მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს
რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი"  - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს
  • "მი­მარ­თვა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს: "გა­აგ­დეთ ბო­ი­არ­კო­ვი, თო­რემ თე­ატ­რი და­ი­ღუ­პე­ბა“

მოს­კო­ვის მაქ­სიმ გორ­კის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის ყო­ფილ­მა სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამ­ჟა­მად კი თე­ატ­რის პრე­ზი­დენ­ტმა, სსრკ სა­ხალ­ხო არ­ტის­ტმა ტა­ტი­ა­ნა დო­რო­ნი­ნამ რუ­სე­თის ლი­დერს ვლა­დი­მირ პუ­ტინს თხოვ­ნით მი­მარ­თა, რომ თე­ატ­რის გა­დარ­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­როს. მისი თქმით, ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია თე­ატ­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის ედუ­არდ ბო­ი­ა­კო­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"ჩვე­ნი თე­ატ­რი­დან სას­წრა­ფოდ უნდა იქ­ნენ გა­ძე­ვე­ბუ­ლი ვაჭ­რუ­კა­ნე­ბი. თუ დღე­ვან­დე­ლი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და უნი­ჭო სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ისევ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ბა, მა­შინ ჩვე­ნი ოდეს­ღაც დი­დე­ბუ­ლი თე­ატ­რის­გან მო­გო­ნე­ბაც კი აღარ დარ­ჩე­ბა... ყვე­ლა­ფერს შთან­თქავს ხუ­ლიგ­ნუ­რი, გარ­ყვნი­ლი, უხამ­სი გა­სარ­თო­ბი სა­ესტრა­დო-სა­ცირ­კო ბა­ლა­გა­ნი“, - აღ­ნიშ­ნავს ტა­ტი­ა­ნა დო­რო­ნი­ნა. მისი თქმით, ედუ­არდ ბო­ი­ა­კოვ­მა თე­ატ­რი­დან ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი გან­დევ­ნა, რე­პერ­ტუ­ა­რი კი, დე­კო­რა­ცი­ებ­თან ერ­თად, "თით­ქმის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია“.

ტა­ტი­ა­ნა დო­რო­ნი­ნა

თა­ვის მხრივ, თე­ატ­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში, ტა­ტი­ა­ნა დო­რო­ნი­ნას ბრალ­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მსა­ხი­ო­ბი დიდი ხა­ნია თე­ატ­რში არ და­დის და არ­ცერთ პრე­მი­ე­რა­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. "ჩვენ არ ვი­ცით, იგი ვის რას უყ­ვე­ბა. ჩვენ მხო­ლოდ ის შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ 87 წლის ტა­ტი­ა­ნა ვა­სი­ლევ­ნას სა­ხე­ლით გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის წრე მა­ნი­პუ­ლი­რებს, თა­ვი­ან­თი ან­გა­რე­ბი­თი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად“, - აღ­ნიშ­ნეს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

უფრო ადრე რუს­მა სე­ნა­ტორ­მა ალექ­სი პუშ­კოვ­მა წი­ნა­და­დე­ბა წა­მო­ა­ყე­ნა, გორ­კის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის­თვის სა­ხე­ლის გა­დარ­ქმე­ვის შე­სა­ხებ - მას მერე, რაც მომ­ღე­რალ­მა ოლღა ბუ­ზო­ვამ თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დად­გმულ სპექ­ტაკლში, სა­ხელ­წო­დე­ბით: "შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თვე­ლი“, ერთ-ერთი როლი შე­ას­რუ­ლა. რო­გორც სე­ნა­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა:

"მოს­კო­ვის მაქ­სიმ გორ­კის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის ვარ­სკვლა­ვი ბუ­ზო­ვა - ეს ძა­ლი­ან სა­შინ­ლად ჟღერს, თვით ამ სი­ტყვე­ბის სარ­კაზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. დროა თე­ატრს სა­ხე­ლი გა­და­ერ­ქვას“.

რე­ჟი­სორ­მა ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­მაც, თა­ვის მხრივ, გა­აკ­რი­ტი­კა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის ედუ­არდ ბო­ი­ა­კო­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოლღა ბუ­ზო­ვას მსა­ხი­ო­ბად აყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხმა­უ­რი­ა­ნი რეკ­ლა­მის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და.

ოლღა ბუ­ზო­ვა - სცე­ნა სპექ­ტაკ­ლი­დან

"განა წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სტა­ნის­ლავ­სკი, ნე­მი­რო­ვიჩ-დან­ჩენ­კო ან ვახ­ტან­გო­ვი, რომ­ლე­ბიც თე­ატ­რში, თა­ვი­ანთ სპექ­ტაკ­ლებ­ში არაპრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებს იღე­ბენ ხმა­უ­რი­ა­ნი რეკ­ლა­მის მიზ­ნით?“, - კი­თხვა დას­ვა ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­მა. მან ივა­რა­უ­და, რომ "ინ­სტაგ­რამ­ში“ ოლღა ბუ­ზო­ვას 23 მი­ლი­ო­ნი ხელ­მომ­წე­რი­დან თე­ატ­რში არა­ვინ და­დის".

თვი­თონ ოლღა ბუ­ზო­ვა კი სპექ­ტაკლს, რო­მელ­შიც მან მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, "წლის მთა­ვარ პრე­მი­ე­რად“ მი­იჩ­ნევს. ბუ­ზო­ვას თქმით, ეს არის მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა:

"ამ სპექ­ტაკ­ლით ჩემი იმ დრო­ის ოც­ნე­ბა ახდა, როცა ჯერ კი­დევ 16 წლის გო­გო­ნა ვი­ყა­ვი“.

დად­გმა­ში ოლღა ბუ­ზო­ვა კა­ბა­რეს მომ­ღერ­ლის ბელა შან­ტა­ლის როლს ას­რუ­ლებს. რო­გორც ედუ­არდ ბო­ი­ა­კოვ­მა გან­მარ­ტა, სპექ­ტაკ­ლი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო "ისე­თი ადა­მი­ა­ნის სახე, რო­მე­ლიც მა­სობ­რივ კულ­ტუ­რას მი­ე­კუთ­ვნე­ბა და რო­მე­ლიც იმავდრო­უ­ლად, მა­ს­მე­დი­ას დღის წეს­რიგს კარ­ნა­ხობს და გა­ნუ­სა­ზღვრელ ძა­ლა­უფ­ლე­ბას იღებს“.

მა­ინც რა სპექ­ტაკ­ლი და­იდ­გა გორ­კის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში 11 ივ­ნისს, რო­მელ­მაც რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბა და ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია და რა მოვ­ლე­ნე­ბია მას­ში ასა­ხუ­ლი?

  • "შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თვე­ლი“: ახალ­გაზ­რდა სტა­ლი­ნის ვნე­ბა­ნი...

სპექ­ტაკ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა "შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თვე­ლი“, რო­მელ­შიც ვლა­დი­მირ ული­ა­ნოვ-ლე­ნი­ნის ნათ­ქვა­მის მი­ხედ­ვით, ახალ­გაზ­რდა იო­სებ სტა­ლი­ნი (სოსო) იგუ­ლის­ხმე­ბა. იგი წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­მან­ტი­კო­სად, მე­ქალ­თა­ნედ, პო­ე­ტად, ბრძენ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რად და ისეთ ადა­მი­ა­ნა­დაც, რო­მე­ლიც მშვე­ნივ­რად ერ­კვე­ვა, თუ ვინ უნდა მოკ­ლას და ვის უნდა ენ­დოს. მა­ყუ­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა აგ­რეთ­ვე მო­უს­მი­ნოს ოლღა ბუ­ზო­ვას მიერ ცო­ცხლად შეს­რუ­ლე­ბულ სიმ­ღე­რებ­საც.

გა­ვეც­ნოთ სპექ­ტაკ­ლის მოკ­ლე ში­ნა­არსს:

მისი და­წყე­ბის წინ მა­ყუ­რებ­ლებს მი­მარ­თავს სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ედუ­არდ ბო­ი­არ­კო­ვი და ამ­ბობს, რომ დღეს საკ­მა­რი­სი არ არის წიგ­ნე­ბი იო­სებ სტა­ლი­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რი "მსოფ­ლი­ო­ში უძ­ლი­ე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო იყო“. სპექ­ტაკ­ლი "შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქარ­თვე­ლი“ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებს ეფუძ­ნე­ბა: 1902 წელს იო­სებ სტა­ლი­ნი ბა­თუმ­ში გა­ფიც­ვე­ბი­სა და დე­მოს­ტრა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო და დად­გმა­ში სწო­რედ მისი ცხოვ­რე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დია ასა­ხუ­ლი.

პირ­ვე­ლი აქტი: სტა­ლი­ნი ბა­თუმ­ში

სცე­ნა­ზე წი­თე­ლი ტრან­სპა­რან­ტე­ბია გა­და­ჭი­მუ­ლი. რო­გორც ჩანს, პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. წინა პლან­ზე ნა­დეჟ­და კრუპს­კა­ი­ას ვხე­დავთ, რო­მელ­საც ეკი­თხე­ბი­ან:

- ნა­დეჟ­და კონ­სტან­ტი­ნოვ­ნა, ვის გავ­ყვეთ სა­მო­მავ­ლოდ, ვის და­ვუდ­გეთ გვერ­დით?

პა­სუ­ხად ნა­დეჟ­და კი­თხუ­ლობს, სა­ვა­რუ­დოდ, უკვე მკვდა­რი ვლა­დი­მირ ლე­ნი­ნის წე­რილს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ "სტა­ლი­ნი ძა­ლი­ან უხე­შია“. ამის შემ­დეგ სცე­ნა­ზე თვი­თონ იო­სებ სტა­ლი­ნი გა­მო­დის (მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი იო­ბა­ძე), რო­მე­ლიც პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნილ გრი­გო­რი ზი­ნო­ვი­ევს ამ­შვი­დებს, სარ­კას­ტუ­ლად ურ­ჩევს მო­ი­ლა­პა­რა­კოს ლევ ტროც­კის­თან, წარ­სულს თავი და­ა­ნე­ბოს და წინ იყუ­როს, მო­მავ­ლი­სა­კენ... იმი­ტომ, რომ: "მავ­ზო­ლე­უ­მი­დან წე­რი­ლე­ბი მეტი აღარ იქ­ნე­ბა“.

სცე­ნა­ზე ვხე­დავთ იო­სებ სტა­ლინს და მის მე­ო­რე ცოლს ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვას სა­წოლ­ში. ნა­დეჟ­და ცდი­ლობს ქმა­რი კავ­კა­სი­ა­ში წას­ვლა­ზე და­ი­ყო­ლი­ოს, რათა იქ "თა­ვი­სი სა­მარ­თლი­ა­ნი მშვი­დო­ბა და­ამ­ყა­როს“. ამ დროს მა­ყუ­რე­ბე­ლი 1920-იანი წლე­ბი­დან 1900-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გა­და­დის, როცა იო­სებ სტა­ლი­ნი ბა­თუმ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა: სცე­ნა­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა წარ­წე­რა: "ბა­თუ­მი, 1902 წელი“.

იო­სებ სტა­ლინს ბა­თუმ­ში გარს ბოშა ქა­ლე­ბი ეხ­ვე­ვი­ან, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი, უკვე ხან­ში­შე­სუ­ლი, მის ხელს იღებს სამ­კი­თხა­ვად, და­ხე­დავს, ერთხანს უყუ­რებს, შემ­დეგ სწრა­ფად უშ­ვებს და, თით­ქოს­და შე­ში­ნე­ბუ­ლი, უკან იწევს.

ყო­ველ 10-15 წუთ­ში სცე­ნა­ზე გა­მო­დი­ან ლე­ნი­ნი და კრუპს­კა­ია. იგი პი­ო­ნე­რუ­ლი ინ­ტო­ნა­ცი­ით კი­თხუ­ლობს ფრაგ­მენ­ტებს ლე­ნი­ნის წე­რი­ლი­დან და გა­მოს­ვლე­ბი­დან, რომ­ლებ­შიც სტა­ლი­ნია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, "გთხოვთ გა­ი­გოთ კო­ბას ნამ­დვი­ლი გვა­რი“ ან "ლე­ნინ­მა სტა­ლი­ნი პირ­ვე­ლად მაქ­სიმ გორ­კის­თვის იტა­ლი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ახ­სე­ნა“.

ბა­თუმ­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი უჯრე­დია, კავ­კა­სი­უ­რი კო­ლო­რი­ტით. რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი კრე­ბებს სუფ­რა­ზე ატა­რე­ბენ და მღე­რი­ან, ხოლო შე­სა­მოწ­მებ­ლად მი­სუ­ლი ჟან­დარ­მი მათ­თან სა­უბ­რით შეც­ბუ­ნე­ბუ­ლია: "კარ­გი, რა, ვანო... რა კრე­ბა, რის კრე­ბა... რო­დის იყო კავ­კა­სი­ა­ში ქე­ი­ფი იკ­რძა­ლე­ბო­და?“ ან "ეჰ, ვანო, ჩვენ ხომ მა­მა­შენს კარ­გად ვიც­ნობთ, მე­გობ­რე­ბი ვართ“. არა­და, ქე­ი­ფის დროს სუფ­რის წევ­რე­ბი სრუ­ლი­ად მარ­ქსის­ტულ სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მა­გა­ლი­თად, რო­გორ აი­ძუ­ლონ ბა­თუმ­ში არ­სე­ბუ­ლი როტ­შილ­დის ნავ­თობ­გა­და­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, რომ მუ­შებს ხელ­ფა­სე­ბი მო­უ­მა­ტოს.

მალე სცე­ნა­ზე მორ­თულ-მო­კაზ­მუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ბელა შან­ტა­ლი (ოლღა ბუ­ზო­ვა) გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტორ ალექ­სი სმა­გი­ნის ჩას­ვლის გამო გა­მარ­თულ დარ­ბა­ზო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და მღე­რის. იგი საკ­მა­ოდ ფერ­მკრთა­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ბელა ჟან­დარ­მე­რი­ის როტ­მისტრს ეუბ­ნე­ბა: "მუ­შე­ბის მე­ში­ნია - ისი­ნი ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, რომ თით­ქოს მთი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, და­მი­ჭე­რენ და ამ­კუ­წა­ვენ“.

ამა­სო­ბა­ში იო­სებ სტა­ლი­ნი მკაც­რი სა­ხის მქო­ნე "მთი­ე­ლის“ სი­ლი­ბის­ტრო (სილ­ვესტრ) ლომ­ჯა­რი­ას სახ­ლში [ქი­რით] ცხოვ­რე­ბას იწყებს. სი­ლი­ბის­ტროს ჰყავს ლა­მა­ზი ქა­ლიშ­ვი­ლი, სა­ხე­ლად ნა­ტა­ლია, რო­მელ­საც, თა­ვის მხრივ, ჰყავს საქმრო, სა­ხე­ლად თეო.

მა­ყუ­რე­ბელს წი­ნას­წარ აზრი უჩ­ნდე­ბა, რომ სტა­ლინ­სა და ნა­ტა­ლი­ას საქმროს - თეოს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ჩა­მო­ვარ­დე­ბა. მარ­თლაც­და, თეო მუ­შებ­ში სტა­ლი­ნის­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოდ ლა­პა­რა­კობს: "რა­ტომ გა­მოგ­ვი­ზავ­ნეს ქუ­თა­ი­სი­დან ოსი?“. ასეა თუ ისე, ნა­ტა­შას სოსო თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­დე­ბა, მით უმე­ტეს, რომ იგი ქა­ლიშ­ვილს სა­კუ­თარ ლექ­სებს უკი­თხავს მთვა­რის შუქ­ზე, რო­მან­ტი­კუ­ლად...

სტა­ლი­ნი ბა­თუ­მელ კო­მუ­ნის­ტებ­საც საკ­მა­ოდ იო­ლად მო­ხიბ­ლავს. ერთ-ერთ კრე­ბა­ზე იგი მათ არ­ჩი­ბალ­დის - პო­ლი­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო აგენ­ტის მოკ­ვლას და­ა­ვა­ლებს. სტა­ლი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბას ას­რუ­ლე­ბენ, რად­გან დად­გინ­დე­ბა, რომ არ­ჩი­ბალ­დი მარ­თლაც პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ტო­რია. სა­ერ­თოდ, სტა­ლი­ნი ბა­თუმ­ში სა­ო­ცარ გამ­ჭრი­ა­ხო­ბას ავ­ლენს.

პარ­ტი­ულ კრე­ბებს შო­რის შეს­ვე­ნე­ბებ­ზე სტა­ლი­ნი სა­უბ­რობს ნა­ტა­ლი­ას მა­მას­თან და მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟის სა­ხეს ავ­ლენს: იგი არა მარ­ტო პო­ე­ტია, არა­მედ მე­ურ­ნეც - "უსაქ­მოდ ჯდო­მა არ შე­მიძ­ლია... აი, მე­სე­რი ისეა გა­დახ­რი­ლი, ლა­მის წა­იქ­ცეს, ახ­ლა­ვე შე­ვა­კე­თებ“.

პირ­ვე­ლი აქტი მთავ­რდე­ბა ქარ­ხნის სა­წყობ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრით, რო­მელ­საც მუ­შე­ბი სო­სოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით რა­ტომ­ღაც აქ­რო­ბენ.

მე­ო­რე აქტი: სოსო რე­ვო­ლუ­ცი­ა­სა და სიყ­ვა­რულს შო­რის

ბა­თუმ­ში ჩა­დის შავ­კი­ტე­ლი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა, სა­ხე­ლად ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვე­ვა, იგი სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია, რო­მე­ლიც რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა და­ჭე­რის ოპე­რა­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს.

ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი ხვდე­ბა იმ ბოშა ქალ­საც, რო­მელ­მაც იო­სებ სტა­ლინს ხელ­ზე უმ­კი­თხა­ვა: იგი აღ­ტა­ცე­ბით ეუბ­ნე­ბა ყი­ფი­ანს, რომ სტა­ლინ­ში მან "ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ნა­ხა“ და რომ "ისეთ ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ თუ შეხ­ვდე­ბი“.

სპექ­ტაკლში არის სტა­ლი­ნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო სცე­ნე­ბი, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ცი­ე­ბის და­გეგ­მვი­სა და გამ­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეპი­ზო­დე­ბი.

სა­ბო­ლო­ოდ, ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი საკ­მა­ოდ ბევრ სამ­ხილს შეკ­რებს, ჟან­დარ­მე­რი­ის უფ­როსს ან­გა­რიშს წა­რუდ­გენს და ეუბ­ნე­ბა, რომ ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ამ­ბებ­ში მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნია დამ­ნა­შა­ვე - იო­სებ სტა­ლი­ნი. მათ სა­უ­ბარს შემ­თხვე­ვით ყურს მოჰ­კრავს ბელა შა­ნე­ლი და სა­საფ­ლა­ო­ზე მი­დის, სა­დაც სოსო და სახ­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლი ნა­ტა­ლია იმა­ლე­ბი­ან. ბელა საფ­ლა­ვის ქვებს შო­რის და­დის და თან "ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნალს“ მღე­რის. მა­ყუ­რე­ბე­ლი ხვდე­ბა, რომ მომ­ღე­რა­ლიც რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა წრე­შია ჩარ­თუ­ლი და ია­ტაკ­ქვე­შა კო­მუ­ნის­ტია. შან­ტა­ლი აფრ­თხი­ლებს სტა­ლინს, რომ პო­ლი­ცია მის და­სა­ჭე­რად ემ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ იგი უარს ამ­ბობს გაქ­ცე­ვა­ზე, სა­ნამ ქა­ლაქ­ში გა­სუ­ლი ნა­ტა­ლია არ დაბ­რუნ­დე­ბა. როცა ჟან­დარ­მე­ბი მივ­ლენ, ისი­ნი სრო­ლის დროს უკვე დაბ­რუ­ნე­ბულ ნა­ტა­ლი­ას კლა­ვენ და მის გა­ცი­ე­ბულ სხე­ულ­თან და­ჩო­ქილ სტა­ლინს აპა­ტიმ­რე­ბენ.

ამის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე და­ბე­რე­ბულ სტა­ლინს ხე­დავს, რო­მე­ლიც დარ­ბაზ­ში მყო­ფებს მი­მარ­თავს:

- მე არ ვუ­არ­ყოფ, რომ უხე­ში და მკაც­რი ვარ, სათ­ქმელს პირ­და­პირ ვამ­ბობ. აბა, ვინ არის მომ­ხრე, რომ მე პარ­ტი­ის ცე­კას მდივ­ნო­ბი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლონ?

დარ­ბაზ­ში ნელ-ნელა რამ­დე­ნი­მე აწე­უ­ლი ხელი გა­მოჩ­ნდე­ბა... სტა­ლი­ნი შებ­რუნ­დე­ბა და სცე­ნი­დან გა­დის. შემ­დეგ გა­მო­დი­ან მუ­სი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­დე­ოს თან­ხლე­ბით, დოლ­ზე დარ­ტყმით, პანკ-კომ­პო­ზი­ცი­ას ას­რუ­ლე­ბენ. მუ­სი­კის ფონ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ლი­თო­ნის ფა­რე­ბით მი­ტინგს შლი­ან და დე­მონ­სტრან­ტებს აკა­ვე­ბენ. პო­ლი­ცი­ელ­თა ფორ­მის მი­ხედ­ვით, ეს მოვ­ლე­ნა სა­დღაც ევ­რო­პა­ში ხდე­ბა.

მოკ­ლედ, სულ ეს არის ში­ნა­არ­სი სპექ­ტაკ­ლი­სა, რო­მელ­მაც რუ­სულ თე­ატ­რა­ლურ წრე­ებ­ში დიდი მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამ­ბო­ბენ, რომ მას­ში არა­ერ­თი ფაქ­ტი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლია, ასე­ვე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის ბევ­რი სცე­ნა უხამ­სია... აშ­კა­რაა, რომ სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა სკა­ნად­ლუ­რი და ფრი­ად ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოდ­გა.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დუდა
78

პუტინ-დუბინის ვერაგული ზრახვების ნაყოფი სპექტაკლი, ქართველებსი გულის მოსაგებად დადგმული ტირანია

...
16
რაღაც დიდად უსიამოვნო და უგემოვნო იქნება მგონია
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი"  - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს
  • "მიმართვა რუსეთის პრეზიდენტს: "გააგდეთ ბოიარკოვი, თორემ თეატრი დაიღუპება“

მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის სამხატვრო აკადემიური თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ამჟამად კი თეატრის პრეზიდენტმა, სსრკ სახალხო არტისტმა ტატიანა დორონინამ რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს თხოვნით მიმართა, რომ თეატრის გადარჩენაში დაეხმაროს. მისი თქმით, ამისათვის აუცილებელია თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის ედუარდ ბოიაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლება.

"ჩვენი თეატრიდან სასწრაფოდ უნდა იქნენ გაძევებული ვაჭრუკანები. თუ დღევანდელი არაპროფესიონალი და უნიჭო სამხატვრო ხელმძღვანელი ისევ თანამდებობაზე დარჩება, მაშინ ჩვენი ოდესღაც დიდებული თეატრისგან მოგონებაც კი აღარ დარჩება... ყველაფერს შთანთქავს ხულიგნური, გარყვნილი, უხამსი გასართობი საესტრადო-საცირკო ბალაგანი“, - აღნიშნავს ტატიანა დორონინა. მისი თქმით, ედუარდ ბოიაკოვმა თეატრიდან ნიჭიერი მსახიობები განდევნა, რეპერტუარი კი, დეკორაციებთან ერთად, "თითქმის განადგურებულია“.

ტატიანა დორონინა

თავის მხრივ, თეატრის პრესსამსახურში, ტატიანა დორონინას ბრალდების საპასუხოდ განაცხადეს, რომ მსახიობი დიდი ხანია თეატრში არ დადის და არცერთ პრემიერაზე არ გამოჩენილა. "ჩვენ არ ვიცით, იგი ვის რას უყვება. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 87 წლის ტატიანა ვასილევნას სახელით გარკვეული პირების წრე მანიპულირებს, თავიანთი ანგარებითი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.

უფრო ადრე რუსმა სენატორმა ალექსი პუშკოვმა წინადადება წამოაყენა, გორკის სახელობის თეატრისთვის სახელის გადარქმევის შესახებ - მას მერე, რაც მომღერალმა ოლღა ბუზოვამ თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლში, სახელწოდებით: "შესანიშნავი ქართველი“, ერთ-ერთი როლი შეასრულა. როგორც სენატორმა აღნიშნა:

"მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის სამხატვრო აკადემიური თეატრის ვარსკვლავი ბუზოვა - ეს ძალიან საშინლად ჟღერს, თვით ამ სიტყვების სარკაზმის გათვალისწინებით. დროა თეატრს სახელი გადაერქვას“.

რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმაც, თავის მხრივ, გააკრიტიკა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ედუარდ ბოიაკოვის გადაწყვეტილება ოლღა ბუზოვას მსახიობად აყვანის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხმაურიანი რეკლამის მიზნით განხორციელდა.

ოლღა ბუზოვა - სცენა სპექტაკლიდან

"განა წარმოგიდგენიათ სტანისლავსკი, ნემიროვიჩ-დანჩენკო ან ვახტანგოვი, რომლებიც თეატრში, თავიანთ სპექტაკლებში არაპროფესიონალ მსახიობებს იღებენ ხმაურიანი რეკლამის მიზნით?“, - კითხვა დასვა ნიკიტა მიხალკოვმა. მან ივარაუდა, რომ "ინსტაგრამში“ ოლღა ბუზოვას 23 მილიონი ხელმომწერიდან თეატრში არავინ დადის".

თვითონ ოლღა ბუზოვა კი სპექტაკლს, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, "წლის მთავარ პრემიერად“ მიიჩნევს. ბუზოვას თქმით, ეს არის მისი ცხოვრების მთავარი მიღწევა:

"ამ სპექტაკლით ჩემი იმ დროის ოცნება ახდა, როცა ჯერ კიდევ 16 წლის გოგონა ვიყავი“.

დადგმაში ოლღა ბუზოვა კაბარეს მომღერლის ბელა შანტალის როლს ასრულებს. როგორც ედუარდ ბოიაკოვმა განმარტა, სპექტაკლისათვის აუცილებელი იყო "ისეთი ადამიანის სახე, რომელიც მასობრივ კულტურას მიეკუთვნება და რომელიც იმავდროულად, მასმედიას დღის წესრიგს კარნახობს და განუსაზღვრელ ძალაუფლებას იღებს“.

მაინც რა სპექტაკლი დაიდგა გორკის სახელობის თეატრში 11 ივნისს, რომელმაც რუსეთის საზოგადოებაში მღელვარება და ხმაური გამოიწვია და რა მოვლენებია მასში ასახული?

  • "შესანიშნავი ქართველი“: ახალგაზრდა სტალინის ვნებანი...

სპექტაკლის სახელწოდებაა "შესანიშნავი ქართველი“, რომელშიც ვლადიმირ ულიანოვ-ლენინის ნათქვამის მიხედვით, ახალგაზრდა იოსებ სტალინი (სოსო) იგულისხმება. იგი წარმოდგენილია რომანტიკოსად, მექალთანედ, პოეტად, ბრძენ რევოლუციონერად და ისეთ ადამიანადაც, რომელიც მშვენივრად ერკვევა, თუ ვინ უნდა მოკლას და ვის უნდა ენდოს. მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა აგრეთვე მოუსმინოს ოლღა ბუზოვას მიერ ცოცხლად შესრულებულ სიმღერებსაც.

გავეცნოთ სპექტაკლის მოკლე შინაარსს:

მისი დაწყების წინ მაყურებლებს მიმართავს სამხატვრო ხელმძღვანელი ედუარდ ბოიარკოვი და ამბობს, რომ დღეს საკმარისი არ არის წიგნები იოსებ სტალინის შესახებ, რომლის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირი "მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო იყო“. სპექტაკლი "შესანიშნავი ქართველი“ ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება: 1902 წელს იოსებ სტალინი ბათუმში გაფიცვებისა და დემოსტრაციების ორგანიზატორი იყო და დადგმაში სწორედ მისი ცხოვრების აღნიშნული პერიოდია ასახული.

პირველი აქტი: სტალინი ბათუმში

სცენაზე წითელი ტრანსპარანტებია გადაჭიმული. როგორც ჩანს, პარტიის ყრილობა მიმდინარეობს. წინა პლანზე ნადეჟდა კრუპსკაიას ვხედავთ, რომელსაც ეკითხებიან:

- ნადეჟდა კონსტანტინოვნა, ვის გავყვეთ სამომავლოდ, ვის დავუდგეთ გვერდით?

პასუხად ნადეჟდა კითხულობს, სავარუდოდ, უკვე მკვდარი ვლადიმირ ლენინის წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ "სტალინი ძალიან უხეშია“. ამის შემდეგ სცენაზე თვითონ იოსებ სტალინი გამოდის (მსახიობი გიორგი იობაძე), რომელიც პანიკაში ჩავარდნილ გრიგორი ზინოვიევს ამშვიდებს, სარკასტულად ურჩევს მოილაპარაკოს ლევ ტროცკისთან, წარსულს თავი დაანებოს და წინ იყუროს, მომავლისაკენ... იმიტომ, რომ: "მავზოლეუმიდან წერილები მეტი აღარ იქნება“.

სცენაზე ვხედავთ იოსებ სტალინს და მის მეორე ცოლს ნადეჟდა ალილუევას საწოლში. ნადეჟდა ცდილობს ქმარი კავკასიაში წასვლაზე დაიყოლიოს, რათა იქ "თავისი სამართლიანი მშვიდობა დაამყაროს“. ამ დროს მაყურებელი 1920-იანი წლებიდან 1900-იანი წლების დასაწყისში გადადის, როცა იოსებ სტალინი ბათუმში მიემგზავრება: სცენაზე გამოჩნდება წარწერა: "ბათუმი, 1902 წელი“.

იოსებ სტალინს ბათუმში გარს ბოშა ქალები ეხვევიან, რომელთაგან ერთ-ერთი, უკვე ხანშიშესული, მის ხელს იღებს სამკითხავად, დახედავს, ერთხანს უყურებს, შემდეგ სწრაფად უშვებს და, თითქოსდა შეშინებული, უკან იწევს.

ყოველ 10-15 წუთში სცენაზე გამოდიან ლენინი და კრუპსკაია. იგი პიონერული ინტონაციით კითხულობს ფრაგმენტებს ლენინის წერილიდან და გამოსვლებიდან, რომლებშიც სტალინია მოხსენიებული. მაგალითად, "გთხოვთ გაიგოთ კობას ნამდვილი გვარი“ ან "ლენინმა სტალინი პირველად მაქსიმ გორკისთვის იტალიაში გაგზავნილ წერილში ახსენა“.

ბათუმში კომუნისტური უჯრედია, კავკასიური კოლორიტით. რევოლუციური იდეების მქონე ადამიანები კრებებს სუფრაზე ატარებენ და მღერიან, ხოლო შესამოწმებლად მისული ჟანდარმი მათთან საუბრით შეცბუნებულია: "კარგი, რა, ვანო... რა კრება, რის კრება... როდის იყო კავკასიაში ქეიფი იკრძალებოდა?“ ან "ეჰ, ვანო, ჩვენ ხომ მამაშენს კარგად ვიცნობთ, მეგობრები ვართ“. არადა, ქეიფის დროს სუფრის წევრები სრულიად მარქსისტულ საკითხებს განიხილავენ, მაგალითად, როგორ აიძულონ ბათუმში არსებული როტშილდის ნავთობგადამუშავებელი ქარხნის ხელმძღვანელობა, რომ მუშებს ხელფასები მოუმატოს.

მალე სცენაზე მორთულ-მოკაზმული მომღერალი ბელა შანტალი (ოლღა ბუზოვა) გამოჩნდება, რომელიც ქალაქში გენერალ-გუბერნატორ ალექსი სმაგინის ჩასვლის გამო გამართულ დარბაზობაში მონაწილეობს და მღერის. იგი საკმაოდ ფერმკრთალად გამოიყურება. ბელა ჟანდარმერიის როტმისტრს ეუბნება: "მუშების მეშინია - ისინი ისე გამოიყურებიან, რომ თითქოს მთიდან ჩამოვიდნენ, დამიჭერენ და ამკუწავენ“.

ამასობაში იოსებ სტალინი მკაცრი სახის მქონე "მთიელის“ სილიბისტრო (სილვესტრ) ლომჯარიას სახლში [ქირით] ცხოვრებას იწყებს. სილიბისტროს ჰყავს ლამაზი ქალიშვილი, სახელად ნატალია, რომელსაც, თავის მხრივ, ჰყავს საქმრო, სახელად თეო.

მაყურებელს წინასწარ აზრი უჩნდება, რომ სტალინსა და ნატალიას საქმროს - თეოს შორის უთანხმოება ჩამოვარდება. მართლაცდა, თეო მუშებში სტალინისთვის არასასიამოვნოდ ლაპარაკობს: "რატომ გამოგვიზავნეს ქუთაისიდან ოსი?“. ასეა თუ ისე, ნატაშას სოსო თავდავიწყებით შეუყვარდება, მით უმეტეს, რომ იგი ქალიშვილს საკუთარ ლექსებს უკითხავს მთვარის შუქზე, რომანტიკულად...

სტალინი ბათუმელ კომუნისტებსაც საკმაოდ იოლად მოხიბლავს. ერთ-ერთ კრებაზე იგი მათ არჩიბალდის - პოლიციის საიდუმლო აგენტის მოკვლას დაავალებს. სტალინის განკარგულებას ასრულებენ, რადგან დადგინდება, რომ არჩიბალდი მართლაც პოლიციის ინფორმატორია. საერთოდ, სტალინი ბათუმში საოცარ გამჭრიახობას ავლენს.

პარტიულ კრებებს შორის შესვენებებზე სტალინი საუბრობს ნატალიას მამასთან და მაყურებლის წინაშე დადებითი პერსონაჟის სახეს ავლენს: იგი არა მარტო პოეტია, არამედ მეურნეც - "უსაქმოდ ჯდომა არ შემიძლია... აი, მესერი ისეა გადახრილი, ლამის წაიქცეს, ახლავე შევაკეთებ“.

პირველი აქტი მთავრდება ქარხნის საწყობში გაჩენილი ხანძრით, რომელსაც მუშები სოსოს ხელმძღვანელობით რატომღაც აქრობენ.

მეორე აქტი: სოსო რევოლუციასა და სიყვარულს შორის

ბათუმში ჩადის შავკიტელიანი პიროვნება, სახელად ლევან ყიფიანი. როგორც მოგვიანებით გაირკვევა, იგი საიდუმლო პოლიციის მაღალჩინოსანია, რომელიც რევოლუციონერთა დაჭერის ოპერაციებს ახორციელებს.

ლევან ყიფიანი ხვდება იმ ბოშა ქალსაც, რომელმაც იოსებ სტალინს ხელზე უმკითხავა: იგი აღტაცებით ეუბნება ყიფიანს, რომ სტალინში მან "ძლიერი ადამიანი დაინახა“ და რომ "ისეთ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ თუ შეხვდები“.

სპექტაკლში არის სტალინის სასიყვარულო სცენები, ასევე სხვადასხვა ოპერაციების დაგეგმვისა და გამხორციელების ეპიზოდები.

საბოლოოდ, ლევან ყიფიანი საკმაოდ ბევრ სამხილს შეკრებს, ჟანდარმერიის უფროსს ანგარიშს წარუდგენს და ეუბნება, რომ ბათუმში მომხდარ ამბებში მხოლოდ ერთი ადამიანია დამნაშავე - იოსებ სტალინი. მათ საუბარს შემთხვევით ყურს მოჰკრავს ბელა შანელი და სასაფლაოზე მიდის, სადაც სოსო და სახლიდან გაქცეული ნატალია იმალებიან. ბელა საფლავის ქვებს შორის დადის და თან "ინტერნაციონალს“ მღერის. მაყურებელი ხვდება, რომ მომღერალიც რევოლუციონერთა წრეშია ჩართული და იატაკქვეშა კომუნისტია. შანტალი აფრთხილებს სტალინს, რომ პოლიცია მის დასაჭერად ემზადება, მაგრამ იგი უარს ამბობს გაქცევაზე, სანამ ქალაქში გასული ნატალია არ დაბრუნდება. როცა ჟანდარმები მივლენ, ისინი სროლის დროს უკვე დაბრუნებულ ნატალიას კლავენ და მის გაციებულ სხეულთან დაჩოქილ სტალინს აპატიმრებენ.

ამის შემდეგ მაყურებელი უკვე დაბერებულ სტალინს ხედავს, რომელიც დარბაზში მყოფებს მიმართავს:

- მე არ ვუარყოფ, რომ უხეში და მკაცრი ვარ, სათქმელს პირდაპირ ვამბობ. აბა, ვინ არის მომხრე, რომ მე პარტიის ცეკას მდივნობიდან გამათავისუფლონ?

დარბაზში ნელ-ნელა რამდენიმე აწეული ხელი გამოჩნდება... სტალინი შებრუნდება და სცენიდან გადის. შემდეგ გამოდიან მუსიკოსები, რომლებიც ვიდეოს თანხლებით, დოლზე დარტყმით, პანკ-კომპოზიციას ასრულებენ. მუსიკის ფონზე პოლიციელები ლითონის ფარებით მიტინგს შლიან და დემონსტრანტებს აკავებენ. პოლიციელთა ფორმის მიხედვით, ეს მოვლენა სადღაც ევროპაში ხდება.

მოკლედ, სულ ეს არის შინაარსი სპექტაკლისა, რომელმაც რუსულ თეატრალურ წრეებში დიდი მღელვარება გამოიწვია. ამბობენ, რომ მასში არაერთი ფაქტი დამახინჯებულია, ასევე იაფფასიანი პოპულარობისთვის ბევრი სცენა უხამსია... აშკარაა, რომ სპექტაკლის პრემიერა სკანადლური და ფრიად ხმაურიანი გამოდგა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო