სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს
"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს

უცხო­უ­რი მე­დია კვლავ აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა შავ ზღვა­ში მომ­ხდარ ბო­ლოდ­რო­ი­ნელ ინ­ცი­დენ­ტებს.

სწო­რედ შავ ზღვა­ზე ომი­სა და მშვი­დო­ბის სა­კითხს შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კულ ჟურ­ნალ "ნე­ი­შე­ნელ ინ­თე­რესთში" («The National Interest») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "პუ­ტი­ნი ეჭ­ვობს, რომ შავ ზღვა­ში ნატო რუ­სეთს და­ა­მარ­ცხებს“ (ავ­ტო­რი - მარკ ეპის­კო­პო­სი).

"რუ­სე­თის გაძ­ლი­ე­რე­ბა შავ ზღვა­ზე, რაც მოს­კო­ვის მიერ ყი­რი­მის მი­ერ­თე­ბა­ში, აგ­რეთ­ვე ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის სამ­ხედ­რო ბას­ტი­ო­ნად გა­დაქ­ცე­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, კონ­ფლიქ­ტის წარ­მოქ­მნის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ტოს გა­მარ­ჯვე­ბის შან­სებს არ უტო­ვებს“, - ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, რომ­ლის ავ­ტო­რი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბას ეყ­რდნო­ბა - რუ­სულ გე­მებს ბრი­ტა­ნულ გემი "დე­ფენ­დე­რი“ რომც ჩა­ე­ძი­რა, მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი მა­ინც არ და­ი­წყე­ბო­და, რად­გან ბრი­ტა­ნეთ­მა იცის - მას­ში ვერ გა­ი­მარ­ჯვებ­დაო.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რის აზ­რით:

"პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია, მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს, სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია. შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ყი­რი­მის სტა­ტუს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მარ­თა­ლია, უკ­რა­ი­ნა, და­სავ­ლე­თის რიგი ქვეყ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, ცდი­ლობს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს - ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლე­ბის შე­მო­ფარ­გვლით და მას­ში სამ­ხედ­რო წრთვნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გზით, მაგ­რამ ეს მცდე­ლო­ბა მხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რია - კრემ­ლი კი­ე­ვი­სა და მისი და­სავ­ლე­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ყო­ველ გა­მოხ­ტო­მა­ზე სულ უფრო მკაცრ რე­ა­გი­რე­ბას ახ­დენს".

ავ­ტო­რი მი­მო­ი­ხი­ლავს რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის სამ­ხედ­რო ძლი­ე­რე­ბას და მის აღ­ჭურ­ვას თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბით, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში სულ უფრო აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს:

"ნა­ტოს­თვის თა­ვის ტკი­ვი­ლად იქცა რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა ახა­ლი მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი გე­მე­ბით - რა­კე­ტუ­ლი ფრე­გა­ტე­ბით, დი­ზელ-ელექტრო­მა­ვა­ლი წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბით, ჰი­პერ­ზებ­გე­რი­თი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან აშშ-ის მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რე­გი­ონ­ში.

რო­გორც მარკ ეპის­კო­პო­სი მი­იჩ­ნევს, ნა­ტოს იმე­დი არ უნდა ჰქონ­დეს, რომ თურ­ქე­თი ბრი­უ­სელს და ვა­შინგტონს ყვე­ლა­ფერ­ში მხარს და­უ­ჭერს, რაც კი შავი ზღვის არე­ალს ეხე­ბა:

"თურ­ქე­თი ნა­ტოს წევ­რია, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს მისი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ზიგ­ზა­გე­ბი - ან­კა­რა მუდ­მი­ვად ხელს უშ­ლის ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას და ვა­შინგტო­ნის­თვის სამ­წუ­ხა­როდ, მოს­კოვ­თან საკ­მა­ოდ მჭიდ­რო ეკო­ნო­მი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს. ცხა­დია, რომ რუ­მი­ნეთს, ბულ­გა­რეთს, უკ­რა­ი­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს (რო­მელ­თა­გან ორი ნა­ტოს წევ­რია, ორი კი ალი­ან­სის პარტნი­ო­რი), სურთ ბოს­ფორ-დარ­და­ნე­ლის სრუ­ტე­ებ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ამე­რი­კულ­მა სამ­ხედ­რო გემ­მა გა­ი­ა­როს, მაგ­რამ ისი­ნი არ ფლო­ბენ ისეთ სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ ნა­ტოს გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ“, - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი და ასეთ დას­კვნას აკე­თებს:

