სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ, ვფიქრობთ, დროა დავიწყოთ ფიქრი, რათა კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება" - მეუფე შიო
"ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ, ვფიქრობთ, დროა დავიწყოთ ფიქრი, რათა კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება" - მეუფე შიო

ეს რომ აღარ გან­მე­ორ­დეს, რაც დღეს ვი­ხი­ლეთ და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ეს მძი­მე წუ­თე­ბი, ვფიქ­რობთ, არის დრო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თად და­ვი­წყოთ ფიქ­რი, რათა ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში აი­სა­ხოს, აი­სა­ხოს რე­ლი­გი­უ­რი და ერობ­რი­ვი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის მცნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე შიომ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რამ­დენ­ჯე­რაც იქ­ნე­ბა მცდე­ლო­ბა მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის, ერი ყო­ველ­თვის გამ­თლი­ან­დე­ბა ამის წი­ნა­აღ­მდეგ. მე­უ­ფე შიომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ ფაქ­ტებს გა­დაც­დო­მა უწო­და და არა­კო­რექ­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა.

„დღეს ჩვენს ერს აქვს გან­საც­დე­ლებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე. რისი მცდე­ლო­ბაც იყო დღეს და ვხე­დავთ რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ისე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ეს არის მცნე­ბე­ბის აღ­რე­ვა. ცდი­ლო­ბენ, სო­დო­მურ ცოდ­ვას უწო­დონ სი­კე­თე და ღირ­სე­ბა. ამას ჩვე­ნი ერი და ეკ­ლე­სია ვე­რას­დროს შე­ე­გუ­ე­ბა. ეს არის დიდი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია, რომ ერი და­ა­შო­რეს ღმერ­თს, ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს, ეკ­ლე­სი­ას და მოხ­დეს მისი გა­დაგ­ვა­რე­ბა. ამი­ტომ ვართ დღეს ასე გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი. თუ უმ­ცრო­სი თა­ო­ბა და­ი­ჯე­რებს ამას, ეს არის სა­წინ­და­რი ერის გა­და­შე­ნე­ბის და მოს­პო­ბის. ამ ცოდ­ვის გამო არა­ერ­თი დიდი ერია გა­და­შე­ნე­ბუ­ლი და ძლე­ვა­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ღუ­პუ­ლა. ვე­ვედ­რე­ბით უფალს, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს არა­სო­დეს არ მოხ­დეს.

რამ­დენ­ჯე­რაც იქ­ნე­ბა მცდე­ლო­ბა მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის, ჩვე­ნი ერი ყო­ველ­თვის გამ­თლი­ან­დე­ბა ამის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ ოცი სა­უ­კუ­ნეა ამ სიწ­მინ­დის­თვის თავს ვდებ­დით და ასე გაგ­რძელ­დე­ბა. ვწუხ­ვართ, რომ იყო გა­დაც­დო­მე­ბი, არა­კო­რექ­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და გა­დაც­დო­მე­ბი, და­ზი­ან­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. ჩვენ ვე­მიჯ­ნე­ბით ძა­ლა­დო­ბას, მაგ­რამ ვაფრ­თხი­ლებ­დით ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს.

ჩვენ ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბით, ცოდ­ვა­ში ჩა­ვარ­დნილ ადა­მი­ა­ნებს ვეხ­მა­რე­ბით, მაგ­რამ ვე­რას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბით ცოდ­ვის ნორ­მად გა­მო­ცხა­დე­ბას. ეს რომ აღარ გან­მე­ორ­დეს, რაც დღეს ვი­ხი­ლეთ და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ეს მძი­მე წუ­თე­ბი, ვფიქ­რობთ არის დრო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თად და­ვი­წყოთ ფიქ­რი, რათა ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში აი­სა­ხოს. აი­სა­ხოს რე­ლი­გი­უ­რი და ერობ­რი­ვი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის მცნე­ბა. ღმერ­თმა ინე­ბოს ჩვე­ნი ერის გა­დარ­ჩე­ნა, გამ­თლი­ა­ნე­ბა, რისი სა­წინ­და­რიც არის სიწ­მინ­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

ცნო­ბის­თვის, ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში პა­რაკ­ლი­სი აღევ­ლი­ნა. პა­რაკ­ლი­სი მე­უ­ფე შიომ რამ­დე­ნი­მე ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პოს­თან ერ­თად აღავ­ლი­ნა.

მრევ­ლის ნა­წი­ლი ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში დარ­ჩა, ნა­წილ­მა კი პარ­ლა­მენ­ტის წინ პრა­ი­დის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gege
90

 ეს კიდე ახალი სისულელე. ამათ უნდათ საქართველოს ჰომეინიზაცია.

 

SOS!!!
73

დიახ, საქართველოში სამუდამოდ აღიკვეთოს გარყვნილების პროპაგანდა!

ხმა ხვთისა და ხმა ერისა!

ავტორი:

"ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ, ვფიქრობთ, დროა დავიწყოთ ფიქრი, რათა კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება" - მეუფე შიო

"ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ, ვფიქრობთ, დროა დავიწყოთ ფიქრი, რათა კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება" - მეუფე შიო

ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ, არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს, აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. მეუფე შიომ დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ძალადობრივ ფაქტებს გადაცდომა უწოდა და არაკორექტული ქმედებების გამო მწუხარება გამოთქვა.

„დღეს ჩვენს ერს აქვს განსაცდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე. რისი მცდელობაც იყო დღეს და ვხედავთ როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მცნებების აღრევა. ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება. ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშორეს ღმერთს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს მისი გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე გაერთიანებულნი. თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, ეს არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის. ამ ცოდვის გამო არაერთი დიდი ერია გადაშენებული და ძლევამოსილი ადამიანი დაღუპულა. ვევედრებით უფალს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არასოდეს არ მოხდეს.

რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ჩვენი ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. ჩვენ ოცი საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით და ასე გაგრძელდება. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, არაკორექტული ქმედებები და გადაცდომები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების მონაწილეებს.

ჩვენ ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს. აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება, რისი საწინდარიც არის სიწმინდის შენარჩუნება“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ცნობისთვის, ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი აღევლინა. პარაკლისი მეუფე შიომ რამდენიმე ეპარქიის ეპისკოპოსთან ერთად აღავლინა.

მრევლის ნაწილი ქაშუეთის ეკლესიაში დარჩა, ნაწილმა კი პარლამენტის წინ პრაიდის მოწინააღმდეგეების მიერ ორგანიზებულ აქციაზე გადაინაცვლა, სადაც სიტყვით გამოსვლები გრძელდება.