საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხერხდა" - როდის შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას
"პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხერხდა" - როდის შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტალ­ზე ყვე­ლა ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა ჯერ ვერ მოხ­და - 150 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში, გახ­სნის ქოლ-ცენ­ტრს და მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა და­ჯავ­შნოს რიგი, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პორ­ტალ­ზე ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბა 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, რო­დის შეძ­ლე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პორ­ტა­ლით რე­გის­ტრა­ცი­ას, ზუსტ ვა­დებს გა­ბუ­ნია ვერ ასა­ხე­ლებს.

მისი თქმით, ქოლ-ცენ­ტრე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უახ­ლო­ე­სი 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­იხ­სნე­ბა.

„ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პორ­ტალ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის შემ­დეგ, გუ­შინ რე­გის­ტრა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ზე, რი­გის და­ჯავ­შნის მიზ­ნით, შე­წყდა. 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი. გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოს­წორ­და, თუმ­ცა, ბო­ლომ­დე, ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, ამ­დე­ნად, მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა და რო­გორც კი დას­რულ­დე­ბა აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­უ­ყო­ნებ­ლივ მი­ი­ღებს.

ღია სივ­რცე­ში რე­გის­ტრა­ცი­ის გახ­სნა არ ყო­ფი­ლა აქამ­დე და რო­გორც კი დას­რულ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი მო­გახ­სე­ნებთ. გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მო­ი­თხო­ვეს ტექ­ნი­კო­სებ­მა იმის­თვის, რომ ხარ­ვე­ზი აღ­მო­ფხვრი­ლი­ყო, რო­გორც ჩანს, და­ზი­ა­ნე­ბა უფრო კომ­პლექ­სუ­რი იყო, ვიდ­რე თა­ვი­დან ეს შე­ფას­და. ამ­დე­ნად, ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩემ­თვის რთუ­ლია ზუს­ტი ვა­დე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია.

რა თქმა უნდა, მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის და­წყე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია და გარ­და იმი­სა, რომ რეს­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტალს ვი­ყე­ნებთ ჩვენ ამ მიზ­ნე­ბის­თვის, არ­სე­ბობს სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბიც, 150 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ხვალ-ზეგ გახ­სნის თა­ვი­ანთ ქოლ-ცენ­ტრს, სა­დაც მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ უკვე ად­გილ­ზე დარ­ე­კოს და იქვე და­ჯავ­შნოს რიგი. ამას და­ეხ­მა­რე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტა­ლი და რე­გის­ტრა­ცი­ის პორ­ტა­ლი არ იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის,“- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
2

სამარცხვინო ამბავია. რამდენჯერაც ვცადე ჯავშნის შექმნა - იმდენჯერ კოდი გამომიგზავნა, ხოლო ჩემი ჯავშანი არსად იქნა ნაპოვნი სისტემაში. ან რაღაც არაკომპეტენტურობის ზეიმია, ან მაფიაა უბრალო

?
3

საარჩევნოდ ქვეყნის ჩაკეტვა გინდათ, მაფიოზებო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხერხდა" - როდის შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას

"პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხერხდა" - როდის შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხდა - 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, გახსნის ქოლ-ცენტრს და მოქალაქეს ექნება საშუალება დაჯავშნოს რიგი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პორტალზე ხარვეზის გამოსწორებისთვის მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, როდის შეძლებენ მოქალაქეები პორტალით რეგისტრაციას, ზუსტ ვადებს გაბუნია ვერ ასახელებს.

მისი თქმით, ქოლ-ცენტრები ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებში უახლოესი 2 დღის განმავლობაში გაიხსნება.

„ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, გუშინ რეგისტრაციის შესაძლებლობა ვაქცინაციის პროგრამაზე, რიგის დაჯავშნის მიზნით, შეწყდა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყონებლივ მიიღებს.

ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე და როგორც კი დასრულდება ეს პროცესი მოგახსენებთ. გუშინდელი მონაცემებით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო, როგორც ჩანს, დაზიანება უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, დამატებითი სამუშაოები შესასრულებელია.

რა თქმა უნდა, მასიური ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გარდა იმისა, რომ რესგისტრაციის პორტალს ვიყენებთ ჩვენ ამ მიზნებისთვის, არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი. ამას დაეხმარება რეგისტრაციის პორტალი და რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ერთადერთი საშუალება რეგისტრაციისთვის,“- განაცხადა გაბუნიამ.

მეუფე სტეფანე - თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერია

ამირან გამყრელიძე - აცრებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, მაგრამ საიტის სხვა ფუნქციები ჯერ ისევ გასწორების პროცესშია

"წაგებული ომიდან დაბრუნებული კაცისთვის, ძნელი აღმოჩნდა სცენაზე ასვლა და თამაში" - როგორ წარიმართა 90-იანი წლების ბესტსელერის ავტორის ცხოვრება