"ნა­ტოს და რუ­სეთს აქვთ შავ ზღვა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უნა­რი, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს ისე­თი სცე­ნა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ვა­რა­უ­დო კონ­ფლიქ­ტის დროს ალი­ან­სი გა­მარ­ჯვე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს“. წყა­რო

ამ თე­მა­ზე აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას თურ­ქუ­ლი გა­ზე­თი "ევ­რენ­სე­ლიც" («Evrensel»), სა­თა­უ­რით: "ღრუბ­ლე­ბი შავ ზღვა­ზე“, რო­მელ­შიც შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში ბოლო დროს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბის ფონ­ზე გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი (ავ­ტო­რი - იუ­ჯელ ოზ­დე­მი­რი).

"ღრუბ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა შავი ზღვის ცაზე შე­იკ­რი­ბა, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მიერ რუ­სე­თის შე­სა­კა­ვებ­ლად, დღი­თი­დღე შავ­დე­ბა. რე­გი­ონ­ში ბა­ტო­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა, რო­გორც ჩანს, ისევ ყი­რი­მით იწყე­ბა. თუ თვალს გა­და­ვავ­ლებთ უკა­ნას­კნე­ლი მოვ­ლე­ნებს, გა­სა­გე­ბი ხდე­ბა, რომ შავი ზღვა დენ­თის კას­რად გა­და­იქ­ცა და იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ნა­პერ­წკლის­გან შე­იძ­ლე­ბა ომმა იფეთ­ქოს, სულ უფრო იკ­ვე­თე­ბა. ზე­დი­ზედ ტარ­დე­ბა მა­ნევ­რე­ბი, რათა რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის გულ­ში - ყი­რიმ­ში ჩა­ცე­მუ­ლი ის დანა ამო­ი­ღოს, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის მი­ერ­თე­ბით გა­მო­ი­ხა­ტა 2014 წელს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში, რო­მელ­შიც ავ­ტო­რი ვრცლად აღ­წერს რო­გორც ბრი­ტა­ნულ გემ "დე­ფენ­დერ­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ბებს, ასე­ვე ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის მიერ ბრი­უ­სე­ლის სა­მიტ­ზე გან­ხი­ლულ სა­კი­თხებს, შავ ზღვა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ნა­ტოს სამ­ხედ­რო წრთვნებს.

შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში ალი­ან­სის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი სამ­ხედ­რო მა­ნევ­რე­ბის ერთ-ერთ ას­პექტს რუ­სე­თის და­ში­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს - მისი სა­ზღვრე­ბის ბლო­კი­რე­ბას სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თი­დან, რო­მე­ლიც უპირ­ვე­ლეს ყოფ­ლი­სა, ყი­რიმ­ზე მოს­კო­ვის კონ­ტრო­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი. და­სავ­ლე­თი­სათ­ვის ყი­რი­მის რუ­სე­თი­სად­მი მი­ერ­თე­ბა მძი­მე დარ­ტყმა იყო, რომ­ლის გა­და­ტა­ნა ძალ­ზე რთუ­ლია. რად­გა­ნაც და­სავ­ლე­თი ცდი­ლობს სტა­ტუს კვოს აღ­დგე­ნას, ყი­რი­მის მე­ო­რე ომის და­წყე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის. ყი­რი­მის პირ­ვე­ლი ომი 1853-56 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მას­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებ­სა და ალი­ან­სებს თუ დღე­ვან­დელს შე­ვა­და­რებთ (თურ­ქე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, რუ­სე­თი...), ძალ­თა იმ­დრო­ინ­დე­ლი გან­ლა­გე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ამ­ჟა­მინ­დელს. ყი­რი­მის პირ­ველ ომში ოს­მა­ლეთ­მა, და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რით, რუ­სეთ­ზე გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ რად­გა­ნაც თურ­ქე­თი ომი­დან ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა და­მარ­ცხე­ბის ტოლ­ფა­სი იყო.

პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად, ყი­რი­მის პირ­ვე­ლი ომის შემ­დეგ, შავი ზღვა, დღე­ვან­დე­ლი გა­გე­ბით, "დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბულ ზო­ნად“ გა­მო­ცხად­და, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ ყვე­ლა­ფე­რი სა­წყისს და­უბ­რუნ­და - შავი ზღვა ისევ გა­ივ­სო თურ­ქე­თი­სა და რუ­სე­თის საბ­რძო­ლო ხო­მალ­დე­ბით, ბოლო წლებ­ში კი მას ნა­ტოს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის გე­მე­ბიც და­ე­მატ­ნენ... და­ძა­ბუ­ლო­ბა მა­ტუ­ლობს და პრო­ვო­კა­ცია ყო­ველ წუთს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შავი ზღვის გა­სა­ღე­ბი, სრუ­ტე­ე­ბის სა­ხით, თურ­ქე­თის ხელ­შია. თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, თურ­ქე­თი კი არ ხუ­რავს, ზღვის კარს უფრო ფარ­თოდ აღებს - მუდ­მი­ვად ფარ­თოვ­დე­ბა სამ­ხედ­რო წრთვნე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ამი­ტო­მაც ის, რაც შავ ზღვა­ზე ხდე­ბა, უშუ­ა­ლოდ შე­ე­ხე­ბა თურ­ქეთ­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თურ­ქეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებს", - ასეთ დას­კვნას აკე­თებს თურ­ქუ­ლი გა­ზე­თი. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sergo
54

მაგარი სტატიაა!

მომო
42

ეს დალოცვილი პრაიდზე ისეᲗი ამბები ატეხეს და Თუ Შავ ზᲦვაᲨი რუსეᲗი Თქვენს გემებს ბომბებს ესროდა, მაᲨინ სად იყავიᲗ..

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს

"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს

უცხოური მედია კვლავ აქტიურად ეხმაურება შავ ზღვაში მომხდარ ბოლოდროინელ ინციდენტებს.

სწორედ შავ ზღვაზე ომისა და მშვიდობის საკითხს შეეხება ამერიკულ ჟურნალ "ნეიშენელ ინთერესთში" («The National Interest») გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: "პუტინი ეჭვობს, რომ შავ ზღვაში ნატო რუსეთს დაამარცხებს“ (ავტორი - მარკ ეპისკოპოსი).

"რუსეთის გაძლიერება შავ ზღვაზე, რაც მოსკოვის მიერ ყირიმის მიერთებაში, აგრეთვე ნახევარკუნძულის სამხედრო ბასტიონად გადაქცევაში გამოიხატა, კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, ნატოს გამარჯვების შანსებს არ უტოვებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის ავტორი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას ეყრდნობა - რუსულ გემებს ბრიტანულ გემი "დეფენდერი“ რომც ჩაეძირა, მესამე მსოფლიო ომი მაინც არ დაიწყებოდა, რადგან ბრიტანეთმა იცის - მასში ვერ გაიმარჯვებდაო.

სტატიის ავტორის აზრით:

"პრეზიდენტის პოზიცია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სრულიად გასაგებია. შავი ზღვის აკვატორიაში მშვიდობა და სტაბილურობის საფუძველი ყირიმის სტატუსზეა დამოკიდებული. მართალია, უკრაინა, დასავლეთის რიგი ქვეყნების დახმარებით, ცდილობს თავისი ინტერესები მეტ-ნაკლებად განახორციელოს - ტერიტორიული წყლების შემოფარგვლით და მასში სამხედრო წრთვნების ჩატარების გზით, მაგრამ ეს მცდელობა მხოლოდ სიმბოლურია - კრემლი კიევისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების ყოველ გამოხტომაზე სულ უფრო მკაცრ რეაგირებას ახდენს".

ავტორი მიმოიხილავს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ძლიერებას და მის აღჭურვას თანამედროვე შეიარაღებით, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს:

"ნატოსთვის თავის ტკივილად იქცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გაძლიერება ახალი მოდერნიზებული გემებით - რაკეტული ფრეგატებით, დიზელ-ელექტრომავალი წყალქვეშა ნავებით, ჰიპერზებგერითი ფრთოსანი რაკეტებით, რომლებიც ხელს უშლიან აშშ-ის მიზნების განხორციელებას რეგიონში.

როგორც მარკ ეპისკოპოსი მიიჩნევს, ნატოს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ თურქეთი ბრიუსელს და ვაშინგტონს ყველაფერში მხარს დაუჭერს, რაც კი შავი ზღვის არეალს ეხება:

"თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი საგარეო პოლიტიკური ზიგზაგები - ანკარა მუდმივად ხელს უშლის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნების მიღწევას და ვაშინგტონისთვის სამწუხაროდ, მოსკოვთან საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო ურთიერთობები აქვს. ცხადია, რომ რუმინეთს, ბულგარეთს, უკრაინას და საქართველოს (რომელთაგან ორი ნატოს წევრია, ორი კი ალიანსის პარტნიორი), სურთ ბოსფორ-დარდანელის სრუტეებში რაც შეიძლება მეტმა ამერიკულმა სამხედრო გემმა გაიაროს, მაგრამ ისინი არ ფლობენ ისეთ სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობებს, რომ ნატოს გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ“, - აღნიშნავს ავტორი და ასეთ დასკვნას აკეთებს:

