სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობს, ხალხური მეთოდები ნაკბენის დასაამებლად და პასუხი კითხვაზე, რატომ კბენენ კოღოები ზოგ ჩვენგანს უფრო მეტად
მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობს, ხალხური მეთოდები ნაკბენის დასაამებლად და პასუხი კითხვაზე, რატომ კბენენ კოღოები ზოგ ჩვენგანს უფრო მეტად

თბი­ლი ამინ­დე­ბის, ზა­ფხუ­ლის შვე­ბუ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ღა­მოს გა­სე­ირ­ნე­ბის ემო­ცია შე­იძ­ლე­ბა სე­ზო­ნის მა­რა­დი­ულ­მა თა­ნამ­გზავ­რმა, კო­ღომ სულ ცუ­დის­კენ შეც­ვა­ლოს. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი, რი­თაც კო­ღო­ე­ბის­გან თავ­დაც­ვას დამ­ცა­ვი სპრე­ი­სა და აე­რო­ზო­ლის გა­რე­შე შეძ­ლებთ.

მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე ქი­რურ­გმა ზუ­რაბ მე­ლა­ძემ გა­და­წყვი­ტა, გა­ერ­კვია, რა­ტომ კბე­ნენ კო­ღო­ე­ბი ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს, ზოგს კი - არა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც სა­უბ­რობს, ვის უფრო მე­ტად ემ­ტე­რე­ბა მწე­რი.

მისი თქმით, კო­ღო­ე­ბი პო­ტენ­ცი­ურ "მსხვერ­პლს" სუ­ნის მი­ხედ­ვით არ­ჩე­ვენ. მოს­წონთ ნახ­ში­რორ­ჟან­გი, ამი­ტომ, ის ვინც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ამო­ი­სუნ­თქავს, მა­ლე­ვე შე­ამ­ჩნევს, რომ კოღო იქ­ვეა. მე­ო­რე ად­გილს კო­ღოს "მაგ­ნიტ­თა" შო­რის რძემ­ჟა­ვა იკა­ვებს. სუნი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მათ­თვის, ვინც აქ­ტი­უ­რა­დაა სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლი, ხში­რად მი­ირ­თმევს რძის პრო­დუქ­ტებს, სვა­მენ ლუდს, ბუ­რახს ან ღვი­ნოს.

კო­ღო­ებს ასე­ვე ძა­ლი­ან უყ­ვართ ოფ­ლის სუნი, მოს­წონთ იმ ადა­მი­ა­ნის კბე­ნა, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ შე­ჭა­მა ბა­ნა­ნი. რომ შე­ვა­ჯა­მოთ, მას, ვინც არც ისე აქ­ტი­უ­რია სპორ­ტში, არ სვამს ალ­კოჰოლს და არც ბა­ნა­ნის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია, უფრო მა­ღა­ლი შან­სი აქვს, რომ სა­ღა­მოს კო­ღოს ნაკ­ბე­ნის გა­რე­შე დაბ­რუნ­დეს სახ­ლში.

ექი­მის მო­საზ­რე­ბა ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­აკ­რი­ტი­კა, ნა­წი­ლი კი და­ე­თან­ხმა.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი თე­ო­რია, თუ რა­ტომ კბე­ნენ კო­ღო­ე­ბი შერ­ჩე­ვით ადა­მი­ა­ნებს. ეს სის­ხლის ჯგუფს ეხე­ბა. ყვე­ლა­ზე "გემ­რი­ელ" სის­ხლად პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის სის­ხლი ით­ვლე­ბა, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი მე­სა­მე ჯგუ­ფის სის­ხლია. კო­ღო­ებს მე­ო­რე ჯგუ­ფის სის­ხლი არ მოს­წონთ. ხში­რად ბავ­შვებ­სა და ორ­სუ­ლებს კბე­ნენ, რად­გან ისი­ნი ნახ­ში­რორ­ჟანგს უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ამო­ი­სუნ­თქა­ვენ. ამ თე­ო­რი­ის თა­ნახ­მა­დაც, კი­დევ ერთი რის­კი ამი­ა­კის, ოფ­ლი­სა და ალ­კოჰო­ლის სუ­ნია.

თუ კო­ღოს­თვის "გემ­რი­ე­ლი" და "მიმ­ზიდ­ვე­ლი" საკ­ვე­ბის სი­ა­ში ხართ, ნამ­დვი­ლად გა­მო­გად­გე­ბათ ამ ხალ­ხუ­რი და მარ­ტი­ვი ხრი­კე­ბის ცოდ­ნა რათა ვე­რა­გი მწე­რის თავ­დას­ხმა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ:

  • მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ღო­ებს აფრ­თხო­ბენ

რე­ჰა­ნი (ბა­ზი­ლი­კი)

რე­ჰა­ნი, რო­მელ­საც მძფ­რი არო­მა­ტი აქვს, უმ­ჯო­ბე­სია, ღია ფან­ჯა­რას­თან ახ­ლოს მო­ა­თა­სოთ, რათა კო­ღო­ე­ბის შინ შე­მოს­ვლას ხელი შე­უ­შა­ლოთ.

პიტ­ნა

მისი შე­მად­გე­ნე­ლი ეთერ­ზე­თი კო­ღოს ახ­ლოს არ გა­გა­კა­რებთ.

პო­მი­დო­რი

პო­მიდვ­რის აი­ვან­ზე მოყ­ვა­ნა რთუ­ლი სუ­ლაც არ არის. თუ მო­ი­სურ­ვებთ, მზა ნერ­გე­ბიც იყი­დე­ბა. კო­ღო­ებ­საც მო­ი­ცი­ლებთ, მისი მოვ­ლი­თაც გა­ირ­თობთ თავს და გემ­რი­ელ ნა­ყოფ­საც მი­ი­ღებთ.

ქონ­და­რი

ქონ­და­რი არა მარ­ტო გემ­რი­ე­ლი სა­ნე­ლე­ბე­ლია, მწე­რე­ბი ვერ იტა­ნენ მის სუნს. ასე­თი­ვეა მი­ხა­კი და მი­ხა­კის ზეთი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ კო­ღოს­თან ბრძო­ლა­ში.

ჩაის ხე

ჩაის ხის ზე­თის რამ­დე­ნი­მე წვე­თი ტა­ნის ზეთ­შიც შე­გიძ­ლი­ათ აუ­რი­ოთ (30 გრამ­ზე 20 წვე­თი). თუ მოგ­წონთ ჩაის ხის სუნი, სხე­ულ­ზე ისეც შე­გიძ­ლი­ათ წა­ის­ვათ, ქუ­ჩა­ში გას­ვლის წინ. ჩაის ხის ზეთს ვერ იტა­ნენ მწე­რე­ბი.

ევ­კა­ლიპ­ტი

ნე­ბის­მი­ერ ტა­ნის ზეთს შე­უ­რი­ეთ ვა­ნი­ლი, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე წვე­თი ევ­კა­ლიპ­ტის ან მი­ხა­კის ზეთი, აუ­რი­ეთ ერ­თმა­ნეთ­ში და ტან­ზე წა­ის­ვით, გა­რეთ გას­ვლის წინ.

ვე­ლუ­რი ალუბ­ლის და კენკრის ფოთ­ლე­ბი

მო­ი­მა­რა­გეთ ვე­ლუ­რი ალუბ­ლის ან სხვა კენკრის ფოთ­ლე­ბი და კოღო აღარ შე­გა­წუ­ხებთ.

გირ­ჩე­ბი

ბუ­ნე­ბა­ში კო­ღო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ "საბ­რძოლ­ვე­ლად" გა­მო­გად­გე­ბათ ნაძ­ვის გირ­ჩე­ბი. ჩა­აგ­დეთ ცე­ცხლში და სუნი გა­ფან­ტავს აბე­ზარ მწე­რებს.

ოქ­როს რჩე­ვა: წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
1

ვცადე ეს ყველაფერი, რეჰანიც და ევკალიპტიც და კვერცხის გულიც, ყველაფერს რომ უხდება საქართველოში :D :D :D, მარა შენც არ მომიკვდე ... Raid-ის აპარატი და სითხე რომ არ არსებობდეს, დაილოცა მაგის მომგონი მოგჭამა ჭირი ... მანამდე გაწამებული ვიყავით, ახლა მოვითქვით სული, რასაკვირველია ვისაც მაგის ყიდვა შეუძლია ... სხვა ღელის ხუხუნია ... :D :D :D

შორენა
0

გამოცდილი საშუალება-ეს არის ლიმონი და დარიჩინი, შუაზე ვჭრი ლიმონს, დარიჩინის პატარა ღეროებს ჩავარჭობ,10 ცალი საკმარისი არის და კიდევ თქვენ საძინებელ ან მისაღებ ოთახში დარიჩინის ფხვნილი მოათავსეთ, პატარა ზომის ჭურჭელში, სამარილე ან პატარა ლამბაქი,სავსებით საკმარისია,დამერწმუნეთ კოღო აღარ შეგაწუხებთ, უკვე 2 წელია ამ მეთოდით ვსარგებლობ და დავისვენე.

 

 

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობს, ხალხური მეთოდები ნაკბენის დასაამებლად და პასუხი კითხვაზე, რატომ კბენენ კოღოები ზოგ ჩვენგანს უფრო მეტად

მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობს, ხალხური მეთოდები ნაკბენის დასაამებლად და პასუხი კითხვაზე, რატომ კბენენ კოღოები ზოგ ჩვენგანს უფრო მეტად

თბილი ამინდების, ზაფხულის შვებულებისა და მეგობრებთან ერთად საღამოს გასეირნების ემოცია შეიძლება სეზონის მარადიულმა თანამგზავრმა, კოღომ სულ ცუდისკენ შეცვალოს. არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რითაც კოღოებისგან თავდაცვას დამცავი სპრეისა და აეროზოლის გარეშე შეძლებთ.

მოსკოვში მოღვაწე ქირურგმა ზურაბ მელაძემ გადაწყვიტა, გაერკვია, რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს, ზოგს კი - არა. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საუბრობს, ვის უფრო მეტად ემტერება მწერი.

მისი თქმით, კოღოები პოტენციურ "მსხვერპლს" სუნის მიხედვით არჩევენ. მოსწონთ ნახშირორჟანგი, ამიტომ, ის ვინც დიდი რაოდენობით ამოისუნთქავს, მალევე შეამჩნევს, რომ კოღო იქვეა. მეორე ადგილს კოღოს "მაგნიტთა" შორის რძემჟავა იკავებს. სუნი დამახასიათებელია მათთვის, ვინც აქტიურადაა სპორტით დაკავებული, ხშირად მიირთმევს რძის პროდუქტებს, სვამენ ლუდს, ბურახს ან ღვინოს.

კოღოებს ასევე ძალიან უყვართ ოფლის სუნი, მოსწონთ იმ ადამიანის კბენა, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეჭამა ბანანი. რომ შევაჯამოთ, მას, ვინც არც ისე აქტიურია სპორტში, არ სვამს ალკოჰოლს და არც ბანანის დიდი მოყვარულია, უფრო მაღალი შანსი აქვს, რომ საღამოს კოღოს ნაკბენის გარეშე დაბრუნდეს სახლში.

ექიმის მოსაზრება ვიდეოს კომენტარებში ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა, ნაწილი კი დაეთანხმა.

არსებობს კიდევ ერთი თეორია, თუ რატომ კბენენ კოღოები შერჩევით ადამიანებს. ეს სისხლის ჯგუფს ეხება. ყველაზე "გემრიელ" სისხლად პირველი ჯგუფის სისხლი ითვლება, მეორე ადგილზე კი მესამე ჯგუფის სისხლია. კოღოებს მეორე ჯგუფის სისხლი არ მოსწონთ. ხშირად ბავშვებსა და ორსულებს კბენენ, რადგან ისინი ნახშირორჟანგს უფრო დიდი რაოდენობით ამოისუნთქავენ. ამ თეორიის თანახმადაც, კიდევ ერთი რისკი ამიაკის, ოფლისა და ალკოჰოლის სუნია.

თუ კოღოსთვის "გემრიელი" და "მიმზიდველი" საკვების სიაში ხართ, ნამდვილად გამოგადგებათ ამ ხალხური და მარტივი ხრიკების ცოდნა რათა ვერაგი მწერის თავდასხმა თავიდან აიცილოთ:

  • მცენარეები, რომლებიც კოღოებს აფრთხობენ

რეჰანი (ბაზილიკი)

რეჰანი, რომელსაც მძფრი არომატი აქვს, უმჯობესია, ღია ფანჯარასთან ახლოს მოათასოთ, რათა კოღოების შინ შემოსვლას ხელი შეუშალოთ.

პიტნა

მისი შემადგენელი ეთერზეთი კოღოს ახლოს არ გაგაკარებთ.

პომიდორი

პომიდვრის აივანზე მოყვანა რთული სულაც არ არის. თუ მოისურვებთ, მზა ნერგებიც იყიდება. კოღოებსაც მოიცილებთ, მისი მოვლითაც გაირთობთ თავს და გემრიელ ნაყოფსაც მიიღებთ.

ქონდარი

ქონდარი არა მარტო გემრიელი სანელებელია, მწერები ვერ იტანენ მის სუნს. ასეთივეა მიხაკი და მიხაკის ზეთი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ კოღოსთან ბრძოლაში.

ჩაის ხე

ჩაის ხის ზეთის რამდენიმე წვეთი ტანის ზეთშიც შეგიძლიათ აურიოთ (30 გრამზე 20 წვეთი). თუ მოგწონთ ჩაის ხის სუნი, სხეულზე ისეც შეგიძლიათ წაისვათ, ქუჩაში გასვლის წინ. ჩაის ხის ზეთს ვერ იტანენ მწერები.

ევკალიპტი

ნებისმიერ ტანის ზეთს შეურიეთ ვანილი, ასევე რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ან მიხაკის ზეთი, აურიეთ ერთმანეთში და ტანზე წაისვით, გარეთ გასვლის წინ.

ველური ალუბლის და კენკრის ფოთლები

მოიმარაგეთ ველური ალუბლის ან სხვა კენკრის ფოთლები და კოღო აღარ შეგაწუხებთ.

გირჩები

ბუნებაში კოღოების წინააღმდეგ "საბრძოლველად" გამოგადგებათ ნაძვის გირჩები. ჩააგდეთ ცეცხლში და სუნი გაფანტავს აბეზარ მწერებს.

ოქროს რჩევა: წაიკითხეთ სრულად

"ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე, მაგრამ ისეთი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, ვერ ვაპატიებდი" - რას ჰყვება თამთა ჭელიძე ოჯახის დანგრევის შემდგომ დეპრესიაზე?

"გაიღიმე სიყვარულო, არაფერია შენს ღიმილზე უფრო ლამაზი" - როგორ ცხოვრობს რომანტიკოსი იტალიელი ფეხბურთელი სპინაცოლა, რომელმაც მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა

"იმ შამპუნს რომ უკეთებს რეკლამას, რითაც თავს არავინ იბანს, ესე იგი, "კოკა-კოლა" ყოფილა მავნებელი და ის შამპუნი სასარგებლოა?" - ჭყონია რონალდოზე