Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე
"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე

"ჰანს კლუ­გემ თქვა, ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობთ, ბრა­ვო თქვე­ნო", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში "პო­ლიტ-ქა­ლაქ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პან­დე­მი­ის მარ­თვის კუ­თხით კრი­ტი­კულ პო­ზი­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, ენას ძვა­ლი არ აქვს, ყვე­ლა­ფერს იტყვის.

"ვინც სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნია და სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­ი­ხე­და ჩვე­ნი კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა­ში და კლი­ნი­კურ მარ­თვა­ში, ამას ისი­ნი არ ამ­ბო­ბენ. ჰანს კლუ­გემ, ჯან­მო-ს ევ­რო­პის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო შვი­დი დღე და ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბას ეც­ნო­ბო­და, შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თქვა, (ძა­ლი­ან არ უყ­ვართ ოპო­ნენ­ტებს ამის მოს­მე­ნა) რომ ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობთ, ბრა­ვო თქვენ, ბრა­ვო. ეს თქვა ევ­რო­პის პირ­ველ­მა პირ­მა და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა. რო­დე­საც კლუ­გე კარ­გად ეც­ნო­ბა ჩვენ მუ­შა­ო­ბას და ამ­ბობს, ბრა­ვო და კა­ლო­ი­ა­ნი, რო­მელ­საც ერთი დღე არ გა­უ­ტა­რე­ბია კლი­ნი­კა­ში, ერთი ავად­მყო­ფი არ გა­და­ურ­ჩე­ნია, ერთი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი, ჭკვი­ა­ნუ­რი წი­ნა­და­დე­ბით არ შე­მო­სუ­ლა, რომ ჩვენ გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. მხო­ლოდ იმას ამ­ბობს, რომ სა­ჭი­როა სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ამას ყვე­ლა, ნე­ბი­მის­მი­ე­რი იტყვის“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ა­ნი, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნეა, უსაქ­მუ­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

"კაცი, რო­მე­ლიც არის ცნო­ბი­ლი რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე, ამ­ჟა­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გორც ტი­პუ­რი უსაქ­მუ­რი, რო­მე­ლიც ლა­პა­რა­კობს და არა­ფერს აკე­თებს. ერთი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნე, მერე და­მი­ჯე­ქი და მე­კა­მა­თე. იმ­დე­ნად კარ­გად არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი, ვერ პო­უ­ლო­ბენ რა­მეს რომ თქვან“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ნენ­ტე­ბი გულ­ზე სკდე­ბი­ან.

"გულ­ზე სკდე­ბი­ან ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, რომ ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ჩვე­ნი მარ­თვის მე­თო­დე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლია. პირ­და­პირ ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ და ასე არა­პირ­და­პი­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი აქვთ“ , - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Batumeli
1

Rogor aris tkveni metodebi warmatebuli? Dgesac ver shedixart usafrtxo qveynebis siashi!!!

....
1

უკიდურესობაში გადავარდა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე

"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე

"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის“ ეთერში "პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითაც პანდემიის მართვის კუთხით კრიტიკულ პოზიციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც ცერცვაძე ამბობს, ენას ძვალი არ აქვს, ყველაფერს იტყვის.

"ვინც სერიოზული ადამიანია და სერიოზულად ჩაიხედა ჩვენი კლინიკური ჯგუფის მუშაობაში და კლინიკურ მართვაში, ამას ისინი არ ამბობენ. ჰანს კლუგემ, ჯანმო-ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოში იყო შვიდი დღე და ჩვენს საქმიანობას ეცნობოდა, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, (ძალიან არ უყვართ ოპონენტებს ამის მოსმენა) რომ ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენ, ბრავო. ეს თქვა ევროპის პირველმა პირმა და ინფექციონისტმა. როდესაც კლუგე კარგად ეცნობა ჩვენ მუშაობას და ამბობს, ბრავო და კალოიანი, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია კლინიკაში, ერთი ავადმყოფი არ გადაურჩენია, ერთი კონსტრუქციული, ჭკვიანური წინადადებით არ შემოსულა, რომ ჩვენ გაგვეთვალისწინებინა. მხოლოდ იმას ამბობს, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები, ამას ყველა, ნებიმისმიერი იტყვის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ვახტანგ კალოიანი, რომელიც მაღალი რეპუტაციის მქონეა, უსაქმურად ჩამოყალიბდა.

"კაცი, რომელიც არის ცნობილი რეანიმატოლოგი და მაღალი რეპუტაციის მქონე, ამჟამად ჩამოყალიბდა, როგორც ტიპური უსაქმური, რომელიც ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს. ერთი ადამიანი გადაარჩინე, მერე დამიჯექი და მეკამათე. იმდენად კარგად არის მომზადებული კლინიკური სექტორი, ვერ პოულობენ რამეს რომ თქვან“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტები გულზე სკდებიან.

"გულზე სკდებიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და ჩვენი მართვის მეთოდები წარმატებულია. პირდაპირ ვერაფერს ამბობენ და ასე არაპირდაპირი მინიშნებები აქვთ“ , - განაცხადა ცერცვაძემ.