საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რას ჰყვება თამთა ჭელიძე ოჯახის დანგრევის შემდგომ დეპრესიაზე?
"ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რას ჰყვება თამთა ჭელიძე ოჯახის დანგრევის შემდგომ დეპრესიაზე?

მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი თამ­თა ჭე­ლი­ძე წლე­ბის წინ, მსა­ხი­ობ ჯაბა კი­ლა­ძე­ზე გახ­ლდათ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მათი სა­ერ­თო კლი­პი კი, რო­მელ­შიც ლო­გი­ნის სცე­ნა იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, იმ­ჟა­მინ­დელ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ყვე­ლა­ზე თა­მამ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნე­ო­და. სამ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვილ­მა ბავ­შვის გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა ორ­სუ­ლო­ბა თამ­თას­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნდა, შემ­დეგ იყო პრობ­ლე­მე­ბი და ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე მომ­ღე­რა­ლი უკვე მარ­ტო­ხე­ლა დედა იყო.

ამ ამ­ბე­ბი­დან 15 წელი გა­ვი­და. თამ­თა­სა და ჯა­ბას სა­ერ­თო შვი­ლი - ლიზა ჰყავთ. ჯა­ბამ მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლა, თამ­თამ კი თე­ატ­რი და­ტო­ვა, აღარც მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა შედ­გა და ხან­გრძლივ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და. ცხოვ­რე­ბის ამ მძი­მე წლებ­ზე, ქალ­მა გა­და­ცე­მა "შო­რე­ნას ეფექ­ტში“ ვრცლად ისა­უბ­რა:

თამ­თა ჭე­ლი­ძე:

- 16 წლი­სას ჩემი პირ­ვე­ლი კლი­პი - "უც­ნო­ბი ქალი“ უკვე ჩა­წე­რი­ლი მქონ­და, შემ­დეგ მალე გავ­თხოვ­დი. ეს ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო, ბევრ რა­მე­ზე უარი ვთქვი, იმა­ზე, რაც წარ­მა­ტე­ბას მო­მი­ტან­და. დღეს არა­ფერს ვნა­ნობ, ისე­თი შვი­ლი მყავს, რომ ალ­ბათ ამის­თვის ღირ­და ყვე­ლა­ფე­რი. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, ალ­ბათ იმის­თვის და­ვი­ბა­დე, რომ ასე­თი შვი­ლი მყო­ლო­და, მეტი არა­ფე­რი.

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზი­უ­ლი დარ­ტყმა იყო, რო­დე­საც ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი ამე­რია. ურ­თუ­ლე­სი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, ბავ­შვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ვი­წე­ქი შვი­დი თვე. ექიმ­მა რომ და­მი­ბა­რა, მი­თხრა, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­ჩენ შვილს, თუ იწ­ვე­ბიო. ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­დე გვერ­დზე... ჩემ­თვის ოჯა­ხის დან­გრე­ვა იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღაც, ქვე­ყა­ნა რომ და­გექ­ცე­ვა თავ­ზე, სწო­რედ ეგე­თი გან­ცდა მქონ­და.... თან იმ­დე­ნი შრო­მა მქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჩემი მე­უღ­ლე, მაგ­რამ ისე­თი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღაც მოხ­და, ვერ ვა­პა­ტი­ებ­დი.

შვი­დი თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლად ლო­გი­ნი­დან რომ ავ­დე­ქი, ლო­გინ­ში ვჭამ­დი, ვსვამ­დი. თავს ვი­კა­ვებ­დი, თან არ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მახ­სოვს შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ ვი­ტი­რე. ამ დროს გვერ­დში მშობ­ლე­ბი მედგნენ, ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ერთ დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ით მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რას მო­ვუს­მი­ნე და მო­მე­წო­ნა, ლე­ვან ლა­ზა­რიშ­ვილს და­ვუ­რე­კე, მის მე­უღ­ლეს და ვუ­თხა­რი, ამ გო­გოს გაც­ნო­ბა მინ­და-მეთ­ქი. ორი სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე... მერე ისევ გავ­ჩერ­დი... ქრო­ნი­კუ­ლად დეპ­რე­სია მქონ­და, ვერ მოვ­ყვე­ბი რა მჭირ­და ამ­დე­ნი წელი. ახლა ვსვამ რა­ღაც პრე­პა­რა­ტებს და კარ­გად ვარ.

არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ ფსი­ქო­ლოგ­თან, სულ ჩე­მით ვიბ­რძო­დი. ისე­თი მა­გა­რი მე­გობ­რე­ბი მყავს, ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დით იდ­გნენ. ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი რომ ხარ და ბრახ და უცებ სახ­ლში ჯდე­ბი, ეს გაფ­რე­ნი­ნებს. დავ­კომ­პლექსდი, ჩაც­მის სტი­ლი შე­ვიც­ვა­ლე, რა­ღაც­ნა­ი­რი გავ­ხდი. რამ­დენ გა­და­ცე­მა­ზე ვთქვი უარი, ვერ მივ­დი­ო­დი სტუმ­რად.

15 წელი გრძელ­დე­ბო­და ეს, ვერ გა­მოვ­დი­ო­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ამ წლე­ბი­დან ბოლო შვი­დი-რვა წე­ლია, ნელ-ნელა ვწვა­ლობ, რომ დავძლიო ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, ახლა კარ­გად ვარ, ოღონდ დახ­მა­რე­ბით...

წა­მო­ვე­დი თე­ატ­რი­დან, ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დი ჯა­ბას­თან ერ­თად, არ შე­მეძ­ლო. არა­და, თე­ატრზე ვა­ფა­ნა­ტებ­დი. ეს წლე­ბი სულ და­ლა­გე­ბუ­ლი მქონ­და ურ­თი­ერ­თბა ჯა­ბას­თან, მას­თან პრობ­ლე­მა არ მაქვს, კარ­გი ადა­მი­ა­ნია... უბ­რა­ლოდ, ერ­თად ვერ... ბევ­რი მი­ზე­ზის გამო.

ახლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ჩემს გვერ­დით არის ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და დიდ პა­ტივს ვცემ..."

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
4

ამ გოგოს სიყვარული კი სცოდნია მაგრამ,დამნახავი არ ჰყავდა.მთავარია აწი არ შეცდეს. მას რომ გაუგებს ისეთი შეხვდეს......მაგრამ მეორეჯერ სიყვარული მოდის?.......შენ კარგი გოგო ხარ ვინცა ხარ და კარგად დაუკვირდი ყველაფერს...............

ნინა
9

პირადად არ ვიცნობ თამთას, მაგრამ ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს ეს გოგო ჩემში. მშვიდი, გაწონასწორებული... ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რას ჰყვება თამთა ჭელიძე ოჯახის დანგრევის შემდგომ დეპრესიაზე?

"ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რას ჰყვება თამთა ჭელიძე ოჯახის დანგრევის შემდგომ დეპრესიაზე?

მსახიობი და მომღერალი თამთა ჭელიძე წლების წინ, მსახიობ ჯაბა კილაძეზე გახლდათ დაქორწინებული. წყვილი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობდა, მათი საერთო კლიპი კი, რომელშიც ლოგინის სცენა იყო გადაღებული, იმჟამინდელ შოუბიზნესში ყველაზე თამამ ნაბიჯად მიიჩნეოდა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა, თუმცა ორსულობა თამთასთვის ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა, შემდეგ იყო პრობლემები და ბავშვის დაბადებიდან მალევე მომღერალი უკვე მარტოხელა დედა იყო.

ამ ამბებიდან 15 წელი გავიდა. თამთასა და ჯაბას საერთო შვილი - ლიზა ჰყავთ. ჯაბამ მსახიობის კარიერა წარმატებით გააგრძელა, თამთამ კი თეატრი დატოვა, აღარც მისი მუსიკალური კარიერა შედგა და ხანგრძლივ დეპრესიაში ჩავარდა. ცხოვრების ამ მძიმე წლებზე, ქალმა გადაცემა "შორენას ეფექტში“ ვრცლად ისაუბრა:

თამთა ჭელიძე:

- 16 წლისას ჩემი პირველი კლიპი - "უცნობი ქალი“ უკვე ჩაწერილი მქონდა, შემდეგ მალე გავთხოვდი. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, ბევრ რამეზე უარი ვთქვი, იმაზე, რაც წარმატებას მომიტანდა. დღეს არაფერს ვნანობ, ისეთი შვილი მყავს, რომ ალბათ ამისთვის ღირდა ყველაფერი. ხანდახან ვფიქრობ, ალბათ იმისთვის დავიბადე, რომ ასეთი შვილი მყოლოდა, მეტი არაფერი.

ჩემთვის ყველაზე სერიოზიული დარტყმა იყო, როდესაც ოჯახში ყველაფერი ამერია. ურთულესი ორსულობა მქონდა, ბავშვის შენარჩუნებისთვის ვიწექი შვიდი თვე. ექიმმა რომ დამიბარა, მითხრა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩენ შვილს, თუ იწვებიო. ყველაფერი გადავდე გვერდზე... ჩემთვის ოჯახის დანგრევა იყო წარმოუდგენელი რაღაც, ქვეყანა რომ დაგექცევა თავზე, სწორედ ეგეთი განცდა მქონდა.... თან იმდენი შრომა მქონდა ჩადებული, ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი.

შვიდი თვის ორსული ვიყავი პირველად ლოგინიდან რომ ავდექი, ლოგინში ვჭამდი, ვსვამდი. თავს ვიკავებდი, თან არ ვნერვიულობდი, მახსოვს შვიდი თვის განმავლობაში ერთხელ ვიტირე. ამ დროს გვერდში მშობლები მედგნენ, ძალიან მაგარი ადამიანები. ერთ დღეს ტელევიზიით მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერას მოვუსმინე და მომეწონა, ლევან ლაზარიშვილს დავურეკე, მის მეუღლეს და ვუთხარი, ამ გოგოს გაცნობა მინდა-მეთქი. ორი სიმღერა ჩავწერე... მერე ისევ გავჩერდი... ქრონიკულად დეპრესია მქონდა, ვერ მოვყვები რა მჭირდა ამდენი წელი. ახლა ვსვამ რაღაც პრეპარატებს და კარგად ვარ.

არასოდეს ვყოფილვარ ფსიქოლოგთან, სულ ჩემით ვიბრძოდი. ისეთი მაგარი მეგობრები მყავს, ყოველთვის ჩემს გვერდით იდგნენ. ასეთი პოპულარული რომ ხარ და ბრახ და უცებ სახლში ჯდები, ეს გაფრენინებს. დავკომპლექსდი, ჩაცმის სტილი შევიცვალე, რაღაცნაირი გავხდი. რამდენ გადაცემაზე ვთქვი უარი, ვერ მივდიოდი სტუმრად.

15 წელი გრძელდებოდა ეს, ვერ გამოვდიოდი მდგომარეობიდან. ამ წლებიდან ბოლო შვიდი-რვა წელია, ნელ-ნელა ვწვალობ, რომ დავძლიო ეს მდგომარეობა, ახლა კარგად ვარ, ოღონდ დახმარებით...

წამოვედი თეატრიდან, ვერ ვიმუშავებდი ჯაბასთან ერთად, არ შემეძლო. არადა, თეატრზე ვაფანატებდი. ეს წლები სულ დალაგებული მქონდა ურთიერთბა ჯაბასთან, მასთან პრობლემა არ მაქვს, კარგი ადამიანია... უბრალოდ, ერთად ვერ... ბევრი მიზეზის გამო.

ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს გვერდით არის ძალიან კარგი ადამიანი. შეყვარებული ვარ, ყველაფერში მეხმარება. ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ..."