ჯულია რობერტსი ცნობილ ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალების საზოგადოებისთვის გაზიარება არ უყვართ და უფრო მეტიც, ყოველივეს საგულდაგულოდ მალავენ.
თუმცა ხანდახან გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება - ოსკაროსანმა მსახიობმა "ინსტაგრამზე" ქმართან დენიელ მოდერთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და გულშემატკივრებს აცნობა, რომ უკვე 19 წელია ერთად არიან.
ასევე მოდერმაც გააზიარა ჯულიასთან გადაღებული ფოტო, სადაც მან დაწერა "ჩვენ დღეს ვიწყებთ ურთიერთობის შესანიშნავ მე-20 წელს, მინდა, რომ ამ ლამაზი გოგოს გვერდით ვიდგე, ყოველდღე“.
53 წლის ჯულიამ და 52 წლის კინემატოგრაფმა დენიელმა ერთმანეთი 2000 წელს, ფილმის The Mexican-ის გადაღებების დროს გაიცნეს ერთმანეთი. იმ პერიოდში მსახიობი ურთიერთობაში იყო ბენჟამინ ბრატთან, დენი კი ვერა სტეიმბერგზე იყო დაქორწინებული, თუმცა ამან ნამდვილ სიყვარულს ხელი ვერ შეუშალა. მათ შეხვედრა ფარულად დაიწყეს და შემდეგ 2002 წლის 4 ივლისს დაქორწინდნენ...განაგრძეთ კითხვა
დაშორდნენ უკვე, გაიღვიძეთ და აქციაზე მოუსვით....
ჯულია რაღაც მოუვლელი, მოუწესრიგებელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ან რა ფერის თმა აქვს და ასე აწეწილი (აღარაა 80-იანი წლები გაფუებული თავით სიარულს მოდა რომ ერქვა). სახის კანიც რაღაც ისე აქვს მგონი დამატენიანებელი საერთოდ არ უხმარია. არ ვიცი ბოლო დროის ფილმებში ვეღარც ვცნობ იმდენად შეიცვალა. ნაოჭებსაც პატივს ვცემ და ასაკობრივ მომატებულ წონასაც, თუმცა მინიმუმ ბოლოჭამიებით გაშეშებული თმის ბოლოები და შესაღები ძირები არ უნდა გქონდეს. ისეთი შთაბეჭდილება მაინც არ უნდა დატოვო გამვლელმა იფიქროს ბოლოს შხაპი როდის მიიღოო.