პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს" - საპატრიარქო
"მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს" - საპატრიარქო

მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სხვებ­თან ერ­თად, პირ­ველ რიგ­ში, უნდა და­ე­კის­როს „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, დი­დია მცდე­ლო­ბაც იმი­სა, რომ ეკ­ლე­სია და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ პრობ­ლე­მა­თა ეს­კა­ლა­ცი­ა­ში, რაც სი­მარ­თლეს სა­ერ­თოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პატ­რი­არ­ქოს მი­ზა­ნი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ღვთი­სა და ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბაა.

ასე­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში სა­პატ­რი­არ­ქო იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა მათ პო­ზი­ცი­ას.

„რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე დღეს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ სა­ელ­ჩო­თა დიდი ნა­წი­ლის მიერ, რო­მელ­შიც ისი­ნი გმო­ბენ ძა­ლა­დო­ბას და ჩვენ­გა­ნაც ითხო­ვენ რე­ა­გი­რე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო, რა თქმა უნდა, დი­დად წუხს, რომ და­შავ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ყვე­ლა­ზე მე­ტად კი,- ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ეს ფრი­ად სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია. ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ მათ­თვის და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბი­ან.

მშვი­დო­ბი­სა­კენ მომ­წო­დე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩვენ ად­რეც და დღე­საც გა­ვავ­რცე­ლეთ და მიგ­ვაჩ­ნია, რომ ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და და­საგ­მო­ბი, ვის­გა­ნაც არ უნდა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს იგი; ამი­ტო­მაც სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა გვექ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბის­კენ წამ­ქე­ზე­ბელ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა მი­მარ­თაც, თუკი ასე­თე­ბი არ­სე­ბო­ბენ.

არ გა­მოვ­რი­ცხავთ იმა­საც, რომ რუს­თა­ველ­ზე მყოფ­თა შო­რის იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­ლენ­დნენ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებს.

თუმ­ცა გვინ­და ვთქვათ შემ­დე­გიც: 5 ივ­ლისს და­გეგ­მი­ლი ‘’პრა­ი­დი’’იყო არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­და და შე­ი­ცავ­და ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე მო­რა­ლუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და იდე­ო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნებს, რაც თა­ვის­თა­ვად აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევ­და მკვეთრ რე­ა­გი­რე­ბას.

ამის შე­სა­ხებ ვაფრ­თხი­ლებ­დით სა­ელ­ჩო­ებს და ვთხოვ­დით, თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ აქ­ცი­ის მხარ­და­ჭე­რი­სა­გან, რათა ქვეყ­ნის­თვის აე­ცი­ლე­ბი­ნათ მო­სა­ლოდ­ნე­ლი შფო­თი და და­პი­რის­პი­რე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩვე­ნი, ისე ხალ­ხის აზრი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფილ იქნა.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

ყვე­ლას აქვს აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს უფ­ლე­ბა მო­ი­ცავს ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, გა­აჩ­ნდეს სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა, მი­ი­ღოს ან გა­ავ­რცე­ლოს ინ­ფორ­მა­ცია ან იდე­ე­ბი სა­ჯა­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­უ­რევ­ლად და სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის მი­უ­ხე­და­ვად...

ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რამ­დე­ნა­დაც ისი­ნი გა­ნუ­ყო­ფე­ლია შე­სა­ბა­მი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან, შე­იძ­ლე­ბა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ისეთ წე­სებს, პი­რო­ბებს, შე­ზღუდ­ვებს ან სან­ქცი­ებს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უწეს­რი­გო­ბის თუ და­ნა­შა­უ­ლის აღ­საკ­ვე­თად, ჯან­მრთე­ლო­ბის ან მო­რა­ლის დაც­ვის მიზ­ნით, სხვა­თა უფ­ლე­ბე­ბის ან ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად... "

ამი­ტო­მაც ვთვლით, რომ მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სხვებ­თან ერ­თად, პირ­ველ რიგ­ში, უნდა და­ე­კის­როს „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რო­მელ­თაც, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად, ჯერ და­გეგ­მეს და შემ­დგომ უარი არ თქვეს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე , რი­თაც დის­კრე­დი­ტა­ცი­ის დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნეს და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

ქვე­ყა­ნამ ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე მრა­ვალ გან­საც­დელს გა­უძ­ლო; გა­და­ი­ტა­ნა სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი..., მაგ­რამ ვერ შე­ე­გუ­ე­ბა ზნე­ობ­რივ გა­დაგ­ვა­რე­ბას.

დი­დია მცდე­ლო­ბაც იმი­სა, რომ ეკ­ლე­სია და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ პრობ­ლე­მა­თა ეს­კა­ლა­ცი­ა­ში, რაც სი­მარ­თლეს სა­ერ­თოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ღვთი­სა და ხალ­ხის მსა­ხუ­რე­ბაა.

ამ გზას, უფ­ლის შე­წევ­ნით, არ ვუ­ღა­ლა­ტებთ და იმე­დი გვაქვს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა ჩვენს პო­ზი­ცი­ას.

ჩვენ­თან არს ღმერ­თი!", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თომა
99

არ გამოგივათ გადაბრალება! დღეს თქვენ როგორც ორგანიზაცია ოფივიალურად გაგორმდით როგორც ტერორისტები!

kato
8

არს და იყოს!

ავტორი:

"მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს" - საპატრიარქო

"მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს" - საპატრიარქო

მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საპატრიარქო განცხადებაში აღნიშნავს, დიდია მცდელობაც იმისა, რომ ეკლესია დაადანაშაულონ პრობლემათა ესკალაციაში, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. მათივე ინფორმაციით, საპატრიარქოს მიზანი შეძლებისდაგვარად ღვთისა და ხალხის მსახურებაა.

ასევე განცხადებაში საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაგებით მოეკიდება მათ პოზიციას.

„რუსთაველის გამზირზე დღეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა დიდი ნაწილის მიერ, რომელშიც ისინი გმობენ ძალადობას და ჩვენგანაც ითხოვენ რეაგირებას.

საქართველოს საპატრიარქო, რა თქმა უნდა, დიდად წუხს, რომ დაშავდნენ ადამიანები, ყველაზე მეტად კი,- ჟურნალისტები. ეს ფრიად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდებიან.

მშვიდობისაკენ მომწოდებელი განცხადებები ჩვენ ადრეც და დღესაც გავავრცელეთ და მიგვაჩნია, რომ ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი; ამიტომაც სათანადო რეაგირება გვექნება ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ.

არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ რუსთაველზე მყოფთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ავლენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

თუმცა გვინდა ვთქვათ შემდეგიც: 5 ივლისს დაგეგმილი ‘’პრაიდი’’იყო არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და შეიცავდა ჩვენს მოსახლეობასა და მომავალ თაობაზე მორალური, ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რაც თავისთავად აუცილებლად გამოიწვევდა მკვეთრ რეაგირებას.

ამის შესახებ ვაფრთხილებდით საელჩოებს და ვთხოვდით, თავი შეეკავებინათ აქციის მხარდაჭერისაგან, რათა ქვეყნისთვის აეცილებინათ მოსალოდნელი შფოთი და დაპირისპირება.

სამწუხაროდ, როგორც ჩვენი, ისე ხალხის აზრი უგულებელყოფილ იქნა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ვკითხულობთ:

ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად...

ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად... "

ამიტომაც ვთვლით, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომელთაც, ქვეყანაში არსებული რეალობის გაუთვალისწინებლად, ჯერ დაგეგმეს და შემდგომ უარი არ თქვეს ამ ღონისძიებაზე , რითაც დისკრედიტაციის დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს დასავლური ღირებულებები.

ქვეყანამ ბოლო ათწლეულების მანძილზე მრავალ განსაცდელს გაუძლო; გადაიტანა სამოქალაქო ომი, უკიდურესი გაჭირვება, პოლიტიკური დაპირისპირებები..., მაგრამ ვერ შეეგუება ზნეობრივ გადაგვარებას.

დიდია მცდელობაც იმისა, რომ ეკლესია დაადანაშაულონ პრობლემათა ესკალაციაში, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. ჩვენი მიზანი შეძლებისდაგვარად ღვთისა და ხალხის მსახურებაა.

ამ გზას, უფლის შეწევნით, არ ვუღალატებთ და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაგებით მოეკიდება ჩვენს პოზიციას.

ჩვენთან არს ღმერთი!", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, Amazon-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი სტუდენტებს წარმატებული კარიერის შექმნის შესაძლებლობებზე ესაუბრა

UFC -ის მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა საქართველოში მასტერკლასი ჩაატარეს

"ნუ აჰყვებით ცილისწამებას" - კულტურის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობის დანგრევა სურთ