სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან - როგორია ვითარება ამ დროისთვის ადგილზე
"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან - როგორია ვითარება ამ დროისთვის ადგილზე

"თბი­ლი­სი პრა­ი­დის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან, მათ შო­რის არი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

ისი­ნი "თბი­ლი­სი პრა­ი­დის" ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას მო­ი­თხო­ვენ. რო­გორც "ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს შე­ტა­კე­ბა პო­ლი­ცი­ას­თან.

"ძა­ლა­დო­ბა არის ლგბტ სი­ბილ­წის პრო­პა­გან­და. წე­სით, ამ ძა­ლა­დობ­რივ აქტს უნდა და­უ­პი­რის­პირ­დეს პო­ლი­ცი­ის ადეკ­ვა­ტუ­რი ძალა და ისი­ნი გა­ნა­რი­დოს, ჩა­მო­არ­თვას პლა­კა­ტე­ბი და გა­იყ­ვა­ნოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან, მაგ­რამ რად­გან პო­ლი­ცია ამას ვერ გა­ა­კე­თებს, რად­გან პო­ლი­ცი­ას მი­ღე­ბუ­ლი აქვს კა­ნო­ნი, რომ ლგბტ ცხოვ­რე­ბის წესი არის ნორ­მა, ამ­დე­ნი ხალ­ხი ჩა­მო­დის იმი­ტომ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად პო­ლი­ცია ჩა­ა­ნაც­ვლონ.

რო­დე­საც ხდე­ბა ისე, რომ პო­ლი­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხს და­უ­წყოს დარ­ბე­ვა და მათ ვერ გა­ა­ჩე­რონ ლგბტ ძა­ლა­დო­ბა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს შე­ტა­კე­ბა პო­ლი­ცი­ას­თან და უბ­რა­ლოდ, ჭყლე­ტა რომ იყოს, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც და­ი­ღუ­პოს, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ ვერ გა­უძ­ლოს. ტან­კე­ბიც რომ გა­მო­იყ­ვა­ნონ, ხალ­ხი მა­ინც არ გა­ჩერ­დე­ბა. დამ­ნა­შა­ვე პირ­ველ რიგ­ში სა­ელ­ჩო­ე­ბი და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბია. ლგბტ მოძ­რა­ო­ბა რომ და­ი­წყე­ბა, ჩვენ ფი­ზი­კუ­რად ხელს შე­ვუშ­ლით, რომ არ იმოძ­რა­ონ, გა­და­ვალთ გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე, რომ მათ არ იმოძ­რა­ონ და პლა­კა­ტებს წა­ვარ­თმევთ - ეს არის მო­წო­დე­ბა და რა მოხ­დე­ბა არ ვიცი", - გა­ნა­ცხა­და ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კარ­ვე­ბი გუ­შინ გა­შა­ლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, "თბი­ლი­სი პრა­ი­დის” კვი­რე­უ­ლი 1-ელ ივ­ლისს გა­იხ­სნა, 5 ივ­ლისს კი "თბი­ლი­სი პრა­ი­დი" "ღირ­სე­ბის მარშს" გა­მარ­თავს. "ღირ­სე­ბის მარ­შის" სლო­გა­ნი "გა­მო­დი სო­ლი­და­რო­ბის­თვის" იქ­ნე­ბა.

ავტორი:

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან - როგორია ვითარება ამ დროისთვის ადგილზე

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან - როგორია ვითარება ამ დროისთვის ადგილზე

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, მათ შორის არიან სასულიერო პირები.

ისინი "თბილისი პრაიდის" ღონისძიების გაუქმებას მოითხოვენ. როგორც "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, შეიძლება მოხდეს შეტაკება პოლიციასთან.

"ძალადობა არის ლგბტ სიბილწის პროპაგანდა. წესით, ამ ძალადობრივ აქტს უნდა დაუპირისპირდეს პოლიციის ადეკვატური ძალა და ისინი განარიდოს, ჩამოართვას პლაკატები და გაიყვანოს ტერიტორიიდან, მაგრამ რადგან პოლიცია ამას ვერ გააკეთებს, რადგან პოლიციას მიღებული აქვს კანონი, რომ ლგბტ ცხოვრების წესი არის ნორმა, ამდენი ხალხი ჩამოდის იმიტომ, რომ ფაქტობრივად პოლიცია ჩაანაცვლონ.

როდესაც ხდება ისე, რომ პოლიციამ შეიძლება ხალხს დაუწყოს დარბევა და მათ ვერ გააჩერონ ლგბტ ძალადობა, მაშინ შეიძლება მოხდეს შეტაკება პოლიციასთან და უბრალოდ, ჭყლეტა რომ იყოს, შეიძლება ვიღაც დაიღუპოს, შეიძლება ვიღაცამ ვერ გაუძლოს. ტანკებიც რომ გამოიყვანონ, ხალხი მაინც არ გაჩერდება. დამნაშავე პირველ რიგში საელჩოები და ტელევიზიებია. ლგბტ მოძრაობა რომ დაიწყება, ჩვენ ფიზიკურად ხელს შევუშლით, რომ არ იმოძრაონ, გადავალთ გზის სავალ ნაწილზე, რომ მათ არ იმოძრაონ და პლაკატებს წავართმევთ - ეს არის მოწოდება და რა მოხდება არ ვიცი", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გუშინ გაშალეს.

შეგახსენებთ, "თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

"დაშავებულის დიაგნოზია ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობა აქვს" - ექიმი

"ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს" - საპატრიარქო

ვინ არიან ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები, რომლებიც თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას დაშავდნენ - სიაში 16 მედიის 47 წარმომადგენელია