პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც გვაქვს - ვაქცინებს შორის განსხვავება არის, მაგრამ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზარალი, რომელსაც მოლოდინი მოიტანს" - თენგიზ ცერცვაძე
"ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც გვაქვს - ვაქცინებს შორის განსხვავება არის, მაგრამ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზარალი, რომელსაც მოლოდინი მოიტანს" - თენგიზ ცერცვაძე

"ვი­ნა­ი­დან მთელ მსოფ­ლი­ო­ში, გარ­და ამე­რი­კი­სა და ის­რა­ე­ლი­სა, ვერ ხერ­ხდე­ბა, რომ ქვეყ­ნის მთელ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ "ფა­ი­ზე­რით“ აიც­რას, უბ­რა­ლოდ არ არის ამ­დე­ნი "ფა­ი­ზე­რი“ ფი­ზი­კუ­რად, ამი­ტომ ჩვენ უნდა ავიც­რათ იმ ვაქ­ცი­ნით, რო­მე­ლიც გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა ტენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტალ­ზე შე­ფერ­ხე­ბა მალე მო­იხ­სნე­ბა და ხვა­ლი­დან მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა.

"შე­ფერ­ხე­ბა ხში­რად არის და არა მარ­ტო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­იტ­ზე, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით უფრო და­ცულ სა­ი­ტებ­ზეც, მაგ­რამ თუ ეს არ გა­მოს­წორ­და, არ­სე­ბობს სა­რე­ზერ­ვო გეგ­მე­ბი, რომ ად­გილ­ზე მოხ­დეს რე­გის­ტრა­ცია, არის სა­რე­ზერ­ვო გეგ­მე­ბი, რომ იქ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი რი­გის პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად კომ­ფორ­ტუ­ლია, მაგ­რამ არ არის პრობ­ლე­მა და მე არ მგო­ნია, რომ არ გა­მოს­წორ­დეს, ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი სწორ­დე­ბა რა­მო­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ან დღე­ში. მე ღრმად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ხვა­ლი­დან მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა. რად­გან არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ლი­ო­ნი დოზა "ფა­ი­ზე­რი“ შე­მო­დის, შე­საძ­ლოა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი წა­ა­ხა­ლი­სოს იმის­კენ, რომ და­ე­ლო­დონ "ფა­ი­ზერს, მაგ­რამ ჩი­ნურ­მა ვაქ­ცი­ნამ უკვე და­ამ­ტკი­ცა თა­ვი­სი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, მას ჰყავს უკვე თა­ვი­სი მომ­ხრე­ე­ბი, ის უსაფრ­თხოა. ჯამ­ში აქ­ტი­ვო­ბა იქ­ნე­ბა და ეს აქ­ტი­ვო­ბა იქ­ნე­ბა მზარ­დი.

ვერც ერ­თმა ქვე­ყა­ნამ, გარ­და ამე­რი­კი­სა და ის­რა­ე­ლი­სა, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო და ვერ შეძ­ლო, რომ მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის საკ­მა­რი­სი "ფა­ი­ზე­რის“ დოზა ჩა­მო­ე­ტა­ნა. კარ­გია "ფა­ი­ზე­რი“, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, გარ­და ამე­რი­კი­სა და ის­რა­ე­ლი­სა ვერ ხერ­ხდე­ბა, რომ ქვეყ­ნის მთელ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ "ფა­ი­ზე­რით“ აიც­რას, უბ­რა­ლოდ არ არის ამ­დე­ნი "ფა­ი­ზე­რი“ ფი­ზი­კუ­რად და რომ ვერ ხერ­ხდე­ბა ეს, ამი­ტომ ჩვენ უნდა ავიც­რათ იმ ვაქ­ცი­ნით, რო­მე­ლიც ხელთ არის. თა­ვად ამე­რი­კე­ლე­ბის და ევ­რო­პე­ლე­ბის სლო­გა­ნია, რომ უნდა ავიც­რათ იმ ვაქ­ცი­ნით, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს და ვაქ­ცი­ნებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არის, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი და ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვიდ­რე ის ზა­რა­ლი, რო­მელ­საც ჩვენ მი­ვი­ღებთ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ყოფ­ნით“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ

ავტორი:

"ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც გვაქვს - ვაქცინებს შორის განსხვავება არის, მაგრამ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზარალი, რომელსაც მოლოდინი მოიტანს" - თენგიზ ცერცვაძე

"ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც გვაქვს - ვაქცინებს შორის განსხვავება არის, მაგრამ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზარალი, რომელსაც მოლოდინი მოიტანს" - თენგიზ ცერცვაძე

"ვინაიდან მთელ მსოფლიოში, გარდა ამერიკისა და ისრაელისა, ვერ ხერხდება, რომ ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ "ფაიზერით“ აიცრას, უბრალოდ არ არის ამდენი "ფაიზერი“ ფიზიკურად, ამიტომ ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც გვაქვს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ტენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება მალე მოიხსნება და ხვალიდან მასიური ვაქცინაცია დაიწყება.

"შეფერხება ხშირად არის და არა მარტო ვაქცინაციის პროცესში და ვაქცინაციის საიტზე, არამედ გაცილებით უფრო დაცულ საიტებზეც, მაგრამ თუ ეს არ გამოსწორდა, არსებობს სარეზერვო გეგმები, რომ ადგილზე მოხდეს რეგისტრაცია, არის სარეზერვო გეგმები, რომ იქნება ცოცხალი რიგის პრინციპი, რომელიც ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ არ არის პრობლემა და მე არ მგონია, რომ არ გამოსწორდეს, ტექნიკური პრობლემები სწორდება რამოდენიმე საათში, ან დღეში. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან მასიური ვაქცინაცია დაიწყება.

ვაქცინაციაზე იქნება მაღალი მოთხოვნა. რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მილიონი დოზა "ფაიზერი“ შემოდის, შესაძლოა მოქალაქეების გარკვეული ნაწილი წაახალისოს იმისკენ, რომ დაელოდონ "ფაიზერს, მაგრამ ჩინურმა ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა, მას ჰყავს უკვე თავისი მომხრეები, ის უსაფრთხოა. ჯამში აქტივობა იქნება და ეს აქტივობა იქნება მზარდი.

ვერც ერთმა ქვეყანამ, გარდა ამერიკისა და ისრაელისა, ვერ უზრუნველყო და ვერ შეძლო, რომ მთელი მოსახლეობისთვის საკმარისი "ფაიზერის“ დოზა ჩამოეტანა. კარგია "ფაიზერი“, მაგრამ ვინაიდან, მთელ მსოფლიოში, გარდა ამერიკისა და ისრაელისა ვერ ხერხდება, რომ ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ "ფაიზერით“ აიცრას, უბრალოდ არ არის ამდენი "ფაიზერი“ ფიზიკურად და რომ ვერ ხერხდება ეს, ამიტომ ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც ხელთ არის. თავად ამერიკელების და ევროპელების სლოგანია, რომ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს და ვაქცინებს შორის განსხვავება არის, მაგრამ გაცილებით ნაკლები და ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ზარალი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნით“, - განაცხადა ცერცვაძემ

"ვაქცინაცია სიკვდილობის პანდემიას აჩერებს, შემთხვევების რაოდენობას ვერ აჩერებს, მაგრამ ანახევრებს ან ამესამედებს" - თენგიზ ცერცვაძე

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი ამ დროისთვის ფუნქციონირებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"