ავტორი:

"აცრებზე რეგისტრაცია მიდის, მაგრამ საიტის სხვა ფუნქციები ჯერ ისევ გასწორების პროცესშია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

"აცრებზე რეგისტრაცია მიდის, მაგრამ საიტის სხვა ფუნქციები ჯერ ისევ გასწორების პროცესშია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე აცრის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პორტალზე გარკვეული ხარვეზები ისევ რჩება.

„რეგისტრაცია აცრებზე მიმდინარეობს, მაგრამ საიტის სხვა ფუნქციები ჯერ ისევ გასწორების პორცესშია“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

ცნობისათვის, 6 ივლისს 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა კიბერშეტევის გამო პორტალი გაითიშა და მოქალაქეები „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ. დღეს დილიდან საიტი ჩაირთო, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგისტრაცია კვლავ შეუძლებელი იყო.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა - ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა

აბასთუმანში, ტყეში ხანძარია

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი