მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი" - როგორ ეხმაურებიან თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აშშ-სა და ევროპაში
"დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი" - როგორ ეხმაურებიან თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აშშ-სა და ევროპაში

ვგმობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 ივ­ლისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ თავ­დას­ხმებს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რი ნედ პრა­ი­სი "ტვი­ტერ­ში“ წერს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, და­იც­ვან გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი და და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი,“ - წერს ნედ პრა­ი­სი.

თბი­ლის­ში გუ­შინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­ხე­თის ელჩი, პეტრ მი­კის­კა.

"შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ თბი­ლის­ში ძა­ლა­დო­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ოფი­სებ­ზე თავ­დას­ხმის სცე­ნე­ბით, დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა აგონ პა­სუ­ხი. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი კი აღ­დგე­ნილ უნდა იქ­ნას. სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ბედი სას­წორ­ზე დევს და ყვე­ლა აქ­ტორ­მა, მათ შო­რის მთავ­რო­ბამ, უნდა იმოქ­მე­დოს სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით“, - წერს ელჩი.

თბი­ლის­ში მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ Twitter-ის მეშ­ვე­ო­ბით ეხ­მი­ა­ნე­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და LGBT პი­რე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ნი­დერ­ლან­დე­ბი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რებ­სა და კა­ნო­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბელ პი­რებს და­იც­ვან შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­თა კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბებს წარ­მო­ად­გენს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ეუთო-ს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ოფი­სი (ODIHR) თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.

"ოდი­რი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია თბი­ლის­ში ძა­ლა­დო­ბით და ასე­ვე და­გეგ­მი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის გა­უქ­მე­ბის გამო. აქ­ტი­ვის­ტე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მათი სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თი­თო­ე­უ­ლი ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი თავ­დას­ხმა სწრა­ფად და სრუ­ლად უნდა იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი“, - ნათ­ქვა­მია ეუთო/ოდი­რი გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბას ყვე­ლას­თვის და სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და­იც­ვას ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“ წერს.

"რო­დე­საც ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფი სცემს ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და LGBT +, რო­დე­საც მთავ­რო­ბა უყუ­რებს, ეს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დან­გრე­ვის სა­ში­ში ნი­შა­ნია“, - წერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

მისი თქმით, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი ვერ ახ­დე­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­თან­დოდ დაგ­მო­ბას, ისი­ნი მხო­ლოდ ახა­ლი­სე­ბენ ძა­ლა­დო­ბას.

"რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი იმის ნაც­ვლად, რომ იმოქ­მე­დონ თა­ვი­ან­თი მან­და­ტით, რო­გორც კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­რან­ტებ­მა, სპე­კუ­ლი­რე­ბენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვერ ახ­დე­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­თან­დოდ დაგ­მო­ბას, ისი­ნი მხო­ლოდ ახა­ლი­სე­ბენ ძა­ლა­დო­ბას“, - წერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

თბი­ლის­ში დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტე­რის“ მეშ­ვე­ო­ბით კი­დევ ერთი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუ­სი ეხ­მა­უ­რე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ უნდა გა­ი­გოს, რომ შე­საძ­ლო ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა ღირ­სე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას ეფუძ­ნე­ბა. მოდი შე­ვუ­ნაჩ­რუ­ნოთ სი­ცო­ცხლე ევ­რო­პულ ოც­ნე­ბას ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის“, - წერს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

ევ­რო­პის საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი დუ­ნია მი­ა­ტო­ვი­ჩი კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში" წერს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ.

"აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ #TbilisiPride21-ზე მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბა არის იმის სა­ვა­ლა­ლო ილუსტრა­ცია, რომ საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რათა გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს და დე­მონ­სტრა­ტე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თავს და­ცუ­ლად გრძნობ­დნენ. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უნდა და­ი­სა­ჯონ“, - წერს ევ­რო­პის საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი.

სა­გან­გა­შო სუ­რა­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან! ექ­სტრე­მის­ტი ხუ­ლიგ­ნე­ბი ემუქ­რე­ბი­ან ლგბტ "პრა­იდს“ თბი­ლის­ში, - ამის შე­სა­ხებ ნი­დერ­ლან­დე­ლი დე­პუ­ტა­ტი რუ­ბენ ბრე­კელ­მან­სი "ტვი­ტერ­ში“ წერს.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ხალ­ხო პარ­ტია მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­იც­ვას მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა მო­ახ­დი­ნონ ზე­წო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რათა და­უ­ყოვ­ნებ­ლად და­იც­ვან თა­ვი­სუფ­ლე­ბა და თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი“, - წერს დე­პუ­ტა­ტი.

გერ­მა­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი მა­იკლ როთი სა­ქარ­თვე­ლო­ში LGBTI სა­ზო­გა­დო­ე­ბას სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს და მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბას მი­უ­ღე­ბელს უწო­დებს.

"ჩემი სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ, ვი­საც სურთ, თა­ვი­ან­თი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, იყ­ვნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, მშვი­დო­ბი­ა­ნად და­იც­ვან. ძა­ლა­დო­ბა LGBTI სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის მი­მართ შე­უ­წყნა­რე­ბე­ლია“, - წერს გერ­მა­ნე­ლი კა­ნონ­მდე­ბე­ლი.

გუ­შინ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს Twitter-ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ასე­ვე Amnesty International-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი აგ­ნეს კა­ლა­მარ­დი.

კა­ლა­მარ­დი აღ­შფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბით და პო­ლი­ცი­ის უმოქ­მე­დო­ბით.

“სრუ­ლი­ად აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვარ თბი­ლი­სი პრა­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­თა და პო­ლი­ცი­ის უმოქ­მე­დო­ბით, რო­დე­საც დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი თავს და­ესხნენ "თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ოფისს. სა­ქარ­თვე­ლოს აქვს LGBT ადა­მი­ა­ნის გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. მათ უნდა გა­მო­ი­ძი­ონ და და­სა­ჯონ ძა­ლა­დო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი”, - წერს კა­ლა­მარ­დი.

ვგმობთ "თბი­ლი­სი პრა­ი­დი 2021-ის“ გა­მარ­თვის ად­გი­ლებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მუ­ქა­რას და თავ­დას­ხმას, - ამის შე­სა­ხებ კი გა­ე­რო-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­იც­ვან მშვი­დო­ბი­ან შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და გა­მო­ი­ძი­ონ LGBTI პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პა­სუ­ხი უნდა აგონ“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 114 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
95

აკაკანდნენ ქათმები.

ზსს
62

ჰა ჰა ჰაააა, ვაი თქვე უუნაროებო, უკვე სასაცილოა თქვენი რიტორიკა. ვიცით და ვიაზრებთ რეალურად რისი გამკეთებლებიც ხართ. უპირო, იმპოტენტი და არაფრის მაქნისია ამჟამინდელი ევროპული მენეჯმენტი. ხალხო თვალი გაახილეთ, ევროკავშირში მაშინ მიგვიღებენ, როცა არავის ენდომება უკვე ეგ კავშირი. ასე რომ ისევ ქვეყნის შიგნით ვეძებოთ ჩვენი შესაძლებლობები, ნუ ვიქნებით ნურც ამათ და ნურც რუსი ვანიას იმედზე. ან რატო უნდა ვიყოთ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი" - როგორ ეხმაურებიან თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აშშ-სა და ევროპაში

"დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი" - როგორ ეხმაურებიან თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აშშ-სა და ევროპაში

ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "ტვიტერში“ წერს.

"საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და დაადანაშაულონ ძალადობაში მონაწილე პირები,“ - წერს ნედ პრაისი.

თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა.

"შოკირებული ვარ თბილისში ძალადობის, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის სცენებით, დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი. კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები კი აღდგენილ უნდა იქნას. საქართველოში დემოკრატიის ბედი სასწორზე დევს და ყველა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, უნდა იმოქმედოს სრული პასუხისმგებლობით“, - წერს ელჩი.

თბილისში მომხდარ მოვლენებს სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით ეხმიანება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა სრულიად მიუღებელია.

"ნიდერლანდები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებსა და კანონის აღმასრულებელ პირებს დაიცვან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, რომლებიც მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმების გამოძიებას ითხოვს.

"ოდირი შეშფოთებულია თბილისში ძალადობით და ასევე დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო. აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეული ეს მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და სრულად უნდა იქნას გამოძიებული“, - ნათქვამია ეუთო/ოდირი განცხადებაში.

საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას ყველასთვის და სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეს თავისუფლება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ წერს.

"როდესაც ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალისტებსა და LGBT +, როდესაც მთავრობა უყურებს, ეს კანონის უზენაესობის დანგრევის საშიში ნიშანია“, - წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, როდესაც "ქართული ოცნების“ ლიდერები ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანდოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას.

"როდესაც "ქართული ოცნების“ ლიდერები იმის ნაცვლად, რომ იმოქმედონ თავიანთი მანდატით, როგორც კონსტიტუციის გარანტებმა, სპეკულირებენ ამ თემასთან დაკავშირებით და ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანდოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას“, - წერს ევროპარლამენტარი.

თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ "ტვიტერის“ მეშვეობით კიდევ ერთი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ეხმაურება.

"საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა გაიგოს, რომ შესაძლო ევროპული პერსპექტივა ღირსებასა და პატივისცემას ეფუძნება. მოდი შევუნაჩრუნოთ სიცოცხლე ევროპულ ოცნებას ყველა ქართველისთვის“, - წერს ევროპარლამენტარი.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი კი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

"აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ #TbilisiPride21-ზე მომხდარი ძალადობა არის იმის სავალალო ილუსტრაცია, რომ საფრთხე შეიძლება განმეორდეს. ხელისუფლებას აქვს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები, რათა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება შესაძლებელი იყოს და დემონსტრატები და ჟურნალისტები თავს დაცულად გრძნობდნენ. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - წერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.

საგანგაშო სურათები საქართველოდან! ექსტრემისტი ხულიგნები ემუქრებიან ლგბტ "პრაიდს“ თბილისში, - ამის შესახებ ნიდერლანდელი დეპუტატი რუბენ ბრეკელმანსი "ტვიტერში“ წერს.

"თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას მონაწილეები და ჟურნალისტები, ევროპელმა ლიდერებმა უნდა მოახდინონ ზეწოლა საქართველოზე, რათა დაუყოვნებლად დაიცვან თავისუფლება და თანაბარი უფლებები“, - წერს დეპუტატი.

გერმანელი დეპუტატი მაიკლ როთი საქართველოში LGBTI საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას მიუღებელს უწოდებს.

"ჩემი სრული სოლიდარობა საქართველოში მათ, ვისაც სურთ, თავიანთი კონსტიტუციური უფლება, იყვნენ თავისუფლები და განსხვავებულები, მშვიდობიანად დაიცვან. ძალადობა LGBTI საზოგადოებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ შეუწყნარებელია“, - წერს გერმანელი კანონმდებელი.

გუშინ თბილისში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა ასევე Amnesty International-ის გენერალური დირექტორი აგნეს კალამარდი.

კალამარდი აღშფოთებას გამოხატავს "თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობით და პოლიციის უმოქმედობით.

“სრულიად აღშფოთებული ვარ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობითა და პოლიციის უმოქმედობით, როდესაც დაჯგუფებები თავს დაესხნენ "თბილისი პრაიდის“ ოფისს. საქართველოს აქვს LGBT ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვის ვალდებულებები. მათ უნდა გამოიძიონ და დასაჯონ ძალადობის ჩამდენი პირები”, - წერს კალამარდი.

ვგმობთ "თბილისი პრაიდი 2021-ის“ გამართვის ადგილებში ჟურნალისტებსა და ორგანიზატორებზე განხორციელებულ მუქარას და თავდასხმას, - ამის შესახებ კი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეები და გამოიძიონ LGBTI პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებები. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

უნიკალური კადრი - ფოტოგრაფმა შტორმის დროს, რომაული წყლის ღმერთის, ნეპტუნუსის "სახე“ აღბეჭდა