Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წაგებული ომიდან დაბრუნებული კაცისთვის, ძნელი აღმოჩნდა სცენაზე ასვლა და თამაში" - როგორ წარიმართა 90-იანი წლების ბესტსელერის ავტორის ცხოვრება
"წაგებული ომიდან დაბრუნებული კაცისთვის, ძნელი აღმოჩნდა სცენაზე ასვლა და თამაში" - როგორ წარიმართა 90-იანი წლების ბესტსელერის ავტორის ცხოვრება

90 -იანი წლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი რო­მა­ნი "თბი­ლისს ვტო­ვებ ალი­ონ­ზე“ 30 წლის ხდე­ბა. ამ პე­რი­ო­დის თა­ო­ბა­ში იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით კი­თხვის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც მთე­ლი წიგ­ნი თუ არა, მისი ცალ­კე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი მა­ინც ზე­პი­რად არ იცო­დეს. რო­მა­ნი პირ­ვე­ლად 1992 წელს და­ი­ბეჭ­და და მა­ლე­ვე ბესტსე­ლე­რად იქცა. 35 000-იანი ტი­რა­ჟით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღარ იშო­ვე­ბო­და. ნა­წარ­მო­ებ­ზე იმ­დე­ნად დიდი მო­თხოვ­ნა გაჩ­ნდა, რომ გა­დამ­ყიდ­ვე­ლებს მისი გა­ყიდ­ვა გათ­მა­გე­ბულ ფა­სა­დაც კი არ უჭირ­დათ. მას შემ­დეგ რო­მა­ნი კი­დევ 7- ჯერ გა­მო­ი­ცა, ყო­ველ ჯერ­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი ტი­რა­ჟით...

მარ­ტი­ვი, უშუ­ა­ლო ენი­თა და კარ­გი იუ­მო­რით და­წე­რილ რო­მანს, რო­მე­ლიც 80-იანი წლე­ბის თბი­ლი­სუ­რი სა­მე­გობ­როს თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა­ზე ყვე­ბო­და, მკი­თხვე­ლის გუ­ლის და­პყრო­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია. ახალ­გაზ­რდუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, მის­წრა­ფე­ბე­ბი, მე­გობ­რო­ბა, თბი­ლი, გულ­წრფე­ლი და ლაღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი - ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, თუ რა­ტომ გაჩ­ნდა ამ­ხე­ლა მო­თხოვ­ნა წიგნ­ზე 90-იანი წლე­ბის ბნელ და მძი­მე პე­რი­ოდ­ში. მა­შინ, რო­დე­საც კე­თი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ამ­ბე­ბის დიდი დე­ფი­ცი­ტი იყო.

ამ ცნო­ბი­ლი წიგ­ნის გარ­და ავ­ტორს კი­დევ ოთხი რო­მა­ნი და ერთი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იშ­ვი­ა­თად ექ­ცე­ვა.

გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლით­ვის უკე­თე­სად გაგ­ვეც­ნო ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ავ­ტო­რი კახა სუ­ლუ­აშ­ვი­ლი.

- ბა­ტონ კახა, სა­უ­ბა­რი თქვე­ნი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რო­მა­ნით და­ვი­წყო. გვი­ამ­ბეთ, რო­გორ და სად და­ი­წე­რა ის?

- მა­შინ 19 წლის ვი­ყა­ვი, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სტე­ტის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი. ერთი პე­რი­ო­დი სტუ­დენ­ტე­ბიც მიჰ­ყავ­დათ ჯარ­ში და მეც მო­მი­წია ას­ტრა­ხან­ში წას­ვლა. იქ ცოტა და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი გახ­ლდით და ხში­რად მი­წევ­და "გა­ო­ბახ­ტში“ ყოფ­ნა. პე­რი­ო­დუ­ლად ერ­თკა­ცი­ან კა­მე­რა­შიც კი მსვამ­დე­ნენ. სწო­რედ ასეთ სა­კან­ში და­ვი­წყე ამ რო­მა­ნის წერა. იმ­დე­ნად მო­მე­ძა­ლა ჩემი ქა­ლა­ქის, მე­გობ­რე­ბის მო­ანტრე­ბა, ზე­დამ­ხედ­ველს ვთხო­ვე, კა­ლა­მი და ფურ­ცე­ლი მო­ე­ცი... თა­ვი­დან პა­ტა­რა ლექ­სი დავ­წე­რე, რო­მე­ლიც შემ­დეგ ამ რო­მანს და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. პირ­ვე­ლი 18 გვერ­დი " გა­ო­ბახ­ტში“ და­ი­წე­რა. და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე­ში და­ვას­რუ­ლე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­შინ არც კი და­მიშ­ვია, რომ ამ წიგ­ნით ვინ­მე ისე და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, რომ მის და­ბეჭდ­ვას მო­ინ­დო­მებ­დნენ. მა­შინ წიგ­ნებს სა­ხელ­მწი­ფო გა­მოს­ცემ­და და ეს მარ­ტი­ვად ნამ­დვი­ლად არ ხდე­ბო­და.

- რო­გორ იხი­ლა დღის სი­ნათ­ლე თქვენ­მა რო­მან­მა?

- ჯა­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, მე­ო­რე კურ­სზე, რე­პე­ტი­ცი­ის­თვის დი­ა­ლო­გი დაგ­ვჭირ­და. გვი­თხრეს, რამე მარ­ტი­ვი ნა­წარ­მო­ე­ბი მო­ნა­ხე­თო. გა­მახ­სენ­და ჩემი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი და ინ­სტი­ტუ­ტში მი­ვი­ტა­ნე. ჩემს იმ­ჟა­მინ­დელ მე­წყვი­ლეს, ახლა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობს, მაია ლო­მი­ძეს ვუ­თხა­რი, აარ­ჩიე აქე­დან რამე დი­ა­ლო­გი და გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი. და­ვი­წყეთ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. მა­ი­ას მე­ზო­ბე­ლი იყო გა­მომ­ცემ­ლო­ბა "მე­რა­ნის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­ნა­ნა ასა­თი­ა­ნი. ერთხე­ლაც მა­ი­ას­თვის უკი­თხავს, რას კი­თხუ­ლო­ბო და ჩა­უ­ხე­დავს ხელ­ნა­წერ­ში. მო­წო­ნე­ბია და უთ­ქვამს, სას­წრფა­ოდ და­უ­რე­კე ამ ბიჭს და ჩვენ­თან მო­ვი­დეს გა­მომ­ცემ­ლო­ბა­შიო. რომ მი­ვე­დი, მი­თხრეს, ვერ გე­ტყვით, რომ გა­და­სა­რე­ვი რო­მა­ნია, მაგ­რამ კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა და თუ სურ­ვი­ლი გაქვთ, დავ­ბეჭ­დავ­თო. შოკ­ში ვი­ყა­ვი. ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამას. და უფრო მე­ტად იმას, რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც შემ­დეგ მოჰ­ყვა წიგნს.

- რო­გორ შეხ­ვდა მკი­თხვე­ლი რო­მანს?

- 1987 წელს და­ი­წე­რა და წიგ­ნი 1992 წელს გა­მო­ი­ცა. გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე ბესტსე­ლე­რი გახ­და. 35 000 წიგ­ნი გა­ი­ყი­და 2 თვე­ნა­ხე­ვარ­ში. უფრო დიდი რე­კორ­დი იმ პე­რი­ოდ­ში არ არ­სე­ბობ­და. შემ­დეგ გა­დამ­ყიდ­ვე­ლებ­მა და­ი­წყეს მისი გა­ყიდ­ვა. ათ­მაგ ფა­სად ყიდ­დნენ. ერთხელ ბაზ­რო­ბა­ზე გამ­ყიდ­ველს ვე­ხუმ­რე, რა ამ­ბა­ვია ამ­ხე­ლა ფასი-მეთ­ქი, მო­მიბ­რუნ­და და მი­თხრა, - შენ არა­ფე­რი გეს­მის, თუ არ გინ­და ნუ იყი­დიო. სა­ერ­თო ჯამ­ში, წიგ­ნი 7-ჯერ გა­მო­ი­ცა ეს და ყვე­ლა ჯერ­ზე ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ი­ყი­და.

- რო­გორ ფიქ­რობთ, დღე­ვან­დე­ლი გა­დას­და­ხე­დი­დან, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამ წიგ­ნის ასე­თი აღი­ა­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი?

- ამა­ზე მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი მაქვს - მა­შინ სი­კე­თის ძა­ლი­ან დიდი დე­ფი­ცი­ტი იყო ქვე­ყა­ნა­ში. სხვა ქვეყ­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა ამას გა­უძ­ლონ, ვერც კი იგ­რძნონ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის ატა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. საკ­მა­ოდ მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყო 90-ია­ნებ­ში. მა­შინ გა­მოჩ­ნდა ვინ ვინ იყო რე­ა­ლუ­რად. მომ­რავ­ლდა დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, საძ­მო­ე­ბი. ქარ­თვე­ლებ­მა ერ­თა­ნე­თის ძარ­ცვა და­ი­წყეს. არა­ვინ არა­ვის ინ­დობ­და. ის თბი­ლი, ლაღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი, რა­ზეც არის წიგ­ნი, ყვე­ლას­თვის სა­ნატ­რე­ლი გახ­და. ამ წიგ­ნით მინ­დო­და მეთ­ქვა, რომ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვინ­მე გა­რე­წა­რი და მკვლე­ლი იყოს. საკ­მა­რი­სია, ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნეთს მოს­მე­ნა შე­წყვი­ტონ, რომ აურ­ზა­უ­რი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, თბი­ლი­სე­ლი ბი­ჭე­ბი ცდი­ლო­ბენ იცხოვ­რონ სწო­რად და გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არა­სო­დეს არაფ­რის ფა­სად წა­ვიდ­ნენ კომ­პრო­მის­ზე სა­კუ­თარ ღირ­სე­ბას­თან. რად­გან ღირ­სე­ბის გან­ცდა ამ ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. ამ რო­მან­ში მრავ­ლად არის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი. მეც, ისე­ვე, რო­გორც ჩემი რო­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟებს, ყო­ველ­თვის მქონ­და სი­მარ­თლის დაც­ვის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი. ამ რო­მან­ში არის ასე­თი ფრა­ზა - "გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რაც მინ­და თუ ჩემი სურ­ვი­ლის ხორ­ცშეს­ხმა ვინ­მეს არ ავ­ნებს“ - ეს გახ­და შემ­დეგ ჩემი ცხოვ­რე­ბის კრე­დოც. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ სურ­ვი­ლი კი ყო­ველ­თვის დიდი მქონ­და, რომ ჩემ ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლი­ა­ნად ყო­ფი­ლი­ყო.

- ამის გარ­და კი­დევ ოთხი რო­მა­ნი და ერთი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი გაქვთ გა­მო­ცე­მუ­ლი. გვი­ამ­ბეთ მათ­ზეც...

- რო­მა­ნი­დან რო­მა­ნამ­დე საკ­მა­ოდ დიდი პა­უ­ზე­ბი გა­მო­მი­ვი­და. "თბი­ლისს ვტო­ვებ ალი­ონ­ზეს“ და­წე­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ათი წე­ლის შემ­დეგ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ახალ რო­მან­ზე "ლახ­ტის პრინ­ცი­პით“. თუმ­ცა მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მინ­დო­და და­მე­წე­რა და შევ­ჩერ­დი. რამ­დე­ნი­მე დღე­ში "სე­კუნ­დან­ტის" წე­რას შე­ვუ­დე­ქი და ეს მარ­თლაც ის იყო, რაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და. 2-3 თვე ვმუ­შა­ობ­დი და და­ვას­რუ­ლე თუ არა, ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მაგ­რამ ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად. მო­მი­წია დიდი თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა. დავ­ჯე­ქი და გა­დავ­წყვი­ტე, მერე რო­მა­ნი, "ლახ­ტის პრინ­ცი­პით“ , და­მემ­თავ­რე­ბი­ნა. სა­ბო­ლო­ოდ, დამ­თავ­რე­ბა მა­ინც ვერ მო­ვა­ხერ­ხე, მაგ­რამ ისე­თი ფორ­მა მი­ვე­ცი, რომ გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო და შემ­დეგ გაგ­რძე­ლე­ბა­ზე მე­ფიქ­რა. ამის შემ­დეგ და­ი­წე­რა "როცა ერ­თაწ­მინ­და­ში თოვს“. მას "თბი­ლისს ვტო­ვებ ალი­ონ­ზეს“ მე­ო­რე ნა­წილ­საც უწო­დე­ბენ. ეს რო­მა­ნიც ისე­ვე შე­იყ­ვა­რა მკი­თხველ­მა, რო­გორც "თბი­ლისს ვტო­ვებ ალი­ონ­ზე“, რად­გან იგი­ვე პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან აქაც, თუმ­ცა სხვა დრო­ში, გაზ­რდი­ლე­ბი. ბოლო გა­მო­ცე­მუ­ლი რო­მა­ნია "მთა­ვა­რი ფერი“. საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი , 500 გვერ­დი­ა­ნი წიგ­ნი გა­მო­ვი­და. ეს უკვე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­აზ­რე­ბუ­ლად არის და­წე­რი­ლი. რა­საც ვფიქ­რობ­დი და რაც მინ­დო­და მეთ­ქვა, სწო­რედ ის არის. 48 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე მას­ზე მუ­შა­ო­ბა და სა­კა­მოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვწერ­დი. ეს არის დე­ტექ­ტი­ვის ფორ­მის რო­მა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სხვა ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ აქ არის ის, რა­საც ვე­ძებ­დი და ვიდ­რე არ ვი­პო­ვე, არ გავ­ჩერ­დი. ერ­თგვა­რი პა­სუ­ხია ყვე­ლა­ფერ­ზე, ყვე­ლა იმ კი­თხვა­ზე რაც გა­მაჩ­ნდა. ახლა ვას­რუ­ლებ რო­მანს "სახ­ლი არ იყი­დე­ბა“. ამის შემ­დეგ ალ­ბათ დიდი ნა­წარ­მო­ე­ბებს აღარ დავ­წერ.

- თქვენს ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს იუ­მორს. ყვე­ლა­ზე მძი­მე ამ­ბებ­საც კი იუ­მო­რით ყვე­ბით...

- იუ­მო­რის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან იმ­დე­ნი სევ­და შე­მო­დის წე­რის პრო­ცეს­ში, რა­ღა­ცით თუ არ გა­ა­ქარ­წყლე, არ გა­მო­დის. რო­მან­ში "მთა­ვა­რი ფერი“ კი­დევ უფრო დიდი დო­ზით არის იუ­მო­რი.

- თქვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე გვი­ამ­ბეთ. რო­გორ ცხოვ­რობთ, რას აკე­თე­ბეთ?

- ვცხოვ­რობ თბი­ლის­ში, ოჯახ­თან ერ­თად და ხში­რად ჩავ­დი­ვარ ერ­თაწ­მინ­და­ში, მა­მა­ჩე­მის აშე­ნე­ბულ სახ­ლში. გახ­ლა­ვართ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო. ორი ომი მო­ვი­ა­რე. თე­რატ­რა­ლუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მო­ხა­ლი­სედ წა­ვე­დი ომში. შემ­დეგ კი წა­გე­ბუ­ლი ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კა­ცის­თვის, ძა­ლი­ან ძნე­ლი აღ­მოჩ­ნდა სცე­ნა­ზე ას­ვლა და თა­მა­ში. მას შემ­დეგ მივ­ყე­ვი სამ­ხედ­რო საქ­მეს და დღემ­დე ვემ­სა­ხუ­რე­ბი. ამ­ჟა­მად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ვმუ­შა­ობ.

ვა­კე­თებ იმას, რაც ჩემი საქ­მეა და პე­რი­ო­დუ­ლად იმა­საც, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს - ვწერ. ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ე­ზი­ა­ზე გა­და­ვერ­თე. არც ისე დიდი ხნის წინ გა­მო­ვე­ცი ჩემი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი.

- რო­გო­რია თქვნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი? რო­გორ ფიქ­რობთ, დაგ­რჩათ და­სა­წე­რი ის, რაც ჯერ არ და­გი­წე­რი­ათ?

- ჩემი აზ­რით, ჩემს ბოლო რო­მან­ში ყვე­ლა­ფე­რი ვთქვი, რაც მინ­დო­და. 53 წელი არ არის ის ასა­კი, რომ წერა შე­წყვი­ტო, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რაც და­სა­წე­რი მქონ­და, უკვე დავ­წე­რე.

ნანა
0

არასოდეს თქვა, არასოდეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"წაგებული ომიდან დაბრუნებული კაცისთვის, ძნელი აღმოჩნდა სცენაზე ასვლა და თამაში" - როგორ წარიმართა 90-იანი წლების ბესტსელერის ავტორის ცხოვრება

"წაგებული ომიდან დაბრუნებული კაცისთვის, ძნელი აღმოჩნდა სცენაზე ასვლა და თამაში" - როგორ წარიმართა 90-იანი წლების ბესტსელერის ავტორის ცხოვრება

90 -იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული რომანი "თბილისს ვტოვებ ალიონზე“ 30 წლის ხდება. ამ პერიოდის თაობაში იშვიათად შეხვდებით კითხვის მოყვარულ ადამიანს, რომელმაც მთელი წიგნი თუ არა, მისი ცალკეული ეპიზოდები მაინც ზეპირად არ იცოდეს. რომანი პირველად 1992 წელს დაიბეჭდა და მალევე ბესტსელერად იქცა. 35 000-იანი ტირაჟით გამოცემული წიგნი რამდენიმე დღეში აღარ იშოვებოდა. ნაწარმოებზე იმდენად დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რომ გადამყიდველებს მისი გაყიდვა გათმაგებულ ფასადაც კი არ უჭირდათ. მას შემდეგ რომანი კიდევ 7- ჯერ გამოიცა, ყოველ ჯერზე შთამბეჭდავი ტირაჟით...

მარტივი, უშუალო ენითა და კარგი იუმორით დაწერილ რომანს, რომელიც 80-იანი წლების თბილისური სამეგობროს თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაზე ყვებოდა, მკითხველის გულის დაპყრობა არ გასჭირვებია. ახალგაზრდული სიყვარული, მისწრაფებები, მეგობრობა, თბილი, გულწრფელი და ლაღი ურთიერთობები - ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რატომ გაჩნდა ამხელა მოთხოვნა წიგნზე 90-იანი წლების ბნელ და მძიმე პერიოდში. მაშინ, როდესაც კეთილი და სასიამოვნო ემოციებით სავსე ამბების დიდი დეფიციტი იყო.

ამ ცნობილი წიგნის გარდა ავტორს კიდევ ოთხი რომანი და ერთი პოეტური კრებული აქვს გამოცემული, მაგრამ რატომღაც მედიის ყურადღების ცენტრში იშვიათად ექცევა.

გადავწყვიტეთ, ჩვენი მკითხველითვის უკეთესად გაგვეცნო ბევრისთვის საყვარელი ნაწარმოებების ავტორი კახა სულუაშვილი.

- ბატონ კახა, საუბარი თქვენი ყველაზე ცნობილი რომანით დავიწყო. გვიამბეთ, როგორ და სად დაიწერა ის?

- მაშინ 19 წლის ვიყავი, თეატრალური უნივერსტეტის პირველი კურსის სტუდენტი. ერთი პერიოდი სტუდენტებიც მიჰყავდათ ჯარში და მეც მომიწია ასტრახანში წასვლა. იქ ცოტა დაუმორჩილებელი გახლდით და ხშირად მიწევდა "გაობახტში“ ყოფნა. პერიოდულად ერთკაციან კამერაშიც კი მსვამდენენ. სწორედ ასეთ საკანში დავიწყე ამ რომანის წერა. იმდენად მომეძალა ჩემი ქალაქის, მეგობრების მოანტრება, ზედამხედველს ვთხოვე, კალამი და ფურცელი მოეცი... თავიდან პატარა ლექსი დავწერე, რომელიც შემდეგ ამ რომანს დაედო საფუძვლად. პირველი 18 გვერდი " გაობახტში“ დაიწერა. დაახლოებით 2 თვეში დავასრულე. სიმართლე გითხრათ, მაშინ არც კი დამიშვია, რომ ამ წიგნით ვინმე ისე დაინტერესდებოდა, რომ მის დაბეჭდვას მოინდომებდნენ. მაშინ წიგნებს სახელმწიფო გამოსცემდა და ეს მარტივად ნამდვილად არ ხდებოდა.

- როგორ იხილა დღის სინათლე თქვენმა რომანმა?

- ჯარიდან რომ დავბრუნდი, მეორე კურსზე, რეპეტიციისთვის დიალოგი დაგვჭირდა. გვითხრეს, რამე მარტივი ნაწარმოები მონახეთო. გამახსენდა ჩემი ხელნაწერი წიგნი და ინსტიტუტში მივიტანე. ჩემს იმჟამინდელ მეწყვილეს, ახლა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, მაია ლომიძეს ვუთხარი, აარჩიე აქედან რამე დიალოგი და გავაკეთოთ-მეთქი. დავიწყეთ მეცადინეობა. მაიას მეზობელი იყო გამომცემლობა "მერანის“ თანამშრომელი მანანა ასათიანი. ერთხელაც მაიასთვის უკითხავს, რას კითხულობო და ჩაუხედავს ხელნაწერში. მოწონებია და უთქვამს, სასწრფაოდ დაურეკე ამ ბიჭს და ჩვენთან მოვიდეს გამომცემლობაშიო. რომ მივედი, მითხრეს, ვერ გეტყვით, რომ გადასარევი რომანია, მაგრამ კომერციულად მომგებიანი იქნება და თუ სურვილი გაქვთ, დავბეჭდავთო. შოკში ვიყავი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამას. და უფრო მეტად იმას, რა გამოხმაურებაც შემდეგ მოჰყვა წიგნს.

- როგორ შეხვდა მკითხველი რომანს?

- 1987 წელს დაიწერა და წიგნი 1992 წელს გამოიცა. გამოცემისთანავე ბესტსელერი გახდა. 35 000 წიგნი გაიყიდა 2 თვენახევარში. უფრო დიდი რეკორდი იმ პერიოდში არ არსებობდა. შემდეგ გადამყიდველებმა დაიწყეს მისი გაყიდვა. ათმაგ ფასად ყიდდნენ. ერთხელ ბაზრობაზე გამყიდველს ვეხუმრე, რა ამბავია ამხელა ფასი-მეთქი, მომიბრუნდა და მითხრა, - შენ არაფერი გესმის, თუ არ გინდა ნუ იყიდიო. საერთო ჯამში, წიგნი 7-ჯერ გამოიცა ეს და ყველა ჯერზე ძალიან სწრაფად გაიყიდა.

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადასდახედიდან, რამ განაპირობა ამ წიგნის ასეთი აღიარება და სიყვარული?

- ამაზე მარტივი პასუხი მაქვს - მაშინ სიკეთის ძალიან დიდი დეფიციტი იყო ქვეყანაში. სხვა ქვეყნებმა შეიძლება ამას გაუძლონ, ვერც კი იგრძნონ, მაგრამ საქართველოში ამის ატანა შეუძლებელია. საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო 90-იანებში. მაშინ გამოჩნდა ვინ ვინ იყო რეალურად. მომრავლდა დაჯგუფებები, საძმოები. ქართველებმა ერთანეთის ძარცვა დაიწყეს. არავინ არავის ინდობდა. ის თბილი, ლაღი ურთიერთობები, სიკეთე და სიყვარული, რაზეც არის წიგნი, ყველასთვის სანატრელი გახდა. ამ წიგნით მინდოდა მეთქვა, რომ არ არის აუცილებელი ვინმე გარეწარი და მკვლელი იყოს. საკმარისია, ადამიანებმა ერთმანეთს მოსმენა შეწყვიტონ, რომ აურზაური გარანტირებულია. რომანის მთავარი გმირები, თბილისელი ბიჭები ცდილობენ იცხოვრონ სწორად და გარემოებების მიუხედავად, არასოდეს არაფრის ფასად წავიდნენ კომპრომისზე საკუთარ ღირსებასთან. რადგან ღირსების განცდა ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. ამ რომანში მრავლად არის ავტობიოგრაფიული ეპიზოდები. მეც, ისევე, როგორც ჩემი რომანის პერსონაჟებს, ყოველთვის მქონდა სიმართლის დაცვის გამძაფრებული სურვილი. ამ რომანში არის ასეთი ფრაზა - "გავაკეთებ ყველაფერს, რაც მინდა თუ ჩემი სურვილის ხორცშესხმა ვინმეს არ ავნებს“ - ეს გახდა შემდეგ ჩემი ცხოვრების კრედოც. შეიძლება ბევრი ვერაფერი გავაკეთე, მაგრამ სურვილი კი ყოველთვის დიდი მქონდა, რომ ჩემ ირგვლივ ყველაფერი სამართლიანად ყოფილიყო.

- ამის გარდა კიდევ ოთხი რომანი და ერთი პოეტური კრებული გაქვთ გამოცემული. გვიამბეთ მათზეც...

- რომანიდან რომანამდე საკმაოდ დიდი პაუზები გამომივიდა. "თბილისს ვტოვებ ალიონზეს“ დაწერიდან დაახლოებით ათი წელის შემდეგ დავიწყე მუშაობა ახალ რომანზე "ლახტის პრინციპით“. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მინდოდა დამეწერა და შევჩერდი. რამდენიმე დღეში "სეკუნდანტის" წერას შევუდექი და ეს მართლაც ის იყო, რაც ჩაფიქრებული მქონდა. 2-3 თვე ვმუშაობდი და დავასრულე თუ არა, ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი მონაწილეობით, მაგრამ ჩემდაუნებურად. მომიწია დიდი თანხების მოძიება. დავჯექი და გადავწყვიტე, მერე რომანი, "ლახტის პრინციპით“ , დამემთავრებინა. საბოლოოდ, დამთავრება მაინც ვერ მოვახერხე, მაგრამ ისეთი ფორმა მივეცი, რომ გამოცემულიყო და შემდეგ გაგრძელებაზე მეფიქრა. ამის შემდეგ დაიწერა "როცა ერთაწმინდაში თოვს“. მას "თბილისს ვტოვებ ალიონზეს“ მეორე ნაწილსაც უწოდებენ. ეს რომანიც ისევე შეიყვარა მკითხველმა, როგორც "თბილისს ვტოვებ ალიონზე“, რადგან იგივე პერსონაჟები არიან აქაც, თუმცა სხვა დროში, გაზრდილები. ბოლო გამოცემული რომანია "მთავარი ფერი“. საკმაოდ მოცულობითი , 500 გვერდიანი წიგნი გამოვიდა. ეს უკვე თავიდან ბოლომდე გააზრებულად არის დაწერილი. რასაც ვფიქრობდი და რაც მინდოდა მეთქვა, სწორედ ის არის. 48 წლის ასაკში დავიწყე მასზე მუშაობა და საკამოდ დიდი ხნის განმავლობაში ვწერდი. ეს არის დეტექტივის ფორმის რომანი, რომელიც ყველა სხვა ჩემი ნაწარმოებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ არის ის, რასაც ვეძებდი და ვიდრე არ ვიპოვე, არ გავჩერდი. ერთგვარი პასუხია ყველაფერზე, ყველა იმ კითხვაზე რაც გამაჩნდა. ახლა ვასრულებ რომანს "სახლი არ იყიდება“. ამის შემდეგ ალბათ დიდი ნაწარმოებებს აღარ დავწერ.

- თქვენს ნაწარმოებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იუმორს. ყველაზე მძიმე ამბებსაც კი იუმორით ყვებით...

- იუმორის გარეშე შეუძლებელია, რადგან იმდენი სევდა შემოდის წერის პროცესში, რაღაცით თუ არ გააქარწყლე, არ გამოდის. რომანში "მთავარი ფერი“ კიდევ უფრო დიდი დოზით არის იუმორი.

- თქვენს ყოველდღიურობაზე გვიამბეთ. როგორ ცხოვრობთ, რას აკეთებეთ?

- ვცხოვრობ თბილისში, ოჯახთან ერთად და ხშირად ჩავდივარ ერთაწმინდაში, მამაჩემის აშენებულ სახლში. გახლავართ პროფესიონალი სამხედრო. ორი ომი მოვიარე. თერატრალურის დამთავრების შემდეგ მოხალისედ წავედი ომში. შემდეგ კი წაგებული ომიდან დაბრუნებული კაცისთვის, ძალიან ძნელი აღმოჩნდა სცენაზე ასვლა და თამაში. მას შემდეგ მივყევი სამხედრო საქმეს და დღემდე ვემსახურები. ამჟამად თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობ.

ვაკეთებ იმას, რაც ჩემი საქმეა და პერიოდულად იმასაც, რაც ძალიან მიყვარს - ვწერ. ბოლო პერიოდში პოეზიაზე გადავერთე. არც ისე დიდი ხნის წინ გამოვეცი ჩემი ლექსების კრებული.

- როგორია თქვნი სამომავლო გეგმები? როგორ ფიქრობთ, დაგრჩათ დასაწერი ის, რაც ჯერ არ დაგიწერიათ?

- ჩემი აზრით, ჩემს ბოლო რომანში ყველაფერი ვთქვი, რაც მინდოდა. 53 წელი არ არის ის ასაკი, რომ წერა შეწყვიტო, თუმცა ვფიქრობ, რაც დასაწერი მქონდა, უკვე დავწერე.

"თბილისი პრაიდი“ "ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც მტკვარში ჩავარდნილი მოზარდი გოგონა გადაარჩინა, თავად კი გარდაიცვალა - "ის რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი იყო"

"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე