მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოტოებს ვიღებდი, როცა უკნიდან რაღაც მომხვდა და დავეცი..." - "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი მომხდარის დეტალებს იხსენებს
"ფოტოებს ვიღებდი, როცა უკნიდან რაღაც მომხვდა და დავეცი..." - "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი მომხდარის დეტალებს იხსენებს

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც "პრა­ი­დის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, აცხა­დებს, რომ მას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თავს ორ­ჯერ და­ესხნენ, პირ­ვე­ლი ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა ისევ ხელი კრეს და წა­აქ­ცი­ეს.

ამას­თან, რო­გორც ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტმა, „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, თავ­დას­ხმა ზურ­გი­დან მოხ­და, რის გა­მოც კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის და­ნახ­ვა ვერ შეძ­ლო.

„ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დი, როცა უკ­ნი­დან რა­ღაც მომ­ხვდა და და­ვე­ცი. არ მახ­სოვს ვინ იყო. ფეხ­ზე, რომ ავ­დე­ქი, გაქ­ცე­ვას შე­ვე­ცა­დე, მაგ­რამ მასა მორ­ბო­და, ხელი მკრეს და კვლავ და­ვე­ცი. სა­ბო­ლო­ოდ, პო­ლი­ცი­ამ გა­მა­რი­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს “, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორც ის აცხა­დებს, ტვინ­ში ჰე­მა­ტო­მა და და­ჟე­ჟი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, რის გა­მოც გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ის მედ­პერ­სო­ნა­ლის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, არა­ერ­თი აქ­ცია აქვს გა­შუ­ქე­ბუ­ლი, თუმ­ცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ მსგავ­სი აგ­რე­სია არას­დროს უნა­ხავს.

„წლე­ბია ამ საქ­მე­ში ვარ, მე­დი­ა­ზე ასე­თი თავ­დას­ხმა პირ­ვე­ლი იყო. ცოტა არ იყოს შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია რაც იყო. ვერ ვხსნი ამ ფე­ნო­მენს“, - გა­ნა­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტმა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნი­კას, მისი თქმით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია კა­მე­რაც.

ცნო­ბის­თვის, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც "პრა­ი­დის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მელს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად, აღე­ნიშ­ნე­ბა ტვინ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი.

გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე პირი თავს ქა­შუ­ე­თის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ეს­ხა. თავ­დას­ხმის შე­დე­გად მან გო­ნე­ბა და­კარ­გა.

გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი“ და­ი­ცავს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ში, ნეს­ტან ლონ­და­რი­ძე და­ზა­რა­ლე­ბულს ესა­უბ­რა და შე­უ­თან­ხმა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას­თან.

"„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი“ გი­ორ­გი ნი­კო­ლაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას და დამ­ნა­შა­ვე­თა გა­მოვ­ლე­ნას მო­ი­თხოვს და პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს.

რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ჰო­მო­ფო­ბი­ურ აქ­ცი­ა­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი ამ­ჟა­მად ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა. თავ­დას­ხმის შე­დე­გად მან გო­ნე­ბა და­კარ­გა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მარ­შის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ოპე­რა­ტო­რებ­საც გა­უს­წორ­დნენ. პო­ლი­ცი­ელ­თა არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის გამო, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მათი უსაფრ­თხო­ე­ბა ვერ და­იც­ვეს.

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში დღეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას 16 მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის 47 ჟურ­ნა­ლის­ტი, ოპე­რა­ტო­რი და ფო­ტოგ­რა­ფი და­შავ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მინოვიჩი
4

წვერი გაიპარსე, 

g
3

ცრუ ტელევიზიები რომლებსაც ტელევიზიის არაფერი სცხიათ მასე გიტლერსაც ყავდა პროპაგანდის ტელევიზიები მამა ბასილის ეკლესიის დამრბევს და მოლაშვილის მწამებელს ეკითხება ვაი ჟურნალისტი როგორია ბატონო გიგა თქვენი აზრი იყო თუარა ძალადობაო. მგელს ეკითხება ცხვრის ტყავში გადაცმულს ეგაა დამოუკიდებელი ტელევიზია ამიტომაც გამოიწვიეს ხალხის გაღიზიზნება.

ავტორი:

"ფოტოებს ვიღებდი, როცა უკნიდან რაღაც მომხვდა და დავეცი..." - "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი მომხდარის დეტალებს იხსენებს

"ფოტოებს ვიღებდი, როცა უკნიდან რაღაც მომხვდა და დავეცი..." - "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი მომხდარის დეტალებს იხსენებს

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

გიორგი ნიკოლიშვილი, რომელიც ამჟამად ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, აცხადებს, რომ მას აქციის მონაწილეები თავს ორჯერ დაესხნენ, პირველი ფიზიკური თავდასხმის შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა ისევ ხელი კრეს და წააქციეს.

ამასთან, როგორც ფოტოკორესპონდენტმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, თავდასხმა ზურგიდან მოხდა, რის გამოც კონკრეტული პირების დანახვა ვერ შეძლო.

„ფოტოებს ვიღებდი, როცა უკნიდან რაღაც მომხვდა და დავეცი. არ მახსოვს ვინ იყო. ფეხზე, რომ ავდექი, გაქცევას შევეცადე, მაგრამ მასა მორბოდა, ხელი მკრეს და კვლავ დავეცი. საბოლოოდ, პოლიციამ გამარიდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს “, - აღნიშნა გიორგი ნიკოლიშვილმა.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ის აცხადებს, ტვინში ჰემატომა და დაჟეჟილობა აღენიშნება, რის გამოც გადაადგილება არ შეიძლება. ის მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

მისივე თქმით, არაერთი აქცია აქვს გაშუქებული, თუმცა აქციის მონაწილეების მიერ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი აგრესია არასდროს უნახავს.

„წლებია ამ საქმეში ვარ, მედიაზე ასეთი თავდასხმა პირველი იყო. ცოტა არ იყოს შოკირებული ვარ, წარმოუდგენელი და მიუღებელია რაც იყო. ვერ ვხსნი ამ ფენომენს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტმა.

რაც შეეხება ტექნიკას, მისი თქმით, დაზიანებულია კამერაც.

ცნობისთვის, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. სააგენტოს თანამშრომელს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, მათ შორის, გამოკვლევების შედეგად, აღენიშნება ტვინში სისხლჩაქცევები.

გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი თავს ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაესხა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.

გიორგი ნიკოლიშვილის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაიცავს.

მათივე ინფორმაციით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში, ნესტან ლონდარიძე დაზარალებულს ესაუბრა და შეუთანხმა სამართლებრივი პროცედურები, რაც დაკავშირებული იქნება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან.

"„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გიორგი ნიკოლაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დამნაშავეთა გამოვლენას მოითხოვს და პროკურატურას შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ჰომოფობიურ აქციაზე დაზარალებული ფოტოკორესპონდენტი ამჟამად ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა“, - აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარშის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებსაც გაუსწორდნენ. პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავებმა მათი უსაფრთხოება ვერ დაიცვეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 47 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა.

"ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ" - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს

"სახეზეა თავის ტვინის შერყევა" - რას ამბობს ექიმი "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფის მდგომარეობაზე, რომელიც "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა სცემეს

ვინ და რატომ გამოაცხადა ნადირობა მედიაზე - რა არის საერო და სასულიერო ძალაუფლების მქონე ინსტიტუტების და ფაშისტური ჯგუფების მიზანი?