"ნატოს და რუსეთს აქვთ შავ ზღვაზე ეფექტიანი სამხედრო კამპანიის განხორციელების უნარი, მაგრამ არ არსებობს ისეთი სცენარი, რომლის მიხედვით, სავარაუდო კონფლიქტის დროს ალიანსი გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევს“. წყარო

ამ თემაზე აქვეყნებს სტატიას თურქული გაზეთი "ევრენსელიც" («Evrensel»), სათაურით: "ღრუბლები შავ ზღვაზე“, რომელშიც შავი ზღვის აკვატორიაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების ფონზე გარკვეული დასკვნებია გაკეთებული (ავტორი - იუჯელ ოზდემირი).

"ღრუბლები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა შავი ზღვის ცაზე შეიკრიბა, დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის შესაკავებლად, დღითიდღე შავდება. რეგიონში ბატონობისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, ისევ ყირიმით იწყება. თუ თვალს გადავავლებთ უკანასკნელი მოვლენებს, გასაგები ხდება, რომ შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა და იმის ალბათობა, რომ ნაპერწკლისგან შეიძლება ომმა იფეთქოს, სულ უფრო იკვეთება. ზედიზედ ტარდება მანევრები, რათა რუსეთმა უკრაინის გულში - ყირიმში ჩაცემული ის დანა ამოიღოს, რომელიც ნახევარკუნძულის მიერთებით გამოიხატა 2014 წელს“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ავტორი ვრცლად აღწერს როგორც ბრიტანულ გემ "დეფენდერთან“ დაკავშირებულ ამბებს, ასევე ევროატლანტიკური ალიანსის მიერ ბრიუსელის სამიტზე განხილულ საკითხებს, შავ ზღვაზე ჩატარებულ ნატოს სამხედრო წრთვნებს.

შავი ზღვის აკვატორიაში ალიანსის პერმანენტული სამხედრო მანევრების ერთ-ერთ ასპექტს რუსეთის დაშინება წარმოადგენს - მისი საზღვრების ბლოკირებას სამხრეთ-დასავლეთიდან, რომელიც უპირველეს ყოფლისა, ყირიმზე მოსკოვის კონტროლის წინააღმდეგაა მიმართული. დასავლეთისათვის ყირიმის რუსეთისადმი მიერთება მძიმე დარტყმა იყო, რომლის გადატანა ძალზე რთულია. რადგანაც დასავლეთი ცდილობს სტატუს კვოს აღდგენას, ყირიმის მეორე ომის დაწყება გამორიცხული არ არის. ყირიმის პირველი ომი 1853-56 წლებში მიმდინარეობდა. მასში მონაწილე ქვეყნებსა და ალიანსებს თუ დღევანდელს შევადარებთ (თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი...), ძალთა იმდროინდელი განლაგება ძალიან ჰგავს ამჟამინდელს. ყირიმის პირველ ომში ოსმალეთმა, დასავლეთის მხარდაჭერით, რუსეთზე გაიმარჯვა, მაგრამ რადგანაც თურქეთი ომიდან ძალიან დასუსტებული გამოვიდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს გამარჯვება დამარცხების ტოლფასი იყო.

პარიზის შეთანხმების შედეგად, ყირიმის პირველი ომის შემდეგ, შავი ზღვა, დღევანდელი გაგებით, "დემილიტარიზებულ ზონად“ გამოცხადდა, მაგრამ შემდეგ ისევ ყველაფერი საწყისს დაუბრუნდა - შავი ზღვა ისევ გაივსო თურქეთისა და რუსეთის საბრძოლო ხომალდებით, ბოლო წლებში კი მას ნატოს სხვა სახელმწიფოების გემებიც დაემატნენ... დაძაბულობა მატულობს და პროვოკაცია ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს.

შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის გასაღები, სრუტეების სახით, თურქეთის ხელშია. თუმცა მოვლენები გვაჩვენებს, თურქეთი კი არ ხურავს, ზღვის კარს უფრო ფართოდ აღებს - მუდმივად ფართოვდება სამხედრო წრთვნების მონაწილეთა რაოდენობა. ამიტომაც ის, რაც შავ ზღვაზე ხდება, უშუალოდ შეეხება თურქეთსაც, განსაკუთრებით კი თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს", - ასეთ დასკვნას აკეთებს თურქული გაზეთი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან