს კონკურსი, როგორია მისი პირობები და რა ეტაპების გავლა მოუწევს აპლიკანტს. ამ თემებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, დოქტორი კარლო კოპალიანი საუბრობს.

- დიდი ხანია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მსგავსი ღონისძიება არ გატარებულა. შეიცვალა თანამედროვე მიდგომები უმაღლესი განათლების სფეროში. შესაბამისად, უნივერსიტეტის შიგნითაც იცვლება მიდგომები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას დღეს უკვე სხვა კვალიფიკაციის სპეციალისტები სჭირდება, სხვაგვარად, უნივერსიტეტის გამართულად ფუნქციონირება და მისი განვითარება წარმოუდგენელია.

კონკურსი, რომლის ჩატარებაც დაგემილი გვაქვს, დახურული ტიპისაა და თავისი არსით ატესტაციას უახლოვდება. მასში მხოლოდ ჩვენი თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. გვაინტერესებს გავზომოთ, რა შესაძლებლობები გააჩნიათ ჩვენს თანამშრომლებს და რამდენად შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობებს. კონკურსი ლოგიკური გაგრძელებაა ტექნიკურ უნუივერსიტეტში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციისა. არ არის დასამალი, სტრუქტურაც საკმაოდ მოძველებული იყო. მეტიც, ადგილი ჰქონდა სტრუქტურულ დუბლირებებს - ერთი და იგივე ფუნქცია შეიძლება ორ სხვადასხვა დეპარტამენტს ჰქონოდა. მაქსიმალურად ვეცადეთ, მსგავსი ხარვეზი ბოლომდე აღმოგვეფხვრა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა არაგონივრულად იყო გაზრდილი - ჯამურად ფუნქციონირებდა 40-მდე დეპარტამენტი. რეორგანიზაციის შედეგად, მოვახდინეთ ოპტიმიზაცია: უფრო მობილური, მოქნილი სტრუქტურა შევიმუშავეთ და ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა 20-მდე დავიყვანეთ. უნდა აღვნიშნო, რომ კონკურსის ჩატარების უმთავრესი მიზანი თანამშრომელთა კვალიფიკაციის გაზომვაა. სწორედ ამიტომაა ეს კონკურსი შიდა. სამწუხაროდ, შესაძლოა, თანამედროვე მოთხოვნებისა და უნივერსიტეტის ახალი სტრუქტურის გათვალისწინებით, ზოგიერთმა აპლიკანტმა ვერ დააკმაყოფილოს საკონკურსო მოთხოვნები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომები თანამშრომლების მხრიდან აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს გარკვეული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ასევე, შესაბამისი უნარ-ჩვევების ფლობას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და 100-წლოვანი ტრადიციების მქონე საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა, მისი ადმინისტრაცია მუდმივად უნდა ცდილობდეს სტანდარტების შენარჩუნებასა და ხარისხის უზრუნველყოფას.

სტრუქტურული რეორგანიზაცია იმითაც იყო განპირობებული, რომ დაგვეძლია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - სპეციალისტების მიზერული ანაზღაურება, 300 და 400-ლარიანი ხელფასების არსებობა, რაც რეორგანიზაციის შემდეგ შეიცვლება. გარდა ამისა, საშტატო ანაზღაურება არ იყო სისტემატიზირებული და რანჟირებული. რეაორგანიზაცია ითვალისწინებს ამ ყველაფრის სრულყოფას და ერთიან სისტემაში მოქცევას. უკვე 15-20%-ით გაიზარდა აკადემური პერსონალის ანაზღაურება. ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია ადმინისტრაციის თანამშრომლების, სპეციალისტების ანაზღაურება 50%-ით და უფრო მეტადაც გაიზარდოს.

პარალელურად, არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც - პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი ფორმირდება სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურით. ეს მეტად ფაქიზი თემაა. სწორედ ამის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ბიუჯეტი უნდა მოხმარდეს სტუდენტის სწავლა-განთლებასა და უნივერსიტეტის განვითარებას, რისთვისაც საკმარისი სახსრები უნივერსიტეტს აღარ რჩებოდა. რეორგანიცაციის შედეგად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უნდა გაუჩნდეს განვითარების რეალური შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს უპასუხოს.

- რას ითვალისწინებს საკონკურსო პირობები და რა ეტაპები ექნება აპლიკანტს გასავლელი?

- კონკურსი უკვე გამოცხადებულია და შესაბამისი მოთხოვნები ატვირთულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. რექტორის ბრძანების თანახმად, შექმნილია საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიები. მიმდინარეობს დამხმარე პერსონალის ინფორმირება რეორგანიზაციის თაობაზე. კანონის თანახმად, რეორგანიზაციის შესახებ დოკუმენტი ყველა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს გადაეცათ გასაცნობად.

კონკურსი შედგება შემდეგი ორი ეტაპისაგან - ეს არის ტესტირება და გასაუბრება.

აპლიკანტთა რეგისტრაცია წარმოებს 12 ივლისის ჩათვლით, უნივერისტეტის კანცელარიის მეშვეობით.

ტესტირება გულისხმობს კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმებას. მომზადებულია საკონკურსო დავალებები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრის კვალიფიციური სპეციალისტები კი მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ ტესტირების ჩატრებას. იმისთვის, რომ ტესტირება გავლილად ჩაეთვალოს, აპლიკანტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადალახოს. კონკურსის მონაწილეს მოუწევს საშუალო სირთულის დავალების შესრულება, რაც წესით და რიგით, არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს უნივერსიტეტის თანამშრომლისთვის.

კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება მიმდინარე წლის 15 ივლისს, ხოლო შედეგები ცნობილი გახდება 16-დან 19 ივლისამდე. საპრეტეზიო განაცხადის შეტანის ვადა განსაზღვრულია 21 ივლისამდე. ნებისმიერ აპლიკანტს შეეძლება მიმართოს საპრეტენზიო კომისიას.

პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ, 19-დან 29 ივლისის ჩათვლით, ჩატარდება საკონკურსო მომდევნო ეტაპი - გასაუბრება. ვადები გათვლილია ისე, რომ აპლიკანტმა თავისუფლად მოასწროს საპრეტენზიო განაცხადის შეტანა და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, 29 ივლისამდე გასაუბრების გავლაც. გასაუბრების შედეგზე საპრეტენზიო განაცხადის ვადა განსაზღვრულია 29 ივლისიდან 3 აგვისტომდე.

ჩვენ დავუშვით ამგვარი მიდგომა: აპლიკანტს საკონკურსო განაცხადის შეტანა შეუძლია არა მხოლოდ თავის პოზიციაზე, არამედ განსხვავებულ პოზიციაზეც. ვფიქრობთ, ამით ყველას მივეცით ფართო არჩევანის საშუალება. მით უმეტეს, რომ არის დეპარტამენტები, რომლებიც უქმდება და თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება, საკონკურსო განაცხადი სხვა სასურველ თანამდებობებზეც შეიტანონ. ცხადია, უმაღლესი განათლება მთავარი მოთხოვნაა, თუმცა არის გარკვეული დაშვებები, მაგალითად, ლაბორანტებად შესაძლებელია სტუდენტებიც მივიღოთ.

- როგორ ფორმირდება საკონკურსო კომისია და რას გაითვალისწინებს ის?

- აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმოქმედებს სამუშაო ჯგუფი და ორი საკონკურსო კომისია. სამუშაო ჯგუფი კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს შეაფასებს, ხოლო კომისიები - გასაუბრების შედეგებს შეაფასებენ. ამ ორი კომისიიდან, ერთი ადმინისტრაციის დამხმარე პარსონალის კვალიფიკაციას შეაფასებს, ხოლო მეორე - ფაკულტეტების დამხმარე პერსონალის კვალიფიკაციას. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა - უნივერსიტეტს მრავალრიცხოვანი პერსონალი ჰყავს და ერთი კომისია ეფექტურად ვერ უზრუნველყოფდა შედეგების მოკლე დროში წარდგენას. ამიტომ, რექტორის ბრძანებით, გასაუბრების ეტაპისათვის, ორი კომისიის შექმნა გადაწყდა.

- იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელი, საპატიო მიზეზის გამო, ვერ შეძლებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას, რამდენად იქნება მისი მდგომარეობა გათვალისწინებული და უფლებები დაცული?

- რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული. პირველ რიგში, პანდემიას ვგულისხმობ, და არა მხოლოდ. აქ იგულისხმება ჯანმრთელობის გაუარესების სხვა შემთხვევებიც, ოჯახის წევრის გარდაცვალება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებიც. ასეთ დროს, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი 30 ივლისამდე. მათ მიეცემათ საშუალება, გაიარონ ორივე საკონკურსო ეტაპი და საჭიროების შემთხვევაში, საპრეტენზიო კომისიასაც მიმართონ.

- როდის გახდება ცნობილი კონკურსის საბოლოო შედეგები და რა ვადაში დაკომპლექტდება უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები?

- კონკურსის საბოლოო შედეგები 2021 წლის 6 აგვისტოს გამოცხადდება და სტრუქტურული ერთეულების დაკომპლექტებაც მალევე მოხდება.

- რამდენად აისახება უნივერსიტეტის სამომავლო საქმიანობაზე კონკურსის შედეგები, უფრო ზუსტად, რა მოლოდინი გაქვთ აღნიშნული კონკურსიდან?

- სტრუქტურული მოწყობის საკითხებზე ჩვენ არაერთი კონსულტაცია გავიარეთ ჩვენს დამეგობრებულ უნივერსიტეტებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება რეორგანიზაციას, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკონომიკური ეფექტის მიღებაა. ჩვენი გათვლებით, რეორგანიზაციის პირველი დადებითი ეფექტი, რომელიც უკვე მივიღეთ, აკადემიური პერსონალის გაზრდილი ანაზღაურებაა. მეორე მოსალოდნელი ეფექტი იქნება უნივერსიტეტის განვითარებისთვის რესურსების მობილიზება და სტუდენტებისთვის გაუმჯობესებული საუნივერსიტეტო სერვისების შეთავაზება. ამასთან ერთად, შესაძლებელი იქნება ყველა მიმართულებით შეიქმნას საუნივერსიტეტო თემატური სამეცნიერო-კვლევითი კლასტერები, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნამდვილად ღირდა რეორგანიზაციის განხორციელება და მასშტაბური ეფექტის მომსწრენიც მალე გავხდებით - მომავალ წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს განახლებული სასწავლო ინფრასტუქტურით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებული პერსონალით, შრომის გაუმჯობესებული პირობებითა და მოქნილი სტუდენტური სერვისებით შევხვდებით. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს, სტუდენტებისთვის თანამედროვე ტიპის სარეკრეაციო სივრცე მოვაწყოთ, რისთვისაც უკვე მოვიძიეთ თანხა რეორგანიზაციის შედეგად.

რეორგანიზაციის დადებითი ეფექტი, რასაკვირველია, უნივერსიტეტის პერსონალზეც დადებითად აისახება. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა თანამშრომელს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, შეარჩიონ სასურველი პოზიცია და გააგრძელონ მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებისთვის.