სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააკავეს
მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე კი­დევ 3 პირი და­ა­კა­ვა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე, 3 პირი: წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.დ., 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ჭ., და ასე­ვე, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია რუს­თა­ვის 2-ის, მთა­ვა­რი არ­ხის, გა­მო­ცე­მა - ტა­ბუ­ლას და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „ნი­უ­პოს­ტის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს, “თბი­ლი­სი პრა­ი­დის” სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლა­დო­ბით და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ხელი შე­უ­შა­ლეს ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 126-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით გრძელ­დე­ბა.

ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებ­ში და კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით გრძელ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით უკვე გა­მო­ი­კი­თხა სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის 25 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ცი­დენ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლა, ასე­ვე და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნა და­კა­ვე­ბის მიზ­ნით გრძელ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 5 ივ­ლისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ 8 პირი გუ­ში­ნაც და­ა­კა­ვა. ისი­ნიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
7

და მედია რომ ყოველდღე ძალადობთ ჩვენზე, ვის იჭერთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააკავეს

მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განვითარებული მოვლენებისას, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა - ტაბულას და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.

ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ 8 პირი გუშინაც დააკავა. ისინიც ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულნი.

მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები სამსახურიდან გაათავისუფლეს - რას ედავებიან მედიკოსებს?

მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააკავეს - რამდენი პირია სულ დავაკვებული

პარლამენტთან გამართულ აქციაზე 100 პირი დააკავეს, საიდანაც 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი იზოლატორში რჩება - შსს განცხადებას ავრცელებს