საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა მოხდეს მიწის მასის გატანა, კედლის გამაგრება..." - რა წერია პირველად დასკვნაში, რომელიც გეოლოგებმა ლისი-მუხათწყაროს მეწყერთან დაკავშირებით მოამზადეს
"უნდა მოხდეს მიწის მასის გატანა, კედლის გამაგრება..." - რა წერია პირველად დასკვნაში, რომელიც გეოლოგებმა ლისი-მუხათწყაროს მეწყერთან დაკავშირებით მოამზადეს

ლისი-მუ­ხა­თწყა­როს მო­ნაკ­ვეთ­ზე მე­წყრულ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ო­ლო­გებ­მა ზე­და­პი­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, პირ­ვე­ლად დას­კვნა მო­ამ­ზა­დეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რწმუ­ნე­ბულ­მა და­ვით ნო­ზა­ძემ გა­ნუ­მარ­ტა, დას­კვნის მი­ხედ­ვით, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბამ, ასე­ვე რთულ­მა მორ­ფო­ლო­გი­ურ­მა პი­რო­ბებ­მა და ქა­ნე­ბის გა­მო­ფიტ­ვამ გა­მო­იწ­ვია.

და­ვით ნო­ზა­ძის გან­მარ­ტე­ბით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გე­ო­ლო­გე­ბის მიერ დე­ტა­ლუ­რი დას­კვნაც მომ­ზად­დე­ბა, სა­დაც კონ­კრე­ტუ­ლად იქ­ნე­ბა გა­წე­რი­ლი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად სა­ჭი­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

„ეს არის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა. ამ დას­კვნით, რაც მომ­ზად­და, გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ლისი-მუ­ხა­თწყა­როს მო­ნაკ­ვეთ­ზე ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის გაზ­რდა და მათი ნი­ა­დაგ­ში ჩა­ჟონ­ვა, ასე­ვე, იყო რთუ­ლი მორ­ფო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი და ქა­ნე­ბის და­ნაპ­რა­ლე­ბა-გა­მო­ფიტ­ვა. ეს არის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი. დას­კვნა­ში, ასე­ვე გვი­წე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამის შემ­დგო­მი დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა დე­ტა­ლურ კვლე­ვას, ისიც მალე იქ­ნე­ბა, თუმ­ცა კონ­კრე­ტულ თა­რიღს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. ამის შემ­დეგ უკვე და­ი­წყე­ბა თან­ხის გა­მო­ყო­ფა და საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა და შემ­დეგ უკვე ად­გილ­ზე აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

პირ­ვე­ლა­დი ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ, რა რე­კო­მენ­და­ცი­ა­საც გვი­წე­ვენ არის ის, რომ რა­ღაც მო­ნაკ­ვე­თი­დან უნდა მოხ­დეს გარ­კვე­უ­ლი მი­წის მა­სის გა­ტა­ნა, კედ­ლის გა­მაგ­რე­ბა, სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა. ეს არის ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუმ­ცა დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თოს,“ - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნო­ზა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ლისი-მუ­ხა­თწყა­როს მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა ჩა­კე­ტი­ლია. ამას­თა­ნა­ვე, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რწმუ­ნე­ბუ­ლი აცხა­დებს, რომ მე­წყე­რი, თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხეს არ უქ­მნის.

„უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით გზა და­კე­ტი­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ მას. ესეც რე­კო­მენ­და­ცი­ის ნა­წი­ლია, რომ ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე უნდა იყოს გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, მოგ­ვი­წევს, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გზა და­კე­ტი­ლი იყოს, ზუსტ პე­რი­ოდს ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა ეს არ იქ­ნე­ბა ერთი და ორი დღე, რად­გან საკ­მა­ოდ მა­სი­უ­რი სა­მუ­შაო იქ­ნე­ბა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

მთა­ვა­რია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას არ ემუქ­რე­ბა საფრ­თხე, ეს არ არის იმ მას­შტა­ბის მე­წყე­რი, რომ ვინ­მეს რა­ი­მე საფრ­თხე ექ­მნე­ბო­დეს,“- გა­ნა­ცხა­და და­ვით ნო­ზა­ძემ.

dudu
0

ეხლა რომ ვთქვა: ეს ყველაფერი ღვთის რისხვაათქო, ზოგი სიცილით მოკვდება, ადამიანმა დაამძიმა დედამიწა თავის ცოდვებით, ვისაც არ გჯერად ერთს გეტყვით: მაცხოვრის სიტყვებია დრო მოვა და მიწის ჭამას დაიწყებთ მაგრამ გვიანი იქნებაო, მერე გეტყვით მე თქვენ არ გიცნობთო!!! ფულზე შეყვარებულმა ადამიანებმა ღმერთი დაივიწყეს და ეშმაკის მონები გახდნენ! ჯერ სად ხართ ,ეს ყველაფერი დასაწყისია თქვე უგუნურნო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უნდა მოხდეს მიწის მასის გატანა, კედლის გამაგრება..." - რა წერია პირველად დასკვნაში, რომელიც გეოლოგებმა ლისი-მუხათწყაროს მეწყერთან დაკავშირებით მოამზადეს

"უნდა მოხდეს მიწის მასის გატანა, კედლის გამაგრება..." - რა წერია პირველად დასკვნაში, რომელიც გეოლოგებმა ლისი-მუხათწყაროს მეწყერთან დაკავშირებით მოამზადეს

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გეოლოგებმა ზედაპირული დათვალიერების შედეგად, პირველად დასკვნა მოამზადეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ განუმარტა, დასკვნის მიხედვით, მეწყრული პროცესების გააქტიურება ატმოსფერული ნალექების ინტენსივობამ, ასევე რთულმა მორფოლოგიურმა პირობებმა და ქანების გამოფიტვამ გამოიწვია.

დავით ნოზაძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში გეოლოგების მიერ დეტალური დასკვნაც მომზადდება, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი მეწყრული პროცესების შესაჩერებლად საჭირო სამუშაოები.

„ეს არის ვიზუალური დათვალიერების შედეგად მომზადებული გეოლოგიური დასკვნა. ამ დასკვნით, რაც მომზადდა, გამომწვევ მიზეზებში დასახელებულია ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის გაზრდა და მათი ნიადაგში ჩაჟონვა, ასევე, იყო რთული მორფოლოგიური პირობები და ქანების დანაპრალება-გამოფიტვა. ეს არის ძირითადი მიზეზები. დასკვნაში, ასევე გვიწევენ რეკომენდაციას, რომ აუცილებელია ამის შემდგომი დეტალური შესწავლა. რაც შეეხება დეტალურ კვლევას, ისიც მალე იქნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ. ამის შემდეგ უკვე დაიწყება თანხის გამოყოფა და საპროექტო სამუშაოების დაწყება და შემდეგ უკვე ადგილზე აღდგენითი სამუშაოები.

პირველადი ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, რა რეკომენდაციასაც გვიწევენ არის ის, რომ რაღაც მონაკვეთიდან უნდა მოხდეს გარკვეული მიწის მასის გატანა, კედლის გამაგრება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება. ეს არის ზოგადი რეკომენდაციები, თუმცა დეტალური შესწავლის შემდეგ, შესაძლოა, კიდევ დამატებითი სამუშაოები გამოიკვეთოს,“ - განაცხადა დავით ნოზაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე საავტომობილო გზა ჩაკეტილია. ამასთანავე, მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული აცხადებს, რომ მეწყერი, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით გზა დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აკონტროლებენ მას. ესეც რეკომენდაციის ნაწილია, რომ ამ მონაკვეთზე უნდა იყოს გადაადგილების შეზღუდვა. სამწუხაროდ, მოგვიწევს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გზა დაკეტილი იყოს, ზუსტ პერიოდს ვერ გეტყვით, თუმცა ეს არ იქნება ერთი და ორი დღე, რადგან საკმაოდ მასიური სამუშაო იქნება ჩასატარებელი.

მთავარია, რომ მოსახლეობას არ ემუქრება საფრთხე, ეს არ არის იმ მასშტაბის მეწყერი, რომ ვინმეს რაიმე საფრთხე ექმნებოდეს,“- განაცხადა დავით ნოზაძემ.

"თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერია" - მეუფე სტეფანე

"აცრებზე რეგისტრაცია მიდის, მაგრამ საიტის სხვა ფუნქციები ჯერ ისევ გასწორების პროცესშია" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

"წაგებული ომიდან დაბრუნებული კაცისთვის, ძნელი აღმოჩნდა სცენაზე ასვლა და თამაში" - როგორ წარიმართა 90-იანი წლების ბესტსელერის ავტორის ცხოვრება